ბრაკონიერებთან ბრძოლა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
ბრაკონიერებთან ბრძოლა |
![]()
პოსტი
#1056
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#1057
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,879 რეგისტრ.: 11-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela ![]() |
ბრაკონიერებმა არა მხოლოდ თევზი, მდინარეებიც მოკლეს"
"ბრაკონიერებმა არა მხოლოდ თევზი, მდინარეებიც მოკლეს" 27-01-2014 "მდინარეები ნაგავსაყრელად არის ქცეული და თუ სადმე თევზი მაინც გაჩნდა, ბრაკონიერები თვალდაუხამხამებლად ანადგურებენ" ცნობილი ტელეარხის, "სტრიმის" ავტორებმა და წამყვანებმა სტანისლავ და კრისტინა რაძიშევსკებმა გადაცემისთვის "ახოტა ი რიბალკა" საქართველოში თევზაობის შესახებ 8-სერიიანი ფილმი გადაიღეს. ჩვენი ქვეყნის ულამაზეს პეიზაჟებს, კულტურულ ძეგლებსა და მდიდარ მდინარეებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ნახავენ და ალბათ ბევრი ტურისტიც მოინდომებს საქართველოში თევზაობას, თუმცა, აქ ჩამოსულთ სულ სხვა სურათი დახვდებათ - თევზისგან დაცლილი, კვდომადაწყებული მდინარეები, რომელთა უმრავლესობა ნაგავსაყრელად არის ქცეული. ფილმში თევზაობის თითქმის ყველა სცენა კერძო სათევზე მეურნეობაში, ანუ ხელოვნურ ტბებზეა გადაღებული, წყალუხვ მდინარეებს კი მასპინძლები შეძლებისდაგვარად არიდებდნენ სტუმრებს, რადგან ვერ ეტყოდნენ, რომ ჩვენთან დიდი ხანია დაპარპაშებენ ბრაკონიერები და მდინარეში თევზის ანკესით დაჭერა უკვე შეუძლებელია. რამდენიმე თვის წინ ბრაკონიერების პარპაშს შეეწირა რაჭაში, მდინარე შარეულას მღვიმის ტბაში მობინადრე უნიკალური ენდემური სახეობა - ალბინოსი კალმახი. თემურ ტყემალაძე, საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე: - რაძიშევსკებმა შარშან, ზაფხულის მიწურულს მთხოვეს ფილმის გადაღებაში დახმარება. ასეთი დონის ფილმი ქართული ტურიზმის რეკლამირების საუკეთესო საშუალებაა. ამიტომაც დავიწყე იმ ადგილების მონახულება, სადაც ოდესღაც სიამოვნებით და წარმატებით ვთევზაობდი. მინდოდა შესანიშნავი სანახაობა მომეწყო ფილმის ავტორებისა და მაყურებლისთვის, კადრში არა მხოლოდ მდინარეები და თევზი, ულამაზესი ბუნება და სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა მოხვედრილიყო. ამასთან, ვიცოდი, რომ ბრაკონიერების მავნებლობის გამო ნებისმიერ მდინარეზე ანკესით ვერ ითევზავებდნენ. საქართველოს მდინარეებში თევზი გაქრა. ბრაკონიერებმა არა მხოლოდ თევზი, მდინარეებიც მოკლეს. ალაზანში, იორში, მტკვარსა და სხვა მდინარეებში თევზს ვერ დაიჭერ, რადგან წლებია, რაც ბრაკონიერები დენის აპარატით ანადგურებენ წყლის ბინადართ. პირველად გეზი სამცხე-ჯავახეთისკენ ავიღე. თევზი რომც იყოს, მდინარეს ვერ მიეკარები, ხალხი ნაგავს კი არ მარხავს, მდინარეს ატანს, რომელიც შემდეგ ნაპირებზე რიყავს მთელ სიბინძურეს. კატასტროფული მდგომარეობაა ქციის