ტრანსილვანიური მდევარი, "ერდელი კოპო" |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
ტრანსილვანიური მდევარი, "ერდელი კოპო" |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() პოინტერით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,246 რეგისტრ.: 3-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი ![]() |
ტრანსილვანიური მდევარი
(ერდელი კოპო) ![]() ![]() ![]() ![]() სტანდარტის ძირითადი შტრიხებია: თავი - საკმაოდნ გრძელი; შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა ნაკლებად გამოხატული; ცხვირის კეხი სწორი; ლაშები მჭიდროდ მიკრული. თვალები - საშუალო ზომის; ოვალური ფორმის, ოდნავ ირიბად განლაგებული; მუქი - ყავისფერი. ყურები - ჩამოკიდებული, შუა ნაწილში განიერი, ბოლოში მომრგვალებული. კორპუსი - თითქმის კვადრატის ფორმის, კისერი დაკუნთული, საშუალო სიგრძის; ქეჩო კარგად გამოკვეთილი; მკერდი ფართო და ღრმა; ზურგი სწორი; გავა ოდნავ წაკვეთილი; მუცელი მცირედ აკრეფილი. კიდურები - მძლავრი, დაკუნთული; თათები მრგვალი, შეკრული; ფრჩხილები შავი. კუდი - დაბლა დაყენებული. მშვიდ მდგომარეობაში დაბლაა დაშვებული; მოძრაობისას ზურგის ხაზს ქვემოთ აპრეხილი. ბეწვის საფარველი - მოკლე, სწორი, ხშირი, დამახასიათებელია დაბალი ძაღლებისათვის. ზომიერად გრძელი, ხშირი და უხეში, თივთიკით - მაღალი ძაღლებისათვის. ფერი - დაბალი ტიპი: ყავისფერი-რუჟით(მოწითალო ელფერით), რუჟი შედარებით ღია ფერისაა მუცელსა და კიდურებზე. მაღალი ტიპი: შავი, ჟღალი ლაქებით წარბებზე, სახესა და კიდურებზე. ორივე ტიპისათვის დასაშვებია თეთრი ლაქები შუბლზე, მკერდზე, თათებსა და კუდის ბოლოზე. სიმაღლე ქეჩომდე - დაბალი ტიპი: 45-50 სმ. მაღალი ტიპი: 55-65 სმ. დასავლეთ ევროპაში უამრავი ჯიშის მდევარია, მათ შორის, საუცხოო სანადირო თვისებების ძაღლებიც გვხვდებიან, მაგრამ მათი უმრავლესობა მხოლოდ თავიანთ ქვეყნებშია კულტივირებული და საზღვრებს გარეთ ნაკლებად იცნობენ. ერთ-ერთი საინტერესო ჯიშია - ტრანსილვანიური მდევარი. ტრანსილვანიური მდევარი ანუ ერდელი კოპო - უძველესი ჯიშია, რომელიც როგორც ვარაუდობენ მადიარების მიერ IX საუკუნეში რუმინეთსი შეყვანილი ძაღლების ადგილობრივი და პოლონური წარმოშობის მდევრებთან შეჯვარებთაა მიღებული. ამჟამად ამ ძაღლების ორი ტიპი არსებობს - მსხვილი, ანუ უფრო მაღალი და მომცრო, ანუ დაბალი. დიდი ტანის მდევრები უფრო ფართოდაა გავრცელებული და მათ ძირითადად მსხვილ ნადირზე - გარეულ ღორზე, ირემსა და ფოცხვერზე სანადიროდ იყენებენ. სათანადოდ დაგშილი ძაღლები კი რეტრივერების ფუნქციასაც მშვენივრად ასრულებენ - უპრობლემოდ მოაქვთ ნანადირევი. მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთში ძალიან უყვართ, დაბალი ტანის მდევრები მცირერიცხოვანია და თითქმის გადაშენების პირასაა მისული. ჩვენთვის ქართველი მონადირეებისთვის სწორედ ასეთი, მეორე ტიპის ძაღლებია საინტერესო, რადგან ისინი გამორჩეული ოსტატობით დასდევენ კურდღელსა და მელას. ტრანსილვანიური მდევრები საუცხოო ყნოსვის მქონე, დაუღლელი, აზარტული და გულადიძაღლებია, რომლებიც კარგად ნადირობენ ნებისმიერ ლანდშაპტში; როგორც ზაფხულში, ისე ზამთარში. ეს არცაა გასაკვირი - ჯიშის ფორმირება, ძირითადად, კარპატების რეგიონში მოხდა. სადაც მდინარეებით დაქსელილი სავარგულები ბიოტიპის მიხედვით ერთმანეთისაგან განსხვავებულია. აქ ტრამალებს ჯაგნარები ცვლის, ჯაგნარებს ტყეები და ა.შ. ამ ჯიშის კიდევ ერთი გამორჩეული თვისებაა - უშეცდომო ორიენტაციის უნარი უცხო გარემოშიც კი. ტრანსილვანიური მდევრები, როგორც წესი, მხოლოდ ერთ პატრონს სცნობენ, ადვილად იწვრთნებინ, მაგრამ გაშვისას დიდ ძალისხმევას, შემდგომში კი რეგულარულ ტარებასა და ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვენ. არ არიან აგრესიულები სხვა ძაღლებისა და შინაური ცხოველების მიმართ. ჟურნალი "ნადირობა". |
|
|
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,176 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
უიმე დედა რას გავს ( მაპატიეთ ოფიზა
![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 13 რეგისტრ.: 19-February 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
შეიძლება ამ ჯიშის ლეკვის შოვნა საქართველოში? თუ არის სადმე ან ვინმეს ყავს გამაგებინეთ 877 93 63 60
|
|
|
![]()
პოსტი
#4
|
|
![]() პოინტერით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,246 რეგისტრ.: 3-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი ![]() |
არა მგონია საქართველოში ვინმეს ყავდეს ეს ჯიში...
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#5
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 855 რეგისტრ.: 23-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ძალიან წააგავს ლიტვურ მდევარს
|
|
|
![]()
პოსტი
#6
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 13 რეგისტრ.: 19-February 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ხოარ ჰყავს ლიტვური ვინმეს? ძალიან მაგრად მინდა ეგ ჯიში. დამეხმარებიტ?
|
|
|
![]()
პოსტი
#7
|
|
![]() პოინტერით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,246 რეგისტრ.: 3-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#8
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 13 რეგისტრ.: 19-February 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ეს ვიცი რაც არის
|
|
|
![]()
პოსტი
#9
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,341 რეგისტრ.: 16-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: belinskis 27 tbilisi ![]() |
დზაან უშნო დზაგლია და ამის შემხედვარე მერე როგორგა იდზახიან რუსულები რას გვანანო.
![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#10
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 11 რეგისტრ.: 26-May 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
ბიგლის შესახებ არაპერი იცით?
|
|
|
![]()
პოსტი
#11
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th May 2025 - 09:40 |