ბრაკონიერებთან ბრძოლა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
![]() ![]() |
ბრაკონიერებთან ბრძოლა |
Jan 28 2014, 15:56
პოსტი
#1046
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 989 რეგისტრ.: 3-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
ციტატა სამწუხაროდ ცუდ ამბავს მოვკარი ყური. გარემოს დამცველს შეშის უკანონო ჭრის ფაქტზე დაუჭერია ერთი და 100 ლარად გამოუშვია 400 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ. არაა ეგ ამბავი სამწუხარო ძალაინ კარგია მთავრია იმ კაცმა ვინც უკანონიოდ ჭრიდა კარგი მაგალითი მიიღო და მეორედ აღარ გააკეტებს და ფულს რა მნიშვნელობა აქვს რამდენით დააჯარიმეს, კაი კაცი ყოფილა ის ეგერი, მთაარი ჭკუა ასწავლა იმ კაცს. ეს თემა განსახილველი არაა მარა უბრალოდ ვერ მოვიტმინო რო ჩემი აზრი არ მეთქვა მაგ ფაქტზე პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია ams: Jan 28 2014, 15:58 |
|
|
|
Jan 28 2014, 16:27
პოსტი
#1047
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი |
სამწუხაროდ ცუდ ამბავს მოვკარი ყური. გარემოს დამცველს შეშის უკანონო ჭრის ფაქტზე დაუჭერია ერთი და 100 ლარად გამოუშვია 400 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ. დაზუსტებით არაფრის მტკიცება არ შემიძლია. შემთხვევითი გამვლელისაგან გავიგე ეს ამბავი. რაც შეეხება დენით თევზაობას იმ ინტენსივობით აღარ არის მაგრამ ზოგიერთები მაინც ახერხებენ. თან მთავრობას სახელსაც უტეხავენ , ვითომ ჩინოვნიკების დავალებით ვთევზაობთო. დაუზუსტებელ და საფუძველს მოკლებულ ჭორებს ნუ გაავრცელებთ თუ რეალურად რაიმე ხელმოსაჭიდი აქვს ვინმეს ჩემი სწავლება არ სჭირდება რა უნდა ქნას და როგორ ქნას!!!! შეაიგროვიოს იბფორმაცია ან დამიკავშირდეს მე და შევახვედრეგ გენ ინსპექციის წარმომადგენლებს რომლებიც მიხედავენ მაგ სქმეს! ისე ენას ძვალი არ ააქ და მეც შემიძლია ვთქვა: აი მაგ ამბავზე მეც გავიგე ჩემი ძმაკაცის ძმაკაცის მამიდის მეზობელის დეიდაშვილის შვილმა თქვა რომ ეგ გარემოს დამცველი დაუჭერიათ და ჩამოუხრჩვიათ გარემოს დაცვის სამინისტროს სარდაფში აჰაა და დაიჯეერთ ეხლა და გააბაზრეთ ესე ესე მოხდაო! |
|
|
|
Jan 28 2014, 16:28
პოსტი
#1048
|
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 337 რეგისტრ.: 16-March 13 ნიკის ჩასმა ციტირება |
არაა ეგ ამბავი სამწუხარო ძალაინ კარგია მთავრია იმ კაცმა ვინც უკანონიოდ ჭრიდა კარგი მაგალითი მიიღო და მეორედ აღარ გააკეტებს და ფულს რა მნიშვნელობა აქვს რამდენით დააჯარიმეს, კაი კაცი ყოფილა ის ეგერი, მთაარი ჭკუა ასწავლა იმ კაცს. ეს თემა განსახილველი არაა მარა უბრალოდ ვერ მოვიტმინო რო ჩემი აზრი არ მეთქვა მაგ ფაქტზე |
|
|
|
Jan 28 2014, 18:27
პოსტი
#1049
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
