ქაშაპი, Squalis Cephalus - Голавль |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
ქაშაპი, Squalis Cephalus - Голавль |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,830 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: poti ![]() |
სიგრძე__45სმ. წონა__1.2კგ.
ბ ი ნ ა დ რ ო ბ ს : მდინარეში და ტბაში,იტანს წყლის ტემპერატურის დიდი მერყეობას. ი კ ვ ე ბ ე ბ ა : როგორც ცხოველური , ისე მცენარეული საკვებით--- წყლის მწერებითა და მათი მატლებით, ტევზებითა და მათი ქვირითით, ბაყაყებით, წყალმცენარეებით. |
|
|
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 348 რეგისტრ.: 18-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
sergeevich
ხომ ვერ გააკეთებდი ჩამონათვალს კონკრეტულად რომელ მდინარეებში და ტბებში შეიძლება შეგვხვდეს ეს თევზი, განსაკუთრებით აღმოსავლეთი მაინტერესებს, რაცხანაირად ხომ უნდა გავიღრმავო სპინინგის ხელობა |
|
|
![]()
პოსტი
#4
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 730 რეგისტრ.: 13-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
აღმოსავლეთი არ ვიცი და სამეგრელოში ტეხურაზე, ხობისწყალზე, აბაშაზე, ცივზე, ტარჩელზე და კიდევ ბევრგან კარგადაა... გუბისწყალიც ცნობილია...
აღმოსავლეთში კი მტკვარი ვარძიასთან ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#5
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 78 რეგისტრ.: 1-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
როდესაც გინდათ რომ, თევზის რომელიმე სახეობის ლათინური დასახელება გადაამოწმოთ - არსებობს სამეცნიერო-საძიებო სისტემა http://www.fishbase.org/search.php, სადაც ქვეყნდება თანამედროვე სისტემატიკის უახლესი ინფორმაცია.
კიდევ ერთხელ ბოდიში - ჩემს ცოდნას ვენდე ![]() ![]() ქაშაპი იხ.: http://www.fishbase.org/summary/SpeciesSummary.php?id=4482 |
|
|
![]()
პოსტი
#6
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 520 რეგისტრ.: 4-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მახსოვს თავის დროზე სასაცილოდაც არ გვეყო
როდესაც ერთ-ერთმა მეთევზემ (მარგალ კოჩმა) ![]() ამ თევზს ქაშაპი უწოდა დიდხანს ვღადაობდით: ქაშაყის და ვეშაპის ნაჯვარს მეგრულად ქაშაპი რქმევიაო ![]() ჩვენ "გალავჩიკს" ვეძახდით მეგობარი იყო ფაქტიურად მახსოვს ლექსიც დავეწერე: "ორმოცი ბუზი უნდა იკისრო ჭამა თუ გიყვარს გალავჩიკისო" ანდაზაა თითქმის ![]() ბუზის დაჭერასაც ცოდნა უნდა და ამ საქმის პროფი ჩვენს საძმაკაცოში ანზორი იყო მამარდაშვილი მატსახელად "ბუზი" თევზაობის არაფერი გაეგებოდა მაგრამ ჭამა კი უყვარდა ნამეტნავად გალავჩიკის - განსაკუთრებით მისი ხათრით სულ ლურჯტრაკა ჩასუქებულ ბუზებს გვიჭერდა ხოლმე ნახევარლიტრიანი შუშის ქილით მოგვართმევდა და ჩვენც მივდიოდით სოფელ მერხეულში მდინარე მაჭარკაზე სათევზაოდ. ჩვენი არსენალი იყო: გადასაბმელი ბამბუკები ძუა - რომელიღაც ნომერი ![]() შამპანურის საცობისაგან გამოთლილი შიგგულშიასანთისღერგაყრილი ტივტივები მუცელგამობზეკილი ნემსკავები და რაც ყველაზე მთავარია კოჭებთან ჩოგბურთისბურთმიხატული კედები ![]() მდინარეზე უამრავი მცირე მაგრამ საკმაოდ ღრმა მორევი იყო ჩვენი წარმატებული თევზაობის და ანზორის გემრიელი ვახშმის გარანტი ![]() ჩემი მამიდაშვილი ავთო ანკესის წყალში ჩაგდებამდე წაუჩურჩულებდა ნემსკავზე გამობმულ ბუზს: ბუზო ბუზი მშიერი არ დაგვიტოვოო ![]() რა გამოლევდა მაჭარკაში გალავჩიკს ერთხელ ისეც მოხდა რომ ავთომ ორი ნახევარკილოიანი თევზი დაიჭირა ადრე მაქსიმუმ 200 გრამიანებს ვიჭერდით (ეტყობა შელოცვამ გაამართლა) ![]() ჰოდა ავდექით სანაპიროზე კოცონი დავანთეთ შამფურებზე წამოვაგეთ თევზები შევწვით და იქვე შევჭამეთ სახლში დაბრუნებულებმა ეს ამბავი ბუზის ვუამბეთ ისე ეწყინა რომ სულ ბებიები გვიგინა ![]() აწი ბუზებს კი არა ამ ჩემს იმას დაგიჭერთო ბლიად (მიაყოლა) მერე ომიც დაიწყო და ყველამ ერთად დავიჭირეთ ის რასაც ბუზი გულისხმობდა. ნოსტრადამუსი იყო ფაქტიურად ეგ ვეშაპის და ქაშაყის ნაჯვარი ეგა |
|
|
![]()
პოსტი
#7
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 456 რეგისტრ.: 12-June 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#8
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 211 რეგისტრ.: 17-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
demi
