ბრაკონიერებთან ბრძოლა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
![]() ![]() |
ბრაკონიერებთან ბრძოლა |
Dec 24 2015, 14:37
პოსტი
#1586
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
უიარაღო თუ ეშველება ყვირილით და ცინიზმით საქმეს მაშინ დავიწყოთ : ეს რა უვიცი ხალხია .. რას გვიშვება ეს მთავრობა ... ასფალტი ვჭამო ... მგელი და ბერტყვი ვერ გაურჩევიათ ერთმანეთისგან და ამდაგვარი რეპლიკები .... რაზეა საუბარი იყვიროს ყველამ და ვიყვირებ მეც !!!! სხვადასხვა რამეზე ვსაუბრობთ ჩვენ ახლა. ანუ პრობლემას ვხედავთ სხვადასხვანაირად. ცინიზმზე კი არაა საქმეს ამდენი წელი რომ არაფერი არ გვეშველა ამაზეა და თუ რატომ არ გვეშველა ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ისაა, რომ ვინც უნდა გვიშველონ ჟაკანი და სარეკი ვერ გაურჩევიათ. თუ მარტო ეს ეშლებათ არანაირი პრობლემა არ მაქვს. მაგრამ დანარჩენი კომპეტენციაშიც თუ იგივე ინტელექტი და ცოდნა აქვთ მაშინ კიდევ არ უნდა გვქონდეს იმედი რომ გვეშველება. ამდენი წელია მტაცებლების შემცირებაზე არ მოდიან. არადა წინა წლების (კომინუსტურს ვგულისხმობ) და სხვა ქვეყნების გამოცდილება ხომ არსებობს. აუცილებლად იქნება სამინისტროში კომპეტენტურიც და დაინტერესებული კადრიც მაგრამ ეტყობა გადაწყვეტილების მიღებაზე წვდომა არ აქვთ, ან კიდევ ბლოკავს ვიღაც. გარემოს დაცვის მხრივ რომ სასიკეთო ძვრებია ამაზე არ ვდაობ. ახლა კანონმდებლობაშიც უნდა ცვლილებები რომ საქმეს ეშველოს. პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია უიარაღო: Dec 24 2015, 14:37 |
|
|
|
Dec 24 2015, 14:54
პოსტი
#1587
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 885 რეგისტრ.: 23-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
უიარაღო
ფეისზე თუ შესაბამის სურათებს ნახავ ეჭვსაც კი ვერ შეიტან იმაში რომ არავითარი ძაღლის გეშვა არ მიდიოდა მაგ შემთხვევაში. ნადირობდნენ ბიჭები და პროცესში დაიჭირეს. მოდი რეალური ფაქტები ჩამოვთვალოთ და ლოგიკურად გავაანალიზოთ: 1. ნადირობას რაც შეეხება დასახვეწი კანონმდებლობა გვაქვს; 2. კანონებს გზდ არ იღებს; 3. გზდ მუშაობს (არ მახსენდება წინა მინისტრების დროს გინდ ამ გინდ იმ მთავრობაში ასე რომ ემუშავათ); 4. გზდ მოქმედებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; 5. პირველი, მესამე და მეოთხე პუნქტიდან გამომდინარე აუცილებლად შეიზღუდება ყველა ბრაკონიერი და მონადირე, ბრაკონიერი მეტად, ჩვენნაირი მონადირე შედარებით ნაკლებათ. დასკვნა: თუ გვინდა რომ საქმეს (ამ შემთხვევაში ჩვენს განადგურებულ ფლორა, ფაუნას) რამე ეშველოს, როგორმე უნდა ავიტანოტ ჩვენზე გავრცელებული შეზღუდვები, ქილიკისა და ლანძღვის ნაცვლად შეძლებისდაგვარად გვერდში დავუდგეთ გზდ-ს და ასევე ვეცადოთ არ დავარღვიოთ მოქმედი კანონები. რაც შეეხება მელა, ტურა მგელს და სხვა უაზრო კანონებს, ამ შემთხვევაში უნდა ვეცადოთ ზეწოლა მოვახდინოთ იმ ორგანოზე რომელიც კანონებს იღებს და არა იმაზე (ამ შემთხვევაში გზდ) რომელიც ამ კანონების მიხედვით მოქმედებს. |
|
|
|
Dec 24 2015, 14:58
პოსტი
#1588
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
მსგავსი რამ გაგიგით ვინმეს საქართველოში. რით გვჯობნის ეს ქვეყანა?
