ბრაკონიერებთან ბრძოლა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
ბრაკონიერებთან ბრძოლა |
![]()
პოსტი
#196
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,930 რეგისტრ.: 1-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
იყო,ალბათ რომელიც ვერ წავიდა და დარჩა ის მოაგროვა მანოკმა ასე იყო
|
|
|
![]()
პოსტი
#197
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 221 რეგისტრ.: 29-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: откуда все ;-))) ![]() |
დგეს შემთხოვით შევედი მუმარკეტ-ზე და ვნახე ასეთი რაღაცაა (დევს ერთი თვე):
http://mymarket.ge/product_info.php?type_i...duct_id=1854126 ეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქე (100% მაგი არც თურკი, არც რუსი და არც ჩუკჩა არ არის) თავისუფლად თავაზობს (და ალბათ ყიდის კიდევაც) ასეთ მოწყობილობებს ამის მერე რა ბრაკონიერებთან ბრზოლაზე და გდი-ს მუშაობაზე მიდის საუბარი? |
|
|
![]()
პოსტი
#198
|
|
თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,021 რეგისტრ.: 8-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ortachala ![]() |
ეგ 3თვეა დევს. :(
|
|
|
![]()
პოსტი
#199
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 221 რეგისტრ.: 29-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: откуда все ;-))) ![]() |
Кстати, я думаю, что это не очень правильно, что тема ბრაკონიერები, გდი находится в разделе ახალი წევრებისთვის.. Это что, касается только новых членов клуба??
QUOTE ეგ 3თვეა დევს. :( მერე? მაგას ბლინ, კვეყანაა ქვია, რომელშიც არსებობენ ბუნების დაცვის ორგანოები??? ანუ ეს ორგანოები მხოლოდ არსებობენ ? ევროპაში, სადაც ჩვენ ასე ძალიან გვინდა, მაგას კარგს უკვე ყველა მხრიდან უტირებდნენ..PS საინტერესოა, მუმარკეტ-ს რა, მოდერატორი არ ყავს?? |
|
|
![]()
პოსტი
#200
|
|
თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,021 რეგისტრ.: 8-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ortachala ![]() |
მე დავრეკე, კომენტარი დავუწერე, მესიჯი მივწერე მაგრად უშედეგოდ :(
|
|
|
![]()
პოსტი
#201
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,930 რეგისტრ.: 1-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ამაზე წინათ დავწერე აქ :(
რა უნდა ვქნაათ?????????????/ ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#202
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 16 რეგისტრ.: 24-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
გამარჯობათ ხალხო..
ნახეთ ვიღაც ახვარს ინტერნეტში რეკლამები უდევს ვაკეთებ და ვკიდიო ეს ხომ უკვე მეტისმეტია რამე მოუხერხოთ კაცურად.. ამის დედა .... http://shalva.ucoz.org/index/tevzis_ap_ara..._ap_arat_i/0-20 http://www.mymarket.ge/product_info.php?ty...duct_id=1854126 |
|
|
![]()
პოსტი
#203
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
dastambo
კანონიერად ვერაფერს მოუხერხებ |
|
|
![]()
პოსტი
#204
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,239 რეგისტრ.: 25-November 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
კანონიერად ვერაფერს მოუხერხებ დენის გარდამქმნელია და მეტი არაფერი, 12 ვოლტიდან გარდაქმნის 220-ზე და მორჩა. ეს მარტო თევზის ,,საჭერად'' არ გამოიყენება. ვინც ყიდის მაგას უნდა ერთი ორჯერ ყბაში მოდება და მეორედ აღარ გაყიდის, მაგრამ მასეთი დენის გარდამქმნელები კიდევ ბევრი ვიცი, უფრო პატარა და ბევრად მძლავრი. ასე რომ ერთი კაცის ყბის მოტეხვით არ დამთავრდება ზღაპარი, არამედ გამოჩნდება მეორე მასეთივე ახ.........რი და ის დაიწყებს გაყიდვას. მთავარი არის იმ ხალხის შეჩერება ვინც ამ აპარატს თევზის მოსასპობად იყენებს, აი მათ უნდა შეუერთო ეგ ელექტროშოკი ფეხებზე, რომ გულამდე არ ავიდეს და ერთი ორი დღე უნდა 5 წუთში ერთხელ ჩაურთო, რომ მიხვდნენ რას ჩადიან. უუუუხხხ დავიძაბე |
|
|
![]()
პოსტი
#205
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 73 რეგისტრ.: 1-January 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ახალგორი ![]() |
მოგესალმებით. გასაგებია თქვენი მოსაზრებები და მეც შემოგიერთდებით, მევფიქრობ გამოსავალი არსებობს უბრალოდ
უნდა გავერთიანდეთ, შეხვედრები მოვაწყოთ და ჩამოვყალიბდეთ -თუ რაშეგვიძლია და როგორ შევინარჩუნოთ ფლორაც და ფაუნაც. [ჩემისაზრით] |
|
|
![]()
პოსტი
#206
|
|
![]() ზევსი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 7,032 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
topiani dzia
მართალი ხარ, მაგრამ თუ მთავრობიდან რამე დაინტერესება არ იქნა, აზრი არ აქვს არაფერს!!! |
|
|
![]()
პოსტი
#207
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,341 რეგისტრ.: 16-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: belinskis 27 tbilisi ![]() |
ბრაკონიერებთან ყველა წესიერმა მონადირემ თვითონ უნდა მიიღოს ზომები თუ გადავაწყდებით ბუნებაში თორე ესენი არაფრის გამკეთებლები არიან ხო იცით თქვენ თითონაც.
