HUGLU VS ИЖ-27, ფასი ხარისხის შედარება. BEST VALUE FOR MONEY |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
HUGLU VS ИЖ-27, ფასი ხარისხის შედარება. BEST VALUE FOR MONEY |
![]()
პოსტი
#446
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
მალხაზი 1984
პრინციპში აქ ყველა აზრი სუბიექტურია. არც მე გამიყვანია ოლიმპიადაზე ![]() მაგრამ საკუთარი და კლუბის გამოცდილებით დავწერე. მქონდა საბჭოთა 3 იჟ 27. 2 ცალი 12 კალიბრი და 1 ცალი 16 კალიბრი ნუ 2 ცალი მომპარეს და ბოლო საბჭოთა იჟ 27 კაკლის კონდახით გავყიდე და ჰუგლუ 104 ვუყიდე ჩემს შვილს. უპიატესობა მხოლოდ მობილჩოკით ვიგრძენი ეხლა ის ჰუგლუც გავყიდე და ატა სპ ვუყიდე. პრინციპში ფასიც ორმაგია თითქმის 1800 ლარი გახდა და საკმაოდ დახვეწილი თოფია რაც შეეხება ამ ტემას ადრეც დავწერე და ეხლაც ვიტყვი, რომ თავიდან რომ ვყიდულობდე იჟ სა და ჰუგლუს შორის მაინც ჰუგლუს ვიყიდდი P.S. ისე პირადათ მე ბრაუნინგით ვნადირობ ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#447
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 311 რეგისტრ.: 19-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
რა თქმა უნდა ბევრი რამ ამ შედარებაში სუბიექტურია. ხშირად გვესმის -"აი ჩემ ძმაკაცს აქვს და...", "აი ამდენ მეტრში იხვი მოვხსენი" და, ა, შ. საერთოდ თოფის ტესტირებისთვის არსებობს მეთოდები, რომლის მიხედვითაც შეიძლება ისინი ერთმანეთს შევადაროთ. ზოგჯერ გვესმის - "აი, 60 მეტრზე ჩემმა ამდენი კაკალი მიიტანა, მისმა კი ამდენი." მაგრამ არ ვწერთ რამდენჯერ იქნა კაკეთებული სროლა? რა ჩოკი იყო გამოყენებული" რა ვაზნა იყო გამოყენებული" და ა. შ. სადღაც მე მიწერია (ახლა ასე უცებ ვერ ვნახულობ), როცა ერთმანეთს აჯიბრებდნენ - ბერეტა ა 100 -ს, მპ 153, მპ 155 და იჟ 26 -ს. და ყველას (ჭრაში და მოიტანაში) აჯობა იჯ 26 მა. ისვრიდენ ერთი და იმავე ფირმის ვაზნებს ერთნაირ პირობებში. ბერეტა ა 100 იყო მეორე ადგილზე.
საერთოდ ყველას თავისი თოფი მოწონს. რა თქმა უნდა (როგორც უკვე ზემოთ ვახსენე) თანამედროვე თურქული თოფები გარეგნულად, და ერგონომიულადაც ბევრად აღემატებიან საბჭოთა თოფებს (მე არ ვახსენებ რუსულს). და არა მართო საბჭოთას. თურების ხის კონდახების წარმოება ერთ ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. მაგრამ მედეგობით, საიმედოობით, თუნდაც ჭრით და მიტანით , და რაც მთავარია ფასით ვერ ჯობნიან ისინი საბჭოთა, ხარისხის ნისნიან თოფებს. მნიშვნელოვანია ჩამოთვლილი კრიტერიუმები? თვითონ განსაჯეთ. რომ ვილაპარაკოთ უპირატესობაზე საჭიროა თუნდა ერიოდე ათწლეული მაინც. რომელ თურქულ თოფს აქვს ანტისეპტორები, რომლის ფასიც არის 1000-1200 ლარი? თუ ვინმე დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ ეს ზედმეტია თოფისთვის? ასეთი სკეპტისებისთვის მინდა მოვიგონიო ერთი ამერიკელი ზღვის ფეხოსნის მოგონება, რომელიც წერდა - "17 წელი ვვარჯიშობდი კუნგ-ფუს საბრძოლო ვარიანტს. და ისე გავიდა სამხედრო სამსახურის მრავალი წელი, რომ ერთხელაც არ გამომიყენებია. გარდა ერთი შემთხვევისა ერაყში. მე რომ ის 17 წელი არ მევარჯიშა ახლა ამ სტრიქონებს თქვენ ვერ წაიკითხავდითო". მე მგონი გასაგებია თმულის შინაარსი. ასეა თფის კონსტრუკციაშიც ანტისეპტორების არსებობაც. შეიძლება მთელი სიცოცხლე ინადირო და არ დაგჭირდეს. და შეიძლება ერთხელ ისეთ "ვალში" ჩაგაგდოს მთელი ცხოვრება ამ ვალიდენ ვერ ამოხვალ. როგორც მეიარაღე კაცი მინდა ვთქვა, რომ "ნე ვსიო