კოჭა! |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
კოჭა! |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
კოჭას სპინინგისტის აღჭურვილობაში ბოლო ადგილი ნამდვილად არ უჭირავს. მეტსაც ვიტყოდი, კოჭა ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია!
შესაბამისად მინდა ჩამოვაყალიბო ჩემი აზრი სასპინინგე, საკალმახე კოჭების შესახებ! დავიწყოთ იქედან, რომ ზოგადად სასპინინგე კოჭები უნდა იყოს არაინერციული კოჭები წინა ფრიქციონით ანუ წინიდან რეგულირებადი სამუხრუჭე მექანიზმით! ანუ: ასეთი - ![]() და არა ასეთი - ![]() სამუხრუჭე მექანიზმებს შორის სხვაობა არის 1 - წინა ფრიქციონით კოჭა უფრო მსუბუქია და შესაბამისად სატარებლად და მდინარეზე სახმარად უფრო მოსახერხებელია! ![]() სასპინინგე კოჭებს პირობითად ყოფენ კლასებად ანუ დაბალი, საშუალო და მაღალი კლასი. ამ კლასებს არცერთს არ ეკუთვნის ჩინური "წინ ტაო"-ს ფორმის კოჭები ![]() ეს დაყოფა რა თქმა უნდა პირობითია და დაფუძნებულია ფასებად კლასიფიკაციაზე ![]() გავაგრძელოთ საკალმახე კოჭებზე. გამომდინარე იქედან, რომ კალმახისტს მდინარეზე ბევრი მოძრაობა უწევს და თან სატყუარის 50 და 80 მეტრზე სროლა არ ჭირდება, კოჭაც რეკომენდირებულია, რომ იყოს მომცრო ზომის და რაც შეიზლება მსუბუქი. გარდა ამისა კოჭა უნდა აკმაყოფილებდეს საიმედოობის მოთხოვნას, ვინაიდან დღეში რამოდენიმე ასეული გახსნა დაკეტვა უწევს კოჭას და მსგავს დატვირთვებს უნდა უძლებდეს. შესაბამისად სპინინგისტის აღჭურვილობაში მხოლოდ ხარისხიან კოჭას უნდა ქონდეს თაისი კუთვნილი ადგილი დაკავებული. რაც შეეხება კოჭების ხარისხის, ბრენდისა და ფასებისშერწყმას. არაერთხელ აღვნიშნე, რომ აუცილებელი არ არის მსოფლიოში ყველაზე მეტად ცნობილი ბრენდების აღჭურვილობას ფლობდეთ. მაგ: SHIMANO, DAIWA და ა.შ. დამწყებსაც და გამოცდილ სპინინგისტსაც ვურჩევდი, რომ შეიძინონ ნაკლებად მყვირალა სახელების მქონე ზომიერ ფასიანი ნივთები ვინაიდან ისინი არაფრით ჩამოუვარდებიან ბრენდებს ხარისხით - ზოგჯერ ჯობიან კიდეც და გაცილებით უფრო ხელმისაწვდომები არიან! სასპინინგე-საკალმახე კოჭას უნდა ქონდეს : ანტი-რევერსული სისტემა, რომელიც უკან დატრიალებისან 100%-ით დაიცავს კოჭას; სათადარიგო ალუმინის მაქო; კოროზიამედეგი საკისრების ზომიერად დიდი რაოდენობა, რომლებიც დაიცავენ მოძრავ ნაწილებს ცვეთისგან (იმ ნაწილებს, რომლებიც ხახუნს განიცდიან); საიმედო , დაბალანსებული სამუხრუჭე სისტემა; ადეკვატური ფასი ![]() ადეკვატური გადაცემათა რიცხვი (მადლობა გიორგის ![]() ეს უკანასკნელი ჩემი დაკვირვებით და გამოცდილებით სასურველია მერყეობდეს1:4.5-დან 1:5.2-მდე დიაპაზონში რათა მოხერხდეს თევზის მაქსიმალურად სწრაფად გამოყვანა და თან კოჭას შენარჩუნებული ქონდეს სათანადო ძალაც. პირადად მე, მიუხედავად იმისა, რომ მაქვს DAIWA ADVANTAGE 2500, შარშან წლის ბოლოსკენ შევიძინე OKUMA-ს ფირმის კოჭა - VSystem 20 ![]() ეს კოჭა ყველა მონაცემით აკმაყოფილებს ჩემს მოთხოვნებს. 1. არ არის მყვირალა ბრენდი (SHIMANO, DAIWA...) და შესაბამისად სახელის ფასი არ შედის ღირებულებაში; 2. არის პატარა და კომპაქტური; 3. არის მსუბუქი; 4. როგორც ყველა მაღალი დონის კოჭას მოყვება სათადარიგო ალუმინის მაქო; 5. საიმედო ფიქსაციის ხრახნიანი სახელური; 6. სახელურის ერგონომიული დამჭერი; 7. აქვს ორმაგი სამუხრუჭე სისტემა რაც ძალის დატანების დროს უზრუნველყოფს თანაბარ და მოზომილ მოშვებას; 8. აღჭურვილია ელიფსური კბილანებით, რაც უგულებელყოფს ლუფტს და აადვილებს თევზის გამოყვანას (ნაკლებ ძალას მოითხოვს); 9. აღჭურვილია ანტი-რევერსული საკისრით/სისტემით; 10. აქვს კოროზიამედეგი+დაბალი ხახუნის მქონე 12 საკისარი (30 და უფრო დიდი მოდელები აღჭურვილია 15 საკისრით); 11. მოყვება OKUMA-ს საფირმო 5 წლიანი გარანტია (რაც სხვა ბრენდების შემთხვევაში მე ვერ აღმოვაჩინე). [b]12. გადაცემათა რიცხვი აქვს 1:5 [/b] ეს სიამოვნება დამიჯდა 150 მარადმწვანე; მონაცემები დავალაგე ფერების მიხედვით შემდეგნაირად: წითელი - კრიტიკულად აუცილებელი მონაცემი; სტაფილოსფერი - არაკრიტიკული, მაგრამ ზომიერად აუცილებელი მონაცემი; მწვანე - სასურველი მონაცემი. ეს გრადაცია სუბიექტურია და ამიტომ არ დამიწყოთ კამათი - მე ასე მესახება ![]() რაც შეეხება ჩემს მფლობელობაში მყოფ კოჭას. დღევანდელი შეფასებით დავუწერდი 10/10 ქულას. ძალიან ძლიერი, დაბალანსებული და კომპაქტური კოჭაა. თუ რამე რეკორდული დამჯდარა ჩემს სპინინგზე ამ კოჭაზე მომიწია და თავის სამუშაოს თავი 10-ზე გაართვა! ![]() წელს გავაგრძელებ მის გამოყენება-გატესტვას და თუ რამე შეიცვლება მოგახსენებთ... |
|
|
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ეს თემაც მგონი მივაძაღლე - შეაფასეთ
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 78 რეგისტრ.: 1-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
დაგვიანებით გილოცავ შენაძენს, OKUMA-ს პროდუქციაში მართლაც საუკეთესოა VSystem.