აქაც ხდება არაერთი ასეთი მაგრამ უკანონოდ. არა კანონი კი მიიღეს საცალო ლიცენზიის გაცემაზე მაგრამ ჯერ უნდა დავითვალოთო, ხოდა ამდენი წელი ვერ დაითვალეს. გაგიგიათ ვინმეს საქართველოში ჯიხვზე გაცემული ლიცენზია? არადა ათეულები კვდება ყოველ წელს. პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია უიარაღო: Dec 24 2015, 14:56 |
|
|
|
Dec 24 2015, 15:05
პოსტი
#1589
|
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
მსგავსი რამ გაგიგით ვინმეს საქართველოში. რით გვჯობნის ეს ქვეყანა? ფულით და საქმისადმი ინტერესით როგორც ვიცი კაი სოლიდურ თანხებს იხდიან ტროფეის მოყვარული მონადირეები ჯიხვზე ნადირობის ტურებში ადრე ვუყურე გადაცემას და იქ იყო საუბარი როგორ და რანაირად აქვთ მოწყობილი ეგ ადგილები საკვებურები , სამარილეები , ბრაკონიერობა აღკვეთილი და პადრიად არ აკვლევინებენ ხორცის გამო ინდივიდებს . ესეთ დაცვას და მოწესრიგებულობას მოაქვს პოპულაცია რასაც ქვია და რატომ დაკარგონ უცხოეთიდან შემოსული თანხები ?? ეგეთ პირობებში დარწმუნებული ვარ ჩევნი მხირადანაც იქნება გადასული ჯიხვები და არც იფიქრებენ აქეთ გადმოსვლას |
|
|
|
Dec 24 2015, 15:10
პოსტი
#1590
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
უიარაღო ფეისზე თუ შესაბამის სურათებს ნახავ ეჭვსაც კი ვერ შეიტან იმაში რომ არავითარი ძაღლის გეშვა არ მიდიოდა მაგ შემთხვევაში. ნადირობდნენ ბიჭები და პროცესში დაიჭირეს. მოდი რეალური ფაქტები ჩამოვთვალოთ და ლოგიკურად გავაანალიზოთ: 1. ნადირობას რაც შეეხება დასახვეწი კანონმდებლობა გვაქვს; 2. კანონებს გზდ არ იღებს; 3. გზდ მუშაობს (არ მახსენდება წინა მინისტრების დროს გინდ ამ გინდ იმ მთავრობაში ასე რომ ემუშავათ); 4. გზდ მოქმედებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; 5. პირველი, მესამე და მეოთხე პუნქტიდან გამომდინარე აუცილებლად შეიზღუდება ყველა ბრაკონიერი და მონადირე, ბრაკონიერი მეტად, ჩვენნაირი მონადირე შედარებით ნაკლებათ. დასკვნა: თუ გვინდა რომ საქმეს (ამ შემთხვევაში ჩვენს განადგურებულ ფლორა, ფაუნას) რამე ეშველოს, როგორმე უნდა ავიტანოტ ჩვენზე გავრცელებული შეზღუდვები, ქილიკისა და ლანძღვის ნაცვლად შეძლებისდაგვარად გვერდში დავუდგეთ გზდ-ს და ასევე ვეცადოთ არ დავარღვიოთ მოქმედი კანონები. რაც შეეხება მელა, ტურა მგელს და სხვა უაზრო კანონებს, ამ შემთხვევაში უნდა ვეცადოთ ზეწოლა მოვახდინოთ იმ ორგანოზე რომელიც კანონებს იღებს და არა იმაზე (ამ შემთხვევაში გზდ) რომელიც ამ კანონების მიხედვით მოქმედებს. ილიაობას ვერ დავიბრალებ მაგრამ ის ცხონებული იმას გვასწავლიდა და აკეთებდა "მოყვარეს პირში უძრახე მტერს პირს უკანაო". არა მგონია გარემოს დაცვის და ნადირობის კუთხით ტაშის საკრავად გვქონდეს საქმე. ცინიზმი და ქილიკი ნუ ავიჩემეთ. ამ კონკრეტული შემთხვევით გამოვლინდა ერთი კონკრეტული თანამშრომლის არაკომპეტენტურობა. დანარჩენების კომპეტენტურობაზე გაკეთებული საქმით ვიმსჯელოთ. |
