ქედანზე ნადირობა!!! - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

10 გვერდი V  « < 5 6 7 8 9 > »   
Reply to this topicStart new topic
ქედანზე ნადირობა!!!
მაქსიმუსა
პოსტი Aug 27 2016, 09:56
პოსტი #91


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,073
რეგისტრ.: 3-November 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ხაშური



ციტატა(მალხაზი 1984 @ Aug 25 2016, 00:56) *
ეგ მეც მაქვს სადღაც წაკითხული, რომ ნახევრადავტომატებიდან გასროლილი საფანტის სიჩქარე და თავისთავად ჭრაც ნაკლებია თუნდაც ერთ ან ორლულიან თოფიდან გასროლილ საფანტის სიჩქარეზე. ხვალ გადავქექავ პოსტებს და მოვძებნი სად მაქვს წაკითხული და ვისი დაწერილია ის პოსტი.

თუ არა და ტესტს ჩავატარებ, მაგაზე იოლი რა არის?
.
????? სადაა დაპირებული?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
rati1982
პოსტი Sep 4 2016, 21:31
პოსტი #92


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 9
რეგისტრ.: 1-December 15
ნიკის ჩასმა
ციტირება



დარწმუნებული იყავით რომ ნახევრად ავტომატი კარგ ლულამორყეულ და ადგილადგილ გაბერილ რაკოვინებიან რუსულ ნაგავს უდრის მიტანაში მიუხედავად იმისა თვითონ რაც არ უნდა გაპრიალებული და თანამედროვე ფირმის წარმოებისა იყოს. თუმცა არ იფიქროთ, რომ მე რუსული თუნდაც პრიალა მოვლილი თოფების მოყვარული ვიყო, რადგან ისინიც ნაგავია ჩემი აზრით. თოფი, რომელის გახეთქვისაც გეშინია აწონვის გარეშე გილზის დატენვისას და საზომებით დატენვა საშიშად მიგაჩნიათ არ მგონია რამე ღირებულების იყოს ამ საუკუნეში. ლინკს დავაგდებ ნახეთ რას უნდა უძლებდეს თოფი და მერე ვიდავოთ რუსულ და ამერიკულ ან სხვა ქვეყნების წარმოებებზე:

https://www.youtube.com/watch?v=I8e2PmWhNDE

რაც შეეხება ნახევრად ავტომატურ სისტემას სნაიპერულ შაშხანებშიც კი გამოიყენება მაგრამ ანტი სნაიპერულებში არცერთში არ შეგხვდებათ ეს უკვე იმის ნიშანია რომ სიჩქარეს საკმაოდ აგდებს და ამას რომ თავი დაანებოთ მარტივი ტესტებითაც შეგიძლიათ თვითონვე შეადაროთ ჩაკეტილი სისტემის იარაღი და ნახევრად ავტომატი (ან რამეს ესროლეთ ორივე და შტანგელით გაზომეთ ან ქრონით სიჩქარე გაზომეთ ერთიდაიგივე ფირმის გილზების სროლისას და ან კიდევ შედარებისთვის იმითიც ინადირეთ და ამითიც და მალევე მიხვდებით რომ რატომღაც ნახევრად ავტომატით იგივე ეფექტის მისაღებად ძვირიანი ტყვიების ყიდვა დაგჭირდებათ რა ეფექტსაც ჩაკეტილი სისტემით უიაფესი გილზებით აღწევთ)
თუ ნახევრად ავტომატის უპირატესობა ანუ სწრაფსროლა და მეტი ვაზნების ტევადობა გიზიდავთ პომპა იყიდეთ და იგივე ჩაკეტილი სისტემაა, თან უტყუარი და უნივერსალურია აი იმ ლინკზე რომაა მოსბერგ 500 ეგე
თი მაქვს გრძელი ლულით 28 ინჩიანი და მოკლე ლულით. ღამის ნადირობისთვის.
დაჟე ნარეზიანი ლულაც შეგიძლია შეიძინო თუ ჟაკნით ცხოველზე ნადირობა გიზიდავს და რა ნაწილიც არ უნდა გაგიფუჭდეს გამოიწერ ინტერნეტით მხოლოდ 18 ლარიანი ლიცენზიის ყიდვა გინდათ მომსახურეობის სააგენტოში, რომელსაც ყველას აძლევენ.