რაა ეგ ამბავი სამწუხარო ძალაინ კარგია მთავრია იმ კაცმა ვინც უკანონიოდ ჭრიდა კარგი მაგალითი მიიღო და მეორედ აღარ გააკეტებს და ფულს რა მნიშვნელობა აქვს რამდენით დააჯარიმეს, კაი კაცი ყოფილა ის ეგერი, აუუ.. გავიგუდე სიცილით. ეგ კარგი ამბავი კი არა..კატასტროფაა. უკანონო ხის ჭრაზე.. 400 ლარიან ჯარიმაა განსაზღვრული..ასე რომ ოფიციალურად 100 ლარს ვერ გამოუწერდა. სამაგიეროდ შეეძლო ეგ 100 ლარი ჯიბეში ჩაეკუჭა და დანარჩენზე თვალი დაეხუჭა. მაგას კი კორუფცია ქვია. აღსრულდა ოცნება. ბრუნდება ნანატრი დრო. ქვეყანა რომ ყვაოდა..სანამ დაანგრევდნენ. |
|
|
|
Jan 28 2014, 18:49
პოსტი
#1050
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,183 რეგისტრ.: 17-September 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი |
baroni
ams რა არის კაი ამბავი ქრთამის აღება ? ჭორი მგონია მაგ ამბავი, დღეს შეიძლება ბიძაშვილი გაუშვა, ან ძმაკაცი მაგრამ 100 ლარის სანაცვლოდ არამგონია, ვინმეს ვინმე გაეშვა. |
|
|
|
Jan 28 2014, 20:18
პოსტი
#1051
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 989 რეგისტრ.: 3-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
nik@a
რ არის ქართამის აღება ადამიანებს შორის პატივისცემა როა, კაცობა და ძმობა რო ფასობს ? იმ კაცმა ქართამი კი არ აიGო დაუწერა 100 ლარიანი, და სხვა რამეს ჩაწერდა საბაბს იმაში რომელ;იც 100 ლარიან სასჯელს მოიცავს. კიდე ვერ ხვდებიტ რაშია საქმე? მთავარია რო ჭკუა ასწავლა. პროსტა ეგ ამბავი სხვანაირად გასკდა და ჭორები გამოიწვია, ვინმემ ნახა იმ საბუთში რა საბაბი ჩაიწერა. რა არასდროს გაუჩერებიხარ პატრულს , მაგალიტად ღერძულის გადაკვეთის დროს და 100 ლარიანის მაგივრად 20 ლარიანი დაუწერიათ ვიტომ რემენი არ გეკეთა და მაგიტომ გაგაჩერეს, მტავარია იმ ადამიანს მიუთითა რო მეორედ არარ მიქაროვო, შანსი მისცა რა. ამასთან დაკავშირებიტ ყველას სხვა აზრი ექნება და ნუ დავიწყებთ მაგაზე დავას შორს წაგვიყვანს, ანალოგიურ სიტუაციაში წარმოიდგინეთ ტავი და ისე გააკეთეთ კომენტარი. გინდა ჭორი იყოს და გინდა მართალი მე ჩმეი აზრი გამოვხატე მივესალმები ეგეთ მიდგომას მე მომიტევეთ ოფისთვის ამ თემასტან დაკავშირებიტ აღარაფერს დავწერ პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია ams: Jan 28 2014, 20:18 |
|
|
|
Jan 28 2014, 20:32
პოსტი
#1052
|
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 387 რეგისტრ.: 20-August 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ძალიან ცუდი ფაქტია. ჯანმრთელობის გამო სახლში ყოფნა მიწევს და შემთხვევით წავაწყდი ახოტაზე ერთ-ერთ სერიას. გაოგნებული უცხოელები, უყურებენ თვალწარმტაც მდინარეებს, რომელიც კალმახით უნდა იყოს სავსე, მაგრამ სამწუხაროდ ცარიერილია. მე პირადად რაჭველი ვარ და იქაური ბუნების მოტრფიალე ვარ. ხალხის შეგნება პრიმიტიულია, კალმახი მხოლოდ კაკლის ნოშოში შემწვარი აინტერესებთ და როგორ მოიპოვებენ, რამდენს გაანადგურებენ ზედმეტად, თავიანთი კუჭის სამყოფის გარდა, სულ არ აინტერესებთ.