ეხლა კი პატარა შენიშვნები #1 პოსტთან დაკავშირებით. "დავიწყოთ იქედან, რომ ზოგადად სასპინინგე კოჭები უნდა იყოს არაინერციული კოჭები წინა ფრიქციონით ....." რა ვუყოთ აშშ-ს სპინინგისტების 90 პროცენტს დამატებული ბასზე მოთევზავე იაპონელების 80 პროცენტი, რომლებიც მხოლოდ მულტიპლიკატორს აღიარებენ? "წინა ფრიქციონით კოჭა უფრო მსუბუქია და შესაბამისად სატარებლად და მდინარეზე სახმარად უფრო მოსახერხებელია! " მტკიცება საკმაოდ საკამათოდ მეჩვენება - რა თქმა უნდა წინა ფრიქციონიანი კოჭები უფრო მსუბუქია, მაგრამ რამდენად? ავიღოთ თუნდაც იგივე Shimano Symetre: SY2500FJ - 10.1 უნცია(~286გრ.) - SY2500RJ - 10.4 უნცია(~295გრ.) სხვაობა - ~9 გრ., SY4000FJ - 14.1 უნცია(~400გრ.) - SY4000RJ - 14.5 უნცია(~411გრ.) სხვაობა - ~11 გრ. არა მგონია ეს იყოს გადამწყვეტი ჩვენი მდინარეების პირობებში სადაც 70-90 გრამიან ულტრალაითის ჯოხით თევზაობა, მსუბუქად რომ ვთქვად - მოუხერხებელია. ჩემი აზრით წინა ფრიქციონი სხვა კონსტრუქციული თავისებურებების გამო უფრა მოსახერხებელი. კერძოთ ამ შემთხვევაში ფრიქციონის ზომებიდან გამომდინარე, კონსტრუქციულად უფრო ადვილია მდორე და დიდი დიაპაზონის მუხრუჭის შექმნა. აგრათვე წინაფრიქციონიან კოჭებში კონსტრუქციულად უფრო მარტივად ხდება ძუის კონუსის ფორმის რეგულირება (თუმცა ეს პროცესი მაღალი დონის უკანაფრიქციონიან კოჭებშიც არაა ძალიან რთული), და ა.შ. "სათადარიგო ალუმინის მაქო" იაპონიის ბაზრისთვის განკუთვნილი საშუალო და მაღალი კლასის კოჭების 95% სათადარიგო მაქო საერთოდ არ მოყვება ![]() ![]() ![]() ABS spool carbon hybrid ჰიბრიდული მაქო - კარბონი + DAIWA-ს საიდუმლო ![]() ![]() ოღონდ ამ მაქოების ფასს ნუ ითხავთ ![]() ![]() ![]() საერთოდ კი დიდი მადლობა შემეცნებითი პოსტებისათვის. "აღჭურვილია ელიფსური კბილანებით, რაც უგულებელყოფს ლუფტს და აადვილებს თევზის გამოყვანას (ნაკლებ ძალას მოითხოვს)" დიდი ბოდიში, მაგრამ ვერაფერი ვერ გავიგე - რა კავშირშია "ელიფსური კბილანები" და "თევზის გამოყვანა.... (ნაკლებ ძალას მოითხოვს)" ![]() ![]() P.S. რას ნიშნავს "ორმაგი სამუხრუჭე სისტემა" ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#4
|
|
თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,021 რეგისტრ.: 8-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ortachala ![]() |
გილოცავ კარგი შენაძენია
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#5
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
რა ვუყოთ აშშ-ს სპინინგისტების 90 პროცენტს დამატებული ბასზე მოთევზავე იაპონელების 80 პროცენტი, რომლებიც მხოლოდ მულტიპლიკატორს აღიარებენ? რა ვუყოთ და ნერვი არ შევიტოკოთო მათი არჩევანით და არც მათი პრობლემებით. აქ საქართველოში თევზაობაზე ვსაუბრობთ მგონი და ჩვენ სათევზაო გარემოს მიმოვიხილავთ და ამერიკელები ნაკლებად უნდა გვადარდებდეს. საქართველოში კი მულტიპლიკატორი რამდენად პოპულარულია - მისი ბაზარზე შემოტანების და გაყიდვების რაოდენობა მეტყველებს. "წინა ფრიქციონით კოჭა უფრო მსუბუქია და შესაბამისად სატარებლად და მდინარეზე სახმარად უფრო მოსახერხებელია! " მტკიცება საკმაოდ საკამათოდ მეჩვენება - რა თქმა უნდა წინა ფრიქციონიანი კოჭები უფრო მსუბუქია, მაგრამ რამდენად? ავიღოთ თუნდაც იგივე Shimano Symetre: SY2500FJ - 10.1 უნცია(~286გრ.) - SY2500RJ - 10.4 უნცია(~295გრ.) სხვაობა - ~9 გრ., SY4000FJ - 14.1 უნცია(~400გრ.) - SY4000RJ - 14.5 უნცია(~411გრ.) სხვაობა - ~11 გრ. რამდენი გრამიც არ უნდა იყოს, მაინც მსუბუქია! და თან აქ 1 კონკრეტულ მოდელს არ განვიხილავთ, და არც ამ 1 მოდელის მონაცემების განვრცობა გამოვა სხვა კოჭებზე. იგივე შიმანოს sedona: SE1000FD - არის 218 გრამი და SR1000RG არის 281 გრამი. სხვაობა 63 გრამი ანუ 29%-ით უფრო მძიმეა - მგონი საკმარისზე მეტია! ასევე: SE2500FD - 269 გრამი და SR2500RG - 320 სხვაობა 51 გრამი SE4000FD - 354 გრამი და SR4000RG - 412 გრამი - სხვაობა 58 გრამი იაპონიის ბაზრისთვის განკუთვნილი საშუალო და მაღალი კლასის კოჭების 95% სათადარიგო მაქო საერთოდ არ მოყვება ისევ ეს იაპონია და ამერიკა... ![]() და რა? კარგია რომ არ მოყვება? ![]() რა კავშირშია "ელიფსური კბილანები" და "თევზის გამოყვანა.... იმ კავშირშია, რომ ელიფსური კბილანები თავიანთი ფორმიდან გამომდინარე არიან სრულ (100%) მოდებაში ნებისმიერ მდგომარეობაში, არ აქვს ლუფტი და წარმოუდგენლად თანაბრად მდორედ მუშაობს სხვადასხვა დატვირთვებზე. ამიტომაც ჭირდება ნაკლები ძალისხმევა! ეს კბილანები ასევე ითავსებენ ძუის მაქოზე თანაბრად განაწილების ფუნქციასაც! P.S. რას ნიშნავს "ორმაგი სამუხრუჭე სისტემა" ორმაგი სამუხრუჭე სისტემა ნიშნავს იმას, რომ მაქოს ორივე მხრიდან არის დაყენებული ანუ 2 ზედაპირზე მუშაობს სამუხრუჭე სისტემა. ადვილად წარმოსადგენი, რომ იყოს. ფაქტიურად იგივეა, რაც მანქანის "აპორნი" დისკი და ამ დისკზე ორივე მხრიდან მოდებული ხუნდები ![]() მოკლედ ოკუმას საიტზე არის ყველაფერი მგონი აღწერილი. თუ არა და აი ამ ლინკზე ნახე ამ კოჭის ტესტირება და შედეგები. http://www.tackletour.com/reviewokumavs20.html |
|
|
![]()
პოსტი
#6
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 78 რეგისტრ.: 1-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ტექნიკური განათლების მქონე სპეციალისტებმა მიმითითეთ, თუ რამე შემეშლება - დასაბუთებულ შენიშვნებს ვიღებ დიდი სიამოვნებით.