|
|
|
![]()
პოსტი
#208
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,242 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ეს კი ვიპოვე, კვოტებიც დამტკიცებულია, მაგრამ ლიცენზიების საკითხს ვერას ვერ მივაგენი
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ნადირობა–თევზჭერის სეზონის დაწყების ვადები და კვოტები დაამტკიცა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრისბრძანება №2762011 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი,,ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1. „ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №30 ბრძანებით (სსმ,11.05.2011, ვებგვერდი, 110511008) დამტკიცებული დებულების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„მუხლი 1.1. ნადირობა ნებადართულია შემდეგი სახეობის ძუძუმწოვრებზე და შემდეგ ვადებში: ა) არჩვზე - 15 დეკემბრიდან 1 მარტამდე; ბ) კეთილშობილ ირემზე - 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე; გ) მურა დათვზე - 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე; დ) ჯიხვზე - 15 დეკემბრიდან - 1 მარტამდე; ე) ნიამორზე - 15 დეკემბრიდან - 1 მარტამდე; ვ) ნუტრიაზე - 1 სექტემბრიდან - 1 დეკემბრამდე; ზ) კურდღელი - 1 სექტემბრიდან - 1 თებერვლამდე; თ) მაჩვზე - 1 სექტემბრიდან - 1 თებერვლამდე; ი) ტყის კვერნაზე - 1 დეკემბრიდან 1 თებერვლამდე; კ) ქვის კვერნაზე - 1 დეკემბრიდან 1 თებერვლამდე; ლ) მგელზე - 1 სექტემბრიდან 1 თებერვლამდე; მ) ტურაზე - 1 სექტემბრიდან 1 თებერვლამდე; ნ) მელაზე - 1 სექტემბრიდან 1 თებერვლამდე; ო) ენოტისებურ ძაღლზე - 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე; პ) ტყის კატაზე - 1 დეკემბრიდან 1 თებერვლამდე; ჟ) გარეულ ღორზე - 1 ოქტომბრიდან 1 იანვრამდე; რ) შველზე - 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე; ს) ენოტზე - 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე; 2. ნადირობა ნებადართულია შემდეგი სახეობის ფრინველებზე და შემდეგ ვადებში: ა) კავკასიურ როჭოზე - 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე; ბ) კასპიურ შურთხზე -1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე; გ) ხოხობზე - 15 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე; დ) კაკაბზე - 15 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე; ე) დურაჯზე - 15 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე; ვ) გნოლზე - 1 დეკემბრიდან - 1 მარტამდე; ზ) მწყერზე, გარეულ მტრედზე, ჩიბუხაზე, ჩვეულებრივ გვრიტზე, ქედანზე, გვიძინზე (გულიოზე) – აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე; თ) ტყის ქათამზე – 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე; ი) წყალმცურავ ფრინველებზე (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე.3. იმ შემთხვევაში, თუ ნადირობა ხორციელდება სანადირო ცივი ან/და ცივი სასროლი იარაღით, მაშინ ნადირობა ნებადართულია:ა) არჩვზე - 5 დეკემბრიდან 1 მარტამდე; ბ) კეთილშობილ ირემზე - 1 ნოემბრიდან - 1 თებერვლამდე;გ) მურა დათვზე - 15 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე; დ) ჯიხვზე - 5 დეკემბრიდან - 1 მარტამდე; ე) ნიამორზე - 5 დეკემბრიდან - 1 მარტამდე; ვ) ნუტრიაზე - 1 სექტემბრიდან - 1 იანვრამდე;ზ) კურდღელი - 1 სექტემბრიდან - 1 მარტამდე; თ) მაჩვზე - 1 სექტემბრიდან - 1 მარტამდე; ი) ტყის კვერნაზე - 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე;კ) ქვის კვერნაზე - 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე; ლ) მგელზე - 1 სექტემბრიდან 15 თებერვლამდე; მ) ტურაზე - 1 სექტემბრიდან 15 თებერვლამდე; ნ) მელაზე - 1 სექტემბრიდან 15 თებერვლამდე;ო) ენოტისებურ ძაღლზე - 1 სექტემბრიდან - 1 იანვრამდე; პ) ტყის კატაზე - 1 დეკემბრიდან 15 თებერვლამდე; ჟ) გარეულ ღორზე - 1 ოქტომბრიდან 1 თებერვლამდე; რ) შველზე - 15 ნოემბრიდან 1 მარტამდე; ს) ენოტზე - 1 სექტემბრიდან - 1 იანვრამდე;ტ) კავკასიურ როჭოზე - 1 ნოემბრიდან - 15 იანვრამდე; უ) კასპიურ შურთხზე -1 ნოემბრიდან - 15 იანვრამდე; ფ) ხოხობზე - 1 ოქტომბრიდან - 1 თებერვლამდე; ქ) კაკაბზე - 1 ოქტომბრიდან - 1 თებერვლამდე; ღ) დურაჯზე - 1 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე; ყ) გნოლზე - 15 ნოემბრიდან - 1 მარტამდე;" მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ხეთაგური გარდა ამისა, დამტკიცდა 2012 წელს ნადირობის სეზონზე ცხოველთა სამყაროს ზოგიერთი ობიექტის მოპოვების კვოტები: ნუტრია – 194 ცალი, კურდღელი – 615 ცალი, მაჩვი, – 168 ცალი, ტყის კვერნა – 157 ცალი, ქვის კვერნა – 157 ცალი, მგელი – 120 ცალი, ტურა – 1453 ცალი, მელა – 162 ცალი, ტყის კატა – 77 ცალი, გარეული ღორი – 189 ცალი, შველი – 417 ცალი, ენოტი – 96 ცალი, ხოხობი – 416 ცალი, კაკაბი – 713 ცალი, დურაჯი – 50 ცალი. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №275 2011 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის №07 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1. „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის №07 ბრძანებით (სსმ, 07.04.2011, ვებგვერდი, 110406013) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ნადირობა (გარდა გადამფრენი ფრინველისა) დაიშვება ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც შეიძლება შეიცავდეს გარკვეულ პირობებს, რომელთა დაცვაც სავალდებულოა.". 2. მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ნადირობა აკრძალულია, სახელმწიფო ნაკრძალებში და ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში". 3. მე-3 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. აკრძალულია ნადირობა მთელი წლის განმავლობაში: ა) ერთ წლამდე დათვის ბელზე, ასევე დათვის მდედრ ინდივიდზე, რომელსაც ჰყავს ერთ წლამდე ბელი; ბ) ამ დებულების 31 მუხლის „ბ", „დ", „რ", „ტ", „უ", „ფ" და „ღ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახეობების მდედრ ინდივიდებზე; გ) ჯიხვის მამრ ინდივიდზე, რომლის რქის სიგრძეც (მრუდზე) 100 სმ-ზე ნაკლებია; დ) ირმის მამრ ინდივიდზე, რომლის რქებიც არ არის დატოტვილი ან/და დატოტვილია და მთავარი ღერძის სიგრძე 90 სმ-ზე ნაკლებია; ე) შველის მამრ ინდივიდზე, რომლის რქაც არ არის დატოტვილი;". 4. მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის „თ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) მსხვილი ჩლიქოსნებისა და დათვის მოპოვება მცირეკალიბრიანი სანადირო იარაღითა და საფანტით, რომლის დიამეტრიც 5 მმ-ზე ნაკლებია.". 5. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 - მე-13 პუნქტები: „10. ნადირობისას დაშვებულია მონადირე ძაღლებისა და სანადიროდ გაწვრთნილი მტაცებელი ფრინველების (შემდგომში – მტაცებელი ფრინველი) გამოყენება. 11. მტაცებელი ფრინველების გაწვრთნა დაიშვება ნადირობისათვის დაშვებულ ვადებში და პირი, რომელიც ახორციელებს მტაცებელი ფრინველის წვრთნას, ვალდებულია თან იქონიოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) ან/და ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტი. 12. მონადირე ძაღლების წვრთნა (დაგეშვა) დაიშვება მთელი წლის განმავლობაში. პირი, რომელიც ნადირობისათვის აკრძალულ ვადებში, ახორციელებს მონადირე ძაღლის წვრთნას (დაგეშვას), ვალდებულია სანადირო იარაღში იქონიოს მხოლოდ დაუმუხტავი ვაზნები. 