შესანიშნავი ნადავლია! ქაშაპზე თევზაობა ძალიან აზარტულია იმისდამიუხედავად, რომ დიდი წინააღმდეგობის გაწევა არ იცის... ჩოლოქზე დავიჭირე კილოიანი ქაშაპი და ისე ამოვიყვანე, თითქმის ვერც გავიგე ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#9
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 211 რეგისტრ.: 17-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
demi
მე სულ ლაითი სპინინგით ვთევზაობ ![]() აი გუშინდელი ნადავლის ყველაზე დიდი ეკზემპლარი: ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#10
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 456 რეგისტრ.: 12-June 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
პენდრაგონ მოგესალმები ეს დღეები გასული ვიყავი სამსახურის საქმეებზე და ვერ შეგეხმიანე, ნამყოფი ვარ მაგ ადგილებში ომის დაწყებამდე, ჭერეხის დასაჭერად, გვითხრეს ადგილობრივებმა თითქოსდა დაუჭერიათო მაგ ადგილებში ჭერეხი, ბევრი ვეცადე მე პირადად, მაგრამ სპინინგით მხოლოდ ქაშაპი იჭირებოდა, კიდევ ვეძებე ტეხურა რომ უერთდება რიონს(ლოქოს ვიჭერდით მანდ, ახალსოფლის მიმართულებით), მაგრამ იქაც მხოლოდ ქაშაპი და რამოდენიმე წითელფარფლა დაჯდა. ქაშაპი მანდეთ ყველგან კარგადაა, ერთადერთი ჯუმზე ვერ დავიჭირე(ალბათ არაა?) არის ენგურზეც(განსაკუთრებით ლია-ფახულანის მონაკვეთი). ერთი სიტყვით ვისაც ქაშაპის სპინინგით დაჭერა უყვარს, სამარგალო ნამდვილი ქაშაპის "სამეფოა".
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#11
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 211 რეგისტრ.: 17-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ფიჩორში შესასვლელად როგორც ვიცი ძრავიანი ნავია საჭირო... თორემ მართლა წაითევზავებდა მანდ კაცი
![]() თუმცა თემას გადავუხვიეთ და ქაშაპის ჭერა ქარიყლაპიაზე არანაკლებ აზარტულია რადგან გამჭვირვალე მდინარეში კარგად ჩანს რა და როგორ ხდება ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#12
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 456 რეგისტრ.: 12-June 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
უმორჩილესად გთხოვთ, რომ ამ თემაში დავდოთ მხოლოდ საქართველოში არსებული და დაჭერილი ქაშაპის შესახებ მოპოვებული ინფორმაცია(უცხოური ფოტო-ვიდეოს გარეშე), აგრეთვე განვიხილოთ ზემოთ ხსენებული მიზნების და რიგი გამოკვლევების განხორციელებისათვის ექსპედიციების დაგეგმვა, ორგანიზება და შედეგების დადება.ჩემი პირველი თემაა, ძალიან ვღელავ(აი ისე პალიასტომის ტბამ რომ იცის) და ... თქვენი თანადგომის იმედი მაქვს
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#13
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 730 რეგისტრ.: 13-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
2 დღის წინ ვიყავი ჩოლოქზე. ძლიერი სიცხეები უჭირავს. დილაუთენია ტყუილა ვცდილობდი ქარიყლაპიას მოტყუებას. როგორც კი მზე გამოვიდა ქაშაპზე გადავედი პატარა ტრიალათი და შედეგმაც არ დააყოვნა - 2 ცალი 250-300 გრამიანი დავიჭირე. კიდევ 2 ცარიელი ჩარტყმა მქონდა.
|
|
|
![]()
პოსტი
#14
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 456 რეგისტრ.: 12-June 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
ჩემი პირველი ქაშაპი სპინინგით დავიჭირე ეგრეთ წოდებულ უხამუთო MARTIN-ის №4 და №6 ბზრიალაზე, შემდეგ ისევ უხამუთო mepps-ის №3 და ხამუთიან №3 aglia-ს ტიპის ბზრიალებზეც, რომლებიც ჩემი დაკვირვებით მდ.ხობზე ივლისის მეორე ნახევარში და აგვისტოს თვეში სხვა ტიპის ბზრიალებთან შედარებით შედეგს მეტს გვაძლევს, ჩემს ხელთ არსებული ვობლერებიდან კარგი შედეგი მაჩვენა RAPALA-ს COUNTDOWN CD-5 SINKING-მა, Mini Fat Rap Floating და Salmo Hornet sdr 4sm. ვობლერებზე სწორხაზოვან გატარებულს მეტი დარტყმები ჰქონდა. სექტემბრის თვე კი მხოლოდ ვობლერით იყო წარმატებული. (ეს ჩემი მცირედი დაკვირვება)
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#15
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
დემი
ხობის წყალზე, კონკრეტულად რომელ ადგილებში? მოგეხსენებათ რომ ყველგან ვერ ითევზავებ ქაშაპზე, მთელი ბავშვობა იქ მაქვს გატარებული და არასდროს მსმენია ქაშაპის ჭერაზე, მე სადაც ვთევზაობდი მანდ ნამდვილდ არ იყო ყოველშემთხვევისთვის P.S. ბატონო დემი, ის პოსტებიც ხომ არ გადმოვიტანო ამ თემაში, ქაშაპის თემიდან? |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th May 2025 - 08:25 |