ეს პატარა ლირიული გადახვევა. ეხლა რაც შეეხება სასპინინგე კოჭებს. რა ვუყოთ და ნერვი არ შევიტოკოთო .... საქართველოში კი მულტიპლიკატორი რამდენად პოპულარულია - მისი ბაზარზე შემოტანების და გაყიდვების რაოდენობა მეტყველებს. შეიძლება ნერვი არ შევიტოკოთ მაგრამ მე მგინი საქართველოში ყველაზე პოპულარული ჩინური ინერციული "ნევსკაია" და "კობრა"-ა (ოღონდ ნუ მკითხავ რამდენ "ბალიანი") და მაშინ მხოლოდ ეგენი მიმოვიხილოთ? ![]() იგივე შიმანოს sedona: SE1000FD - არის 218 გრამი და SR1000RG არის 281 გრამი. სხვაობა 63 გრამი ანუ 29%-ით უფრო მძიმეა - მგონი საკმარისზე მეტია! ასევე: SE2500FD - 269 გრამი და SR2500RG - 320 სხვაობა 51 გრამი SE4000FD - 354 გრამი და SR4000RG - 412 გრამი - სხვაობა 58 გრამი ![]() ![]() იმ კავშირშია, რომ ელიფსური კბილანები თავიანთი ფორმიდან გამომდინარე არიან სრულ (100%) მოდებაში ნებისმიერ მდგომარეობაში, არ აქვს ლუფტი და წარმოუდგენლად თანაბრად მდორედ მუშაობს სხვადასხვა დატვირთვებზე. ამიტომაც ჭირდება ნაკლები ძალისხმევა! ეს კბილანები ასევე ითავსებენ ძუის მაქოზე თანაბრად განაწილების ფუნქციასაც! დიდი ბოდიში მომითხოვია, ეტყობა მეხსიერება მღალატობს, მაგრამ არაინერციული კოჭების კონსტრუქციიდან ვერცერთს ვერ ვიხსენებ, სადაც კბილანები 100% მოდებაში არ იყვნენ გინდ ელიფსური და გინდაც მრგვალი. კონსტრუქციაში ლუფტს ძირითადად განაპირობებს მოხახუნე წყვილის - კერძოთ ჩვენს შემთხვევაში - კბილანების დამუშავების სიზუსტე და მიგლისვა ("პრიტირკა"). ოკუმა VSystem-ში ელიფსურ კბილანას იყენებს მაქოს წინ-და-უკან სამოძრაოდ რაც მასზე ძუის თანადრად დახვევას განაპირობებს, ხოლო შეეხება ძალისხმევას - ე.ი. თუ სწორად გავიგე - იმ ძალას, რომლითაც როტორი ახვევს ძუას მაქოზე და რომელიც ძირთადად განაპირობებს კოჭის "ჯალამბარობას" - დამოკიდებულია კოჭის ძირითად წყვილზე - მის გეომეტრიაზე პირველ რიგში და ძირითადი გადაცემის მამრავლზე. მოვძებნე ოკუმას საიტი - http://www.okumafishing.com/ - ხოლო შენი კოჭა აქ ყოფილა http://webapps.easy2.com/cm2/flash/generic...age_id=35788515 მართლაც საინტერესოა ეგ - "ორმაგი ფრიქციონი" ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#7
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
მე მაინც ვერ გავიგე რაზე კამათობთ ან რატო კამათობთ
![]() საშუალო სტატისტიკური, დამწყები (და არა მარტო) სპინინგისტისთვის, რაც ბესომ დაწერა, სრულიად გასაგებია და მისაღებიცაა კაცმა დაწერა გურჯისტანული რეალობიდან გამომდინარე, როგორი კოჭა ჯობია შეიძინო თუ მაინც და მაინც გადაწყვიტე სპინინგისტობა... რამდენი მეთევზე გინახიათ საქართველოში, რომ სპინინგით თევზაობდეს მულტიპლიკატორით ?? ![]() ![]() იგივენაირად, ფაქტია რომ წინა ფრიქციონი უმჯობესია (და უმეტესად გავრცელებულია) კონკრეტულად კალმახზე სათევზაოდ და რა აზრი აქვს იმაზე კამათს ბევრად მსუბუქია თუ არა უკანა ფრიქციონი წინა ფრიქციონზე ??? და კბილანების საკითხი ხომ, დარწმუნებული ვარ, რომ მკითხველების 80%-მა ვერც გაიგო... ან რა საკამათოა ის მოსაზრება, რომ თუ ყიდულობ კოჭას, უმჯობესია სათადარიგო მაქოც მოყვებოდეს და თანაც კარგი ხარისხის ?? ![]() ![]() Fuego კალმახისათვის სასპინინგე კოჭას რომ ყიდულობდე, საქართველოს პირობებისთვის - აქედან რომელ რჩევას არ გაითვალისწინებდი ? ან მაგ ჩამონათვალს რას დაამატებდი რჩევის სახით ? ზოგადად სასპინინგე კოჭები უნდა იყოს არაინერციული კოჭები წინა ფრიქციონით ანუ წინიდან რეგულირებადი სამუხრუჭე მექანიზმით! კოჭაც რეკომენდირებულია, რომ იყოს მომცრო ზომის და რაც შეიზლება მსუბუქი. სასპინინგე-საკალმახე კოჭას უნდა ქონდეს :
ანტი-რევერსული სისტემა, რომელიც უკან დატრიალებისან 100%-ით დაიცავს კოჭას; სათადარიგო ალუმინის მაქო; კოროზიამედეგი საკისრების ზომიერად დიდი რაოდენობა, რომლებიც დაიცავენ მოძრავ ნაწილებს ცვეთისგან (იმ ნაწილებს, რომლებიც ხახუნს განიცდიან); საიმედო , დაბალანსებული სამუხრუჭე სისტემა; ადეკვატური ფასი |
|
|
![]()
პოსტი
#8
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
მე მაგალითად დავამატებდი ბრუნების შეფარდების მინიმალურ კოეფიციენტს