ხეობაში, ხრამში და თითქმის ყველა სხვა მდინარეში, თევზი სანთლით უნდა ეძებო. ბორჯომისკენ, მტკვრის ერთ-ერთ შენაკადზე მირჩიეს, ბრაკონიერებს თუ შეასწრებთ შესვლას, მდინარის წვერას მხოლოდ იქ დაიჭერთ ანკესითო... სამცხე-ჯავახეთში სტუმარს რომ ჩაიყვან, ვარძია ხომ უნდა აჩვენო. თუ სტუმარი მეთევზეა, ვარძიის ძირას, მდინარეში, ხომ უნდა ათევზაო? იმ მდინარეში თევზი არ არის, ამიტომაც გვერდი ავუარეთ ვარძიასაც და ოდესღაც უმდიდრეს სათევზაო ზონას მტკვრის ხეობაში, ახალციხის, ახალქალაქის, ასპინძის, ბორჯომის გასწვრივ. ჯგუფი წალკაში გავამგზავრე. წინათ წალკის წყალსაცავში თევზს ამრავლებდნენ. მერე სარეწავი ობიექტი კერძო პირს გადასცეს, ის კი სალიფსიტეებს აღარ აკეთებდა, კასრიდან ყოველდღე რომ ამოიყვანო თევზი, ხომ გამოილევა, ასე გამოილია წყალსაცავშიც. ვიფიქრე, რაჭაში მაინც ვითევზავებთ-მეთქი. სტუმრები ტყიბულში შესვლამდე წყალსაცავმა დაატყვევა, ეს რა ლამაზი ქვეყანა გაქვთო... მცირე კავკასიონის მთების და რაჭის ქედის დანახვაზე სიხარულით ატირდნენ. ნაქერალას რომ თავზე მოვექეცით და დაბლა გადმოვიხედეთ, სირცხვილით გმინვა აღმომხდა - ფერდობი სავსე იყო ნაგვით. კრისტინამ დასუფთავება დაიწყო, აჰყვნენ თავჩაღუნული რაჭველები. მოკლედ, სტუმრებს თავბრუ დაახვია რაჭამ, მაგრამ რად გინდა, თევზს ვერ ვიჭერდით. წავედით მდინარე შარეულაზე. მოხიბლულმა ოპერატორმა - ერთი ფილმი მხოლოდ აქ უნდა გადაიღოს კაცმაო. Mმდინარე სათავეს გამოქვაბულიდან იღებს. შიგნით ტბასავით დგას წყალი, საოცარი ადგილია. აქ უმზეობის გამო გაჩნდნენ ადგილობრივი, ალბინოსი კალმახები. იქვე, პატარა ჰესზე მომუშავე რაჭველმა მითხრა, - ალბინოსები ერთი კვირის წინ ბრაკონიერებმა გაანადგურესო. ჩვენმა სტუმარმა ერთადერთი თევზი დაიჭირა შარეულაზე და მხოლოდ ის ჩანს ფილმში. რომ არა ჩვენი საოცარი ბუნება, რომელსაც ასევე არ ვუფრთხილდებით, რომ არა კულტურის ძეგლები, შესანიშნავი მასპინძლები, სოფელში შემორჩენილი საოცარი მოხუცები, ვერაფერს გადავაღებინებდი. სამეგრელოში, ტეხურის სანაპიროზე რომ გახვალ, იფიქრებ, ალბათ თევზი წამლეკავსო, მაგრამ თითქმის ლებარდემდე ავედით... ცარიელ მდინარეში ღორჯოც კი არ მოსდევს ანკესს. ბადით თევზაობის გადაღებაც მოინდომეს. ვისროლე, მაგრამ... მეგზურები თავდახრილი ჩურჩულებდნენ, რას დაიჭერ, ბრაკონიერები აფეთქებებით და საწამლავით სპობენ ყველაფერსო. სტუმრებმა დამშვიდობებისას აცრემლებულებმა გვითხრეს, - ამ ქვეყანაში რომ ტანკით შემოვა ვინმე და ცუდ საქმეს იზამს, ის მსოფლიოს მტერიაო. ეჰ, გეთანხმებით, მაგრამ ჩვენც რომ ჩვენი თავის მტერი ვართ?! განადგურების პირასაა კალმახი, წვერა, მურწა, ხრამული... წითელ წიგნში შესატანი გახდა ყველა, მაგრამ ეგეც ვეღარ იცავს(!). რა ანადგურებს თევზს დენის აპარატით თევზაობა უდიდეს ზიანს აყენებს წყლის ფაუნას, ანადგურებს ქვირითს, ლიფსიტას, დიდ თევზს, გადარჩენილს გამრავლების უნარს უკარგავს. ასევე უმძიმეს შედეგს იწვევს მომწამლავი ნივთიერებებით ბრაკონიერობა, ქლორი და ჰერბიციდი კლავს ყველა ზომისა და ასაკის თევზს. თან, მისი მოქმედების დიაპაზონი ძალიან ვრცელია. ის სპობს ყველაფერ ცოცხალს წყალში, რითაც თევზი იკვებება. ამიტომაც ასეთ მდინარეში დარღვეული ბალანსის აღსადგენად და თავიდან მოსამრავლებლად, კარგა ხანს ვერ შეიყვან თევზს, ის შიმშილით დაიხოცება ეკა ლომიძე |