ქედანს რაც შეეხება თუ ძვალი არ გაუტყდა პირველმა ნომერმაც რომ გაუაროს რბილში არ ჩამოვარდება სანამ სისხლისგან არ დაიცლება და 300 მეტრსაც იფრენს. სხვათაშორის აქამდე არც მე მჯეროდა ძველი მონადირეების რომ წვრილი ნომრები უფრო კლავს ფრინველს ვიდრე მსხვილი მაგრამ ახლა დაზუსტებით ვიცი რომ ნაღდად მასეა. თუმცა ნახევრად ავტომატებზე არ ვრცხელდება ეგ თეორია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Sep 4 2016, 22:36
პოსტი #93


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




ციტატა(rati1982 @ 4th September 2016 - 22:31) *
დარწმუნებული იყავით რომ ნახევრად ავტომატი კარგ ლულამორყეულ და ადგილადგილ გაბერილ რაკოვინებიან რუსულ ნაგავს უდრის მიტანაში

უამრავი ტესტი მაქ ჩატარებული და ჩემი ნახევრადავტომატის მიტანა უკეთესი აღმოჩნდა ვიდრე ბევრი რუსულის მათ შორის მც იჯ27 და ტოზ 34
აქაც დევს ერთერთი ტესტი ფორუმზე გადახედეთ
ციტატა(rati1982 @ 4th September 2016 - 22:31) *
თოფი, რომელის გახეთქვისაც გეშინია აწონვის გარეშე გილზის დატენვისას და საზომებით დატენვა საშიშად მიგაჩნიათ არ მგონია რამე ღირებულების იყოს ამ საუკუნეში.

დენთის და საფანტის აწონვის გარეშე რატომ უნდა დატენო საერთოდ ვაზნა? აზრი?
ციტატა(rati1982 @ 4th September 2016 - 22:31) *
რაც შეეხება ნახევრად ავტომატურ სისტემას სნაიპერულ შაშხანებშიც კი გამოიყენება მაგრამ ანტი სნაიპერულებში არცერთში არ შეგხვდებათ ეს უკვე იმის ნიშანია რომ სიჩქარეს საკმაოდ აგდებს

აბსოლიტურად მცდარი განცხადებაა
რეკორდული სნაიპერული გასროლების ბოლო 16-ეულიდან 7 ნახევრად ავტომატური იარაღით არის შესრლებული

ერთადერთი + პომპის ნახევრადავტომატთან ალბათ არის მისი საიმედოება სხვადასხვა წონის მუხტებთან მიმართებაში
პომპა უდავოდ კარგია თავდაცვისთვის და ტაქტიკურ სცენარებში მაგრამ ნადირობაში ნაკლებად

მე არვიცი რატომ უყურებთ ნახ. ავტომატებს სკეპტიკურად მაგრამ ის ფაქტი რომ დღეს დღეობით ნახევრად ავტომატს ირჩევს მეტი მონადირე ვიდრე პომპას ან თუნდაც ორლლიან თოფს არაფერს გეუბნებათ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მაქსიმუსა
პოსტი Sep 5 2016, 08:05
პოსტი #94


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,073
რეგისტრ.: 3-November 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ხაშური



assassin29
+1
თანახმა ვარ ყველა პასუხზე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Sep 5 2016, 09:12
პოსტი #95


