ბრაკონიერებთან ბრძოლა - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

114 გვერდი V  « < 13 14 15 16 17 > »   
Reply to this topicStart new topic
ბრაკონიერებთან ბრძოლა
ნუკრიMax
პოსტი Jan 10 2012, 23:41
პოსტი #206


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,032
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



topiani dzia
მართალი ხარ, მაგრამ თუ მთავრობიდან რამე დაინტერესება არ იქნა, აზრი არ აქვს არაფერს!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kupra
პოსტი Jan 11 2012, 08:46
პოსტი #207


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,341
რეგისტრ.: 16-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: belinskis 27 tbilisi



ბრაკონიერებთან ყველა წესიერმა მონადირემ თვითონ უნდა მიიღოს ზომები თუ გადავაწყდებით ბუნებაში თორე ესენი არაფრის გამკეთებლები არიან ხო იცით თქვენ თითონაც.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი Jan 11 2012, 11:05
პოსტი #208


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ეს კი ვიპოვე, კვოტებიც დამტკიცებულია, მაგრამ ლიცენზიების საკითხს ვერას ვერ მივაგენი

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ნადირობა–თევზჭერის სეზონის დაწყების ვადები და კვოტები დაამტკიცა
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრისბრძანება №2762011 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი,,ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №30 ბრძანებით (სსმ,11.05.2011, ვებგვერდი, 110511008) დამტკიცებული დებულების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„მუხლი 1.1. ნადირობა ნებადართულია შემდეგი სახეობის ძუძუმწოვრებზე და შემდეგ ვადებში: ა) არჩვზე - 15 დეკემბრიდან 1 მარტამდე; ბ) კეთილშობილ ირემზე - 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე; გ) მურა დათვზე - 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე; დ) ჯიხვზე - 15 დეკემბრიდან - 1 მარტამდე; ე) ნიამორზე - 15 დეკემბრიდან - 1 მარტამდე; ვ) ნუტრიაზე - 1 სექტემბრიდან - 1 დეკემბრამდე; ზ) კურდღელი - 1 სექტემბრიდან - 1 თებერვლამდე; თ) მაჩვზე - 1 სექტემბრიდან - 1 თებერვლამდე; ი) ტყის კვერნაზე - 1 დეკემბრიდან 1 თებერვლამდე; კ) ქვის კვერნაზე - 1 დეკემბრიდან 1 თებერვლამდე; ლ) მგელზე - 1 სექტემბრიდან 1 თებერვლამდე; მ) ტურაზე - 1 სექტემბრიდან 1 თებერვლამდე; ნ) მელაზე - 1 სექტემბრიდან 1 თებერვლამდე; ო) ენოტისებურ ძაღლზე - 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე; პ) ტყის კატაზე - 1 დეკემბრიდან 1 თებერვლამდე; ჟ) გარეულ ღორზე - 1 ოქტომბრიდან 1 იანვრამდე; რ) შველზე - 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე; ს) ენოტზე - 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე; 2. ნადირობა ნებადართულია შემდეგი სახეობის ფრინველებზე და შემდეგ ვადებში: ა) კავკასიურ როჭოზე - 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე; ბ) კასპიურ შურთხზე -1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე; გ) ხოხობზე - 15 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე; დ) კაკაბზე - 15 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე; ე) დურაჯზე - 15 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე; ვ) გნოლზე - 1 დეკემბრიდან - 1 მარტამდე; ზ) მწყერზე, გარეულ მტრედზე, ჩიბუხაზე, ჩვეულებრივ გვრიტზე, ქედანზე, გვიძინზე (გულიოზე) – აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე; თ) ტყის ქათამზე – 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე; ი) წყალმცურავ ფრინველებზე (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე.3. იმ შემთხვევაში, თუ ნადირობა ხორციელდება სანადირო ცივი ან/და ცივი სასროლი იარაღით, მაშინ ნადირობა ნებადართულია:ა) არჩვზე - 5 დეკემბრიდან 1 მარტამდე; ბ) კეთილშობილ ირემზე - 1 ნოემბრიდან - 1 თებერვლამდე;გ) მურა დათვზე - 15 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე; დ) ჯიხვზე - 5 დეკემბრიდან - 1 მარტამდე; ე) ნიამორზე - 5 დეკემბრიდან - 1 მარტამდე; ვ) ნუტრიაზე - 1 სექტემბრიდან - 1 იანვრამდე;ზ) კურდღელი - 1 სექტემბრიდან - 1 მარტამდე; თ) მაჩვზე - 1 სექტემბრიდან - 1 მარტამდე; ი) ტყის კვერნაზე - 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე;კ) ქვის კვერნაზე - 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე; ლ) მგელზე - 1 სექტემბრიდან 15 თებერვლამდე; მ) ტურაზე - 1 სექტემბრიდან 15 თებერვლამდე; ნ) მელაზე - 1 სექტემბრიდან 15 თებერვლამდე;ო) ენოტისებურ ძაღლზე - 1 სექტემბრიდან - 1 იანვრამდე; პ) ტყის კატაზე - 1 დეკემბრიდან 15 თებერვლამდე; ჟ) გარეულ ღორზე - 1 ოქტომბრიდან 1 თებერვლამდე; რ) შველზე - 15 ნოემბრიდან 1 მარტამდე; ს) ენოტზე - 1 სექტემბრიდან - 1 იანვრამდე;ტ) კავკასიურ როჭოზე - 1 ნოემბრიდან - 15 იანვრამდე; უ) კასპიურ შურთხზე -1 ნოემბრიდან - 15 იანვრამდე; ფ) ხოხობზე - 1 ოქტომბრიდან - 1 თებერვლამდე; ქ) კაკაბზე - 1 ოქტომბრიდან - 1 თებერვლამდე; ღ) დურაჯზე - 1 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე; ყ) გნოლზე - 15 ნოემბრიდან - 1 მარტამდე;"


მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ხეთაგური
გარდა ამისა, დამტკიცდა 2012 წელს ნადირობის სეზონზე ცხოველთა სამყაროს ზოგიერთი ობიექტის მოპოვების კვოტები:
ნუტრია – 194 ცალი, კურდღელი – 615 ცალი, მაჩვი, – 168 ცალი, ტყის კვერნა – 157 ცალი, ქვის კვერნა – 157 ცალი, მგელი – 120 ცალი, ტურა – 1453 ცალი, მელა – 162 ცალი, ტყის კატა – 77 ცალი, გარეული ღორი – 189 ცალი, შველი – 417 ცალი, ენოტი – 96 ცალი, ხოხობი – 416 ცალი, კაკაბი – 713 ცალი, დურაჯი – 50 ცალი.


საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის


ბრძანება №275


2011 წლის 27 დეკემბერი


ქ. თბილისი


„ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის №07 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:


მუხლი 1. „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის №07 ბრძანებით (სსმ, 07.04.2011, ვებგვერდი, 110406013) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:


1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„1. ნადირობა (გარდა გადამფრენი ფრინველისა) დაიშვება ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც შეიძლება შეიცავდეს გარკვეულ პირობებს, რომელთა დაცვაც სავალდებულოა.".
2. მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„7. ნადირობა აკრძალულია, სახელმწიფო ნაკრძალებში და ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში".


3. მე-3 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. აკრძალულია ნადირობა მთელი წლის განმავლობაში:


ა) ერთ წლამდე დათვის ბელზე, ასევე დათვის მდედრ ინდივიდზე, რომელსაც ჰყავს ერთ წლამდე ბელი;


ბ) ამ დებულების 31 მუხლის „ბ", „დ", „რ", „ტ", „უ", „ფ" და „ღ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახეობების მდედრ ინდივიდებზე;


გ) ჯიხვის მამრ ინდივიდზე, რომლის რქის სიგრძეც (მრუდზე) 100 სმ-ზე ნაკლებია; დ) ირმის მამრ ინდივიდზე, რომლის რქებიც არ არის დატოტვილი ან/და დატოტვილია


