ჯავშანტრანსპორტიორი "დიდგორი" - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

9 გვერდი V  « < 6 7 8 9 >  
Reply to this topicStart new topic
ჯავშანტრანსპორტიორი "დიდგორი", პირველი ქართული ჯავშანტრანსპორტიორი
iosebovich
პოსტი Mar 18 2012, 20:27
პოსტი #101


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 248
რეგისტრ.: 13-August 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



საოცარი ხალხია ქართველები. არ აკეთებ და რატო არ აკეთებენ, ჩვენ რა არ შეგვიძლიაო? სხვაგან რატო უნდა ვყიდულობდეთო? გააკეთებენ და ... და ეს რა გაუკეთებიათო, რაში ევარგებაო, ჩვენი გაკეთებული არ გაიშვაო, უცხოური უკეთესიაო და ა.შ.... აი რა ქნას პატიოსანმა ადამიანმა? იცოცხლე ქართველებს ვინმე აკრიტიკებინე და პური არ აჭამო... ძალიან კარგია რო დიდგორი გაკეთდა, ლაზიკაც და ღმერთმა ქნას სხვა ბევრიც გაკეთდეს. ვერ უნდა მოვეშვათ ამ მუცლითმეზღაპრეობას? ყველაფერში როგორ ერკვევიან კაცო? ეხლა რო კვანტურ ფიზიკაზე თემა გავხსნა იქაც ერთ ამბავს ატეხავენ, მე ვიცი ეგა და კომპეტენტური ვარო. ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ უსაქმურებითაა საქართველო სავსე, კაბინეტის მომლოდინეებით და 45 წლისები ისე ხდებიან ღირებული არ აქვთ გაკეთებული არაფერი. უბანში დგომა და მეზობლისთვის ყოველდღე არყის და სიგარეტის ფულის თხოვნა არ ჯობიაა. აბა უთხარი წამო მშენებლობაზე იმუშავე თქო. შეიძლება გააფრინოს. როგორ მაკადრეთ ეგეთი წინადადებაო. საქმეს მიხედოს ყველამ და ყველაფერი გამოვა. მაგ დიდგორებით შევგრიალებულიყავით ცხინვალში და სოხუმში ახლო მომავალში, ეგ იქნება საქმე newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Mar 19 2012, 08:46
პოსტი #102


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



iosebovich
სამწუხაროდ ასეა საუკუნეები და ამას ჩვენ ვერ გამოვასწორებთ. მე ოპტიმისტურად ვუყურებ დიდგორსაც, ლაზიკასაც და იმედი მაქვს ეს ორივე თავის სიტყვას იტყვის თავის დროზე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Apr 15 2012, 02:17
პოსტი #103


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(chele @ 19th March 2012 - 10:46) *
სამწუხაროდ ასეა საუკუნეები და ამას ჩვენ ვერ გამოვასწორებთ.

ხოდა დროა აწი ისტორიას ჩაბარდეს მაგ საუკუნეების ტრადიცია.(ბარდება კიდეც)მართლა ნამეტანში გადადის ხანდახან დაუნახაობა. დიდგორიც მაგარია..ლაზიკაც..ის საარტილერიო მანქანაც.. ეხლა კიდე მაღალტექნოლოგიური უპილოტო საფრენი აპარატიც დაემატა...ავტომატიც და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებიც(ქართული წარმოების რათქმაუნდა) კიდე ბევრ რამეზე მიდის მუშაობა....ღმერთმა ნუ დაგვაჭირვოს ეგ ყველაფერი დანიშნულებისამებრ... მაგრამ ჯობია გვქონდეს. ისე კი ღმერთმა ხელი მოგვიმართოს ყველა კარგ საქმეში. იმედია ჩვეულებრივ ავტოებზეც გადავალთ სამომავლოდ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Apr 15 2012, 10:58
პოსტი #104


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(BEK_M @ Mar 11 2012, 17:16) *
ლაზიკაზე არის თემა?