|
|
|
Dec 24 2015, 15:13
პოსტი
#1591
|
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
უიარაღო
მერე ვინ დაობს რომ არაკომპეტენტურები უნდა მუშაობდნენ იქ სადაც არიან ?? მე მაგას ვამბობ ცინიზმით და მუქარებით ქვეყანა არ შენდება და ვერც მოწესრიგდება ტაშსაც არ ვუკრავ(ჯერ ძალიან შორს ვართ) მარგამ საქმეს ვხედავ და ვაფასებ |
|
|
|
Dec 24 2015, 15:16
პოსტი
#1592
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 885 რეგისტრ.: 23-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ილიაობას ვერ დავიბრალებ მაგრამ ის ცხონებული იმას გვასწავლიდა და აკეთებდა "მოყვარეს პირში უძრახე მტერს პირს უკანაო". არა მგონია გარემოს დაცვის და ნადირობის კუთხით ტაშის საკრავად გვქონდეს საქმე. ცინიზმი და ქილიკი ნუ ავიჩემეთ. ამ კონკრეტული შემთხვევით გამოვლინდა ერთი კონკრეტული თანამშრომლის არაკომპეტენტურობა. დანარჩენების კომპეტენტურობაზე გაკეთებული საქმით ვიმსჯელოთ. აგაშენა ღმერთმა მეც მაგას ვიძახი, ამ კონკრეტული შემთხვევით გამოვლინდა ერთი კონკრეტული თანამშრომლის არაკომპეტენტურობა (ალბათ ოპერატორი რომელიც პოსტავდა ფეისბუქზე) და რამდენიმე თანამშრომლის კომპეტენტურობა (რომლებმაც დააკავეს კანონის დამრღვევები) ჯამში კი ამ უკანასკნელთა გაკეთებული საქმე გადაწონის თან ბევრად. |
|
|
|
Dec 24 2015, 15:23
პოსტი
#1593
|
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
|
Dec 24 2015, 15:28
პოსტი
#1594
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ახალციხელი
გეთანხმები ზედამხედველობა ესეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა. რასაც ავალებენ იმას ასრულებენ. პრობლემა ყველგანაა და ზედამხედველობაშიც, მაგრამ ესეთი სტრუქტურა ჯერ არ გვქონია, არც ამასთან მიახლოებული კიდევ კანონმდებლობა რომ შესაცვლელია ეგ სხვა საქმეა, ეგ კიდევ ცალკე განხილვის თემაა |
|
|
|
Dec 24 2015, 15:51
პოსტი
#1595
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
ზახარა ამდენი წელია მონადირეთა სამყაროში ამაზეა საუბარი. სახელმწიფოს მხრიდან კი დაინტერესება არ ჩანს. ან ჰკიდიათ ან კომპეტენცია არ ჰყოფნით და ვერ აკეთებენ. ამ ტემპით თუ გაგრძელდა ჩემი ახალგაზრდობის წლები არ უნდა მქონდეს იმედი რომ ნადირზე ვინადირო კანონიერად.
