რომელი თოფი ვიყიდო - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

4 გვერდი V  < 1 2 3 4 >  
Reply to this topicStart new topic
რომელი თოფი ვიყიდო, 1100 ლარიანი ბიუჯეტით
jabappd
პოსტი Feb 15 2011, 12:11
პოსტი #16


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 12
რეგისტრ.: 14-February 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



სრულიად გეთნახმები რაც თოფები ჩამოთვალე მაგრებია, მაგრამ მე რაღაც ტილიანი 1100 ლარამდე მაქვს მაგ თოფების კონდახიც არ მომივა აი რაში მაქვს პრობლემა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Feb 15 2011, 12:39
პოსტი #17


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



jabappd
საგულისხმო წერილია newsmile05.gif გეტყობა რომ ერკვევი საინტესო საკითხებში და ეს სასიმოვნოა.
მართალია ის ფაქტი რომ 'რეზბა' განიცდის ცვეთას, ხშირ შემთხვევაში როდესაც მობილჩოკი ზიანდება (ამას წინ დიდი ხნის ექსპლოატაცია უძღვის) ის სროლენის დროს ნელ ნელა იშვებს , მოშვებულ მდგობარეობაში სროლისას კი ლულის ეს მონაკვეთი იმდენად ზიანდება რომ აღდგენა შეუძლებელია, ხშირ შემთხვევაში ლულას სკდება კიდევაც.... მაგრამ:

როგორც ზევით ავღნიშნე ყველაზე იაფიან და უხარისხო ჩასახრახნ ჩოკებსაც კი რესურსი საკმაოდ დიდი აქვს, ავად ხსენებული "იჟებიც" კი რამდენიმე ათას გასროლას უპრობლემოდ ემსახურება, უფრო მეტიც; შეიძლება თოფი გამოვიდეს მწყობრიდან უფრო ადრე ვიდრე მობილ-ჩოკი.... ეს დროის მიერ დადასტურებულია.

რაც შეეხება ხარისხიან ნაწარმს, ესაა ძირითად იტალიური, ესპანური, იაპონური და ა.შ და ა.შ.... ყველას ვერ ჩამოვთვლი შორს წავალთ, ეს უკანასკნელი არა რამდენიმე ათას არამედ რამდენიმე ათეულობით ათას გასროლას უპრობლემოდ იტანს. მაგალისთისთვის შეიძლება მოვიყვანოთ სპორტული იარაღი, რომლეცის გასროლათა უზარმაზარ რაოდენობაზეა გათვლილი.

ზემოთხსენებულ ჩოკებში შეიძლება გაიცვითოს შევიწროების შიგნითა ზედაპირი, ისევე როგორც თოფებში სატაბილური ჩოკები, ასე მაგალითად : სრული ჩოკი 1 მმ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, როდესაც გასროლათა რაოდენობა დიდია, სრულიად შესაძლებელია გაიცვითოს და დავიდეს 0,75 ან საერთოდ 0,5 მმ-დე....ასეც ხდება კიდევაც.

ნებისმიერი მწარმოებელი ურჩევს მომხმარებელს ჩოკი მოხსნას და გაწმინდოს ყოველი 100-150 გასროლის შემდეგ, ეს ყველაზე მინიმუმი ისევ და ისევ იაფასიან იარაღში. ასე რომ 200 ჯერ რომ მოხნა და ისევ ჩახრახნო ჩოკი ამისთვის 200 ჯერ 150 უნდა გაისროლო.... newsmile035.gif newsmile045.gif newsmile05.gif მგონი გასაგებად გადმოვცემ ჩემ აზრებს newsmile05.gif

ჯემში ყველას ვისაც აქვს თოფი ჩასახრახნი ჩოკებით მოუწოდებ არ ინერვიულოს, მთავარია მოუაროს და პრობლემები დიდი ხნის განმავლობაში თავს არ შეახსენებს პატრონს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Feb 15 2011, 12:58
პოსტი #18


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(jabappd @ 15th February 2011 - 12:58) *
პირადად ჩემი მოსაზრებაა რომ ლულაში რომელშიც რაღაც იხრახნება (ჩოკი) ვერ უნდა იყოს მთლად მყარი, ყოველშემთხვევაში, ცვეთა უეჭველი ექნება რეზბას სხვას რომ თავი დავანებოთ,

ეგ კი მართალია ზოგადად..მაგრამ არც მთლად ეგრეა საქმე. მანდ სპეციფიური ხრახნია. თითოეულ ხვეულს..თავი აქვს დაბრტყელებული. ანუ ეგ ჩვეულებრივი "რეზბა" არ არის. მაგაზე დიდი ცდებია ჩატარებული ევროპაში და მაქსიმალურად გამძლე ვარიანტი შეიმუშავეს. აი რუსულებს უჭირდა თავიდან. ჩასახრახნი ჩოკები ხშირად იბზადებოდა(ვერ უძლებდა ატვირთვას) მაგრამ მგონი მაგათმაც გადაიღეს იმათი გამოცდილება და დახვეწეს. შეიძლება 100 წელი ვერ იმუშაოს.მაგრამ კარგახანს გაძლებს.. მერე შეცვლი ბოლობოლო... უკვდავი რა არის???.. ხოდა ახალ ჩოკს იყიდი წლების მერე..სულ ეგ არის.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
jabappd
პოსტი Feb 15 2011, 13:04
პოსტი #19