|
|
![]()
პოსტი
#1058
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი ![]() |
შარშან იმდენჯერ შევესწარი ალაზანზე დენით თევზაობის ფაქტრ რომ ბოლოს საერთოდ თევზაობაზე ხელი ავიღე. თევზაობდნენ , დღისით მზისით. ნავიდან და სანაპიროზე ფეხით ზურგზე მოკიდებული აპარატებით. არა და ნადირობის სეზონი რომ მორჩება ანკესით თევზაობა საუკეთესო საშუალებაა ბუნების მოყვარული ადამიანისთვის იმ ჟინის მოსაკლავად რაც ჩვენ სისხლში და ყოველ უჯრედშია.
|
|
|
![]()
პოსტი
#1059
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
gagrinski
ნამდვილად მძიმე წასაკითხია. რა ჯანდაბა უნდა მოუხერხდხდეს ამ მავნებლებს და გარემოს დამბინძურებლებს კაცმა არ იცის. მკაცრ კონტროლთან ერთად.. სერიოზული საგანმანათლებლო სამუშაოებია ჩასატარებელი. ზოგი რომ მიხვდეს რას აფუჭებს და შეეშვას მავნებლობას..ზოგიც დაისაჯოს(ვინც ვერ მიხვდება) შეიძლება ცოტა გაუმჯობესდეს სიტუაცია. მაგ ხალხს ვინმე თუ არ მიაწვა ძალით..ცხოვრებაში არ შეეშვებიან მაგ იდიოტიზმს. მაგათ საქართველო ვიღაცის გონიათ და სულ არ ანაღვლებთ იმ "ვიღაცას" რამეს თუ გამორჩებიან. ჩემი აზრით..სერიოზულად უნდათ მაგათ თავში ჩარტყმა. სამწუხაროდ სხვანაირად არ ესმით. |
|
|
![]()
პოსტი
#1060
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 387 რეგისტრ.: 20-August 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
Leon-black
samwuxarod, martali xar. პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია jaba_gugesha: Jan 29 2014, 12:05 |
|
|
![]()
პოსტი
#1061
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
შარშან იმდენჯერ შევესწარი ალაზანზე დენით თევზაობის ფაქტრ რომ ბოლოს საერთოდ თევზაობაზე ხელი ავიღე. მანდ ერთადერთი გამოსავალია ვიდეოს გადაღება და ინტერნეტ სივრცეში განთავსება. რაც შეიძლება მკაფიოდ ჩანდეს რას აკეთებენ და რაც მთავარია სახეები ირჩეოდეს. მაგის პარალელურად..გარემოს დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკვა. თუნდაც ე კლუბი.. მთელი საქართველოს მასშტაბით ვართ წარმოდგენილი.(ანუ ყველგან არიან ჩვენი წევრები და აქტიური ფორუმელები) შეგვიძლია ეგეტი ფაქტები ყველა რეგიონში დავაფიქსიროთ. ხოდა კარგს ვიზავთ თუ ეგეთ ფაქტებს დავყრით თუნდაც აქ. მერე იციან ჩვენებმა სადაც წაიღონ. |
|
|
![]()
პოსტი
#1062
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 739 რეგისტრ.: 21-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
