Carp Fishing Championship - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

18 გვერდი V   1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
Carp Fishing Championship, შემოდგომის ტური 27 სექტემბერს
Fishing Club
პოსტი Sep 9 2009, 15:34
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,952
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Mitckevichis N 15




მოკლედ ესეთი ამბავია - მოველაპარაკეთ კუმისის ტბის ადმინისტრაციას, კერძოდ ბატონ გელას. ურთიერთ პატივისცემის და თევზაობის განვითარებაში თავისი წვლილის შესატანად ტბაზე გვიშვებენ აბსოლიტურად უფასოდ... რაც იმას ნიშნავს რომ დასადები თანხა კაცზე 20 ლარი.. წავა 90% საპრიზო ფონდში, 10 % საორგანიზაციო საკითხებში, ანუ წინა ტურთან შედარებით უკეთესი პრიზები შეგვხვდება...


ახლა ვისაც არ მიგიღიათ აქამდე მონაწილეობა და გსურთ ეხლა ჩაერთოთ - წესებს გაეცანით!!!


Carp Fishing-ის სამოყვარულო ჩემპიონატი მეთევზეობაში მიზნად ისახავს სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციასა და განვითარების ხელშეწყობას. პროექტის მეშვეობით, სამოყვარულო გართობა, რომელსაც დღეს საქართველოში თევზაობა ქვია, იძენს ოფიციალურ სახეს და ხდება ყველასათვის რეალური და ხელმისაწვდომი სპორტი, როგორც ეს მთელს განვითარებულ მსოფლიოშია.

პირველად საქართველოში, "Fishing Club Georgia" და კლუბი "ოჩოპინტრე" გთავაზობთ მონაწილეობა მიიღოთ სამოყვარულო თევზაობის ღია ჩემპიონატში.
დაამყარეთ თქვენი რეკორდი;
გააუმჯობესეთ წინა სეზონების გამარჯვებულთა რეიტინგები;
გახდით ჩემპიონი და იყავით რეიტინგში ნომერ პირველი მეთევზე საქართველოში.

თევზაობის ჩeმპიონატში მონაწილეობის მიღება შეუძლია 16 წელს გადაცილებულ ნებისმიერ ადამიანს.

- მონაწილეობის მისაღებად კაციდან დასადებია 20.00 ლარი.
- რეგისტრაცია მოხდება 15 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით... ნუცუბიძის N8 ში მდებარე მაღაზია "ფიშინგ კლაბში".



წესები:


Carp Fishing Championship

• მიუხედავად მსოფლიოში მიღებული მეთევზეობის მრავალი სახეობისა ”ფიშინ კლაბ ჯორჯიამ” აირჩია ყველაზე პოპულარული და ხელმისაწვდომი მიმართულება, რომლის განვითარებაც საქართველოში შესაძლებელია - ტბებსა და წყალსაცავებში, კერძოდ კი თევზაობა კარპისებრთა ოჯახის წარმომადგენლებზე.

• ჩემპიონატში მონაწილეობა დასაშვებია მხოლოდ და მხოლოდ ანკესებით.

• 1 . ანკესის ზომა, სიდიდე, მასა და სხვა პარამეტრები შეზღუდული არ არის. ჩემპიონატში მონაწილეობა შესაძლებელია ნებისმიერი მწარმოებლის ანკესით, მიუხედავად ფასისა და ხარისხისა.

• 2 . ანკესების რაოდენობა შეზღუდულია და განისაზღვრება ერთ მეთევზეზე არაუმეტეს სამი ანკესით. ("რაკეტა" და "მარკერი"-სთვის + 2 ჯოხი)

• 3 . ასევე შეუზღუდავია ნემსკავის, ძუის, კოჭის და სხვა ინვენტარის გამოყენება. თქვენ შეგიძლიათ ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღოთ თქვენი შეხედულებით, პრაqტიკულობის მიხედვით შერჩეული ინვენტარით.

• 4 . ჩემპიონატში დასაშვებია ნებისმიერი სატყუარისა და საჩვევის გამოყენება.