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 12
რეგისტრ.: 14-February 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ხოდა მე მაგ ჩოკიან თოფებში თურქულ და რუსულებს ვგულისმობ და არა ბერეტას
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Feb 15 2011, 13:16
პოსტი #20


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



jabappd
არც თურქულებია ხელწამოსაკრავი. ატაც და სტოგერის იტალიელების გახსნილი ფაბრიკებია და ხარისხი საკმაოდ მაღალია. იმიტომ ვთქვი რუსულზე თავს ვერ დავდებ. ადრე ფოლადი მაინც ქონდათ კარგი. ხარისხი მაშინაც ნაგავი იყო და ეხლაც ნაგავია, უბრალოდ ეხლა ფოლადიც უხარისხო აქვთ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
jabappd
პოსტი Feb 15 2011, 13:38
პოსტი #21


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 12
რეგისტრ.: 14-February 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



გაიხარე ძმა დიდი მადლობა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Shooter
პოსტი Feb 15 2011, 15:51
პოსტი #22


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,228
რეგისტრ.: 2-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საცხა



ჩემი აზრით ჩახრახნილ ჩოკებს არუნდა ენოთ და ამით გაამართლოთ თქვნ მფლობელობაში ბევრი სხვა და სხვა ტიპის თოფების არსებობა newsmile05.gif)))))))))))))))
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Feb 15 2011, 15:53
პოსტი #23


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Shooter
ვერ მივხვდი


ანუ კონტექსტი ვერ გავიგე newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
MIMINO
პოსტი Feb 15 2011, 17:36
პოსტი #24


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: !ბანდადებული!
პოსტები: 489
რეგისტრ.: 5-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ჩემი აზრით იჟ-27 შენს მიერ ჩამოთვლილ ყველა მოდელს ჯობია, კომუნისტების გამოშვებას საცალო ეგზემპლარსაც იყიდი მაგ ფასში მაგალითად http://mymarket.ge/product_info.php?type_i...duct_id=1013497 აი ამას. ასევე შენს მიერ ჩამოთვლილ მოდელებს მე ტოზ-120 ვამჯობინებ რომელსაც ძალიან კარგი დიზაინი და ჭრა და მიტანა გააჩნია. მაგ ფასში გირჩევ ფიქსირებული ჩოკებიანი იყიდო. ზემოთ უკვე აღნიშნული მიზეზების გამო.

მე პირადად თურქულს არ გირჩევ რადგან ნანახი მაქვს მისი უდროოდ ,,დაბერებული" (დაჟანგებული) მექანიზმი. წყალში ჩაუვარდა და მექანიზმი არ გაუწმენდია და დაჟანგდა. მგონია რუსული ამას გაუძლებდა.

თუმცა ეს ჩემი აზრია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგა
პოსტი Feb 15 2011, 17:45
პოსტი #25


goga
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,076
რეგისტრ.: 21-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



MIMINO
ციტატა(kaxaadatuashvili @ 15th February 2011 - 18:36) *
მე პირადად თურქულს არ გირჩევ რადგან ნანახი მაქვს მისი უდროოდ ,,დაბერებული" (დაჟანგებული) მექანიზმი. წყალში ჩაუვარდა და მექანიზმი არ გაუწმენდია და დაჟანგდა. მგონია რუსული ამას გაუძლებდა.

ამაში ვერ დაგეთანხმები,რკინა რკინაა.თუ არ გაწმინდე ყველაფერი დაჟანგდება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Danelli
პოსტი Feb 15 2011, 18:07
პოსტი #26


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 330
რეგისტრ.: 21-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(kaxaadatuashvili @ 15th February 2011 - 18:36) *
რომელსაც ძალიან კარგი დიზაინი და ჭრა და მიტანა გააჩნია.

ჭრა და ზოგადად მიტანა თოფზე არაა დამოკიდებული ამ შემთხვევაში (თოფების ჩამონათვალიდან გამომდინარე), არამეტ უფრო ვაზნაზეა.
ციტატა(kaxaadatuashvili @ 15th February 2011 - 18:36) *
მე პირადად თურქულს არ გირჩევ რადგან ნანახი მაქვს მისი უდროოდ ,,დაბერებული" (დაჟანგებული) მექანიზმი. წყალში ჩაუვარდა და მექანიზმი არ გაუწმენდია და დაჟანგდა. მგონია რუსული ამას გაუძლებდა.