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



შენელებულ კადრებში ჩანს რომ გილზის ექსტრაქცია, ნახევრადავტომატური იარაღებიდან, ხდება მას შემდეგ რაც ჭურვი დატოვებს ლულას (ინტერნეტში შეგიძლიათ ამ ვიდეოების მოძებნა). ინერციული სისტემა იყენებს უკუცემის ენერგიას, რომელიც ისედაც წარმოიქმნება და იკარგება ყველა ტიპის იარაღში. აირგადამტენის შემთხვევაში კი გაზების მცირე ნაწილი ტოვებს ლულას იმ დროს როდესაც ჭურვი ჯერ კიდევ ლულაშია, ანუ რაღაც წნევა მაინც იკარგება. მაგრამ ის რამოდენიმე მეტრ წამი ნამდვილად ვერ მოახდენს დიდ გავლენას გლუვლულიანი იარაღის მოხმარების სფეროზე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
rati1982
პოსტი Sep 9 2016, 21:16
პოსტი #96


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 9
რეგისტრ.: 1-December 15
ნიკის ჩასმა
ციტირება



შეგიძლიათ თვითონვე შეამოწმოთ ნახევრად ავტომატის და ჩაკეტილი სისტემის იარაღების ეფექტურობა ან ქრონზე ან ხის დაფაზე და შტანგელით გაზომოთ რომელი იარაღის ნასროლი რამდენზე შევა ხეში.
პომპა თავიდან სანადიროდ შეიქმნა უბრალოდ მისი მაღალი საიმედოობის გამო აიტაცეს შეიარაღებულმა ძალებმა და თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ცხოველზე ნადირობისას საიმედოობა ზოგ შემთხვევაში გადამწყვეტიცაა თან ორ ლულიანზე მეტი ტყვიაც ეტევა ყველა მივხვდებით უპირატესობას.
იარაღის ბრძოლისუნარიანობა. ეგრედწოდებული ჭრა, ტყვიის სიჩქარე დამოკიდებულია ფაქტორთა მთელ სისტემაზე, რომელიც მრავალი კომპონენტისგან შედგება:
1. გაზის კარგვა რაც ცოტაოდენ მაინც ამცირებს ტყვიის სიჩქარეს.
2. სავაზნე რომ არის 76 მმ და 70 მმ ვაზნას ვხმარობთ იქაც ხდება გაზების კარგვა რაც ასევე აკლებს სიჩქარეს,
3.სხვადასხვა ქვეყნების წარმოებულ იარაღებს ლულის გაბურღულობა სხვადასხვა ზომის აქვთ და ამიტომ პიჟების ზომით ხდება სიცქარის რეგულირება, რომელიც ინგლისურ თოფებში 12 კალიბრისთვის 18.5 მმ მდეა და ამერიკულ თოფებში 15 მმ აქედან გამომდინარე თუ ინგლისური თოფით ვისვრით ამერიკულ თოფზე გათვლილ გილზს მისი პიჟი ლულაში არ გაიჭედება და წნევას არ შექმნის რაც ასევე დააკლებს სიჩქარეს. (იყიდეთ რამდენიმე ფირმის გილზები დაშალეთ და ლულაში პიჟ-კონტეინერები ჩატენეთ, ზოგი თავისუფლად წავა ზოგი გაიჭედება)
4. ლულის სიგრძე, რაც 71 სმ. მდე ტყვიას აჩქარებს მაქსიმალურად და თუ ლულა მეტი სიგრძისაა უკვე ტყვიის სიჩქარე იკლებს საქართველოს შემთხვევაში, რადგან აქ გვაქვს უხარისხო დენთით დატენილი გილზებით სავსე მაღაზიები და ეს დენთი წვას მანამდე წყვეტს ვიდრე 81 სანტიმეტრიანი ლულის ბოლომდე გავა რის შედეგიც სიჩქარის კლებაა.. მართალია ლულის სიგრძე კარგი ჯგუფის შექმნას უზრუნველყოფს და ამიტომ ტყვიის სიჩქარეს აღარავინ უყურებს საფანტის ჯგუფი იმდენად მნიშვნელოვანია.
5. საზაფხულო და საზამთრო გილზები სხვადასხვანაირად იტენება და საქართველოში ეგეც არავის ადარდებს მაღაზიებში, რადგან საზაფხულო გილზები იაფია ის შემოაქვთ ზამთრისთვისაც უბრალოდ ფერი ან ფირმის სახელი იქნება სხვა და როგორც ზამთრის გილზი ფასიც მეტი აქვს ჩვენთვის.
ასეთი მიზეზები კიდევ ბევრია და ეს ყველაფერი ერთობლიობაში ძლიერ მოქმედებს ჩვენს შედეგსა და ნერვებზე ))))
ისე როგორც ერთერთმა ძველმა მონადირემ და სპორცმენმა თქვა:
თუ თოფი გაქვს და ვერ კლავ ესეიგი სროლა არ იცი!
ამისი ქართული ინტერპრეტაცია კი იცით ყველამ ცუდ მოცეკვავეს რაც უშლის ხელებს ))))
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
bashiachuki
პოსტი Nov 8 2016, 19:47
პოსტი #97