თუ არ ვცდები (თავს ვერ დავდებ, არ მახსოვს და ეხლა ნახვაც მეზარება) შეფარდება სასურველია იყოს არანაკლები ≈4:1 ჩემს ულტრა ლაითის კოჭას ნაკლები ჰქონდა და მახსოვს, რომ დინებაზე ვერ ვასწრებდი ამოხვევას და შესაბამისად სატყუარის გატარებას.... მოკლედ თავს ვერ დავდებ კოეფიციენტზე, მაგრამ მგონი არც თუ ისე უმნიშვნელო პარამეტრია კოჭის შერჩევისას... |
|
|
![]()
პოსტი
#9
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 78 რეგისტრ.: 1-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
To გიორგი
არ მეგონა თუ ამდენ პოლემიკას გამოიწვევდა ჩემი პოსტი ![]() ზოგადად სასპინინგე კოჭები უნდა იყოს არაინერციული კოჭები წინა ფრიქციონით ანუ წინიდან რეგულირებადი სამუხრუჭე მექანიზმით! თანამედროვე ხარისხიან კოჭებში ფრიქციონის მდებარეობას არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. არსებობს საკმაოდ პატივსაცემი ფირმების დაპროექტებული სპინინგები, რომლებზეც ბალანსი უკანამუხრუჭიანი კოჭით უკეთ მიიღწევა. ასეთ შემთხვევაში სისტემა სპინინგი-კოჭა ნაკლებად ღლის მეთევზის ხელს და განსაკუთრებით მაჯას, ვიდრე ის "ზედმეტი" 10-20 ან თუნდაც 30 გრამი. ყველამ უნდა შეარჩიოს ის სისტემა, რომლითაც უფრო ეხერხება ფრიქციონის სწრაფად რეგულირება - მტკიცება, რომ ეს უკეთესია რომელიმე ტიპის ფრიქციონით მცდარია, რადგანაც ყველა მეთევზემ ეს ინდივიდუალურად უნდა განსაზღვროს თავის ფიზიკური მონაცემების თუ ჩვევებიდან გამომდინარე. წინა პოსტში ტყუილად არ ვახსენე "ნევსკაია" - ის ვინც მიჩვეულია ჩატარებთ თევზაობას ("ხავსზე" და ა.შ.) და აქვს დამუშავებული, საკისრებზე აყვანილი ინერციული კოჭა, უკეთ, შედეგიანად და უფრო დიდხანს გამიყენებს ამ ტიპის კოჭას ყველა ჯურის სპინინგით თევზაობისას. თუ ყიდულობ კოჭას, უმჯობესია სათადარიგო მაქოც მოყვებოდეს და თანაც კარგი ხარისხის სათადარიგო მაქო კარგია, რა თქმა უნდა, მაგრამ, მაქოს ხარისხს ალუმინი არ განსაზღვრავს, გადამწყვეტია მისი კონსტრუქცია. აქვს თუ არა ტიტანის ნიტრიდით ან სხვა ამგვარი მასალით გახისტებული ტუჩი და არა შეფერადებული ოქსიდაცია როგორც ძირითადად იაფფასიან (და არა მარტო იაფ) კოჭებში გვხვდება. ![]() კოჭა უნდა შეირჩეს ჯოხიდან გამომდინარე და პირიქით და ორივე უნდა მოერგოს მეთევზეს. ე.ი. 3 მეტრის სიგრძის 45 გრამი ტესტის მქონე სპინინგზე პატარა კოჭა (იგივე შიმანო 500 ან 750 ზომის) არა მარტო სასაცილო და მოუხერხებელია, საკმარისია 1 კვირა დიდი წინააღმდეგობის მქონე სატყუარებით ითევზაოთ, რომ საბოლოოდ მოუღოთ ბოლო მთავარ წყვილს (ეს ორი ძირითადი კბილანაა კოჭაში, რომლების ხარისხი და ფასი ხშირ შემთხვევაში კოჭის ფასის დიდ ნაწილს შეადგენს და ამავე დროს მწარმოებლები ფეხს ითრევენ მის გაყიდვაზე ![]() კოჭაც რეკომენდირებულია, რომ იყოს მომცრო ზომის და რაც შეიზლება მსუბუქი. ჩემი აზრით ჩვენ შემთხვევაში უპრიანი იქნებოდა გვეთქვა - კოჭის ზომა სჯობს იწყებოდეს 2500-3000-დან შიმანოს კლასიფიკაციით ან 2000-2500-დან დაივას მიხედვით. (სამწუხაროდ კოჭების ზომების სტანდარტი არ არსებობს და ამიტომ უთითებენ ამ ორი გიგანტი მწარმოებლის კლსიფიკაციას, როგორც ყველასთვის მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომს).რაც შეეხება წონას ერთი დონის და ფასის კოჭებში ეს პარამეტრი დიდად არ განსხვავდება. კოროზიამედეგი საკისრების ზომიერად დიდი რაოდენობა ჩამოვთვალოდ ოპტიმალური რაოდენობა - ბურთულოვანი: 1 შტოკზე, რომელზეც მაქოა დამაგრებული, 1 ძუის ბლოკზე, 2 ძირითად ღერძზე სადაც სახელური ეხრახნება ან ჯდება და ერთიც free-wheel clutch ანუ ანტი-რევერსული სისტემის საკისარი. ყველა დანარჩანი ემსახურება 2 მიზანს - ან დაარბილოს კოწას სვლა ან სამწუხაროდ ძირითადად ამ მიზნით ![]() ![]() ![]() ![]() ![]() პირადი რჩევაა - ნუ გამოვეკიდებით საკისრების ("ბალების") რაოდენობას. საიმედო , დაბალანსებული სამუხრუჭე სისტემა 1 000 000% - ალბად და ბევრი დამეთანხმება ეს პარამეტრი ერთერთი უმთავრესია კოჭაში. ადეკვატური ფასი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() კიდევ ერთხელ ელიფსურ კბილანებზე - ალბად ყველაზე მეტად ამან გამაღიზიანა, არა ბესო-სგან, არამედ ოკუმასაგან, რომელიც ამტკიცებს რომ: "მისი კბილანები, ყველაზე უფრო კლბილანურია იმ კბილანებს შორის, რასაც თქვენ შეიძენთ" ბოდიში ყველას, რადგან ძალიან გავრცობილად მომივიდა, მაგრამ შევეცადე გასაგებად დამეწერა. ყველას გისურვებთ წარმატებებს