HUGLU VS ИЖ-27 - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

31 გვერდი V  < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
HUGLU VS ИЖ-27, ფასი ხარისხის შედარება. BEST VALUE FOR MONEY
კალვერა
პოსტი Sep 4 2011, 23:17
პოსტი #26


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,386
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მე ჰუგლუ მირჩევნია! და ახლა ჩემ ძმაკასც ურჩიე და ყიდულობს კიდეც! თუ კარების სამტვრევად არ გინდა ტოფი,ჰუგლუ ჩემი აზრით აშკარად ფავორიტია 27-თან! vot-tak.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
iosebovich
პოსტი Sep 5 2011, 08:45
პოსტი #27


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 248
რეგისტრ.: 13-August 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



იკო 1981
მეც რო ვნახე ძალიან მომეწონა. სხვათაშორის ძალიან კარგი ბალანსი აქვს. ოდნავ მსუბუქია იჟ-27-ზე. მე იჟ-27 მაქვს და კი კაი თოფია, მაგრამ უხეშია დამუშავებაშიც და სატარებლადაც მძიმეა, თორე მოხვედრა და ფრინველის გაქვავება ერთია newsmile05.gif. მოკლედ თუ რესურსი კარგი ექნა, გააჩნია ლულები რა მასალაა, ჰუგლუ კარგი თოფია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ახალციხელი
პოსტი Sep 5 2011, 09:16
პოსტი #28


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 885
რეგისტრ.: 23-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მეც დავწერ რამდენიმე სიტყვას ჩემივე გამოცდილებიდან. მქონდა იჟ 27 რუსული (არა საბჭოური) და ის მოსაზრება რომ ყველა ამინდში და პირობებში არ გიმტყუნებს ჩემს შემთხვევაში არ გამართლდა.
ესე იგი რატომ არ მომწონდა ეს თოფი: მძიმეა, სიმძიმეს კიდევ არა უშავს საშინელი ბალანსი აქვს, ლულა უფრო მძიმეა და დამიზნებისას საკმაოდ არაკომფორტულია წინ რომ ქაჩავს თოფს;
კონდახის საფარველი ფაქტიურად ორ ნადირობაში გაცვდა, ისევე როგორც ლულისა (ვგულისხმობ ზედაპირის ცუდ დაფარვას);
ეჟექტორებმა დამტანჟა, გასროლილი გილზი იჭედებოდა ხოლმე შიგ (ეგეც უტყუარობა, ერთს კი ისროდა მარა მეორეჯერ დატენვას უნდოდა ნახევარი საათი), ნადირობისას ჯოხი დამქონდა რომ ლულაში წინა მხრიდან ჩამეთხარა და გილზი ამომეგდო, როგორც შემდეგ გავარკვიე ეჟექტორები მაგათი ავადმყოფობააო, გავაკეთებინე საშას, თვალით შეუმჩნევლად, მარა ცოტათი პატარა იყო ეჟექტორის თავი რაგაცეები მიადუღა, მერე გაშკურკა და კარგ გილზებს აღარ ჭედავდა თუ ცუდი ხარისხის გილზს გავისროდი 10 ში ერთი შეიძლება გაეჭედა;
შემდეგ ეტაპზე გაუსროლელი გილზების ამოყრა დაიწყო, ანუ დატენილ თოფს თუ გადახსნიდი გაუსროლელ გილზს ისროდა ორ მეტრზე;
კიდევ რაიონში დავტოვე ასე ერთი თვით გაწმენდილი მარა არ დავზეთე, არანაირი ნესტი და ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებები, თოფს ადგილებზე ჟანგები ქონდა გამოტანილი.
ჰუგლუს თოფებს რაც შეეხება არ მქონია და ამიტომ ბევრს ვერაფერს ვიტყვი, თუმცა მაღაზიაში ვნახე huglu 103d და ჩემზე, იჟთან შედარებით კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მსუბუქია და კარგი ბალანსი აქვს, ჭრა და მიტანა, დარწმუნებული ვარ, იჟზე უკეთესი აქვს. აი გამძლეობისა კი რა გითხრა.
ისე 1000 ლარი თოფისთვის დიდი ბიუჯეტი არაა, ჩემი აზრით ამ ფასის თოფში აქცენტი გამძლეობაზე და ''უკვდავობაზე'' არ უნდა გააკეთო. სხვა ყველა პარამეტრით და შეიძლება ამითაც ჩემი აზრით ჰუგლუ აჯობებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
mda
პოსტი Sep 5 2011, 10:54
პოსტი #29


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 40
რეგისტრ.: 5-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