წინა თვეს საფრანგეთში ვიყავი და იქაურმა ქართველმა მითხრა წინა შაბათ-კვირას ირემი მოვინადირეთო. კურდღელზე ნადირობას მანქანიდან ვადევნებდი თვალს . შველზეც ნადირობენ, ღორზეც და ათას ჩვენთვის საოცნებო ობიექტზეც. რუსეთში, თურქეთში... ქვეყანას ვერ ვიხსენებ სადაც ყოველგვარ ცხოველზე აკრძალულია ნადირობა, გარდა საქართველოსი. კაკაბზე, ხოხობზე ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ყველგან ნადირობენ. ზუსტად გეტყვი ჩვენ რატომ არ გვეშველა ამ კუთხით. აქ ყველაფერი აკრძალეს და მაინც მიდის ყველაფერზე ნადირობა. ზოგი მალულად, ზოგიც ბლატებით ნადირობს უკანონოდ. ამ მიზეზით ნადირ-ფრინველი ვერ მომრავლდა. სადაც მონადირეს ვერ მიუწვდება ხელი იქ მტაცებელი სპობს. ფაქტია რომ მხოლოდ აკრძალვა არ მუშაობს. ახლა გეტყვით ჩემს ხედვას როგორ უნდა გვეშველოს: უნდა გაიცეს საცალო ლიცენზიები ღოზეც, კაკაბზეც, კურდღელზეც და შველზეც. მტაცებლები უნდა შემცირდეს მაქსიმალურად. რაღა თქმა უნდა გარემოს დაცვა და კონტროლი საჭიროა და უმთავრესია. ლიცენზირებული ნადირობისათვის უნდა გამოყოფილი იყოს შესაბამისი ტეროტორიები. შესაბამისი კვირის დღეები (ეს უკანასკნელი სასურველია). და ლიცენზიის მფლობელმა მონადირემ წინასწარ აცნობოს შესაბამის სტრუქტურას ნადირობის ადგილზე, თარიღზე და ობიექტზე. სხვა დანარჩენი ჩაითვალოს ბრაკონიერობად. მე თუ დიდი სურვილი მაქვს ტახზე ან შველზე ნადირობის მოვაგროვებ იმ თანხას და ვინადირებ. მექნება არჩევანი კანონიერ ნადირობასა და ბრაკონიერობას შორის. რომელიც ახლა თითქმის არ არსებობს. |
|
|
|
Dec 24 2015, 16:50
პოსტი
#1596
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,111 რეგისტრ.: 23-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tortuga |
მე ძალიან ბევრა მითხრა რომ თვითონ ზედამხედველეობის ხალხი ხშირად არღვევს ხოლმე...
რაც ძალიან გულდასაწყვეტია ... მსგავსი ფაქტებიდან გამომდინარე, ხალხს ყველაფერის ხალისი ეკარგება + თვითონაც იკიდებენ წეებს და არღვევენ |
|
|
|
Dec 24 2015, 17:00
პოსტი
#1597
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,830 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: poti |
თქვენი აზრი გასაგებია და ნაწილორივ გეთანხმებით, თუმცა ეს რომ მარტო იმ მონადირეების პრობლლემა არარის და საქართველოში რო მდევნირ ვერ ინადირებ მტაცებელზე ეგ ფაქტია. ამის გარდა რესტორანში რომ შედიხარ გარეთ გაჩერებული მანქანით, პატრულს არააქ უფლება დაგაჯარიმოს სიმთვრალეზე. ეგთი პონტია რა.
