ეხ რჩევა მინდა :(, ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
ეხ რჩევა მინდა :(, ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,831 რეგისტრ.: 11-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
მოგესალმებით ჩემო მეგობრებო , დღეს კი არადა მთელი 10 დღის მანძილზე ნერვოზი მაქვს გაქანებული , ვიცი ეხლა რა ტიპის ძაღლზეც დავწერ შესაძლოა მიზანშეწონილი არ იყოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის ფურუმზე , მაგრამ ვიმედოვნებ რომ რამე პატარა რჩევას მომცემთ ....
![]() მოკლედ ბატონმა თენგომ იცის თუ რა ძაღლები მყავდა (ერთი ჯიშის) .. მან რამოდენიმე ხნის წინ მითხრა მოიცილეო ეგენიო და მონადირე ძაღლი აიყვანეო და ის გაზარდეო .. რაც მე ჭკუაში ჩამიჯდა კიდეც მაგრამ იმის გამო რომ სახლში უკვე მყავს დარჩენილი ერთი და ის ვერანაირად ვერ იტანს მოძრავ ცოცხალ არსებებს წარმოსადგენი იქნებოდა თუ რას უზამდა უმწეო ლეკვს . მაშ ასე , 2000 წელს როდესაც მე სულ რაღაც 10 წლის ვიყავი მამაჩემმა საახალწლოდ გამიკეთა პატარა საჩუქარი , მართლაც რომ მეცხრე ცაზე ვიყავი და ვფიქრობდი რომ ჩემზე ბედნიერი არავინ არაა თქო , ეს იყო თავიდან ბოლომდე დანაოჭებული შავზე-შავი ვერ გაარჩევდი სად რომელი ორგანო ქონდა სად თვალები და სად უკანალი ჰეჰ , შავი თვალები და ლურჯი ენა ეს გახლდათ შარპეი , ჯიშიდან გამომდინარე დავარქვით შარპი , 2004-2005 წელს გავიყვანეთ გავიყვანეთ გამოფენაზე სადაც აიღო ტიტული საუკეთესო ძუ ძუ-შარპეებს შორის . მართალია მახსოვს რაც ვიჩათლახე ![]() ![]() ![]() 1 მშობიარობის შემდგომ ზოგიერთი ლეკვი გავაჩუქეთ ახლობლებში ზოგიერთი გაიყიდა და 1 შემოვიტოვეთ ყველაზე ბუნჩულა და საყვარელი , სამწუხაროდ ეს ბუნჩულა და საყვარელი გაუნძრევლად წევს ჩემს გვერდით და ძლივს სუნთქავს ... :( თებერვლის თვეში გაუკეთდა ოპერაცია ზემოთ აღნიშნულ კლუბში ინა რუხაძის ხელმძღვანელობით რო დაინახა გაგიჟდა ეს კიდე ცოცხალიაო ასეთი რამ იშვიათად ხდებაო .. სჭირდა ასეთი რამ მკერდი ქონდა სასტიკად დასიებული შიგნიდან რაღაც უზარმაზარი ბირთვივით ქონდა თავიდან ვფიქრობდით რომ რძე ჩაუდგა და მალე მოურჩება ნემსებით რომელიც დანიშნული ქონდა მაგრამ შევცდით ის უფრო გაუარესდა , გაუკეთდა ოპერაცია თანაც არასწორედ გაუხმათ თავები მაგათი დედაც !!! როდესაც გაუჭრეს ის რაც ამოიღეს მასთან ერთად უნდა ამოეჭრად საშვილოსნოც და არ გააკეთეს , ბოლო 1 თვეა ეს ისევ დაუსივდა გაებერა , უარი გამოაცხადა კვებაზე მიახლოებით 10 დღეა რაც არ უჭამია მხოლოდ წყალს სვავს , ფაქტიურად ძაღლი როდესაც ცუდადდაა ან ბალახს ჭამს ან კიდე საერთოდ არაფერს არ ეკარება , ინა რუხაძეს აღარც დავურეკეთ იმიტომ რომ მაგ სიბერეში მგონი რა და როგორ უნდა ისიც აღარ ახსოვს , დავურეკეთ ჩვენს ძველ მეგობარს ალიკას (ზოოპარკში რომ თავისი კლინიკა აქვს) მაგან დაუნიშნა სპეციალური ანტიბიოტიკი (ნემსის