და მთავარი ღერძის სიგრძე 90 სმ-ზე ნაკლებია; ე) შველის მამრ ინდივიდზე, რომლის რქაც არ არის დატოტვილი;".
4. მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის „თ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„თ) მსხვილი ჩლიქოსნებისა და დათვის მოპოვება მცირეკალიბრიანი სანადირო იარაღითა და საფანტით, რომლის დიამეტრიც 5 მმ-ზე ნაკლებია.".
5. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 - მე-13 პუნქტები:


„10. ნადირობისას დაშვებულია მონადირე ძაღლებისა და სანადიროდ გაწვრთნილი მტაცებელი ფრინველების (შემდგომში – მტაცებელი ფრინველი) გამოყენება.


11. მტაცებელი ფრინველების გაწვრთნა დაიშვება ნადირობისათვის დაშვებულ ვადებში და პირი, რომელიც ახორციელებს მტაცებელი ფრინველის წვრთნას, ვალდებულია თან იქონიოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ"

საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) ან/და ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტი.


12. მონადირე ძაღლების წვრთნა (დაგეშვა) დაიშვება მთელი წლის განმავლობაში. პირი, რომელიც ნადირობისათვის აკრძალულ ვადებში, ახორციელებს მონადირე ძაღლის წვრთნას (დაგეშვას), ვალდებულია სანადირო იარაღში იქონიოს მხოლოდ დაუმუხტავი ვაზნები.


13. დადგენილი წესით ტყვეობაში გამრავლების მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტის გარემოდან ამოღება დასაშვებია ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას ინდივიდის სიცოცხლეს, აღნიშნულ შემთხვევაში არ მოქმედებს ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ", „გ", „დ" და „ე" ქვეპუნქტითა და ამ დებულების 31 მუხლით დადგენილი აკრძალვები. "
6. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:


„მუხლი 31. ნადირობისათვის აკრძალული ვადები
1. ნადირობა აკრძალულია:


ა) არჩვზე - 1 მარტიდან - 15 დეკემბრამდე; ბ) კეთილშობილ ირემზე - 1 იანვრიდან 1 ნოემბრამდე; გ) მურა დათვზე - 1 იანვრიდან 1 ნოემბრამდე; დ) ჯიხვზე - 1 მარტიდან - 15 დეკემბრამდე; ე) ნიამორზე - 1 მარტიდან - 15 დეკემბრამდე;


ვ) ნუტრიაზე - 1 დეკემბრიდან – 1 სექტემბრამდე; ზ) კურდღელზე - 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე; თ) მაჩვზე - 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე; ი) ტყის კვერნაზე - 1 თებერვლიდან 1 დეკემბრამდე;


კ) ქვის კვერნაზე - 1 თებერვლიდან 1 დეკემბრამდე; ლ) მგელზე - 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე; მ) ტურაზე - 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე; ნ) მელაზე - 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე;


ო) ენოტისებურ ძაღლზე - 1 დეკემბრიდან – 1 სექტემბრამდე; პ) ტყის კატაზე - 1 თებერვლიდან 1 დეკემბრამდე; ჟ) გარეულ ღორზე - 1 იანვრიდან 1 ოქტომბრამდე; რ) შველზე - 1 მარტიდან 1 დეკემბრამდე; ს) ენოტზე - 1 დეკემბრიდან – 1 სექტემბრამდე;


ტ) კავკასიური როჭოზე - 1 იანვრიდან - 1 ნოემბრამდე; უ) კასპიურ შურთხზე - 1 იანვრიდან - 1 ნოემბრამდე; ფ) ხოხობზე - 1 იანვრიდან 15 ოქტომბრამდე; ქ) კაკაბზე - 1 იანვრიდან 15 ოქტომბრამდე; ღ) დურაჯზე - 1 იანვრიდან 15 ოქტომბრამდე; ყ) გნოლზე - 1 მარტიდან 1 დეკემბრამდე.