წინათ, სტუმრის პატივსაცემად კაცი გავიდოდა და 2 საათში ანკესით დაიჭერდა სამყოფ კალმახს, ახლა კი, ბავშვს რომ 2 ცალი დაუჭირო და გემო გაასინჯო, შეიძლება მთელი დღე დაგჭირდეს, ისიც შეიძლება ვერ დაიჭირო. ჩემს ხეობაში კატასტროფული მდგომარეობაა. დენის აპარატმა საერთოდ გაანადგურა იქაურობა. ბოლო ორი წელია, სოფლის მოსახლეობა (დაჩნიკები, აბა ადგილობრივები მხოლოდ 70 წელს გადაცილებული ბებოები არიან), სანამ იქ არიან უცხო მანქანებს შეუმოწმებლად არ ატარებენ და ცოტა შეშინდნენ ტრაკონიერები. თუმცა, ონის ბაზარში ამ ზაფხულს მაინც იყიდებოდა ხერხემალში გაღუნული მდ.საკაურის კალმახი 45-60 ლარად, რომელიც მართლაც უნიკალურია და ეს ტრაკონიერი მაინც არაკაცულად ცდილობს მომატყუოს, ანკესით დაჭერილიაო (თუმცა, ესეც არ შეიძლება ამჟამად). პ.ს. ჩემი აზრია, რომ ყველა ბრაკონიერი უნდა ჩააწვინო საწამლავიან წყალში, თვალები დაუწვა და შემდეგ ჩაუყო დენის აპარატი, ნელი სიკვდილით რომ ჩაძაღლდნენ. დინამიტით ადეთქება მაგათთვის ბაირამობა იქნება. მაპატიეთ, მაგრამ ჩემთვის ძალიან მძიმე თემაა. |
|
|
|
Jan 28 2014, 23:46
პოსტი
#1053
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
იმ კაცმა ქართამი კი არ აიGო დაუწერა 100 ლარიანი, და სხვა რამეს ჩაწერდა საბაბს იმაში რომელ;იც 100 ლარიან სასჯელს მოიცავს. თუ ეგრეა მაშინ რას ვერჩით. უბრალოდ ნამდვილად არ მინდა კორუფცია დაბრუნდეს ქვეყანაში. არ მიყვარს იქ ცხოვრება..სადაც კანონი ფულზე იყიდება. კაცობა და პატიება სხვა თემაა. მთავარია მაგ პატიების ხარჯზე..ვიღაცამ ჯიბე არ გაისქელოს..თორემ უცბათ გაიჩითებიან ყველგან "ჯიგრიანი მპატიებლები". |
|
|
|
Jan 28 2014, 23:50
პოსტი
#1054
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
jaba_gugesha
ონის ბაზარში ამ ზაფხულს მაინც იყიდებოდა ხერხემალში გაღუნული მდ.საკაურის კალმახი 45-60 ლარად, და იქაური ორგანოები..ვისაც მაგისი კონტროლი ევალება მაგ დახლს ნივიჟუს უკეთებდა ალბათ. მოკლედ.. ჩვენ ტურაზე გვიპირებენ ჯარიმის დასწერას და ბრაკები ბაზარში ყიდიან დენდარტყმულ კალმახებს და ყველას ძინავს. აი საღოლ. |
|
|
|
Jan 29 2014, 08:32
პოსტი
#1055
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
თუ ეგრეა მაშინ რას ვერჩით. უბრალოდ ნამდვილად არ მინდა კორუფცია დაბრუნდეს ქვეყანაში. არ მიყვარს იქ ცხოვრება..სადაც კანონი ფულზე იყიდება. კაცობა და პატიება სხვა თემაა. მთავარია მაგ პატიების ხარჯზე..ვიღაცამ ჯიბე არ გაისქელოს..თორემ უცბათ გაიჩითებიან ყველგან "ჯიგრიანი მპატიებლები". ლეონ ბლექ ზუსტად მასე იყო. რაც დავწერე იმოტომ არ დამიწერია რომ ზოგს მოეწონოს ზოგს არა. ამით მინდოდა ხმა მიმეწვდინა მათთვის ვისაც ეხება ამის დარეგულირება და კონტროლი (იმედია საზოგადოების აზრი აინტერესებთ და ფორუმებსაც თვალს ავლებენ). რაც შეეხება ჩემგან რეაქციებს და კონკრეტულ რეაგირებას მე დონკიხოტად და სპრუტად არ ვთვლი თავს . ამას სისტემამ უნდა ებრძოლოს , რა თქმა უნდა თუ აქვთ ამის სურვილი და შესაძლებლობა (უნარი). ჭორს რაც შეეხება , რუსებს აქვთ ანდაზა: ბოლი ცეცხლის გარეშე არ არსებობს. |