ზოლოტო, ჩტო ბლესტიტ". ბევრ თანამედროვე თურქულ თოფებში (და, ახალ რუსულშიაც) მინახავს ლულაში აქერცლილი ქრომი. სამჭოთაში ჯერ არ შემვვედრია. ასევე "ჩიპსანში", ლულის კოლოფში ისეთი ნაწილები ვნახე ... მტერმა დაგვიფაროს. სადღაც აქაც დავდე ეს ინფო. ახლახან მომიტანეს "ატა სპ". ძალიან ლამაზი, მოხერხებილი. გიკავია ხელში, და თითქოს ხელების გაგრძელებააო. მაგრამ ბრაკი შიგნით. რა თქმა უნდა გამოსწორებადი. ეს მხოლოდ იმიტომ ვახსენე, რომ კარგი მაშინაა, როცა ის შემოწმებული გაქვს. გემოვნება კი ყველას თავისი აქვს. ყველას მიმართ პატივისცემით. |
|
|
![]()
პოსტი
#448
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,073 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ხაშური ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#449
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 18 რეგისტრ.: 30-June 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
რა თქმა უნდა ბევრი რამ ამ შედარებაში სუბიექტურია. ხშირად გვესმის -"აი ჩემ ძმაკაცს აქვს და...", "აი ამდენ მეტრში იხვი მოვხსენი" და, ა, შ. საერთოდ თოფის ტესტირებისთვის არსებობს მეთოდები, რომლის მიხედვითაც შეიძლება ისინი ერთმანეთს შევადაროთ. ზოგჯერ გვესმის - "აი, 60 მეტრზე ჩემმა ამდენი კაკალი მიიტანა, მისმა კი ამდენი." მაგრამ არ ვწერთ რამდენჯერ იქნა კაკეთებული სროლა? რა ჩოკი იყო გამოყენებული" რა ვაზნა იყო გამოყენებული" და ა. შ. სადღაც მე მიწერია (ახლა ასე უცებ ვერ ვნახულობ), როცა ერთმანეთს აჯიბრებდნენ - ბერეტა ა 100 -ს, მპ 153, მპ 155 და იჟ 26 -ს. და ყველას (ჭრაში და მოიტანაში) აჯობა იჯ 26 მა. ისვრიდენ ერთი და იმავე ფირმის ვაზნებს ერთნაირ პირობებში. ბერეტა ა 100 იყო მეორე ადგილზე. საერთოდ ყველას თავისი თოფი მოწონს. რა თქმა უნდა (როგორც უკვე ზემოთ ვახსენე) თანამედროვე თურქული თოფები გარეგნულად, და ერგონომიულადაც ბევრად აღემატებიან საბჭოთა თოფებს (მე არ ვახსენებ რუსულს). და არა მართო საბჭოთას. თურების ხის კონდახების წარმოება ერთ ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. მაგრამ მედეგობით, საიმედოობით, თუნდაც ჭრით და მიტანით , და რაც მთავარია ფასით ვერ ჯობნიან ისინი საბჭოთა, ხარისხის ნისნიან თოფებს. მნიშვნელოვანია ჩამოთვლილი კრიტერიუმები? თვითონ განსაჯეთ. რომ ვილაპარაკოთ უპირატესობაზე საჭიროა თუნდა ერიოდე ათწლეული მაინც. რომელ თურქულ თოფს აქვს ანტისეპტორები, რომლის ფასიც არის 1000-1200 ლარი? თუ ვინმე დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ ეს ზედმეტია თოფისთვის? ასეთი სკეპტისებისთვის მინდა მოვიგონიო ერთი ამერიკელი ზღვის ფეხოსნის მოგონება, რომელიც წერდა - "17 წელი ვვარჯიშობდი კუნგ-ფუს საბრძოლო ვარიანტს. და ისე გავიდა სამხედრო სამსახურის მრავალი წელი, რომ ერთხელაც არ გამომიყენებია. გარდა ერთი შემთხვევისა ერაყში. მე რომ ის 17 წელი არ მევარჯიშა ახლა ამ სტრიქონებს თქვენ ვერ წაიკითხავდითო". მე მგონი გასაგებია თმულის შინაარსი. ასეა თფის კონსტრუკციაშიც ანტისეპტორების არსებობაც. შეიძლება მთელი სიცოცხლე ინადირო და არ დაგჭირდეს. და შეიძლება ერთხელ ისეთ "ვალში" ჩაგაგდოს მთელი ცხოვრება ამ ვალიდენ ვერ ამოხვალ. როგორც მეიარაღე კაცი მინდა ვთქვა, რომ "ნე ვსიო ზოლოტო, ჩტო ბლესტიტ". ბევრ თანამედროვე თურქულ თოფებში (და, ახალ რუსულშიაც) მინახავს ლულაში აქერცლილი ქრომი. სამჭოთაში ჯერ არ შემვვედრია. ასევე "ჩიპსანში", ლულის კოლოფში ისეთი ნაწილები ვნახე ... მტერმა დაგვიფაროს. სადღაც აქაც დავდე ეს ინფო. ახლახან მომიტანეს "ატა სპ". ძალიან ლამაზი, მოხერხებილი. გიკავია ხელში, და თითქოს ხელების გაგრძელებააო. მაგრამ ბრაკი შიგნით. რა თქმა უნდა გამოსწორებადი. ეს მხოლოდ იმიტომ ვახსენე, რომ კარგი მაშინაა, როცა ის შემოწმებული გაქვს. გემოვნება კი ყველას თავისი აქვს. ყველას მიმართ პატივისცემით. ინტერსეპტორი თოფზე რათქმა უნდა ზედმეტი არ არის,მაგრამ ზოგ ცნობილ ბრენდებს არ აქვტ ეგ ფუნქცია და ამიტ არაფერი დაშავებულა. Youtub-ზე არის ერთი როლიკი სადაც ნანახია თურქული ვერტიკალი საინტერესო ფუნქციიტ,ესეიგი როცა თოფის ლულები ქვემოდ იყურებიან სასხლეტი მექანიზმი იბლოკება,ანუ გასროლა შეუძლებელია.ეგ სისტემა დამონტაჟდა სერიულ თურქულ თოფზე ამერიკელების მოთხოვნიტ... რაც შეეხება მეორად იტალიურებს,30-35 წლის მერსედესი გირჩევნიატ თუ ახალი ვთქვატ ოპელი? არა მგონია რომ ვინმე მერსი აირჩიოს,აქაც იგივეა,ყველაფერს თავისი დრო აქვს და ადგილი. თურქულ იარაღს რაც შეეხება,ცნობილი და გამოცდილი ბრენდი მირჩევნია იმ ჯართს რომელსაც საფჯოური იარაღი ქვია,ადრეც არ იყო დიდათ კარგი ეხლა თანამედროვე რუსულ თოფების ფონზე კი გამოიყურება იდეალათ,მარტო იდეალური ჯრა და მიტანა არ არის თოფში მთავარი...ბალანსია პირველია და მთავარი,როგორ გიზის ხელში, ამიტომაც ვისაც აქვს საშუალება ცდილობს თავის პარამეტრზე მოარგოს თოფი. დანარჩენი მეორე ხარისხოვანია. |
|
|
![]()
პოსტი
#450
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,134 რეგისტრ.: 30-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი-კახეთი ![]() |
რაც შეეხება მეორად იტალიურებს,30-35 წლის მერსედესი გირჩევნიატ თუ ახალი ვთქვატ ოპელი? არა მგონია რომ ვინმე მერსი აირჩიოს,აქაც იგივეა ძაან ცუდი და შეუფერებელი შედარებაა 50 წლის წინ გამოსული შენახული ბერეტა მირჩევნია ნებისმიერ ახალ იჟ 27ს და თურქს. თურქულ იარაღს რაც შეეხება,ცნობილი და გამოცდილი ბრენდი მირჩევნია იმ ჯართს რომელსაც საფჯოური იარაღი ქვია, გეთანხმები |
|
|
![]()
პოსტი
#451
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 311 რეგისტრ.: 19-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
იდეალური ჯრა და მიტანა არ არის თოფში მთავარი...ბალანსია პირველია ნამდვილად არ მეგონა თუ ბალანსი ჭრა და მიტანაზე მთავარი იყო. გამოდის, რომ თუ თოფს ჭრა და მიტანა არ უვარგა, მაგრამ ბალანსი აქვს კარგი მით ნადირობა უფრო შედეგიანი შეიძლება იყოს? ვფიქრობ რაღაცაში შეცდით. |
|
|
![]()
პოსტი
#452
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი ![]() |
ნამდვილად არ მეგონა თუ ბალანსი ჭრა და მიტანაზე მთავარი იყო. გამოდის, რომ თუ თოფს ჭრა და მიტანა არ უვარგა, მაგრამ ბალანსი აქვს კარგი მით ნადირობა უფრო შედეგიანი შეიძლება იყოს? ვფიქრობ რაღაცაში შეცდით. ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით. თუ თოფს ბალანსი არ აქვს და ხელში ჭერა სიამოვნების მაგივრად გაწუხებს , რად გინდა მასეთი ჭრა და მიტანა 100 მეტრშიც რომ მიჰქონდეს საფანტი. |
|
|
![]()
პოსტი
#453
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 311 რეგისტრ.: 19-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
![]() გაჩუმული ვარ. პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია minchanin: Aug 18 2016, 17:38 |
|
|
![]()
პოსტი
#454