• 5 . ჩემპიონატში მონაწილეთათვის დაუშვებელია ბადის, "ეკრანის", დენის აპარატის და საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული ბრაკონიერული ხელსაწყო-საშუალებების გამოყენება.

• 6. ასევე დაუშვებელია 25 სანტიმეტრზე ნაკლები ზომის თევზის დაჭერა, ანუ 25 სანტიმეტრზე პატარა ზომის თევზს უშვებთ.


ზოგადი წესები:


• ჩემპიონატი თევზაობაში ტარდება სამ სეზონად - გაზაფხულის, ზაფხულის და შემოდგომის ტურნირები.

• ჩემპიონატში გამარჯვებული გამოვლინდება დაჭერილი თევზის წონისა და სიდიდის მიხედვით.

• პირველ ადგილზე გასული მონაწილე, ანუ ის ვინც ჩემპიონატის მსვლელობისას დაიჭერს ყველაზე დიდ თევზს, იღებს 5 სარეიტინგო ქულას. მეორე ადგილზე გასულს ენიჭება 3 ქულა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი იღებს 1 სარეიტინგო ქულას.

• ასევე მოქმედებს ბონუსის სისტემაც, ის ვინც, ზომის მიუხედავად, დაიჭერს წონით ყველაზე მეტ თევზს, იღებს 2 სარეიტინგო ქულას.

• ჩემპიონატის დროს, ჩატარების ადგილსa და ხანგრძლივობას განსაზღვრავს ”Fishing Club Georgia” და “www.Ochopintre.ge”-ს ადმინისტრაცია ტურნირის ჩატარების სეზონის მიხედვით.

• საპრიზო ფონდი განისაზღვრება ჩემპიონატში მონაწილეების რაოდენობის მიხედვით.

• ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად, რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ მაღაზია “Fishing Club Georgia”-ში.


კიდევ ერთი თხოვნა. წინა ტურებში ხდებოდა ეგეთი რაღაც რო კენჭისყრის შემდეგ სადამ ჩაიწერებოდა ნომრები, მონაწილეებს ერთმანეთში ნომრების გაცვლის საშუალება ეძლეოდათ. ამ ტურიდან უკვე მაგ ამბავზეც მკაცრად იქნება!
ყველა დადგება ზუსტად იმ ნომერზე რომელსაც ამოიღებს! (ეს ნომერი თარსია და ჩემი ძმაკაცის გვერში მინდა ვიდგე და ორ კაცს 1 საჩოკი გვაქვს და ეგეთი მიზეზები არ განიხილება)
ხოდა წინასწარ გთხოვთ რომ გაითვალისწინოთ, და არ იყოს ნომრის შეცვლის თხოვნ




“Fishing Club Georgia”


მისამართი: ნუცუბიძის ქ. N 8

ტყელეფონი : 72 84 68

მობილური : 893 24 07 13

ელ. ფოსტა : Fishing_Club@mail.ru




ეს კი ორი ტურის ქულების ჯამი :

1-2. ბიძინა მაზიაშვილი 6 ქულა
კახა ხაჩიძე 6 ქულა
3. ნიკა თურმანიძე 4 ქულა
4. გიორგი მეტრეველი 3 ქულა
5. მიშა ავალიანი 2 ქულა
6. პაატა ქარაია 1 ქულა


რეკორდი : ბიძინა მაზიაშვილი 1.550 kg
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Sep 9 2009, 15:39
პოსტი #2


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



და რა მაინტერესებს... ვისაც პირველ და მეორე ტურში არ მიუღია მონაწილეობა იმისთვის მესამე ტურში მონაწილეობას აზრი არ აქვს?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Fishing Club
პოსტი Sep 9 2009, 15:41
პოსტი #3


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,952
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Mitckevichis N 15



რა სისულელეა newsmile090.gif ეგ ქულები მხოლოდ იმიტომ გროვდება რო რამდენიმე წლის მერე უმაღლესი ლიგის ჩემპიონატი ჩატარდეს, სადაც მონაწილეობის მიღება მხოლოდ იმათ შეეძლებათ ვისაც გარკვეული ქულები ექნება..

