ძუა სპინინგისთვის – "მონო" თუ დაწნული |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
ძუა სპინინგისთვის – "მონო" თუ დაწნული |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 730 რეგისტრ.: 13-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ძალიან ხშირად ჩნდება კითხვა, რომელი ძუა სჯობს _ "მონო" თუ დაწნული. ცალსახა პასუხი არ არსებობს, ორივეს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს. პატარა, სწრაფ სხარტ თევზებზე მონადირე სპინინგისტის პოზიციიდან მაინც `მონოსკენ~ ვიხრები. დიდი ხნის განმავლობაში დაწნული ძუის ერთგული ვიყავი. მას ახასიათებს სატყუარის გატარებისას შესანიშნავი მგრძნობელობა, იძლევა მსუბუქი სატყუარას დიდ მანძილზე გადაგდების შესაძლებლობს, საკმაოდ ცვეთამედეგია. გარდა ამისა პატივს ვცემდი მის შესანიშნავ წყვეტის გამძლეობას, რის შედეგადაც ყრუ ჩაბმებისას ვობლერებს კიდევ უფრო იშვიათად ვკარგავდი. უტყუარი არგუმენტებია? ვისთვის როგორ. . . ერთ-ერთ გასულ წელს გამოყვანისას თორმეტამდე მსხვილი თევზი გამექცა, მომდევნო წელს კი ისევ `მონოს~ დავუბრუნდი. პირველივე თევზაობებმა დაამტკიცა ჩემი არჩევანის სისწორე _ არცერთი დიდი თევზი აღარ გამქცევია. “მონოს” სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ იგი გამჭვირვალე და ნაკლებად ხილვადია თევზისათვის, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს წმინდა წყალში დიდ თევზზე ნადირობისას. ამავე დროს “მონოს” წელვადობა მშვენივრად ამორტიზაციას უზრუნველყოფს მსხვილი თევზის ინტენსიური წინააღმდეგობისას.
რაც შეეხება დაწნულს, მას ხშირად სხვადასხვა ფერად ღებავენ, შესაძლებელია იგი თევზსაც აფრთხობდეს, ხოლო მისი ამორტიზაციის უქონლობა აშკარად უარყოფითად მოქმედებს თევზის გამოყვანისას. უარყოფითი მხარეებისაგან ცალკე უნდა აღვნიშნოთ, რომ დაწნულით თევზაობა სპინინგისტისგან მეტ ყურადღებასა და აუჩქარებლობას მოითხოვს. გარკვეული მოთხოვნები წაეყენება აგრეთვე ჯოხსა და კოჭასაც. ჟოხი აღჭურვილი უნდა იყოს ცვეთამედეგი რგოლებით, კოჭა კი იდეალურად უნდა აწყობდეს ხვიებს და სასურველია აღჭურვილი იყოს ტიტანის ნიტრიდით დაფარული ძუის დამწყობის გორგოლაჭით. არასათანადო აღჭურვილობის გამოყენებისას და უყურადღებო, აჩქარებული მოქმედებებისას ხშირია კოჭიდან ხვიების რგოლებად გადმოცვენა, აბურდვა, ანკესის წვერზე გადახვევა და სხვა უსიამოვნო მოვლენები. მაგრამ, მიუხედავად ამ უარყოფითი მოვლენებისა დაწნული შეუცვლელია დიდ სიღრმეებზე ჯიგის მეთოდით თევზაობისას, უმჯობესია ტვიჩინგის დროსაც. |
|
|
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
troutbaiter