კი ფართები იყიდება უკვე D.gif D.gif D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gocha-tita
პოსტი Apr 15 2012, 12:27
პოსტი #105


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 766
რეგისტრ.: 19-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ვააა მთელ მსოფლიოში აღიარებულნი არიან ქართველი იჟინრები და კონსტრიქტორები ამერიკულ და რუსულ სარაკეტოა სატანკო თუ საზენიტო ავიაცია ყველგან წვლილი მიუძღვით და ბევრი სახელგანთქმული ტექნიკა უშვალოდ ქართველების დამზადებულია და დაპროექტებილია, წაიკითხონ უცოდინარებმა და ისე აკრიტიკონ. ვაააა გავგიჟდები რა უცხოელი გაქებდეს და შენი გლანძღავდეს საოცრებაა ალბათ ესეც მხოლოდ საქართველოში ხდება ბლიად?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ხანჯალა
პოსტი Oct 29 2012, 07:23
პოსტი #106


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 145
რეგისტრ.: 12-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



ჰო საქართველოს ნიჭიერი ინჟინრები მრავალ ქვეყანაში გამოირჩევოდნენ და მოწონებას იმსახურებდნენ.
მრავალ ქვეყანას აჩუქეს წარმატებული სამხედრო შედევრები. აღიარება და მოწონება მოიპოვეს მრავალ უცხოურ ქვეყნებში.
ერთ-ერთი ასეთი წარმატებული და ცნობილი ავია კონსტრუქტორი იყო ალექსანდრე ქართველიშვილი. ("ალექსანდრე ქართველი")
ის ამერიკაში მოღვაწეობდა და სამამულო ომიდან მოყოლებული მისი მრავალი ნაშრომი ამშვენებდა ამერიკის შეიარაღებულ ძალებს.
ერთ-ერთი მისი ქმნილება A-10A "thunderbolt" დღესაც ამაყად დგას ამერიკის საჰაერო ძალების შემადგენლობაში.

ქართველები ნიჭიერი ხალხი ვართ და ყველგან ადვილად ვახწევთ წარმატებას და აღიარებას გარდა ჩვენი სამშობლოსი. რადგან.....
"თუ ჩვენში ვინმე დიდი კაცი გამოერია, ისე დავკორტნით როგორც დაჭრილ ძერას ყორნები"


P.S. განა გასაკვირი უნდა იყოს საქართველოში კარგი იარაღის შექმნა?
აქამდე რატომ იყვნენ გაჩერებული ამდენი სპეციალისტი ის უფრო გასაკვირია.
თუმცა პასუხი ნათელია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gagrinski
პოსტი Nov 2 2012, 12:26
პოსტი #107


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela



თუ გაინტერესებთ დიდგორის და სხვა საქართველოში შექმნილი სამხედრო ტექნიკა, იხილეთ ჩემი მომზადებული დოკ. ფილმი– დამზადებულია საქართველოში, სრულყოფილი არ არის რადგან ბევრი რაღაცის გადაღება არ შეიძლებოდა, თუმცა ჩვენ ვეცადეთ. არ ვიცი როგორ ავტვირთო ლინკი ამიტომ პირდაპირ მოგცემთ.

http://www.youtube.com/watch?v=fVIypRCvtQ4

თუ რამე შეკითხვები გექნებათ მომმართეთ, შესაძლებლობის ფარგლებში ვეცდები იმაზე რაც ვიცი და მიმუშავია სწორი პასუხი გაგცეთ. მადლობა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Nov 2 2012, 15:28
პოსტი #108


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



gagrinski

ნანახი მქონდა, კაი რეპორტაჟია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
game 91
პოსტი Nov 2 2012, 18:07
პოსტი #109


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 305
რეგისტრ.: 16-September 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



კარგი რეპორტაჟია ნამდვილად.