|
|
|
Jan 29 2014, 09:29
პოსტი
#1056
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
|
Jan 29 2014, 10:43
პოსტი
#1057
|
|
|
თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,879 რეგისტრ.: 11-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela |
ბრაკონიერებმა არა მხოლოდ თევზი, მდინარეებიც მოკლეს"
"ბრაკონიერებმა არა მხოლოდ თევზი, მდინარეებიც მოკლეს" 27-01-2014 "მდინარეები ნაგავსაყრელად არის ქცეული და თუ სადმე თევზი მაინც გაჩნდა, ბრაკონიერები თვალდაუხამხამებლად ანადგურებენ" ცნობილი ტელეარხის, "სტრიმის" ავტორებმა და წამყვანებმა სტანისლავ და კრისტინა რაძიშევსკებმა გადაცემისთვის "ახოტა ი რიბალკა" საქართველოში თევზაობის შესახებ 8-სერიიანი ფილმი გადაიღეს. ჩვენი ქვეყნის ულამაზეს პეიზაჟებს, კულტურულ ძეგლებსა და მდიდარ მდინარეებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ნახავენ და ალბათ ბევრი ტურისტიც მოინდომებს საქართველოში თევზაობას, თუმცა, აქ ჩამოსულთ სულ სხვა სურათი დახვდებათ - თევზისგან დაცლილი, კვდომადაწყებული მდინარეები, რომელთა უმრავლესობა ნაგავსაყრელად არის ქცეული. ფილმში თევზაობის თითქმის ყველა სცენა კერძო სათევზე მეურნეობაში, ანუ ხელოვნურ ტბებზეა გადაღებული, წყალუხვ მდინარეებს კი მასპინძლები შეძლებისდაგვარად არიდებდნენ სტუმრებს, რადგან ვერ ეტყოდნენ, რომ ჩვენთან დიდი ხანია დაპარპაშებენ ბრაკონიერები და მდინარეში თევზის ანკესით დაჭერა უკვე შეუძლებელია. რამდენიმე თვის წინ ბრაკონიერების პარპაშს შეეწირა რაჭაში, მდინარე შარეულას მღვიმის ტბაში მობინადრე უნიკალური ენდემური სახეობა - ალბინოსი კალმახი. თემურ ტყემალაძე, საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე: - რაძიშევსკებმა შარშან, ზაფხულის მიწურულს მთხოვეს ფილმის გადაღებაში დახმარება. ასეთი დონის ფილმი ქართული ტურიზმის რეკლამირების საუკეთესო საშუალებაა. ამიტომაც დავიწყე იმ ადგილების მონახულება, სადაც ოდესღაც სიამოვნებით და წარმატებით ვთევზაობდი. მინდოდა შესანიშნავი სანახაობა მომეწყო ფილმის ავტორებისა და მაყურებლისთვის, კადრში არა მხოლოდ მდინარეები და თევზი, ულამაზესი ბუნება და სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა მოხვედრილიყო. ამასთან, ვიცოდი, რომ ბრაკონიერების მავნებლობის გამო ნებისმიერ მდინარეზე ანკესით ვერ ითევზავებდნენ. საქართველოს მდინარეებში თევზი