არასათანადო აღჭურვილობის გამოყენებისას და უყურადღებო, აჩქარებული მოქმედებებისას ხშირია კოჭიდან ხვიების რგოლებად გადმოცვენა, აბურდვა, ანკესის წვერზე გადახვევა და სხვა უსიამოვნო მოვლენები. მაგრამ ხო ძლიან ძნელი სახმარია, მაგრამ მე თავიდანვე წნულით დავიწყე და ვფირობ ბოლომდემივიყვანო სროლის ტექნიკა, ჯერ კარგად შევეჩვევი წნულს და მეე შევადარებ მონოს, ფოთში თევზაობისას ძალიან გამიმართლა მონო რომ არ მეყენა, ბალახებით იყო გავსებული ტბა და ადვილად გამომქონდა......... გაბურდვით შუა რგოლებზეც კი მებურდებოდა სროლის დროს, ბოლოს შედარებით გამოვსწორდი და ნაკლებად მაგრამ მაინც ბევრია სასწავლი....... პ.ს. რატომღაც ვობლერები მიწყდებოდა გადაბმის ადგილებში და ვერაფრით ვერ დავადგინე მიზეზი, მედეგი უნდა ყოფილიყო თითქოს, მაგრამ რა ემართებოდა ვერ ვხვდები, ხან ნასკვს ვაბრალებდი და ხან წნულის უხარისხობას... |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 730 რეგისტრ.: 13-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
troutbaiter პ.ს. რატომღაც ვობლერები მიწყდებოდა გადაბმის ადგილებში და ვერაფრით ვერ დავადგინე მიზეზი, მედეგი უნდა ყოფილიყო თითქოს, მაგრამ რა ემართებოდა ვერ ვხვდები, ხან ნასკვს ვაბრალებდი და ხან წნულის უხარისხობას... უნახავად ძნელი სათქმელია. წნულს, მონოსაგან განსხვავებული სპეციალური კვანძები სჭირდება. |
|
|
![]()
პოსტი
#4
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მე რაც გამოვცადე წნულმა იმუშავა იდეალურად... არცერთი აბურდვა, არცერთი ჩაწყვეტა და ტრიალას დაკარგვა... რასაც ვერ ვიტყვი მონოზე
![]() ისროდა ნებისმიერ სიშორეზე იდეალურად და უპრობლემოდ... სავარაუდოა, რომ თევზის გაქცევების შესამცირებლად მუხრუჭის სწორი დაყენება იყოს წამალი, |
|
|
![]()
პოსტი
#5
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 730 რეგისტრ.: 13-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მე რაც გამოვცადე წნულმა იმუშავა იდეალურად... არცერთი აბურდვა, არცერთი ჩაწყვეტა და ტრიალას დაკარგვა... რასაც ვერ ვიტყვი მონოზე ![]() ისროდა ნებისმიერ სიშორეზე იდეალურად და უპრობლემოდ... ვაღიარებ - ხელი კარგი გაქვს და ამანაც განაპირობა პრობლემების არქონა, მაგრამ ნურც კოჭის მაღალ ხარისხს დავივიწყებთ, რომელზეც წნული იყო დახვეული, და ნურც მთლიანად აღჭურვილობის კარგ დაბალანსებულობას ჯოხი + კოჭა + წნული + სატყუარა = ყველაფერმა კომპლექსში, კარგ შემსრულებელთან ერთად იმუშავეს გამართულად. |
|
|
![]()
პოსტი
#6
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ბესო
კი იდეალურად მუშაობს მაგრამ არჩილას დავესესხები, ხელი თუ კარგი გაქვს იმ შემთხვევაში კი ბატონო, მაგრამ იდეაში მაინც ბევრად რთული სახმარია, ძაფია ბოლობოლო........... |
|
|
![]()
პოსტი
#7
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მოგახსენებთ ბოლო გამოცდილებას რომელიც შევიძინე ფოთის პაეზდკიდან...........