და მოხარული ვარ რომ საქართველოში სამხედრო მრეწველობაზე ფიქრი დაიწყო, დიახ რაც ვიდეოშია წარმოდგენილი მხოლოდ ფიქრია, თუმცა ესეც მისასალმებელია.

ნახევარწელზე მეტი გავიდა უკვე რაც დელტაში პრეზიდენტი იყო და მოსახლეობამ ესენი პირვლად იხილა, დიდგორი ხო უფრო დიდი ხნის წინათ გამოჩნდა და ამდენი ხნის მანძილზე ორიოდე ვიდეოს მეტი არაფერი გვაქვს, რაც წარმოდგენას შეგვიქმნიდა, აღნიშნულ პროდუქციაზე. არ არის ინფორმაცია რამდენი ცალი დამზადდა გრად კრაზი, ლაზიკა, დიდგორი და უპილოტო. არავითარი გამოცდა არ გაუვლიათ არადა წესით ეხლა ინტენსიურ გამოცდებს უნდა გადიოდნენ სხვადასხვა სიტუაციებში და გეოგრაფიულ პირობებში.

ვიზუალურად მართლა ძალიან მომწონს ყველაფერი, მაგრამ რეალური წარმოდგენა ხომ უმდა გვქონდეს საქმეში როგორია.

არ მინდა პოლიტიკაზე საუბარი, მაგრამ აღნიშნული პროდუქტი მხოლოდ სახელისუფლებო პიარად რჩება და საქართველზე მეტად ჯერ-ჯერობით ყოფილი მმართველი პარტიის პიარს ემსახურა.

ძალიან მინდა ჯ5-ის შესახებ სხვა ვიდეოებიც ვნახო, gagrinski. რაც შენ გააკეთე ვაფასებ მაგრამ ეგენი არაფერს არ ნიშნავს, სურათშიც მქონდა ნანახი მანამდე და შენი რეპორტაჟი ბევრად არ განსხვავდება იმ სურათისაგან.

ასევე ძალაინ მინდა უსახელო პისტოლეტის ნახვა, 26 მაის რო იყო გამოტანილი.

სამხედრო მრეწველობა, როგორ შეიძლება განვითარდეს, როცა სამოქალაქო მრეწველობაში მიწასთან ხარ გასწორებული, ჯობდა ჯერ პირველი ქართული ავტომობილი, ტრაქტორი და ა.შ. გამოგვეშვა და მერე ბევრად ადვილი იქნებოდა დიდგორების და ლაზიკების წარმოება. ეს არის ჩემი აზრი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Nov 3 2012, 10:11
პოსტი #110


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



gagrinski
ძალიან მომეწონა ფილმი. რაც შეეხება ქართულ შეიარაღებას, იმაზე მაგარი ყოფილა ვიდრე ვიცოდი. თან ბევრად მეტიც. ნამდვილად მეამაყება ეგ ყველაფერი. ვინ იფიქრებდა მაგას ათიოდე წლის წინ. small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ilariona
პოსტი Nov 3 2012, 10:43
პოსტი #111


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,239
რეგისტრ.: 25-November 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ღმერთმა არ დაგვაჭირვოს ეს ყველაფერი, მაგრამ როდესაც მტერი საზღვრიდან 40 კილომეტრში და დედაქალაქიდან 90 კილომეტრშია განთავსებული სერიოზული ბაზებით, თავდაცვას ბევრად მეტი აქვს გასაკეთებელი ვიდრე გააკეთეს.

მივესალმები ამ შეიარაღებას, მითუმეტეს მივესალმები საკუთარ წარმოებს, მაგრამ არ მივესალმები პიარს, არ მივესალმები ძალოვან მოლაპარაკებებს, არ მივესალმები მუდმივად მტერზე საუბარს და ამით პიარის შექმნას.