2. იმ შემთხვევაში, თუ ნადირობა ხორციელდება სანადირო ცივი ან/და ცივი სასროლი იარაღით, ნადირობა აკრძალულია:


ა) არჩვზე - 1 მარტიდან - 5 დეკემბრამდე; ბ) კეთილშობილი ირემზე - 1 თებერვლიდან - 1 ნოემბრამდე;


გ) მურა დათვზე - 1 იანვრიდან - 15 ოქტომბრამდე; დ) ჯიხვზე - 1 მარტიდან - 5 დეკემბრამდე; ე) ნიამორზე - 1 მარტიდან - 5 დეკემბრამდე;


ვ) ნუტრიაზე - 1 იანვრიდან – 1 სექტემბრამდე;

ზ) კურდღელზე - 1 მარტიდან - 1 სექტემბრამდე; თ) მაჩვზე - 1 მარტიდან - 1 სექტემბრამდე; ი) ტყის კვერნაზე - 1 მარტიდან - 1 დეკემბრამდე;


კ) ქვის კვერნაზე - 1 მარტიდან - 1 დეკემბრამდე; ლ) მგელზე - 15 თებერვლიდან - 1 სექტემბრამდე; მ) ტურაზე - 15 თებერვლიდან - 1 სექტემბრამდე; ნ) მელაზე - 15 თებერვლიდან - 1 სექტემბრამდე;


ო) ენოტისებურ ძაღლზე - 1 იანვრიდან – 1 სექტემბრამდე; პ) ტყის კატაზე - 15 თებერვლიდან - 1 დეკემბრამდე; ჟ) გარეულ ღორზე - 1 თებერვლიდან - 1 ოქტომბრამდე; რ) შველზე - 1 მარტიდან - 15 ნოემბრამდე; ს) ენოტზე - 1 იანვრიდან – 1 სექტემბრამდე;


ტ) კავკასიურ როჭოზე - 15 იანვრიდან - 1 ნოემბრამდე; უ) კასპიურ შურთხზე - 15 იანვრიდან - 1 ნოემბრამდე; ფ) ხოხობზე - 1 თებერვლიდან - 1 ოქტომბრამდე; ქ) კაკაბზე - - 1 თებერვლიდან - 1 ოქტომბრამდე; ღ) დურაჯზე - 1 იანვრიდან - 1 ოქტომბრამდე; ყ) გნოლზე - 1 მარტიდან - 15 ნოემბრამდე;"
7. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„მუხლი 5. ნადირობის წესების დარღვევა


ნადირობა ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე ან/და მათში აღნიშნული პირობის დარღვევით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე, აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში, აკრძალული მეთოდებით, მოწყობილობებით და იარაღით ითვლება ნადირობის წესების დარღვევად."
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


ა. ხეთაგური
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი Jan 11 2012, 11:46
პოსტი #209


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



აი ნებართვის გაცემის წესი, მაგრამ მაინც რომ ვერაფერი ვერ გავიგე :(


საქართველოს მთავრობის
დადგენილება
№513 2011 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილე¬ბაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 1533) და ამ დადგენილებით დამტკიცებულ წეს¬ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 30-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. 31-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
3. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 32. ნადირობის დოკუმენტის გამცემი ორგანო
1. დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე სააგენტო იღებს გა¬და¬წყვე-ტილებას ნადირობის დოკუმენტის გაცემის, ან გაცემის თაობაზე უა¬რის თქმის შესახებ. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ნადირობის დო¬¬კუ¬მენ¬ტი გაიცემა სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაცი¬ულ-სა¬მარ¬თლებრივი აქტის საფუძველზე.
2. ნადირობის დოკუმენტის გაცემისას შესაძლებელია დადგინდეს დამა¬ტებითი პირობები.“.
4. 34-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დაინტერესებულ პირს ნადირობის დოკუმენტს გადასცემს სააგენტო შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურე¬ბელი დო¬კუ¬მენტის წარდგენის შემდეგ. მომსახურების საფასურის გადახდის და¬მადას¬ტუ¬რებელი დოკუმენტი სააგენტოში წარდგენილი უნდა იქნეს ნადი¬რობის დო¬კუ¬მენტის გაცემის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სა¬მარ¬თ¬ლე¬ბ¬რი¬ვი აქტის ძალაში შესვლიდან არა უმეტეს 7 სამუშაო დღისა. აღ¬ნიშნულ ვა¬და¬ში მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დო¬კუმენტის წა¬¬რუ¬დგენლობის შემთხვევაში, ნადირობის დოკუმენტის გაცემის თა¬ობაზე ინ¬დი¬ვიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სააგენ¬ტოს უფ¬რო¬¬სი აც¬¬ხადებს ძალადაკარგულად.“.



