IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ტბების ევოლუცია, წყალმცენარეულობის როლი ტბების ევოლუციაში
Caldera
პოსტი Jul 13 2011, 11:33
პოსტი #16


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 107
რეგისტრ.: 28-July 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



ტბების კალაპოტის ფსკერს ღელვისაგან სანაპირო ზოლში ნაშალი მასალა, ცოცხალი ორგანიზმების ნარჩენები და მდინარეთა მიერ ჩატანილი მასალა ყოველწლიურად ამაღლებს. ამის შედეგად საუკუნეებისა და ათასეული წლების მანძილზე ადგილი აქვს ტბების შემცირებას როგორც სიღრმით, ისე წყლის ზედაპირის ფართობის მიხედვით. უკანასკნელს თანდათან ამცირებს ნაპირებთან ნაშალი მასალის დალექვა და სანაპიროდან წყალმცენარეულობის განვითარება.
ამ მხრივ ტბათა არსებობაში შეიძლება გამოვყოთ შემდეგი ფაზები:

1) ახალგაზრდობის ფაზა - როდესაც ახლად გაჩენილი ტბა ინარჩუნებს თავის ქვაბულს ხელუხლებლად და თუ ადგილი აქვს ნაშალი მასალის დალექვას, იგი ტბის კალაპოტზე ჯერ კიდევ ვერ ახდენს შესამჩნევ გავლენას.

2) სიმწიფის ფაზა - როდესაც ტბის ირგვლივ ჩნდება სანაპირო მეჩეჩები, ხოლო მდინარეთა შესართავებთან - ნალექტი დელტები.

3) სიბერის ფაზა - როდესაც ტბაში ყველგან არის მონატანი მასალა და ფსკერი წარმოადგენს მოსწორებულ ერთფეროვან არეს, რომლის ირგვლივ დელტების ფერდობები და სანაპირო მეჩეჩების ქვაყრილების განლაგებული.
თავის განვითარების შემდგომ ფაზებში ტბა პირველად შემცირდება სანაპირო ზოლში განვითარებული მცენარეულობით. შემდგომ სტადიაში სანაპირო ფლორა ვრცელდება ყველგან და ტბა ტბორად იქცევა. ბოლოს, წყალქვეშა ფლორა შეიძლება თანდათანობით წყალზედა ჭაობის მცენარეულობამ შეცვალოს. ამ შემთხვევაში გვაქვს ტბის განვითარების უკანასკნელი ფაზა - ჭაობი.

ცნობისთვის დღესდღეობით საქართველოში არსებული ტბების ნაწილი სიბერის ფაზაშია, მაგ ყველასათვის კარგათ ცნობილი კუმისის ტბა, რომელიც საზრდოობს ხელოვნურად გაჭრილი მტკვრის არხით, ეს უკანასკნელი რომ არა იგი თანდათანობით დაშრებოდა და გაქრებოდა ისე როგორც იმ მიდამოებში არსებული სხვა პატარა ტბები გაქრა. კუმისის ტბაბზე სიბერის ფაზა ადვილი შესამჩნევია წყლის სუნზე და შეფერილობაზე დაკვირვებით, რაც პირდაპირ აისახება იხტიოფაუნის ხარისხის მაჩვენებელზე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th June 2026 - 04:56