ომის დროს ბევრი ნიუანსი ამოხტა, რისთვისაც მზად არ იყო ჩვენი თავდაცვა და ამ ნიუნსების დახვეწა დაიწყეს ომის მერე. ეს რას ნიშნავს? იმას, რომ ამ ტექნიკასაც სჭირდება სათანადო პოლოგონებზე გამოცდა და ამ ტესტების გამოქვეყნება, შემდგომ კი მინუსების აღმოფქვრა.

არაა აუცილებელი ტრაქტორებსა და მაცივრებს ვაწარმოებდეთ, მთავარია რის წარმოებასაც დავიწყებთ ბოლომდე მივიყვანოთ და სერიული წარმოების სახე მივცეთ.

რატომ არცერთი შეიარაღებული ძალები არ გვიკვეთავენ ლაზიკებსა და დიდგორებს? კითხვა არავის უჩნდება? არ მითხრათ იქნებ ჩუმად ყიდიან და არ ავრცელებენ ინფორმაციასო newsmile05.gif ეგ კიდევ უფრო დაამძიმებს სიტუაციას, ვინაიდან შავი ბაზრის მონაწილეები გავიჩითებით უცბათ!!!

რატომ დაფრინავენ დღემდე ამერიკული უპილოტო მზვერავები? ჩვენ დამზადებულებს მატორჩიკები არ ჩამოუვიდათ ამერიკიდან?

ნაწილებად ნივთების ყიდვა და შემდგმომ მისი ლეგოს მეთოდით აწყობა, რომ მომგებიანი იყოს ყველა მასე დაიწყებდა წარმოებას, მაგრამ ეგ მეთოდი ბევრად ძვირი ჯდება და შემდგომ ექსპორტი გამორიცხული ხდება სიძვირის გამო.

საწარმო ძლიერი მაშინაა, როდესაც მთლიანად საკუთრი ნაწარმით ეწყობა ნივთი და არა იმპორტნი ,,ბეზდელუშკებით"

პიარზე იყო აწყობილი ყველაფერი და ეს პიარი კი დავინახეთ როგორც დასრულდა.

როდესა ასეთ გამოცდებს ჩაუტარებენ და ასეთ შედეგებს მიიღებენ მერე დაიწყონ პიარი newsmile05.gif




Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Nov 3 2012, 11:04
პოსტი #112


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ilariona

100%
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Nov 4 2012, 00:50
პოსტი #113


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(ilariona @ 3rd November 2012 - 12:43) *
თავდაცვას ბევრად მეტი აქვს გასაკეთებელი ვიდრე გააკეთეს.

გააკეთონ მერე..ვინ უშლის??.. ფული აკლიათ თუ რა. 10 წლის წინ ჯარს მარტო კომბოსტო(უმად) ქონდათ საჭმელი(ზუსტად ვიცი ჩემი ცოლისძისგან) და სახლში უშვებდნენ ჯარისკაცებს..შიმშილით რომ არ დახოცილიყვნენ. ფეხზე კეტები და სპორტული შარვლები ეცვათ..თევზაძეს კიდე მარტო რაგატკა ქონდა. მაგ მემკკვიდრეობის ფონზე..ძალიან ბევრია გაკეთებული. ეხლა მეტი გააკეთონ თუ შნო აქვთ.
ციტატა(ilariona @ 3rd November 2012 - 12:43) *
მაგრამ არ მივესალმები პიარს,

ზოგადად არც მე..თუმცა პიარი მიღებულია ცივილიზებულ სამყაროში და რეკლამას ემსახურება. აი შავი პიარი რას ემსახურება ეგ არიოს საკითხავი.(მთელი რეიტინგები რომ მოტყუებით მოვიპოვეთ მაგას ვგულისხმობ)
ციტატა(ilariona @ 3rd November 2012 - 12:43) *
არ მივესალმები მუდმივად მტერზე საუბარს და ამით პიარის შექმნას.

შეგვიძლია თვალი ავარიდოთ და მეგობრები ვეძახოთ. რა ხშირად ეგენი გვაწუხებენ მართლა და მართლა.... D.gif მთავარია პიარში არ ჩაგვეთვალოს მაგათზე საუბარი.
ციტატა(ilariona @ 3rd November 2012 - 12:43) *
ომის დროს ბევრი ნიუანსი ამოხტა, რისთვისაც მზად არ იყო ჩვენი თავდაცვა და ამ ნიუნსების დახვეწა დაიწყეს ომის მერე. ეს რას ნიშნავს? იმას, რომ ამ ტექნიკასაც სჭირდება სათანადო პოლოგონებზე გამოცდა და ამ ტესტების გამოქვეყნება, შემდგომ კი მინუსების აღმოფქვრა.

არა. მაგას არ ნიშნავს. ომის დროს.. საერთოდ არ არსებობდა ეგ ყველაფერი. მაგის მერე დაიწყეს მაგ ყველაფრის წარმოება. მანდედან გამომდინარე ტესტირებაც. ასე რომ მაგისი ბრალი ვერ გამოდის ვერანაირად.

ციტატა(ilariona @ 3rd November 2012 - 12:43) *
არაა აუცილებელი ტრაქტორებსა და მაცივრებს ვაწარმოებდეთ, მთავარია რის წარმოებასაც დავიწყებთ ბოლომდე მივიყვანოთ და სერიული წარმოების სახე მივცეთ.

იმედია მაგას გაითვალისწინებენ ესენი.
ციტატა(ilariona @ 3rd November 2012 - 12:43) *
რატომ არცერთი შეიარაღებული ძალები არ გვიკვეთავენ ლაზიკებსა და დიდგორებს? კითხვა არავის უჩნდება?

მე გამიჩნდებოდა..რომ არ ვიცოდე როგორ ხდება მაგ ბაზარზე ადგილის დამკვიდრება. მაგისთვის ძალიან ბევრი რეკლამა(პიარი) და ფულის ჩადებაა აუცილებელი.ასევე წარმოების ფართოდ გაშლა და დრო. მოკლედ.. არჩევანი არ აკლია მსოფლიოს. მაგ ბაზარზე დამკვიდრება ეგრე მარტივად არ ხდება. ფრანგები "ტაიფუნებს" და ვერ ყიდიან და რატომღაც ლაზიკაზე რომ დაგვიდგეს რიგები ეგ იქნება კაიფი.(თანაც მსოფლიო პოლიტიკური საკითხია ეგ)
ციტატა(ilariona @ 3rd November 2012 - 12:43) *
რატომ დაფრინავენ დღემდე ამერიკული უპილოტო მზვერავები? ჩვენ დამზადებულებს მატორჩიკები არ ჩამოუვიდათ ამერიკიდან?

იქნება ჩვენებიც დაფრინავენ უკვე კაცო. აქამდე მარტო ამერიკულები გვქონდა და...
ციტატა(ilariona @ 3rd November 2012 - 12:43) *
ნაწილებად ნივთების ყიდვა და შემდგმომ მისი ლეგოს მეთოდით აწყობა, რომ მომგებიანი იყოს ყველა მასე დაიწყებდა წარმოებას,

ყველა მასე აწარმოებს მსოფლიოში. პერდეს ვიტვორტი უმზადებდა ლულებს. ბრაზიე უმზადებდა მექანიზმებს..თვითონ კონდახს უყენებდა და თოფს პერდე ერქვა.. ეგრევე იყო ბოსიც.. რობერტსონი უმზადებდა მექანიზმებს და ა..შ.. ეგრე იწყობა დღეს მანქანებიც მთელ მსოფლიოში და სულაც არ არის აუცილებელი ყველა დეტალი 1 ცეხში მზადდებოდეს. შეიძლება სხვაგან დამზადებულის ჩამოტანა უფრო უღირდეთ.
ციტატა(ilariona @ 3rd November 2012 - 12:43) *
მაგრამ ეგ მეთოდი ბევრად ძვირი ჯდება და შემდგომ ექსპორტი გამორიცხული ხდება სიძვირის გამო.