სახით) რომლის შედეგაც უნდა ჩაკლას ის ანთებითი პროცესები რაც გააჩნია ეხლა მას ორგანიზმში , დღეში სამჯერ გამყავდა დღეს 5 ზე გავიყვანე ბოლოს და 10 ზე უნდა გამეყვანა , რო დავუძახებდი გულიატ იუმა მორბოდა სიახარულით , 15 წუთი ვეძებე თურმე ჩემი ლოგინის ქვეშ იწვა მომაკვდავი არსებასავით ძლივს სუთქავდა შევეცადე გამომეყვანა ლოგინიდან რადგან შარდი ჩირქოვანი გამოსდის (პამპერსებით დადის) , გამოვიყვანე მაგრამ ფეხზე ვერ დავაყენე წამოწევდა თავს და დაჭრილივით ვარდებოდა ძირს მოკლედ დავურეკეთ ალიკას და მან თქვა ასეთი რამ რომ ძალიან დასუსტებულიაო და ანტიბიოტიკებიც უტრაკებენნო თან სპაზმები აქო მოკლედ ისეთი ტერმინოლოგიით საუბრობდა ვერაფერი ვერ გავიგე :( ვითომ ვიფიქრე რამე სასუსნავს ვიყიდი თქო ცოტა აზრზე რომ მოვიყვანოთქო მაგრამ არც 1.00 ლარიანმა 3 წუთიანმა სუპმა უშველა საქმეს არც პეჩენიამ რეაქცია 0 :( როგორც ადამიანის სიკვდილს ვერ ვუყურებ ვერც ძაღლისას , რო ვუყურებ ვხედავ როგორ წვალობს ყოველი მისი სუთქვა ნერვებზე მშლის რო ვხედავ და ვერაფერს ვერ ვაკეთებ არადა ხვალ ოპერაცია უნდა გაუკეთდეს და ისიც არ ვიცი გაქაჩავს ხვალამდე ან ოპერაციის მერე :( დაძინება ძაღლის არ შემიძლია ნემსი რო გავუკეთო მერე მთელი ცხოვრება იმის ფიქრში უნდა ვიყო რომ ძაღლს ქონდა შანსი გადარჩენი მაგრამ მე გამოვამშვიდობე სიცოცხლეს .... :(( მოკლედ ნაღდად არ ვიცი რა ვქნა შარპიმ იცოცხლა -10 წელი იუმამ - გაურკვეველია თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა გაუტოლდება თავისი დედის სიკვდილის თარიღს თუ არადა 9 :( შარპეები მიუხედავად თავისი გენეტიუკური პრობლებით მაქსიმუმ 7 წელს ცხოვრობენ ისიც იშვიათია ესეთი რამ ჩემებმა რეკორდი მოხსნეს ... ფაქტიურად მე და ჩემი ოჯახი ამ ბუნჩულებს საკუთარი ოჯახის წევრებივით ვუვლიდით ვფიქრობ როგორც ჩვენ ვიღებდით მათგან სითბოს და სიყვარულს ასევე ისინიც ღებულობდნენ იგივეს :( შეგიძლიათ რამე მირჩიოთ რა ვქნა ? როგორ მოვიქცე მქონდეს რამე იმედი :( არადა ერთი ვიცი უძაღლოდ მე ვერ გავქაჩავ .. ცოტა არ იყოს ცხოვრებისეული გახდა ჩემთვის პატარა ოთხფეხის ყოლა :( მცირე ინფორმაცია http://ru.wikipedia.org/wiki/Шарпей ძალიან ბევრი ვწერე მაგრამ არ შემეძლო სადმე რომ არ დამეწერა :( ადმინისტრაციავ თუ ეს თემა წინააღმდეგობას იჩენს საიტის წესების მიმართებაში თქვენ იცით რაც უნდა ქნათ , ბოდიშით კიდე ერთი თემით დავტვირთე ფორუმი :( ბოდიშით უწმაწური სიტყვებისთვის ნერვოზი მაქვს !!! -------------------- სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
|
|
|
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,341 რეგისტრ.: 16-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: belinskis 27 tbilisi ![]() |
სამწუხაროა ეგ ყველაპერი მარა გარდაუვალია ასე რომ დაელოდე მოვლენებს და ახალი მეგობარი შეიძინე ოღონდ მონადირე.