|
|
|
|
Dec 24 2015, 17:04
პოსტი
#1598
|
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
უიარაღო
კარგი იქნება ეგრე თუ მოწესრიგდება აქაურობა რაც შეეხება ბლატებს და ნაცნობობით გაპრავებას ეგ სენია ჩვენი ნებისმიერ სტრუქტურაში და იმიტომ არის ყველაფერი უკუღმართად . კეთილი ნება უნდა იყოს და საქმისადმი ერთგულება ... |
|
|
|
Dec 24 2015, 17:09
პოსტი
#1599
|
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 40 რეგისტრ.: 31-July 12 ნიკის ჩასმა ციტირება |
... ახლა გეტყვით ჩემს ხედვას როგორ უნდა გვეშველოს: უნდა გაიცეს საცალო ლიცენზიები ღოზეც, კაკაბზეც, კურდღელზეც და შველზეც. მტაცებლები უნდა შემცირდეს მაქსიმალურად. რაღა თქმა უნდა გარემოს დაცვა და კონტროლი საჭიროა და უმთავრესია. ლიცენზირებული ნადირობისათვის უნდა გამოყოფილი იყოს შესაბამისი ტეროტორიები. შესაბამისი კვირის დღეები (ეს უკანასკნელი სასურველია). და ლიცენზიის მფლობელმა მონადირემ წინასწარ აცნობოს შესაბამის სტრუქტურას ნადირობის ადგილზე, თარიღზე და ობიექტზე. სხვა დანარჩენი ჩაითვალოს ბრაკონიერობად. მე თუ დიდი სურვილი მაქვს ტახზე ან შველზე ნადირობის მოვაგროვებ იმ თანხას და ვინადირებ. მექნება არჩევანი კანონიერ ნადირობასა და ბრაკონიერობას შორის. რომელიც ახლა თითქმის არ არსებობს. ნამდვილად ასეა, ლიცენზიები უნდა გაიცეს. მაინც ნადირობს ხალხი ყველაფერზე. ამასთან აუცილებელია: - ლიცენზია ღირდეს ძვირი (ყოველ შემთხვევაში არა იაფი) - შემოსული თანხა აუცილებლად მოხმარდეს ნადირ-ფრინველის მოვლა-პატრონობას და ეგერების ინსტიტუტის აღდგენას რაღაც % ბიუჯეტშიც უნდა შევიდეს, სახელმწიფო ისე არ დაინტერესდება. სხვა შემთხვევაში აზრი არ ექნება ლიცენზიებს. უმაგისოდ კიდე კი ვიცით ყველამ რას დაემსგავსა გარემო, რაზე ვნადირობთ და რამდენს ვნახულობთ. ფაქტია რომ არსებულ პირობებში თავისით არ გამოსწორდება მდგომარეობა. |
|
|
|
Dec 24 2015, 17:17
პოსტი
#1600
|
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
საქართველოში რო მდევნირ ვერ ინადირებ მტაცებელზე ეგ ფაქტია. კი ფაქტია გიგი და მტკივნეული ამბავია ვისაც ხიბლავს ამდაგვარი ნადირობა .. მარტო კანონებშიც არ არის საქმე რა ღუპავს იცით ყველაფერს ?? : შური პოხოუზმი ნაცნობობით თვალის დახუჭვა თანამდებობის ბოროტად გამოყენება იმან მოკლა მეც დედა უნდა მოვუტყნა არ გავკარი მომავალში რა იქნება სანამ მე ვარ უნდა ვისარგებლო კანონი სირზე მკიდია მე ჩემებური ხედვა მაქვს არ არსებობს პროპესიონალური და კომპეტენტური მიდგომა საქმისადმი ... "მოვალეობა"... პირადი ამბიციები .. ნადირობის კულტურის არ არსებობა ფაქტიურად კიდევ ბევრიი მიზეზები რომელი ერთი ჩამოვთვალოთ ზემოთ დადო უიარაღომ ვიდეო აზერებში სამონადირეო ტურების ჯიხვებზე და მიაწერა რატომარ ხდება ჩვენთან იგივე რითი გვჯობიანოოო ?? |
|
|
|
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th November 2025 - 14:48 |