ჩვენისთანა ქვეყნისთვის პირიქით. ყველა წვრილმანისთვის ქარხნები რომ ააშენონ..მაშინ ნახე და დაჯდება ეგ ყველაფერი.
ციტატა(ilariona @ 3rd November 2012 - 12:43) *
საწარმო ძლიერი მაშინაა, როდესაც მთლიანად საკუთრი ნაწარმით ეწყობა ნივთი და არა იმპორტნი ,,ბეზდელუშკებით"

ესეიგი შენ მირჩევ..რომ როდესაც მე თოფის დამზადებას დავიწყებ ადგილზე ჩამოვასხმევინო სასულე მასალა..მერე აქვე გავაბურღონო და ავაწყო. ვიდრე გამოვიწერო გერმანიიდან სადაც 40 ევრო ჯდება 1 მილი??.. ხოლო მთლიანად 100 ევრომდე?? D.gif
ციტატა(ilariona @ 3rd November 2012 - 12:43) *
პიარზე იყო აწყობილი ყველაფერი და ეს პიარი კი დავინახეთ როგორც დასრულდა.

როგორ დასრულდა???... მე ვერ დავინახე დაა... D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ilariona
პოსტი Nov 4 2012, 08:00
პოსტი #114


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,239
რეგისტრ.: 25-November 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ლეონ-ბლექი
თავიდან კითხვა რომ დავიწყე, ვიფიქრე ბევრ რამეზე გავცემ პასუხს მეთქი, თუნდაც იმაზე, რომ პიარს აძაგებ და თან გგონია, რომ საჭიროა, ამ დროს რომ პიარი არის ქმედება და არა ბალამუტი!

მაგრამ,

სულ ბილო ფრაზამ ხელი ჩამაქნევინა და წერის ხალისი დამაკარგვინა.

სათვალეები შეიძინეთ ლევან, რომ კარგად დაინახოთ მგელი D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Nov 4 2012, 11:00
პოსტი #115


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(ilariona @ 4th November 2012 - 10:00) *
სათვალეები შეიძინეთ ლევან, რომ კარგად დაინახოთ მგელი

ეჰ ჩემო ილარიონ. ნეტა მარტთლა ვერ ვხედავდე მგელს და მეც ეგრე მარტივად ვუყურებდე ყველაფერს. "პიარია ეგ" .." მაგათ მოატყუეს მთელი მსოფლიო და იმიტომ აგვიწიეს რეიტინგები" D.gif და ა.შ.. ეგ..მეორე კლასის პროგრამაა. სინამდვილეში გაცილებით რთულად არის საქმე.
რაც შეეხება პიარს. გიგას(919-ს) კითხე და კარგად აგიხსნის მაგ სიტყვის მნიშვნელობას.
ისე კი სავარაუდოდ რასაც ვფიქრობ თუ იმას გულისხმობ. ორმაგი სტანდარტების გეშინოდეს და არა ჩვეულებრივი პიარის. რაც შეეხება ქართულ სამხედრო ტექნიკას. პიარი კი არა.. ბოლობოლო დაწყებული საქმეა. ვიღაცამ დაიწყო..ვიღაცამ გააგრძელოს. ეგ ყველაფერი საქართველოსთვის არის და არა ვიღაცის საპიაროდ. პიარი არც ისე აკლდა ვისაც შენ გულისხმობ. ეგ ტექნიკა წვეთი ზღვაშია იმასთან შედარებით..რაც სინამდვილეში გააკეთა.

ციტატა(ilariona @ 4th November 2012 - 10:00) *
ბევრ რამეზე გავცემ პასუხს მეთქი,

ესეც საინტერესოა. მაინც რაზე გამცემდი პასუხს??..
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

9 გვერდი V  « < 6 7 8 9 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th June 2025 - 05:23