თევზაობისას და ნაკლებად მოხვედრილიყავით დღევანდელი სამყაროს სლოგანის "ჩვენი სარეცხი ფხვნილი 100-ჯერ მეტად ათეთრებს, ვიდრე ჩვეულებრივი სარეცხი ფხვნილი"-ს მსხვერპლი, ხოლო ქვევით ძააალიან წვრილი შრიფტით - "ის მხოლოდ 30-ჯერ ძვირია ჩვეულებრივ სარეცხ ფხვნილზე". მე მაგალითად დავამატებდი ბრუნების შეფარდების მინიმალურ კოეფიციენტს 100% ძალიან მნიშვნელოვანი მახასიათებელია, რომელიც განსაზღვრავს სახელურის სრული ბრუნისას ამოხვეული ძუის რაოდენობას - შესაბამისად თევზაობის მანერას. ჩემს ულტრა ლაითის კოჭას ნაკლები ჰქონდა და მახსოვს, რომ დინებაზე ვერ ვასწრებდი ამოხვევას და შესაბამისად სატყუარის გატარებას.... აი ულტრალაითის კოჭებით თევზაობას ჩვენ მდინარეებში?? რა თქმა უნდა, სატყუარაზე ბევრია დამოკიდებული,..... არ გენანება? ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#10
|
|
![]() goga ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,076 რეგისტრ.: 21-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
საქართველოში კი მულტიპლიკატორი რამდენად პოპულარულია - მისი ბაზარზე შემოტანების და გაყიდვების რაოდენობა მეტყველებს. რამდენი მეთევზე გინახიათ საქართველოში, რომ სპინინგით თევზაობდეს მულტიპლიკატორით ?? ეს ხო შეიძლება იმაზეც მეტყველებდეს რომ ჩვენ არ ვიცით მისი გემო,ან რა პლიუს-მინუსები აქვს. მე მაგალითად არ ვიცი თორე ვიტყოდი რა მომწონს და რა არ მომწონს. ან საერთოდ ვინმეს გიხმარიათ და იცით რისი მაქნისია? აი ულტრალაითის კოჭებით თევზაობას ჩვენ მდინარეებში?? რა თქმა უნდა, სატყუარაზე ბევრია დამოკიდებული,..... არ გენანება? რატო უნდა დაგენანოს?! რამეს უფუჭებს ჩვენი მდინარეები ულტრას და მის კოჭას? ისე ისიც ვთქვათ რო ძალიან ბევრმა არ იცის თუნდაც სპინინგი რა არის და თხილის ჯოხებით თევზაობს. ეხლა იმ ხალხმა ვინც ამას აკეთებს,უნდა გვიმტკიცოს რო თხილის ჯოხი და მასზე დამაგრებული ფიქსირებული ძუა ჯობია სპინინგს??? |
|
|
![]()
პოსტი
#11
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
Fuego
გაიხარე და მადლობა ამ პოსტისთვის ![]() უმეტეს წილად გეთანხმები ყველაფერში. გარდა რამდენიმე საკითხისა: 1. მულტიპლიკატორი საქართველოში, კალმახზე სათევზაოდ მე არ მეგულება ადამიანი რომ მულტიპლიკატორი იყიდოს ან ვინმეს ურჩიოს რომ იყიდოს. ხაზს გავუსვამ - საქართველოში კალმახზე სათევზაოდ, იმიტომ რომ ეს თემა ამ საკითხს ეხება უშუალოდ, თორე ზოგადად კოჭაზე სხვა თემბიც არის ამ ფორუმზე. 2. უკანა ფრიქციონი ანუ შენ საუბრობ გარკვეულ სპეციფიკურ კოჭებზე, რომელიც არსებობს და ჯობია საშუალო სტატისტიკურ წინა ფრიქციონს. მერე და რა ამით ?? არაც არაფერი... პორშეს სუპერ ნავაროჩენი ჯიპი ჩაიხევს ბმვს ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 3. მაქო თუ ყიდულობ კოჭას, უმჯობესია სათადარიგო მაქოც მოყვებოდეს და თანაც კარგი ხარისხის სათადარიგო მაქო კარგია, რა თქმა უნდა, მაგრამ, მაქოს ხარისხს ალუმინი არ განსაზღვრავს, გადამწყვეტია მისი კონსტრუქცია. აქვს თუ არა ტიტანის ნიტრიდით ან სხვა ამგვარი მასალით გახისტებული ტუჩი და არა შეფერადებული ოქსიდაცია როგორც ძირითადად იაფფასიან (და არა მარტო იაფ) კოჭებში გვხვდება. , არის თუ არა ზედმეტი მასალა ამოღებული მაქოს შიდა მხარეს, სადაც იგი ძირითადად ბალასტის როლს თამაშობს... ხშირად ჯობია მაქო მთლიანად ან ნაწილობრივ პლასტიკის იყოს, ოღონდ ალუმინისაზე მსუბუქი და იტევდეს იმ რაოდენობის ძუას, რაც ჩვენ გვჭირდება. კი ბატონო... მე გამოყენებულ მასალებში ვერ ვერკვევი, მაგრამ საინტერესოა და გასაგებია... ისე მე ასე მეგონა, რომ კონსტრუქციულად სათადარიგო მაქო ძირითადის ბიძაშვილია... და უბრალოდ სიაფის გამო - იყენებნ იაფიან მასალა.... რავი ჩემ დაივას ორივე მაქო (ძირითადიც და სათადარიგოც) ერთნაირი აქვს და ორივე მეტალია კოჭა უნდა შეირჩეს ჯოხიდან გამომდინარე და პირიქით და ორივე უნდა მოერგოს მეთევზეს. ე.