დღეს ვიყავი თოფის საყიდლად, იჟი მხოლოდ ცალ ჩახმახიანი ქონდათ, რაც ჩემნაირი დამწყებისთვის ვფიქრობ ცოტა რთული იქნება, თან ურევსო ამბობენ და მეც მაგიტომ თავს ვიკავებ. გამყიდველმა ჰუგლუ მირჩია, 900 ლარად, ვეერტიკალური ლულებით, საცვლელი 5 ჩოკით. ახლა ჭოჭმანის სტადიაზე ვარ. თან ისიც დაამატა იჟი აღარ გამოდის ამ ეტაპზეო. მოკლედ იქნება რამე მირჩიოთ ამ კუთხით და ცოტა მიჯიკოთ newsmile05.gif

პს. ბრაკონიერი რატომ მიწერია ქვევით?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
iosebovich
პოსტი Sep 5 2011, 11:08
პოსტი #30


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 248
რეგისტრ.: 13-August 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



axalcixeli
მე მაქვს საბჭოური იჟ-27. 1990 წლის გამოშვება. კავშირი 91- დაიშალა. რაც ჩამოთვალე არც ერთხელ იჟეკტორებთან და გაჭედვებთან პრობლემა არ მქონია. ისე უმეტესად გამორთული მქონდა. დანარჩენში გეთანხმები, მძიმეა, ბალანსი არ უვარგა და ლულის დაწევის გამო დამიზნება რთულდება. საერთოდ უხეში თოფია. დამუღამება უნდა კარგი შედეგების მისაღებად, მაგრამ მაგდენი დრო სადაა. აი რაც აქვს უტყუარობაა, მე არ მახსოვს რამე პრობლემა შეექმნას, დაჟანგვაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. წვიმის მერეც და თოვლის მერეც. წეღანაც დავწერე ჰუგლუ ძალიან მომეწონა ბალანსით, ნაკეთობით. ისე მაგას კოლოფი ფოლადისა არა აქვს, რაღაც შენადნობია. აი საინტერესოა გამძლეობა. ერთი რუსი მეპატრონის პოსტი წავიკითხე, 12700 გასროლაზე ავედი უკვეო და ჯერჯერობით ოდნავი რყევაც კი არ აქვსო და რავიციო. ისედაც ჰუგლუს საკმაოდ კარგი გამოხმაურებები აქვს. ასე რომ ახალ იჟ-27-ს ნამდვილად ჯობია ჰუგლე. საბჭოური მართლა კარგია გამძლეობით და უტყუარობით, მაგრამ ესთეტიკით ვერ დაიკვეხნის, ბალანსშიც მოიკოჭლებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
iosebovich
პოსტი Sep 5 2011, 11:14
პოსტი #31


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 248
რეგისტრ.: 13-August 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



mda
ახალი ხარ საიტზე და მაგიტომ. მალე გადახვალ ქვით მონადირის სტატუსში. რჩევას რაც შეეხება ჩემი წინა პოსტი ნახე. ახალი იჟ-ს ყიდვას არ გირჩევ. მე რო ვნახე არ მომეწონა რა. ისევ ისეთი "ტაპორია" რაც იყო და კიდევ უარესი. თურქებმა სერიოზულად დახვეწეს ხარისხი და 2010 -დან გაცილებით უკეთეს თოფებს აკეთებენ. ისეთი ფასი აქვს თურქულებს რო გაისროლე დაივიწყე რაა, მაგ ფასში აიფონს ვერ იყიდი , ტელეფონს. ასე რო თამამად. მაგ ფასის თოფების ყიდვა საშვილიშვილოდ არ ხდება. თუ ერთი 5 წელი კარგად გემსახურა და მერე ჩამოიშალა newsmile05.gif ახალს იყიდი და ეგაა. newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ახალციხელი
პოსტი Sep 5 2011, 11:25
პოსტი #32


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 885
რეგისტრ.: 23-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



iosebovich

გეთანხმები, მე სპეციალურად გავუსვი ხაზი რომ არასაბჭოურ იჟ 27 ზე ვსაუბრობდი, კარგ მდგომარეობაში საბჭოური იჟ 27 მე ახალ იჟს მირჩევნია. ბალანსი ახალ იჟს კიდევ უფრო უარესი აქვს, დაჟანგვა კი ლულის საფარველის ცუდი დამუშავების ბრალია. თუმცა 1000 ლარის ფარგლებში მე ალბათ უფრო თურქს ვიყიდიდი.
პს. მე გავყიდე იჟ 27, ფული დავამატე და ვიყიდე fabarm elos c field, ჰოდა ახლა აღარანაირი ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემა აღარ მაქვს და ნადირობაც უფრო მეტ სიამოვნებას მანიჭებს. vot-tak.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
mda
პოსტი Sep 5 2011, 11:32
პოსტი #33


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 40
რეგისტრ.: 5-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



iosebovich

მადლობა, დღის მეორე ნახევარში გავიქცევი სავარაუდოდ საყიდლად და ერთ მცოდნე ადამიანსაც გავიყოლებ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
iosebovich
პოსტი Sep 5 2011, 15:21
პოსტი #34