ამ ეტაპზე არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ქულებს და მიღებული გქონდა თუ არა მონაწილეობა...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Sep 9 2009, 15:45
პოსტი #4


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ოკ. მაშინ ბიძო 5 ქულა პირდაპირ მიმიწერეთ და მეორე ადგილზე იბრძოლეთ newsmile035.gif newsmile035.gif

შენს პირველ პოსტში ნამეტანი ლათინური გაერია ან გაასწორე ან მე გავასწორებ და დავალაგებ თYან ისე, რომ гакщ აღსაქმელი იყოს..
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Fishing Club
პოსტი Sep 9 2009, 15:47
პოსტი #5


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,952
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Mitckevichis N 15



ხო რა გეხვეწები გაასწორე რა დამტანჯა უკვე.... მადლობთ!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Sep 9 2009, 15:50
პოსტი #6


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



კიდევ 1 შეკითხვა - 16 წლიანი შეზღუდვა მონაწილეებზე რატომ? მე რომ 12 ვარ არ მავქს უფლება თევზაობის? newsmile039.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიორგი
პოსტი Sep 9 2009, 15:52
პოსტი #7


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



ციტატა(Beso @ 9th September 2009 - 04:50 PM) *
16 წლიანი შეზღუდვა მონაწილეებზე რატომ?


იმიტომ რომ პირადობის მოწმობა არ გაქვს და რეგისტრაციას ვერ გაივლი newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Sep 9 2009, 15:58
პოსტი #8


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



და კიდევ ერთი კითხვა - ოჩოპინტრეს ეგიდითაც თუ ეწყობა ეს ჩემპიონატი და ასე გადავწყვიტეთ მაშინ ტექსტშიც ცვლილებს შევიტან შესაბამისად newsmile045.gif

ბიძო ამ 2 კითხვაზე მიპასუხე Pლზ...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Fishing Club
პოსტი Sep 9 2009, 16:06
პოსტი #9


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,952
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Mitckevichis N 15



16 წელს რაც შეეხება ეგ ოფიციალური მხარეე.. ვინც დამოუკიდებლათ შეძლებს თევზაობას ჩავრთოთ არ არის პრობლემა..

ტექსტს რაც შეეხება დაწერე რის შეცვლას აპირებ განვიხილოთ და რაც შესაცვლელია შევცვალოთ რა პრობლემაა... პროსტა შეთანხმებულად
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Sep 9 2009, 16:23
პოსტი #10


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



აბა მოგწონთ ფორმატი?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Fishing Club
პოსტი Sep 9 2009, 16:24
პოსტი #11


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,952
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Mitckevichis N 15



მშვენიერია! აბა წავიდა ეხლა თევზაობა.. newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიორგი
პოსტი Sep 9 2009, 16:26
პოსტი #12


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



და აქვე რომ გაიარონ რეგისტრაცია არ შეიძლება ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
qobala
პოსტი Sep 9 2009, 17:22
პოსტი #13


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 25
რეგისტრ.: 7-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



შესანიშნავია small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif უკვე ვემზადები newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Fishing Club
პოსტი Sep 9 2009, 18:59
პოსტი #14


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,952
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Mitckevichis N 15



ციტატა(გიორგი @ Sep 9 2009, 05:26 PM) *
და აქვე რომ გაიარონ რეგისტრაცია არ შეიძლება ?

ფულს თუ გადმორიცხავთ მერე კი.. newsmile090.gif აქ შეიძლება სიები შევადგინოთ მარა ფულს როგორ დავდებთ აქ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Sep 9 2009, 21:09
პოსტი #15


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



კაროჩე იქოქება რა newsmile05.gif კარქია კარქი newsmile05.gif

შევერკინოთ ფეოლა? newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

18 გვერდი V   1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 7th August 2025 - 10:42