13. დადგენილი წესით ტყვეობაში გამრავლების მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტის გარემოდან ამოღება დასაშვებია ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას ინდივიდის სიცოცხლეს, აღნიშნულ შემთხვევაში არ მოქმედებს ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ", „გ", „დ" და „ე" ქვეპუნქტითა და ამ დებულების 31 მუხლით დადგენილი აკრძალვები. " 6. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი: „მუხლი 31. ნადირობისათვის აკრძალული ვადები 1. ნადირობა აკრძალულია: ა) არჩვზე - 1 მარტიდან - 15 დეკემბრამდე; ბ) კეთილშობილ ირემზე - 1 იანვრიდან 1 ნოემბრამდე; გ) მურა დათვზე - 1 იანვრიდან 1 ნოემბრამდე; დ) ჯიხვზე - 1 მარტიდან - 15 დეკემბრამდე; ე) ნიამორზე - 1 მარტიდან - 15 დეკემბრამდე; ვ) ნუტრიაზე - 1 დეკემბრიდან – 1 სექტემბრამდე; ზ) კურდღელზე - 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე; თ) მაჩვზე - 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე; ი) ტყის კვერნაზე - 1 თებერვლიდან 1 დეკემბრამდე; კ) ქვის კვერნაზე - 1 თებერვლიდან 1 დეკემბრამდე; ლ) მგელზე - 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე; მ) ტურაზე - 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე; ნ) მელაზე - 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე; ო) ენოტისებურ ძაღლზე - 1 დეკემბრიდან – 1 სექტემბრამდე; პ) ტყის კატაზე - 1 თებერვლიდან 1 დეკემბრამდე; ჟ) გარეულ ღორზე - 1 იანვრიდან 1 ოქტომბრამდე; რ) შველზე - 1 მარტიდან 1 დეკემბრამდე; ს) ენოტზე - 1 დეკემბრიდან – 1 სექტემბრამდე; ტ) კავკასიური როჭოზე - 1 იანვრიდან - 1 ნოემბრამდე; უ) კასპიურ შურთხზე - 1 იანვრიდან - 1 ნოემბრამდე; ფ) ხოხობზე - 1 იანვრიდან 15 ოქტომბრამდე; ქ) კაკაბზე - 1 იანვრიდან 15 ოქტომბრამდე; ღ) დურაჯზე - 1 იანვრიდან 15 ოქტომბრამდე; ყ) გნოლზე - 1 მარტიდან 1 დეკემბრამდე. 2. იმ შემთხვევაში, თუ ნადირობა ხორციელდება სანადირო ცივი ან/და ცივი სასროლი იარაღით, ნადირობა აკრძალულია: ა) არჩვზე - 1 მარტიდან - 5 დეკემბრამდე; ბ) კეთილშობილი ირემზე - 1 თებერვლიდან - 1 ნოემბრამდე; გ) მურა დათვზე - 1 იანვრიდან - 15 ოქტომბრამდე; დ) ჯიხვზე - 1 მარტიდან - 5 დეკემბრამდე; ე) ნიამორზე - 1 მარტიდან - 5 დეკემბრამდე; ვ) ნუტრიაზე - 1 იანვრიდან – 1 სექტემბრამდე; ზ) კურდღელზე - 1 მარტიდან - 1 სექტემბრამდე; თ) მაჩვზე - 1 მარტიდან - 1 სექტემბრამდე; ი) ტყის კვერნაზე - 1 მარტიდან - 1 დეკემბრამდე; კ) ქვის კვერნაზე - 1 მარტიდან - 1 დეკემბრამდე; ლ) მგელზე - 15 თებერვლიდან - 1 სექტემბრამდე; მ) ტურაზე - 15 თებერვლიდან - 1 სექტემბრამდე; ნ) მელაზე - 15 თებერვლიდან - 1 სექტემბრამდე; ო) ენოტისებურ ძაღლზე - 1 იანვრიდან – 1 სექტემბრამდე; პ) ტყის კატაზე - 15 თებერვლიდან - 1 დეკემბრამდე; ჟ) გარეულ ღორზე - 1 თებერვლიდან - 1 ოქტომბრამდე; რ) შველზე - 1 მარტიდან - 15 ნოემბრამდე; ს) ენოტზე - 1 იანვრიდან – 1 სექტემბრამდე; ტ) კავკასიურ როჭოზე - 15 იანვრიდან - 1 ნოემბრამდე; უ) კასპიურ შურთხზე - 15 იანვრიდან - 1 ნოემბრამდე; ფ) ხოხობზე - 1 თებერვლიდან - 1 ოქტომბრამდე; ქ) კაკაბზე - - 1 თებერვლიდან - 1 ოქტომბრამდე; ღ) დურაჯზე - 1 იანვრიდან - 1 ოქტომბრამდე; ყ) გნოლზე - 1 მარტიდან - 15 ნოემბრამდე;" 7. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. ნადირობის წესების დარღვევა ნადირობა ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე ან/და მათში აღნიშნული პირობის დარღვევით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე, აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში, აკრძალული მეთოდებით, მოწყობილობებით და იარაღით ითვლება ნადირობის წესების დარღვევად." მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ხეთაგური |