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 248
რეგისტრ.: 13-August 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



axalcixeli
ხო ვიცი ეგ თოფი. ნუ შედარებაც არაა არც იჟთან და არც თურქულთან. ეგ უკვე ამათზე ერთი თავით მაღლა დგას და ბოლობოლო იტალიურია რაა. დარწმუნებული ვარ კმაყოფილი იქნები. მე ჩემ იჟ-27-ს არასოდეს გავყიდი, ჩემი ძმის სახსოვრად დამრჩა და თუ ახლის ყიდვა იქნება რამის რათქმაუნდა კარგი მონაცემების თოფი იქნება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
იაშკა
პოსტი Sep 6 2011, 01:57
პოსტი #35


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 358
რეგისტრ.: 4-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



გამოდის რომ შენმა იჟმა არ ივარგა...რავი ძმაო, ჩემი იტანს და ისვრის და ნადირობის დროს არც იმას ვფიქრობ ,არ გაიფხაჭნოს და არ გატყდეს..თუ გაფუჭდა და არც მაგაზე დამწყდება გული..მიტანას რაც შეხება ..ცუდი ნამდვილად არაქვს.ტყვიას კიდევ ყველანაირს ვისვრი.. რკინის გილზების გარდა ისიც იმიტომ, რომ არ დამჭირებია. ზევით ავღნიშნე,წყაშიც მივლია და ცხენიდან კლდეზეც დამცურებია იჟი..ეგეცარი ბრაკი კი ბევრი აქვთnewsmile05.gifდა იჟექტორებიც ჭირვეულობსnewsmile05.gifგამოდგომაზეა მარტივათ რომ ვთქვათ ახლებს რაც შეხება,ხოლო ძველებში წუნი თითქმის არ ხვდება..და ნამუშევარიც უფრო გულდასმით არის. ან აეს იყიდე სულაც თუ კარგ მდგომარეობაშია http://mymarket.ge/product_info.php?type_i...duct_id=1628226 აჰა 12 კალიბრიც http://mymarket.ge/product_info.php?type_i...duct_id=1610820
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ახალციხელი
პოსტი Sep 6 2011, 08:51
პოსტი #36


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 885
რეგისტრ.: 23-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



იაშკა

მართალი ხარ ჩემმა არ ივარგა და რაც აქ შემოაქვთ ახალი იჟები ალბათ 80% არ ივარგებს. იჟს თუ იყიდი რაც შეიძლება ნაკლები ნავაროტკებით უნდა ნახო, უეჟექტორო და საცვლელი ჩოკების გარეშე (თუმცა აქ ყველა საცვლელი ჩოკებით შემოაქვთ მგონი) და თუ გამოგადგა დიდხანს და ერთგულად გემსახურება, მარა აეს თუ მაგრა ტეხავს რა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
iosebovich
პოსტი Sep 6 2011, 10:30
პოსტი #37


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 248
რეგისტრ.: 13-August 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



mda
რა ქენი, იყიდე ჰუგლუ? რუსებს აქვთ ძალიან კარგი გამოხმაურება. თავისი იჟები მიწაში აქვთ ჩადებული newsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Shooter
პოსტი Sep 6 2011, 21:59
პოსტი #38


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,228
რეგისტრ.: 2-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საცხა



ციტატა(PREDATOR @ Sep 4 2011, 09:34) *
Shooter newsmile05.gif პომპა რაშუაშია...........



ვიფიქრე რომ ვისაც აინტერესებს თურქული თოფი, დააინტრესებდა ჩემი პოსტი.

რა არის ორ ლულიანი? ლულების ხარისხი და პაიკა და ცაკეტვის სქემა.

თანამედროვე დანადგარები უზრუნველყოფენ სიზუსტეს +- 2 მიკრონი, შებოლვისას მაქსიმალური სიზუსტე იქნება + - 4 მიკრონი, შესაბამისად თანმედროვე ჩარხებზე დამზადებული თოფი იქნება უფრო დიდი რესურსის მქონე, რჩება მხოლოდ ერთი მომენტი გამოყენებული ლითონის მარკა. და რა თქმა უნდა ლულები.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
mda
პოსტი Sep 9 2011, 17:43
პოსტი #39


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 40
რეგისტრ.: 5-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



მოკლედ ვიყიდე ჰუგლუ და ველოდები მომდევნო პარასკევს რომ გამოვიტანო, არადა რა ნელა გადის დრო :(
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
iosebovich
პოსტი Sep 9 2011, 19:00
პოსტი #40


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 248
რეგისტრ.: 13-August 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



mda
გილოცავ ძამიკო. სულ წარმატებით გენადიროს. იმედია გაამართლებს შენ მოლოდინებს. ეხლა ის თქვი რომელი აიღე, 104-ი ჰო? სანამ გახვალ დაწერე შენი პირველი შთაბეჭდილებები და სურათიც თუ შესაძლებელია. კიდევ ერთხელ გილოცავ newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

31 გვერდი V  < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th July 2025 - 21:35