მგონი დავბერდი,

ესეც ფასები

ესეც ფასები

ნიამორი 500 ლარი,
ჯიხვი, კეთილშობილი ირემი, მურა დათვი-300 ლარი,
შველი, გარეული ღორი 200 ლარი,
კავკასიური როჭო,კასპიური შურთხი 100 ლარი
დურაჯი 50 ლარი
მგელი, მელა, ტყის კვერნა, ქვის კვერნა, მაჩვი, ნუტრია, ენოტი, ხოხობი, კაკაბი, გნოლი 30 ლარი
ტურა, ტყის კატა, კურდღელი, ენოტისებური ძაღ¬ლი 20 ლარი.“.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Jan 11 2012, 12:00
პოსტი #210


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(Maverick @ Jan 11 2012, 12:46) *
ესეც ფასები

ნიამორი 500 ლარი,
ჯიხვი, კეთილშობილი ირემი, მურა დათვი-300 ლარი,
შველი, გარეული ღორი 200 ლარი,
კავკასიური როჭო,კასპიური შურთხი 100 ლარი
დურაჯი 50 ლარი
მგელი, მელა, ტყის კვერნა, ქვის კვერნა, მაჩვი, ნუტრია, ენოტი, ხოხობი, კაკაბი, გნოლი 30 ლარი
ტურა, ტყის კატა, კურდღელი, ენოტისებური ძაღ¬ლი 20 ლარი.“



სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.


ჯიხვი, კეთილშობილი ირემი-300 ლარიო და კაკაბი, გნოლი 30 ლარიო არა?!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩიქო
პოსტი Jan 11 2012, 12:03
პოსტი #211


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,127
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ვაი ვაი ვაიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ganja1981
პოსტი Jan 11 2012, 12:05
პოსტი #212


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 54
რეგისტრ.: 9-December 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



აქაც ვერაფერი ვერ გავიგე newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი Jan 11 2012, 12:29
პოსტი #213


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მე მგონი გავიგე, მე და ზაზა განვიხილავდით კანონს და კაკნოქვემდებარე აქტებს და დავიანგარიშე
მინიმუმ მსხვილ ნადირზე რომ არ ვიარო, კაკაბი, კურდღელი, გნოლი, და ა.შ. სეზონზე მიჯდება 500 ლარი, რომ ოფიციალურად ვინადირო

თუ ამას რეალური სადამსჯელო, და მაკონტროლირებადი ღონისძიები მოყვება, პირადა მე თანახმა ვარ,
მომრავლდება ნადირ-ფრინველი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შუკა
პოსტი Jan 11 2012, 13:28
პოსტი #214


.
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,130
რეგისტრ.: 29-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



+1000 სად გაიცემა ლიცენზიები?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი Jan 11 2012, 13:29
პოსტი #215