http://www.facebook.com/l.php?u=http%3A%2F...amp;h=FAQE0kmqS
რა ქვია ახლა ამას სახელად? მე მერიდება, თან ცენზუროვანი ვერაფერი მოვიფიქრე. |
|
|
![]()
პოსტი
#1063
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#1064
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,073 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ხაშური ![]() |
შადი შამოდი
ჩემთან არ იხსნება! |
|
|
![]()
პოსტი
#1065
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,134 რეგისტრ.: 30-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი-კახეთი ![]() |
აუტო ჰუნთინგი
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#1066
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მტკვარზე აპარატჩიკები რომ გულაობენ ვინმეს აწუხებს ეს ამბავი? 7, 10, 16 თებერვალს ღამე 01:00 სთ-დან 04:00 სთ-მდე ნავით სეირნობდნენ თბილისიდან რუსთავის მიმართულებით საპატრიარქოს ტბების გაყოლებაზე...
იანვარშიც ყოველთვის ვხედავდი დროის ამ მონაკვეთში უბრალოდ თებერვალში ყურადღება მივაქციე რიცხვებს. ღამე . ყურადღება მიიქცია იმან, რომ 3 დღეში ერთხელ დაბარებულებივით ჩნდებოდნენ... იანვარშიც ესე იყო... ან ყოველდღე დადიან - ან ვიღაცის სმენებში "გაპრავებული აქვთ.... მოკლედ მიაწოდეთ გდი-ს... საპატრიარქოს ტბების მხარეს მოძრაობენ ყოველთვის. მე მეორე მხრიდან ვხედავდი - თოფი არ უწევს იქამდე... 10-ში ჩატეხილ ხიდამდე არ მისული 70-100 მეტრში ნაპირზე ამოვიდნენ!!! ალბათ დაგვინახეს... ხიდიდან უეჭველი მიუწევს მეორე ნაპირზეც კი ასე, რომ ატაროს გდი-მ "დრაბავიკები" და არდამორჩილების შემთხვევაში მოუწყონ ცივი შხაპი არაფერი დაშავდება... პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია ბესო: Feb 24 2014, 18:24 |
|
|
![]()
პოსტი
#1067
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 255 რეგისტრ.: 12-March 13 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
წელს ალბათ გამკაცრდება და დიდი ყურაგება მიექცევა მაგ საკითხს თორე ცუდათა საქმე.წნორისკენ ალაზანზეც ხშირად მოდზრაობენნ და როგორც მითხრეს უმეტესი პოლიცის თანამშრობლები ადუგებენო მტკაველიან ლოქოებით და ჭანრებით ავსებენო ნავს... სირცხვილია!!!!
|
|
|
![]()
პოსტი
#1068
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
ბესო
595 03 55 38 ესაა ჩემი ნომერი არა ერთხელ დავწერე უკვე ამ ფორუმზე და კიდე ერთხელ ვიმეორებ ასეთი ფაქტების დროს დამირეკე ერთი კვირის მერე რო მეუბნები რავქნა??? |
|
|
![]()
პოსტი
#1069
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი ![]() |
ალბათ ახლაც აგრძელებენ დენით თევზაობას. რეიდების მოწყობა უნდა და კიდევ 1-2 ფოტოხაფანგი. ყველა ბრაკონიერს 1 კვირაში გამოიჭერს დაინტერესებული სტრუქტურა .
|
|
|
![]()
პოსტი
#1070
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th July 2025 - 03:47 |