თევზი სარკე, ბათუმში გაამრავლეს |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
თევზი სარკე, ბათუმში გაამრავლეს |
![]()
პოსტი
#1
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1 რეგისტრ.: 18-December 19 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ბათუმის აკვარიუმში “თევზი სარკე” გაამრავლესთანამშრომლების ძალისხმევით, არაერთი ლეგენდისა თუ ზღაპრის, ანიმაციური ფილმების პოპულარული გმირი, “თევზი სარკე” ანუ ვერცხლისფერი მეტინისი, ბათუმის აკვარიუმის ბინადართა რიცხვს შეემატა.
ეგზოტიკური თევზების ეს სახეობა გავრცელებულია სამხრეთ ამერიკის მდინარეებში, გააჩნია მრგვალი, დისკოსმაგვარი ფორმა. სხეულის ზომა არ აღემატება 15 სმ-ს, მამრები ოდნავ ნაკლები. სქესობრივი დიმორფიზმი რთულადაა გამოხატული. მიეკუთვნება ჯგუფური თევზების რიცხვს. აკვარიუმში უნდა ვიყოლიოთ არანაკლებ 5 ერთეულისა. არ მიეკუთვნება მტაცებელი თევზების ჯგუფს. საკვების რაციონის 70-80%-ს მცენარეები წარმოადგენს. მოითხოვს შედარებით დიდ აკვარიუმს, 250 ლ-დან. მშიშარა თევზია, ამიტომ აკვარიუმში უნდა ქონდეს დასამალი ადგილი. უყვარს სუფთა წყალი, აუცილებელია აკვარიუმი კარგი ფილტრაციით. ტემპერატურა 24-28°. მათი გამრავლება ძალიან რთულია, მიეკუთვნება პრობლემური თევზების რიცხვს. საჭიროა წყლის პარამეტრების მკაცრი დაცვა. წყალი მახასიათებლებით უნდა იყოს მდინარე ამაზონის იდენტური. ამასთან მხოლოდ კარგი კვების პირობებშია შესაძლებელი ლიფსიტების სწრაფი ზრდა. მწვანე აფთიაქი: https://Bio-Farmacy.com |
|
|
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 3,490 რეგისტრ.: 3-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
bakur
სალამი ბაკური, კეთილი იყოს შენი ფეხი აქ! როგორც ვხვდევი აკვარიუმის თევზია და თან საკმაოდ საინტერესო, თუ გაქვს გამოცდილება ზოგადად აკვარიუმთან და თევზებთან გაგვიზიარე საინტერესო იქნება . |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 05:08 |