გაქრა. ბრაკონიერებმა არა მხოლოდ თევზი, მდინარეებიც მოკლეს. ალაზანში, იორში, მტკვარსა და სხვა მდინარეებში თევზს ვერ დაიჭერ, რადგან წლებია, რაც ბრაკონიერები დენის აპარატით ანადგურებენ წყლის ბინადართ. პირველად გეზი სამცხე-ჯავახეთისკენ ავიღე. თევზი რომც იყოს, მდინარეს ვერ მიეკარები, ხალხი ნაგავს კი არ მარხავს, მდინარეს ატანს, რომელიც შემდეგ ნაპირებზე რიყავს მთელ სიბინძურეს. კატასტროფული მდგომარეობაა ქციის ხეობაში, ხრამში და თითქმის ყველა სხვა მდინარეში, თევზი სანთლით უნდა ეძებო. ბორჯომისკენ, მტკვრის ერთ-ერთ შენაკადზე მირჩიეს, ბრაკონიერებს თუ შეასწრებთ შესვლას, მდინარის წვერას მხოლოდ იქ დაიჭერთ ანკესითო... სამცხე-ჯავახეთში სტუმარს რომ ჩაიყვან, ვარძია ხომ უნდა აჩვენო. თუ სტუმარი მეთევზეა, ვარძიის ძირას, მდინარეში, ხომ უნდა ათევზაო? იმ მდინარეში თევზი არ არის, ამიტომაც გვერდი ავუარეთ ვარძიასაც და ოდესღაც უმდიდრეს სათევზაო ზონას მტკვრის ხეობაში, ახალციხის, ახალქალაქის, ასპინძის, ბორჯომის გასწვრივ. ჯგუფი წალკაში გავამგზავრე. წინათ წალკის წყალსაცავში თევზს ამრავლებდნენ. მერე სარეწავი ობიექტი კერძო პირს გადასცეს, ის კი სალიფსიტეებს აღარ აკეთებდა, კასრიდან ყოველდღე რომ ამოიყვანო თევზი, ხომ გამოილევა, ასე გამოილია წყალსაცავშიც. ვიფიქრე, რაჭაში მაინც ვითევზავებთ-მეთქი. სტუმრები ტყიბულში შესვლამდე წყალსაცავმა დაატყვევა, ეს რა ლამაზი ქვეყანა გაქვთო... მცირე კავკასიონის მთების და რაჭის ქედის დანახვაზე სიხარულით ატირდნენ. ნაქერალას რომ თავზე მოვექეცით და დაბლა გადმოვიხედეთ, სირცხვილით გმინვა აღმომხდა - ფერდობი სავსე იყო ნაგვით. კრისტინამ დასუფთავება დაიწყო, აჰყვნენ თავჩაღუნული რაჭველები. მოკლედ, სტუმრებს თავბრუ დაახვია რაჭამ, მაგრამ რად გინდა, თევზს ვერ ვიჭერდით. წავედით მდინარე შარეულაზე. მოხიბლულმა ოპერატორმა - ერთი ფილმი მხოლოდ აქ უნდა გადაიღოს კაცმაო. Mმდინარე სათავეს გამოქვაბულიდან იღებს. შიგნით ტბასავით დგას წყალი, საოცარი ადგილია. აქ უმზეობის გამო გაჩნდნენ ადგილობრივი, ალბინოსი კალმახები. იქვე, პატარა ჰესზე მომუშავე რაჭველმა მითხრა, - ალბინოსები ერთი კვირის წინ ბრაკონიერებმა გაანადგურესო. ჩვენმა სტუმარმა ერთადერთი თევზი დაიჭირა შარეულაზე და მხოლოდ ის ჩანს ფილმში. რომ არა ჩვენი საოცარი ბუნება, რომელსაც ასევე არ ვუფრთხილდებით, რომ არა კულტურის ძეგლები, შესანიშნავი მასპინძლები, სოფელში შემორჩენილი საოცარი მოხუცები, ვერაფერს გადავაღებინებდი. სამეგრელოში, ტეხურის სანაპიროზე რომ გახვალ, იფიქრებ, ალბათ თევზი წამლეკავსო, მაგრამ თითქმის ლებარდემდე ავედით... ცარიელ მდინარეში ღორჯოც კი არ მოსდევს ანკესს. ბადით თევზაობის გადაღებაც მოინდომეს. ვისროლე, მაგრამ... მეგზურები თავდახრილი