|
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
სამწუხარო ამბავი გჭირს, რა გიტხრა აბა რით გიშველო
საერთოდ, ოთხფეხებთან მიმართებაში, ასეთი რამ რომ ყველას მოუვა, გათვითცნობიერებული უნდა გვქონდეს, სამწუხაროა რომ დიდხანს ვერ ცოცხლობენ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები ბევრისთვის, ძაღლის არ აყვანის მთავარი მოტივაცია სწორედ ეს არის... უბრალოდ უნდა შეეგუო ადამიანი, უნდა იფიქრო იმაზე რომ მთელი სიცოცხლის მანძილზე სითბო და სიყვარული აჩუქე ბევრად უფრო ძნელია, მონადირე ძაღლი როცა უახლოვდება არსასრულს, რომ გახსენდება რამდენი სანადირო ისტორიები გაკავშირებს, რამდენი დრო გაქვთ ერთად ტყეში გატარებული, რამდენი თავგადასავლები, რამდენჯერ გაუხარებიხარ, გაუოცებიხარ... საბოლოოდ ვერც ვერაფერს ვიზამთ, დრო ყველაფრის მკურნალია |
|
|
![]()
პოსტი
#4
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,792 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi ![]() |
სამწუხაროა ეგ ყველაფერი ეხლა მე 8 წლის ირლანდირი სეტერი მყავს სახლში ნელნელა სახე უთეთრდება და ჭაღარავდება თქვენ დაწერილს რომ ვკითხულობდი იგივე გრძნობა მეუფლება ოჯახის წევრია ჩვენთვის და რავი მაგარი ძნელია ასეთ თემებზე საუბარი, მაგრამ მარადიული არაფერია მოგონებები კიდევ ბევრი იქნება
|
|
|
![]()
პოსტი
#5
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,831 რეგისტრ.: 11-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ეხ ამის დედაც მართლა რა , ძალიან სამწუხაროა როდესაც ხედავ როგორ კვდება შენი ოთხფეხა მეგობარო 10 წუთის წინ ბოლოჯერ ამოისუნთქა თვალები ფართოდ გაახილა ფეხები დაჭიმა დააა........
![]() -------------------- სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
|
|
|
![]()
პოსტი
#6
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
გადაწყვიტე მონადირის აყვანა თუ შენც კანე კორსოსკენ იხრები?
![]() ალთაზარ |
|
|
![]()
პოსტი
#7
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,831 რეგისტრ.: 11-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
რაშია საქმე იციიიი :DDDDDDD პოინტერი კი მინდა ესლი ჩესტნოოო მაგრაამ რამდენადაც ვიცი ბაბუაჩემს აძლევს ჩვენი ერთი ნაცნობი ძმა და მეგობარი თავის ძაღლის ლეკვს
![]() ![]() ![]() -------------------- სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
|
|
|
![]()
პოსტი
#8
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,028 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თელავი ![]() |
ალთაზარ გამაგრდი, სხვა გზა არაა, და რა თქმა უნდა ისევ უნდა იყოლიო ძაღლი. ოთხი ოთხფეხა მეგობარი მყავდა, ხან სიზმარში ვხედავ, მახტებიან ხოლმე და მლოკავენ და მეც ვეფერები ხოლმე მათ... ბოლოს ორი თვის წინ დორა ხუთთვიან უშედეგო მკურნალობის შემდეგ ჩემი ხელით დავაძინე, სხვა გზა აღარ მქონდა, გადარჩენის შანსი აღარ იყო. მძიმე დღეები გადავიტანე... ეხლა კი 3 თვის კურცჰაარ დონას ვზრდი და ის მილამაზებს ცხოვრებას!
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th August 2025 - 21:49 |