ი. 3 მეტრის სიგრძის 45 გრამი ტესტის მქონე სპინინგზე პატარა კოჭა (იგივე შიმანო 500 ან 750 ზომის) არა მარტო სასაცილო და მოუხერხებელია, საკმარისია 1 კვირა დიდი წინააღმდეგობის მქონე სატყუარებით ითევზაოთ, რომ საბოლოოდ მოუღოთ ბოლო მთავარ წყვილს (ეს ორი ძირითადი კბილანაა კოჭაში, რომლების ხარისხი და ფასი ხშირ შემთხვევაში კოჭის ფასის დიდ ნაწილს შეადგენს და ამავე დროს მწარმოებლები ფეხს ითრევენ მის გაყიდვაზე ) ეს ვერ მივხვდი საიდან მოახდინე ციტირება ამიტომ მიჭირს ცოტა პასუხის გაცემა. ანუ, მართალი ხარ შენ პასუხში მაგრამ იმასაც ეგ უწერია მგონი რომ კოჭა და ჯოხი ერთმანეთს უნდა შეთანაეწყოს - ანუ აბალანსებდეს. კოჭაც რეკომენდირებულია, რომ იყოს მომცრო ზომის და რაც შეიზლება მსუბუქი. ჩემი აზრით ჩვენ შემთხვევაში უპრიანი იქნებოდა გვეთქვა - კოჭის ზომა სჯობს იწყებოდეს 2500-3000-დან შიმანოს კლასიფიკაციით ან 2000-2500-დან დაივას მიხედვით. (სამწუხაროდ კოჭების ზომების სტანდარტი არ არსებობს და ამიტომ უთითებენ ამ ორი გიგანტი მწარმოებლის კლსიფიკაციას, როგორც ყველასთვის მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომს).რაც შეეხება წონას ერთი დონის და ფასის კოჭებში ეს პარამეტრი დიდად არ განსხვავდება. ეს წინა საკითხის გაგრძელება მგონია მე. და მეტსაც დავამატებ, რომ ასე ხელაღებით ვერ იტყვი 2500 ჯობია თუ სხვა რაიმე კლასიფიკაცია... მე მაგალითად ულტრა ლაითზე დაივას 1500 მეყენა და ლაიტზე 2500. ანუ იდეა ციფრებში კი არა ისევ და ისევ კოჭა/ჯოხის ბალანსშია. და სხვათა შორის როდესაც კოჭას ვარჩევდი - არა მის კლასიფიკაცია ვაკვირდებოდი -არამედ ზუსტადაც კოჭის წონას. საბოლოოდ ორივე ანკესი ძლაიან დაბალანსებული გამოვიდა (მადლობა ტროუთბაითერს დახმარებისათვის) ანუ აქ მგონი ერთი და იგივეზე ვლაპარაკობთ ოღონდაც სხვადასხვა სიტყვებით კოროზიამედეგი საკისრების ზომიერად დიდი რაოდენობა ჩამოვთვალოდ ოპტიმალური რაოდენობა - ბურთულოვანი: 1 შტოკზე, რომელზეც მაქოა დამაგრებული, 1 ძუის ბლოკზე, 2 ძირითად ღერძზე სადაც სახელური ეხრახნება ან ჯდება და ერთიც free-wheel clutch ანუ ანტი-რევერსული სისტემის საკისარი. ყველა დანარჩანი ემსახურება 2 მიზანს - ან დაარბილოს კოწას სვლა ან სამწუხაროდ ძირითადად ამ მიზნით "დააბოლოს" მყიდველი 10-12-18 "ბალიანი" ნაწარმით. ნებისმიერი,ვისაც შეხება ჰქინია მინიატურულ საკისრებთან, გეტყვით, რომ საშუალო ხარისხის საკისარი 3-5 ამ.$ ღირს, კარგი 8-10-დან, ხოლო 5 ან 7 კლასის (კერამიკული ბურთულებითა და სალტეებით და ა.შ. ...... ) ეხლა გავამრავლოთ 10-ზე და გაგვიკვირდეს, როდესაც მაღაზიაში 10 საკისარიან კოჭას ძვირად - 50 ლარად ვნახავთ. პირადი რჩევაა - ნუ გამოვეკიდებით საკისრების ("ბალების") რაოდენობას. გასაგებია და დიდი მადლობა ინფოსთვის არ მეგონა თუ ამდენ პოლემიკას გამოიწვევდა ჩემი პოსტი , მითუმეტეს ის - რომ გაუგებარია კბილანებზე და საერთოდ კოჭის მოწყობილობაზე ლაპარაკი მეთევზეების ფორუმზე. უბრალო ბესო-ს პოსტში, ჩემის აზრით რამოდენიმე უზუსტობაა, რომლებსაც შენც იმეორებ. რაც შეეხება "გურჯისტანული რეალობა" გურჯისტანელები მიერვე იქმნება და მე იმედი მაქვს, რომ ეს ფორუმიც პირველ რიგში იმისათვისაა, რომ ეს რეალობა ყველა ჩვენგანის მეშვეობით უკეთესი გავხადოთ, უფრო სუფთა და თევზით სავსე მდინარეებით, თავაზიანი დამოკიდებულებით ერთმანეთის მიმართ, საკუთარი გამოცდილების გაზიარებით და სხვისი შენიშვნების კრიტიკულად და სამართლიანად შეფასებით. აბა სხვა რას ვაკეთებთ ჩვენ ამ ფორუმზე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() შენ ბესოს პოსტში ნახე რაღაც უზუსტობა, მე შენს პოსტში მომეჩვენა რომ ნამეტანი გართულებული მიდგომა იყო და შეიძლება ამან დააბნიოს ადამიანი... ჩემს პოსტშიც ნახავს ვინმე რამეს შესასწორებელს და ფორუმიც აშენდება ![]() ![]() ![]() აი ულტრალაითის კოჭებით თევზაობას ჩვენ მდინარეებში?? რა თქმა უნდა, სატყუარაზე ბევრია დამოკიდებული,..... არ გენანება? აღარ ![]() ![]() ეს ხო შეიძლება იმაზეც მეტყველებდეს რომ ჩვენ არ ვიცით მისი გემო,ან რა პლიუს-მინუსები აქვს. მე მაგალითად არ ვიცი თორე ვიტყოდი რა მომწონს და რა არ მომწონს. ან საერთოდ ვინმეს გიხმარიათ და იცით რისი მაქნისია? კაცო მულტიპლიკატორით როგორ არ თევზაობენ... აქ საუბარია კალმახზე !! კალმახზე !! თორე ლოქოზე ან მულტიპლიკატორი გინდა და ან ორ ხიდიანი ტრაქტორი ![]() ![]() ![]() მულტიპლიკატორი არის ძალოვანი კოჭა. აი ნივას რომ პანიჟენის ჩაურთავ მასეა ესეც ![]() ![]() ჯერ ერთი კიდე საშუალო სტატისტიკური მულტიპლიკატორი - ბევრად ნელი უნდა იყოს იგივე მახასიათებლის არაინერციულზე - და კალმახზე სათევზაოდ რა უფრო მნიშნველოვანია ძალაჲ თუ ამოხვევის სიჩქარე ? |