|
|
![]()
პოსტი
#209
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,242 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
აი ნებართვის გაცემის წესი, მაგრამ მაინც რომ ვერაფერი ვერ გავიგე :(
საქართველოს მთავრობის დადგენილება №513 2011 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილე¬ბაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 1533) და ამ დადგენილებით დამტკიცებულ წეს¬ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 30-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. 31-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 3. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 32. ნადირობის დოკუმენტის გამცემი ორგანო 1. დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე სააგენტო იღებს გა¬და¬წყვე-ტილებას ნადირობის დოკუმენტის გაცემის, ან გაცემის თაობაზე უა¬რის თქმის შესახებ. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ნადირობის დო¬¬კუ¬მენ¬ტი გაიცემა სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაცი¬ულ-სა¬მარ¬თლებრივი აქტის საფუძველზე. 2. ნადირობის დოკუმენტის გაცემისას შესაძლებელია დადგინდეს დამა¬ტებითი პირობები.“. 4. 34-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დაინტერესებულ პირს ნადირობის დოკუმენტს გადასცემს სააგენტო შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურე¬ბელი დო¬კუ¬მენტის წარდგენის შემდეგ. მომსახურების საფასურის გადახდის და¬მადას¬ტუ¬რებელი დოკუმენტი სააგენტოში წარდგენილი უნდა იქნეს ნადი¬რობის დო¬კუ¬მენტის გაცემის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სა¬მარ¬თ¬ლე¬ბ¬რი¬ვი აქტის ძალაში შესვლიდან არა უმეტეს 7 სამუშაო დღისა. აღ¬ნიშნულ ვა¬და¬ში მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დო¬კუმენტის წა¬¬რუ¬დგენლობის შემთხვევაში, ნადირობის დოკუმენტის გაცემის თა¬ობაზე ინ¬დი¬ვიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სააგენ¬ტოს უფ¬რო¬¬სი აც¬¬ხადებს ძალადაკარგულად.“. მგონი დავბერდი, ესეც ფასები ესეც ფასები ნიამორი 500 ლარი, ჯიხვი, კეთილშობილი ირემი, მურა დათვი-300 ლარი, შველი, გარეული ღორი 200 ლარი, კავკასიური როჭო,კასპიური შურთხი 100 ლარი დურაჯი 50 ლარი მგელი, მელა, ტყის კვერნა, ქვის კვერნა, მაჩვი, ნუტრია, ენოტი, ხოხობი, კაკაბი, გნოლი 30 ლარი ტურა, ტყის კატა, კურდღელი, ენოტისებური ძაღ¬ლი 20 ლარი.“. |
|
|
![]()
პოსტი
#210
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,644 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ესეც ფასები ნიამორი 500 ლარი, ჯიხვი, კეთილშობილი ირემი, მურა დათვი-300 ლარი, შველი, გარეული ღორი 200 ლარი, კავკასიური როჭო,კასპიური შურთხი 100 ლარი დურაჯი 50 ლარი მგელი, მელა, ტყის კვერნა, ქვის კვერნა, მაჩვი, ნუტრია, ენოტი, ხოხობი, კაკაბი, გნოლი 30 ლარი ტურა, ტყის კატა, კურდღელი, ენოტისებური ძაღ¬ლი 20 ლარი.“ სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ჯიხვი, კეთილშობილი ირემი-300 ლარიო და კაკაბი, გნოლი 30 ლარიო არა?! |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 30th May 2025 - 17:40 |