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ბუნებრივი რესურსების საგენტოში
ესეც გაცემის წესი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება
№513 2011 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილე¬ბაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 1533) და ამ დადგენილებით დამტკიცებულ წეს¬ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 30-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. 31-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
3. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 32. ნადირობის დოკუმენტის გამცემი ორგანო
1. დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე სააგენტო იღებს გა¬და¬წყვე-ტილებას ნადირობის დოკუმენტის გაცემის, ან გაცემის თაობაზე უა¬რის თქმის შესახებ. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ნადირობის დო¬¬კუ¬მენ¬ტი გაიცემა სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაცი¬ულ-სა¬მარ¬თლებრივი აქტის საფუძველზე.
2. ნადირობის დოკუმენტის გაცემისას შესაძლებელია დადგინდეს დამა¬ტებითი პირობები.“.
4. 34-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დაინტერესებულ პირს ნადირობის დოკუმენტს გადასცემს სააგენტო შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურე¬ბელი დო¬კუ¬მენტის წარდგენის შემდეგ. მომსახურების საფასურის გადახდის და¬მადას¬ტუ¬რებელი დოკუმენტი სააგენტოში წარდგენილი უნდა იქნეს ნადი¬რობის დო¬კუ¬მენტის გაცემის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სა¬მარ¬თ¬ლე¬ბ¬რი¬ვი აქტის ძალაში შესვლიდან არა უმეტეს 7 სამუშაო დღისა. აღ¬ნიშნულ ვა¬და¬ში მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დო¬კუმენტის წა¬¬რუ¬დგენლობის შემთხვევაში, ნადირობის დოკუმენტის გაცემის თა¬ობაზე ინ¬დი¬ვიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სააგენ¬ტოს უფ¬რო¬¬სი აც¬¬ხადებს ძალადაკარგულად.“.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შუკა
პოსტი Jan 11 2012, 14:14
პოსტი #216


.
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,130
რეგისტრ.: 29-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



აპირებს ვინმე აღებას? დაწერეთ რა მერე პროცედურები
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
akela1954
პოსტი Jan 12 2012, 16:01
პოსტი #217


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 246
რეგისტრ.: 18-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ტურა – 1453 ცალი, ნეტა როგორ გამოიანგარიშეს. რაღაცა ფორმულა იციან.
120 მგელი, საბჭოეთის დროს 700-1000 მდე მგელი კვდებოდა და არაფერი ეტყობოდა სასიკეთო.
მენიუში არჩვის ფასია გამორჩენილი.
საქართველოში დურაჯის მოპოვების ლიცენზიას, რომ გაყიდი აბა სხვა რაზე უნდა ვილაპარაკოთ.........

P.S. ფასები კი ნამდვილად მიზერულია. განა რა უნდა შევიდეს ბიუჯეტში იმდენი, რომ განადგურებული სახეობების სულ მოსპობად ღირდეს.
თუ ვინმეს არ დაგეზარებათ დაითვალეთ საერთო შემოსავალი (მე ნერვები არ მყოფნის). ერთი ფეერვერკის ფული თუ გამოვა. მე თვითონ დავითვლი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
akela1954
პოსტი Jan 12 2012, 16:43
პოსტი #218


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 246
რეგისტრ.: 18-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



აი რა გამოვიდა. ყველა ლიცენზია რო გაიყიდოს (რაც წარმოუდგენლად მიმაჩნია)2012 წელს ბიუჯეტში შევა 232 090 ლარი
ნეტა 50 ფრთა დურაჯი დარჩა საქართველოში (ძალიან ეჭვი მეპარება) და ის 2500 ლარი რომელიც დურაჯმა თავისი არსებობის საფასურად უნდა შეიტანოს ბიუჯეტში ღირს ამად.
ისე ერთი კითხვა გამიჩდა; ეს კვოტები სანადირო მეურნეობებზე ხომ არ არის დაშვებული?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
akela1954
პოსტი Jan 12 2012, 18:07
პოსტი #219


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 246
რეგისტრ.: 18-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



2. იმ შემთხვევაში, თუ ნადირობა ხორციელდება სანადირო ცივი ან/და ცივი სასროლი იარაღით, ნადირობა აკრძალულია:

ეს საიდან გადმოა.........ეს.
რა ტერმინოლოგიაა, ჩემი ფანტაზია ხაფანგს, მშვილდისარს და ბუმერანგს ( bliadzl.gifეს ბუმერანგს ეხება) ვერ გასცდა (იქნებ სადმე არის განმარტება).
თუ ეს ხაფანგთან ასოცირდება მაშინ სამოყვარულო ნადირობა რა შუაშია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
vajnuci
პოსტი Jan 19 2012, 13:04
პოსტი #220


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 27
რეგისტრ.: 30-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



მალადეც ა კანონი;;; თავისთვის დაიწერეს ეგ კანონი;; გასამარტლებელი საბუტი რო ქონდეთ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

114 გვერდი V  « < 13 14 15 16 17 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd July 2025 - 02:17