|
|
![]()
პოსტი
#12
|
|
![]() goga ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,076 რეგისტრ.: 21-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
გიორგი
გასაგებია. მაგრამ 3 და 5 კილოიანი კალმახი რო დაგიჯდება იმას კი დაჭირდება ცოტა ძალა ![]() ისე ეხლა რაც არ უნდა ბევრი ვატრაკო,სანამ არ გავსინჯავ მაინც ვერ ვიტყვი მის მინუსებს ჩვენს საკალმახე მდინარეებზე. თუმცა მესმის რომ ზოგადად ჩვენთან სიჩქარე ჯობია სიმძლავრეს. |
|
|
![]()
პოსტი
#13
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
გოგა
კაცო ფული თუ გაქვს ისიც იყიდე და ისიც და თანაც 2-2 ცალი ![]() ჩემი პირადი აზრია, რომ ადამიანი თუ მიდის კონკრეტულად საკალმახოდ და ფიქრობს რა იყიდოს - უნდა იყიდოს არაინერციული წინა ფრიქციონი კოჭა. და მერე რომ გაერკვევა და აზრზე რომ მოვა - თვითონ გადაწყვიტავს, მისი შემდეგი კოჭა მულტიპლიკატორი იქნება თუ ტურბო ნადუვით. მე ასე მგონია და რავიცი აბა... |
|
|
![]()
პოსტი
#14
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ძალიან საინტეერსოდ გაიშალა ეს თემა და გამომდინარე აქედან
უბრალო ბესო-ს პოსტში, ჩემის აზრით რამოდენიმე უზუსტობაა მე არ ვთვლი, რომ ჩემს სტატიაში არის ის უზუსტობები რაც შენ დაინახე. და თუ ამაში დავრწმუნდები დიდი სიამოვნებით შევცვლი ვინაიდან უფრო სრულყოფიალი და რეალობასთან ახლოს მდგომი თემა იქნება, რომელიც ბევრ დამწყებს დაეხმარება! ტექნიკური განათლების მქონე სპეციალისტებმა მიმითითეთ, თუ რამე შემეშლება - დასაბუთებულ შენიშვნებს ვიღებ დიდი სიამოვნებით. მე ვარ ტექნიკლური განათლების მქონე (რამდენად სპეციალისტი არ ვიცი, მაგრამ მაინც ხარისხიანი ინჟინერი ![]() მოკლედ ელიფსური კბილანები ზოგადად მანქანათმშენებლობაში გამოიყენება ცვალებადი ღერძული ბრუნის სიჩქარის მისაღებად. "ოკუმამ" ელიფსური კბილანების ეს "თვისება" გამოიყენა მაქოზე ძუის დახვევის ოპტიმიზაციისთვის, რაც ჩემის აზრით ბრწყინვალედ გამოუვიდათ! ის ციტატა, რომ კბილანები არის სრულ მზადყოფნაში, თითქოს მშვილდივით სულ მომართულია დავწერე იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ გავტესტე ეს კოჭა და ზუსტად ესეთი შეგრძნება დამებადა. ამას დაემატა ისიც, რომ შემდგომ ამ საქმეში ჩემზე უფრო გამოცდილი ხალხის და ექსპერტების ტესტირებას წავაწყდი ინტერნეტში და გაორებასავით რაც მე დავწერე ზუსტად ის თქვეს იმათმაც (ლინკი ზევით მივუთითე უკვე). მაქვს დაივა-ს ედვენთიჯი და მისი გამოყენებისას მსგავსი გრძნობა არ გამჩენია! ამიტომ ეს ყველაფერი ჩემი პირადი გამოცდილების შედეგია და თუ ვინმესთვის უფრო მეტ გაშიფრვას საჭიროებს მოხარული ვარ დეტალურად ავუხსნა ან გავატესტინო. საშუალო სტატისტიკური, დამწყები (და არა მარტო) სპინინგისტისთვის, რაც ბესომ დაწერა, სრულიად გასაგებია და მისაღებიცაა დასტურ! ![]() საქართველოში ყველაზე პოპულარული ჩინური ინერციული "ნევსკაია" და "კობრა"-ა მოდი დავიწყოთ თავიდან. ამ განყოფილებაში საუბარი გვაქვს კალმახზე სპინინგით თევზაობაზე და ხავსი და ინერციული კოჭები არაფერ შუაშია! "გურჯისტანული რეალობა" გურჯისტანელები მიერვე იქმნება და უნდა შეიქმნას კიდეც "გურჯისტანის" ბუნებიდან, სათევზაო ადგილებიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე! როდესაც კოჭებს ვადარებთ, სასურველია შევადაროთ ერთიდაიგივე სამოდელო რიგის პროდუქცია 100% Spirex RG და Spirex FG -ს შედარება მომყავდა და უბრალოდ მოდელები ამერია! მომიტევეთ. მაგრამ 1000-იან მოდელში 31 გრამის სხვაობა ნამეტანია! ამიტომ რაც არ უნდა იყოს და 1 გრამიც, რომ იყოს სხვაობა მაინც მსუბუქია. და პირიქით კი არ ხდება მგონი. ანუ Rear მოდელები Front მოდელზე მსუბუქი მე არ მინახავს და თუ არსებობს კიდეც სადღაც ბუნებაში - კონკრეტული შემთხვევა იქნება და მაგის განვრცობა არ გამოვა. არსებობს საკმაოდ პატივსაცემი ფირმების დაპროექტებული სპინინგები, რომლებზეც ბალანსი უკანამუხრუჭიანი კოჭით უკეთ მიიღწევა ესეც ზუსტად ის კონკრეტული შემთხვევა ან გამონაკლისია, რომელსაც ზოგად და განვრცობილ სახეს ვერ მივცემთ. ხოლო ზოგადად, მსოფლიოს უმეტესი ნაწილის მდინარეზე მოკალმახე სპინინგისტებს რომ ვკითხოთ, დარწმუნებული ვარ იგივე აზრის გამოხატავენ. სათადარიგო მაქო კარგია, რა თქმა უნდა, მაგრამ, მაქოს ხარისხს ალუმინი არ განსაზღვრავს, გადამწყვეტია მისი კონსტრუქცია. ისე მე ასე მეგონა, რომ კონსტრუქციულად სათადარიგო მაქო ძირითადის ბიძაშვილია გააჩნია რა შემთხვევაში. "ოკუმას" ამ კონკრეტულ მოდელს მოყვება 2 ტყუპისცალი მაქო! და არა ისე, როგორც "კობრას" ![]() ![]() იგივე სიტუაციაა დაივაზეც. ჩემი აზრით ჩვენ შემთხვევაში უპრიანი იქნებოდა გვეთქვა - კოჭის ზომა სჯობს იწყებოდეს 2500-3000-დან შიმანოს კლასიფიკაციით ან 2000-2500-დან დაივას მიხედვით ჩემი აზრით კი ეგ ზომები დიდია! და შესაბამისად მაგ ზომის კოჭებიც მძიმეა! ჩვენს ქვეყანაში ვფიქრობ 1000-2000 ზომის მოდელები დაივას კლასიფიკაციით ოპტიმალურია! ამიტომაც სტატიაში მიწერია, რომ ეს ყველაფერი არ არის დოგმა და არის უბრალოდ ურთი, დამწყებზე მეტად გამოცდილი სპინინგისტის რჩევაა და შემდეგ ეტაპზე კი თავის გადაწყვეტილებებში ყველა სპინინგისტი ინდივიდუალურია - ზოგს რა ხიბლავს და ზოგს რა! ნებისმიერი,ვისაც შეხება ჰქინია მინიატურულ საკისრებთან, გეტყვით, რომ საშუალო ხარისხის საკისარი 3-5 ამ.$ ღირს, კარგი 8-10-დან, ხოლო 5 ან 7 კლასის (კერამიკული ბურთულებითა და სალტეებით და ა.შ. ...... ) ეხლა გავამრავლოთ 10-ზე და გაგვიკვირდეს, როდესაც მაღაზიაში 10 საკისარიან კოჭას ძვირად - 50 ლარად ვნახავთ. პირადი რჩევაა - ნუ გამოვეკიდებით საკისრების ("ბალების") რაოდენობას. ლილოს ბაზრობაზე, რომ "ბალების" რაოდენობას ტენიან მყიდველს ის აფსურდია ვინაიდან იქედან უმეტესი სრიალის საკისრებია ანუ ჩვეულებრივი "შაიბებია", რომლებიც დაბალი ხახუნის კოეფიციენტის მქონე მასალიდან უნდა იყოს წესით დამზადებული. შესაბამისად ლილოს 20 ბალიანი კოჭის და "ბრენდები"-ს გაგებით გორვის/სრიალის საკისრების შედარება/გაიგივება ცოტა უტოპიურია. მართლაც საინტერესოა ეგ - "ორმაგი ფრიქციონი" , არ ვიცი, არ მინდა ურწმუნო თომას როლში ვიყო, მაგრამ 1000 სტელაში ფრიქციონის პაკეტი 2 დისკისგან შედგება და... სამაგიეროდ მე ვიცი ![]() მაგრამ 3 და 5 კილოიანი კალმახი რო დაგიჯდება აი ამ შემთხვევაში ისე იმუშავა, რომ უბრალოდ კოჭა "შემიყვარდა" ![]() ![]() ხოლო რაც შეეხება სტელას. ყველამ იცის, რომ ძალზე ძვირად ღირებული ერთ-ერთი ძალიან ძლიერი მოდელია. ამსასვე დავამატებ ჩემს სუბიექტურ შეხედულებასაც, რომ მიუხედავად ამ რიგის კოჭების ძალიან მაღალი ხარისხისა - მათი ფასი გადამეტებულია და სწორედ ამიტომ ვურჩევ ყველას, რომ მყვირალა "ბრენდების" ნაქარმს ნუ დააცხრებიან სანამ ბაზარზე არსებულ ალტერნატივებს არ მოიძიებენ. ჩემს შემთხვევაში კი "პროფესიონალების" მიერ ერთ-ერთი ტესტირების შედეგმა და მათმა აზრმა დამატებითი ხიბლი შეძინა VSystems-ს: The Shimano Stella needs to step aside, there is a new sheriff in town! ![]() მე მაგალითად დავამატებდი ბრუნების შეფარდების მინიმალურ კოეფიციენტს ეგ სულ გამომრჩა. და დავამატებ... და ბოლოს ავად თუ კარგად ჩამოყალიბებული - ეს სტატიები მაინც ჩემი რეკომენდაციებია დამწყებისთვის, რომელსაც შეიძლება ბევრი არ ეთანხმებოდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ უმეტესობა მაინც დაეთანხმება... და თუ კიდევ უფრო სრულყოფილს გავხდით - მოხარული ვიქნები... |
|
|
![]()
პოსტი
#15
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მთავარია შენი (ოკუმას) ფრიქციონი როგირ მოიქცევა თევზაობისას. გისურვებ, რომ არასოდეს ეღალატოს და კიდევ ერთხელ გილოცავ შენაძენს - ფლაგმანი თანაც 5 წლიანი გარანტიით მწარმოებლისგან ნამდვილად კარგი კოჭა უნდა იყოს. მადლობა მოლოცვისთვის. რაც ვნახე მუხრუჭი მუშაობს ძალიან სტაბილურად. ეტყობა 2 ზედაპირზე მომუშავე ფრიქციონები მაინც თავის საქმეს აკეთებენ, გამომდინარე იქედან, რომ ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით მუშაობს ორივე ფრიქციონი, ეტყობა ახდენს ერთმანეთის დაბალანსებას და გამოყვანისას ხელში მისი მუშაობა საერთოდ არ იგრძნობა. რავი მე ჯერ-ჯერობით კმაყოფილიც ვარ და უფრო მეტიც ![]() ![]() გიორგი გასაგებია. მაგრამ 3 და 5 კილოიანი კალმახი რო დაგიჯდება იმას კი დაჭირდება ცოტა ძალა შენ რაღა გინდა ადამიანო? ცოტა ძალა რომ დაჭირდა კი ნახე, რომ მულტიპლიკატორი და TWIN-TURBO არ ჭირდება მაგ ამბავს. ხოდა დასივენე ეხლა ![]() ![]() გიორგი გადაცემათა რიცხვი მივამატე ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th May 2025 - 00:06 |