წნულს ვხმარობდი და მოუხერხებლობის გამო "შპულია" შევცვალე და მონოზე გადავედი, მინდა ავღნიშნო, რომ მონოს შედარება წნულთან არ შეიძლება, სერთოდ ჩალა მეგონა, არავითარი შეგრძნებები და ემოციები, ძალიან უკმაყოფილო ვარ, შესაძლებლობა თუ აქვს კაცს წნული უნდა იხმარო................... მართალია არც გამებურდა და არც ჩამწყვეტია, მაგრამ ნამდვილად არ მაქვს მონოს გამოყენების სურვილი... |
|
|
![]()
პოსტი
#8
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 146 რეგისტრ.: 2-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
მოგახსენებთ ბოლო გამოცდილებას რომელიც შევიძინე ფოთის პაეზდკიდან........... წნულს ვხმარობდი და მოუხერხებლობის გამო "შპულია" შევცვალე და მონოზე გადავედი, მინდა ავღნიშნო, რომ მონოს შედარება წნულთან არ შეიძლება, სერთოდ ჩალა მეგონა, არავითარი შეგრძნებები და ემოციები, ძალიან უკმაყოფილო ვარ, შესაძლებლობა თუ აქვს კაცს წნული უნდა იხმარო................... მართალია არც გამებურდა და არც ჩამწყვეტია, მაგრამ ნამდვილად არ მაქვს მონოს გამოყენების სურვილი... მეც მაგ აზრზე ვარ. მხოლოდ ვერ გავიგე რა მოუხერხებლობის გამო სეცვალე მონოზე?? ერთი ოკუნი არ მოდისო წნულზეო ამბობენ. ???? |
|
|
![]()
პოსტი
#9
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
dmoral
მხოლოდ ვერ გავიგე რა მოუხერხებლობის გამო სეცვალე მონოზე?? მებურდებოდა და ისედაც შელახულია უკვე კოჭაზე რაც დარჩა, ადრე რომ მედურდებოდა ვწრიდი და ჩვეულებრივი ნასვკით ვაბავდი ხოდა ეგრე აქვს რამოდენიმე ადგილზე, თან 100 მეტრიდან 50 იქნება დარჩენილი თან წნულს ვიცი რომ სპეციალური ნაკვები ჭირდება და ეგეც არ ვიცოდი, 3 ვობლერი ჩავტოვე ფოთის ტერიტორიებზე.................. ახალი უნდა შევიძინო |
|
|
![]()
პოსტი
#10
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
დულარზე დახვევისას მოჭიმულად დაახვიე და თითქმის მთლიანად გაავსე დულარი, თუ არ ყოფნის, მაშინ ქვევიდან რაიმე დაახვიე და ისე ამოწიე ხვია....
|
|
|
![]()
პოსტი
#11
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ბესო
ამოხვეული მქონდა ისედაც |
|
|
![]()
პოსტი
#12
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 146 რეგისტრ.: 2-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
dmoral მებურდებოდა და ისედაც შელახულია უკვე კოჭაზე რაც დარჩა, ადრე რომ მედურდებოდა ვწრიდი და ჩვეულებრივი ნასვკით ვაბავდი ხოდა ეგრე აქვს რამოდენიმე ადგილზე, თან 100 მეტრიდან 50 იქნება დარჩენილი თან წნულს ვიცი რომ სპეციალური ნაკვები ჭირდება და ეგეც არ ვიცოდი, 3 ვობლერი ჩავტოვე ფოთის ტერიტორიებზე.................. ახალი უნდა შევიძინო ხო ყურადღება კი უნდა მონოსთან შედარებით და სპინინგის ცვერზეც უფრო ხშირად ეხვევა, მაგრამ შედარება არაა ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#13
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
მოკლედ ჩამომივიდა წნული ძუა 0.13 დიამეტრის 4Lb... დავაყენე ჩემს ულტრალაითზე..... ძააააან მაგარიაა.... არც ერთხელ არ ამებურდა და არც არაერი არ მოუვიდა... სტროგად გადავდივარ დაწნულზე.... სულ სხვა შეგრძნებაა და სხვათაშორის ტყორცნის დროსაც ბევრად უკეთესად აჩვენა თავი, მონოსთან შედარებით..... თან ძალიან პატარა სატყუარებს ვისროდი....
|
|
|
![]()
პოსტი
#14
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,176 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
გიორგი
რა ფირმისაა? და საიდან ჩამოიტანე? ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#15
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
კაბელასიდან ჩამოვიტანე.... ფირმა არ მახსობს, მოვძებნი და დავდებ
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 04:47 |