ინგლისური სეტტერების საველე შეჯიბრი . |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
ინგლისური სეტტერების საველე შეჯიბრი . |
![]()
პოსტი
#1
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
დღეს,26 მაისს,თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს "სეტტერ კლუბმა" ჩაატარა ინგლისური სეტერების საველე შეჯიბრი.
მონაწილეობდნენ სხვა და სხვა კლუბების წევრთა ოთხფეხა მეგობრები. სულ 9 ძაღლი. შეჯიბრს მსაჯობდნენ,ბ-ნ შადიმან შამანაძე,ბ-ნ ბესო ტატიშვილი,ბ-ნ გიორგი კუხალეიშვილი. რეპორტს შედეგების შესახებ მოგვაწვდის ბ-ნ შადიმანი. გთხოვთ დროებით ნურაფერს დაპოსტავთ! |
|
|
![]()
პოსტი
#2
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 739 რეგისტრ.: 21-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
როგორც თენგომ უკვე გაუწყათ, შეჯიბრი "სეტტერ კლუბის" მიერ იყო ორგანიზებული (ეს ორი "ტ" უნდა თუ არა, არ ვიცი) და მასში ამჯერად მხოლოდ ინგლისური სეტერები მონაწილეობდნენ. 9 ძაღლიდან 6-მა აიღო საველე დიპლომი, რაც უდავოდ კარგი შედეგია. თუმცა ყველა დიპლომი მე-3 ხარისხისა იყო, უფრო ალბათ არეული ამინდი გახლდათ ამისი მიზეზი,ხან წვიმდა, ხან ქარმა აურია, მინდორში წყალი იდგა, ბალახი ძალიან სველი იყო და ა.შ. ძაღლები აშკარად ვერ ყნოსავდნენ ისე, როგორც უკეთეს პირობებში გამოსდით ხოლმე. მე-2 ხარისხის მანძილი ერთადერთმა ნ. როსტიაშვილის "პერიმ" აჩვენა, მაგრამ ყნოსვის სიზუსტეში დააკლდა გამსვლელი ქულა,(ბოლო შეხვედრისას გადამჯდარ ფრინველს მიეფეთა და უნაბულოდ ამოაფრინა) და ქულების საერთო რაოდენობით მხოლოდ IV ადგილი დაიკავა.
მაგრამ არა მგონია, ნოდარს ამით ძალიან დაწყვეტოდა გული,რადგან შეჯიბრის გამარჯვებული გახდა მისი მეორე სეტერი "ტომი", 77ქ. III ხ/დ. . მე-2 ადგილი დაისაკუთრა თენგიზ ქარქაშაძის "კინგ ჩარზლმა" - 73ქ III ხ/დ მე-3 ადგილი - გელა კომლაძის "ჯესი" 73ქ III ხ/დ ეს ორი შედეგი ალბათ განმარტებას საჭიროებს. ორივემ მონაწილემ ქულათა ერთნაირი საერთო რაოდენობა დააგროვა, ძაღლებს თანაბარი შედეგი ქონდათ ყნოსვაშიც - 17ქ. (6, 7, 4) მაგრამ ქარქაშაძის სეტერმა მეტოქეს "სტილებით" აჯობა, ამ კომპონენტში ერთი ქულით მეტი მიიღო - 13ქ. (4,5,4) გამარჯვებული და პრიზიორები სიგელებითა და ფასიანი პრიზებით დაჯილდოვდნენ. პრიზი გადაეცა ყველაზე ახალგაზრდა ძაღლსაც, ლუკა კობალავას ინგ.სეტერს "ბიმის" 69ქ. IIIხ/დ. |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
გილოცავთ ყველა გამარჯვებულს და ყველა მონაწილეს.
![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 10:38 |