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 304
რეგისტრ.: 25-December 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



Qედანზე რახდება კახეტისკენ ნეტა გამოჩნდა? არავინყიფილხართ იმფორმაცია რო მოდვაწოდოთ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
bashiachuki
პოსტი Nov 14 2016, 20:16
პოსტი #98


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 304
რეგისტრ.: 25-December 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



pic hostესეც კახეთის ქედანიი კარგი იყო რა

free photo upload
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
bashiachuki
პოსტი Nov 14 2016, 20:35
პოსტი #99


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 304
რეგისტრ.: 25-December 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



free photo hosting 4 ნომერ საფანტს ცემასავითიტანდა გავგიჟდი კინაღამ შვიდმა ქედანმა ისეთი მორტყმები აიტანა და წაიღი რო პირი მრჩებოდა ღია მოხვედრის ხმა ხო მესმოდა და ტანზე ბუმბული როგორ ეწეოდა მოხვედრისდრის ვხრდავდი. მარა იტანდა და მიდიოდა ხუთი მაინც დავტოვე მარა ის შვიდი მეცოდება რო დაიკარგა

image upload no limit

photo sharing sites

free image uploading

upload img

how to do a screenshot on a pc
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
bashiachuki
პოსტი Nov 14 2016, 20:47
პოსტი #100


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 304
რეგისტრ.: 25-December 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ძალიან ბევრი იყო აი იუტუბზე რო უყურებ და ათასობთ რო ირევა ხოლმე ზუსტათ მასე იყო ჯერმარტო ეგ ღირდა ერთ სანახაობათ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
bashiachuki
პოსტი Nov 14 2016, 20:52
პოსტი #101


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 304
რეგისტრ.: 25-December 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



კიდე ერთს ვიტყვი რო არავინ ნადირობდა სხვა ყურთასმენას არავისთოფისხმა არცვდებოდა თორე გაცილებით მაგარი დღე ოქნებოდა იმიტო რო ქედანი მოსვენებული იყო ხეებზე და მინდცრებში არავინ აწუხებდა ჩვენ 2 კაცისმეტი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
MORGAN
პოსტი Nov 14 2016, 20:55
პოსტი #102


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,111
რეგისტრ.: 23-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tortuga



ლაგოდეხში იყო კარგად წინა კვირას ე.წ. ღორქედანა )
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Nov 14 2016, 22:22
პოსტი #103


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მშვენიერია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნუკრიMax
პოსტი Nov 14 2016, 22:31
პოსტი #104


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,032
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



bashiachuki
რა ფირმის ტყვიებს ესროდი?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
rati1982
პოსტი Nov 14 2016, 23:05
პოსტი #105


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 9
რეგისტრ.: 1-December 15
ნიკის ჩასმა
ციტირება



ქედანი და მტრედი ჭრილობას მაგრად იტანს: ბევრი შემთხვევა მქონია დაჭრილკ ხელით მომიკლავს და 6 ან 8 ნატყვიარი მინახავს გაპჯტვის შემდეგ მის ტანზე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

10 გვერდი V  « < 5 6 7 8 9 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd June 2025 - 01:45