ჩურჩულებდნენ, რას დაიჭერ, ბრაკონიერები აფეთქებებით და საწამლავით სპობენ ყველაფერსო. სტუმრებმა დამშვიდობებისას აცრემლებულებმა გვითხრეს, - ამ ქვეყანაში რომ ტანკით შემოვა ვინმე და ცუდ საქმეს იზამს, ის მსოფლიოს მტერიაო. ეჰ, გეთანხმებით, მაგრამ ჩვენც რომ ჩვენი თავის მტერი ვართ?! განადგურების პირასაა კალმახი, წვერა, მურწა, ხრამული... წითელ წიგნში შესატანი გახდა ყველა, მაგრამ ეგეც ვეღარ იცავს(!). რა ანადგურებს თევზს დენის აპარატით თევზაობა უდიდეს ზიანს აყენებს წყლის ფაუნას, ანადგურებს ქვირითს, ლიფსიტას, დიდ თევზს, გადარჩენილს გამრავლების უნარს უკარგავს. ასევე უმძიმეს შედეგს იწვევს მომწამლავი ნივთიერებებით ბრაკონიერობა, ქლორი და ჰერბიციდი კლავს ყველა ზომისა და ასაკის თევზს. თან, მისი მოქმედების დიაპაზონი ძალიან ვრცელია. ის სპობს ყველაფერ ცოცხალს წყალში, რითაც თევზი იკვებება. ამიტომაც ასეთ მდინარეში დარღვეული ბალანსის აღსადგენად და თავიდან მოსამრავლებლად, კარგა ხანს ვერ შეიყვან თევზს, ის შიმშილით დაიხოცება ეკა ლომიძე |
|
|
|
Jan 29 2014, 11:17
პოსტი
#1058
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
შარშან იმდენჯერ შევესწარი ალაზანზე დენით თევზაობის ფაქტრ რომ ბოლოს საერთოდ თევზაობაზე ხელი ავიღე. თევზაობდნენ , დღისით მზისით. ნავიდან და სანაპიროზე ფეხით ზურგზე მოკიდებული აპარატებით. არა და ნადირობის სეზონი რომ მორჩება ანკესით თევზაობა საუკეთესო საშუალებაა ბუნების მოყვარული ადამიანისთვის იმ ჟინის მოსაკლავად რაც ჩვენ სისხლში და ყოველ უჯრედშია.
|
|
|
|
Jan 29 2014, 11:59
პოსტი
#1059
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
gagrinski
ნამდვილად მძიმე წასაკითხია. რა ჯანდაბა უნდა მოუხერხდხდეს ამ მავნებლებს და გარემოს დამბინძურებლებს კაცმა არ იცის. მკაცრ კონტროლთან ერთად.. სერიოზული საგანმანათლებლო სამუშაოებია ჩასატარებელი. ზოგი რომ მიხვდეს რას აფუჭებს და შეეშვას მავნებლობას..ზოგიც დაისაჯოს(ვინც ვერ მიხვდება) შეიძლება ცოტა გაუმჯობესდეს სიტუაცია. მაგ ხალხს ვინმე თუ არ მიაწვა ძალით..ცხოვრებაში არ შეეშვებიან მაგ იდიოტიზმს. მაგათ საქართველო ვიღაცის გონიათ და სულ არ ანაღვლებთ იმ "ვიღაცას" რამეს თუ გამორჩებიან. ჩემი აზრით..სერიოზულად უნდათ მაგათ თავში ჩარტყმა. სამწუხაროდ სხვანაირად არ ესმით. |
|
|
|
Jan 29 2014, 12:02
პოსტი
#1060
|
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 387 რეგისტრ.: 20-August 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
Leon-black
samwuxarod, martali xar. პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია jaba_gugesha: Jan 29 2014, 12:05 |
|
|
|
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th November 2025 - 11:08 |