კუნძულელები თუ კონტინენტალები, გერმანია თუ ინგლისი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
კუნძულელები თუ კონტინენტალები, გერმანია თუ ინგლისი |
![]()
პოსტი
#16
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 22 რეგისტრ.: 29-May 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ყველა ჯიში კარგია. მთავარია რა ხაზს დაიჭერ. ლეკვის შერჩევისას კარგად უნდა აწონ-დაწონო როგორ ნადირობენ ლეკვის მშობლები, როგორი აქვთ ყნოსვა, მწყერის მოტანისას ხომ არ უჭერენ და ასე შემდეგ.. იმიტომ რომ ყველა ცუდი თვისება მშობლების ლეკვებზე გენეტიკურად გადადის. მე სანამ დებრას ავიყვანდი ძირფესვიანად შევისწავლე მისი მშობლები.
ცხოვრებაში ბევრი ძაღლი მყოლია ყველა ჯიშის. რათქმაუნდა კონტინენტალურები ნადირობისას უფრო შედეგიანები არიან. ამას წინათ ირლანდიური სეტერი მყავდა, რუსეთის საველე ჩემპიონების შვილი. ბევრი საველე დიპლომი ქონდა აღებული მაგრამ ეს არ იყო მთავარი, მთავარი იყო ის რომ ჩვენ ახლო მეგობრები წყვილ-წყვილად ვაჯიბრებდით ერთმანეთს, ერთდროულად ერთ მინდორში ვუშვებდით, ყოველთვის იგებდა ანგარიშით 10-4, 15-9, 11-3. შიშის გრძნობა არასდროს არ მქონდა, იმდენად დარწმუნებული ვიყავი ამ ძაღლში, ცხვირი ყოველთვის ჩართული ქონდა. ამ ძაღლს პოინტერებთან და სეტერებთან პრობლემები არასდროს არ ქონია, მაგრამ ყოველთვის მეშინოდა რომ არ შეხვედროდა კარგი კურცჰაარი, იმიტომ რომ ისინი ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე ძალიან "დობიჩლივი" არიან (არ ვიცი როგორ არის ეს სიტყვა ქართულად) სამაგიეროდ რა თქმა უნდა პოინტერისგან და ინგლისური სეტერისგან მონადირე ესთეტიკურად უფრო მეტ სიამოვნებას ღებულობს, თუ მართლა ამ ძაღლებს ჯიშის დამახასიათებელი სტილი და სიჩქარე აქვთ. წელს შეჯიბრებების დროს თითქმის ყველა პოინტერს და სეტერს ვუყურე. სამწუხაროდ თითქმის 70%-ს პოინტერებს და ინგლისურ სეტერებს ჩემი აზრით სტილი და სიჩქარე არ გააჩნიათ. |
|
|
![]()
პოსტი
#17
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#18
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ამ ,,ნელმავლობაზე" მოგახსენებთ ჩემს აზრსაც:როკის ,,ზესისწრაფე" მოგეხსენებათ,მაგრამ მყავს მეგობარი,რომელსაც როკი მართლა სწრაფ ძაღლად მიაჩნია,რა შორს გადისო მითხრა ანუ პოინტერი მოწონს,მაგრამ ახლოს უნდა ირბინოს და გერმანულების სისწრაფით.რო ვუთხარი მაქსიზე და სტილზე,ეგეთი სწრაფი ძაღლი რად მინდაო.
დასკვნა:გემოვნებაზე არ დაობენ. მაგრამ გავაკეთოთ ასეთი ექსპერიმენტი:წავიყვანოთ მინდორში დამწყები მონადირე,რომელსაც ძაღლი არ ყოლია და საერთოდ ნადირობასთან ახლოს არ მყოფი კიდევ ვინმე,ვანახოთ პოინტერ-სეტერების ძებნა(კარგების) და კურცხაარ-დრათხაარების (კარგების).დარწმუნებული ვარ მათი შეფასება პირველების სასარგებლოდ იქნება სტილიდან,სილამაზიდან ..........და ა.შ. გამომდინარე. პატივისცემით, |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th June 2025 - 04:12 |