დროული და საერთოდ მოვლაა საჭირო, ჭყალში თუ ჩაუვარდა მითუმეტეს, არანაირი მნიშნელობა არააქვს თურქულია თუ რუსული. მე პირადად ორივე მაქვს იჟიც და სტოგერიც, და ორივეს თუ სათანადოდ მოუვლი არ გიღალატებს არასდროს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
dato6
პოსტი Feb 15 2011, 19:26
პოსტი #27


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 278
რეგისტრ.: 1-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



jabappd გამარჯობა და ყველას მივესალმები, გადავიკითხე პოსტები და როგორც მივხვდი უკვე აგირჩევია თოფი. მე პირადათ ჩამოთვლილი მოდელებიდან გირჩევ იმას რომელსაც ისე თუ ასე შედარებით მოირგებ. რუსული იქნება თუ თურქული ეგ შენი გემოვნების და ნდობის ამბავია, ორ ლულიანი თუ ნახევრად ავტო ეგეც შენი გემოვნების ბაზარია. ჯერ თოფი მოირგე და რომელიც შენზე შთაბეჭდილებას მოახდენს იმ იარაღის ავი და კარგი იკითხე, აი მერე კი გირჩევენ და დაგიხასიათებენ უშუალოდ იმ მოდელს. თუ არა ჯერ ყიდულობენ და მერე 2-3 თვეში ყიდიან თოფებს რაც მე პირადათ მაგრა არ მესმის, და აბრალებენ რაღაც რაღაც ვითომდა პრობლემებს, ამ დროს თოფი არის უარგისი და არ აღიარებენ რომ იარიფეს, მარტო შესახედაობა არ კმარა. ასე რომ მოირგე რამოდენიმე იარაღი დააკონკრეტე და მერე უკვე შენ თვითონ გადაწყვიტავ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
jabappd
პოსტი Feb 15 2011, 19:52
პოსტი #28


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 12
რეგისტრ.: 14-February 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



გაიხარეთ მადლობა, მე ერთი მიჭირს ანუ 2200 ლარი მინა თურქულიც და რუსულიც რომ ვიყიდო დავტესტავ და უეჭველ მონაცემებს გეტყვით რომელი რითი ჯობია,

მე პირადად დაზეთილი და ცელოფანში გახვეული ტოზის მექანიზმი დამეჟანგა, იჟიც (27 საბჭოური) მინახია დასველების შემდეგ მეორე დილით დაჟანდული

მეგონი ან იჟ-27 ვიყიდი ფიქსირებული ჩოკით ან ჰუგლუ 104 ფიქსირებული ჩოკით

აი ვინმემ რომ ესთოფები დამატესტიოს მერე ოოოოოოოოო ეგრევე გადავწყვიტავ

ან ამ მაღაზიებს ამდენი თოფები აქვთ და ვერ გეტყვიან ნორმალურად რას რა მონაცემი აქვს, მაგნუმში ვიკითხე ამ ფასში რომელს მირჩევთქო და რა მახასიათებლები ექნებათქო, და მიპაუსუხა მე რავი აბა რა გითხრაო შენ გადწყვიტეო
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
robiko
პოსტი Feb 15 2011, 22:52
პოსტი #29


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 179
რეგისტრ.: 23-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



რამდენი ადამიანიც გირჩევს, იმდენი განსხვავებული აზრი იქნება, შენ თვითონ უნდა გადაწყვიტო.
მე კი შენი მონაცემებიდან გამომდინარე (მაქვს ნადირობის საშუალო გამოცდილება, მინდა თოფის ყიდვა მაქვს თანხა 1100 ლარამდე) დავამატებდი 200 ლარს და ვიყიდდი stoeger - ნახევრადავტომატს 2 წყვილი ლულით (76 სმ. და 54 სმ.)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Feb 15 2011, 23:52
პოსტი #30


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(robiko @ 16th February 2011 - 00:52) *
რამდენი ადამიანიც გირჩევს, იმდენი განსხვავებული აზრი იქნება, შენ თვითონ უნდა გადაწყვიტო.

ყველაზე მართალი აზრი ეს არის...(ჩემი აზრით რათქმაუნდა newsmile035.gif )
jabappd
ამ აზრით იხემძღვალელე მაღდად აჯობებს.
ციტატა(jabappd @ 15th February 2011 - 21:52) *
მე პირადად დაზეთილი და ცელოფანში გახვეული ტოზის მექანიზმი დამეჟანგა, იჟიც (27 საბჭოური) მინახია დასველების შემდეგ მეორე დილით დაჟანდული

ეგ არაფერს არ ნიშნავს.. თუ წყალში ჩააგდებ და არ გაწმინდავ...ყველაზე ძვირფასი პერდეც დაჟანგდება..არადა 100 000 ღირს. უბრალოდ თოფს უნდა მოვლა რა მოდელიც არ უნდა იყოს.
ისე კი რაზე გიყვარს ნადირობა..და რაზე ივლი ძირითადად...იმის მიხედვით შეარჩიე თოფი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

4 გვერდი V  < 1 2 3 4 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th May 2024 - 12:32