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 18 რეგისტრ.: 30-June 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ნამდვილად არ მეგონა თუ ბალანსი ჭრა და მიტანაზე მთავარი იყო. გამოდის, რომ თუ თოფს ჭრა და მიტანა არ უვარგა, მაგრამ ბალანსი აქვს კარგი მით ნადირობა უფრო შედეგიანი შეიძლება იყოს? ვფიქრობ რაღაცაში შეცდით. მე ვერაფერს დავამატებ,მარტო მოვიყვან ციტატას ერთ ერთი ძველი რუსული წიგნიდან,წიგნის სათაური ასეთია " Как научится хорошо стрелять на охоте" авт.Зернов 1928г. Для хорошей стрельбы на охоте прикладистость ружья важнее боя. Тот кто хочет хорошо научится стрелять на охоте,должен прежде всего обзовистись прикладистым ружьем. ზუსტად ის არის რაც მე წინად ვთქვი.აკტუალობა არც დგეს დაკარგა ეგ ტემამ,თოფი უნდა მოგერგოს მაშინ მიიღებ შედეგს. პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Mister Fox: Aug 18 2016, 20:43 |
|
|
![]()
პოსტი
#455
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 311 რეგისტრ.: 19-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ყველა აზრს აქვს უფლება იარსებოს. მე მაინც ვთვლი, რომ უპირველესია მიტანა, ანუ სიზუსტე. შემდეგ მოდის ჭრა. უმჯობესია სუსტად მოარტყა ვიდრე მძლავრად ააცილო. შემდეგ მოდის იარაღის საიმედოობა. ანუ მსროლელი არ უნდა ფიქრობდეს იმაზე გაისვრის თუ არა მისი იარაღი. მაგალითად, მიუხედავად ბევრი დადებითისა ტოზ 34 -ით მე არ წავალ დათვზე სანადიროდ მისი დამცემი ზამბარების გამო. აი მეოთხეზე კი დავსვავდი იარაღის ერგონომიულობას. ცუდი სიზუსტით, ცუდი ჭრით და ცუდი საიმედოობით, მაგრამ კარგი ერგონომიული თოფით მწყერზედაც კი არ წავალ სანადიროდ. ასეთია ჩმა.
|
|
|
![]()
პოსტი
#456
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 27 რეგისტრ.: 18-August 14 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
სოსო ბატონო,,minchanin''თქვენ გამოცდილი ადამიანი ბრძანდებით იარაღთან დაკავშირებით,ამიტომ მე თქვენი მჯერა.
![]() ![]() ![]() პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია muska1978: Aug 18 2016, 23:07 |
|
|
![]()
პოსტი
#457
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,134 რეგისტრ.: 30-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი-კახეთი ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#458
|
|
![]() ზევსი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 7,032 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#459
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 311 რეგისტრ.: 19-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ყველას გილოცავთ სეზონის გახსნას და გისურვებთ წარმატებებს.
ახლა იმაზე, რის გამოც გადავწყვიტე დამერღვია ჩემივე მორატორია კამათზე, და მინდა ერთი პატარა ინფოს დაწერა. დღეს მომიტანეს "ჰუგლუ 104ა". ერთ ერთი ცნობილი ბიუჯეტური იარაღი. როგორც "ვერტიკალურისთვის" საკმაოდ ერგონომიული და ლამაზი. მაგრამ ქარხნული ბრაკით. მფლობელი ჩიოდა გილზ ვერ იღებსო. დავათვალიერე საგილზეები. და რა აღმოჩნდა - "მუფტის" (ქართულად არ ვიცი რა ქვია), რომელშიაც ლულებია ჩაპრესილი საგილზე ხ**ელის ცენტრები და ლულების საგილზეების ცენტრები ექსცენტრულად არიან ერთმანეთის მიმართ. რის შედეგადაც დეფორმირებული ვაზნა ებჯინება "მუფტის" ერთ მხარეზე გამოშვერილ ნაწილს რაც არ აძლევს გილზს საგილზედან ამოსვლის საშუალებას. საქმე იმაშია, რომ ლულები "მუფტაში" ჩაპრესილია არა გამჭოლად, "კაზიონნიკამდე", როგორც საბჭოთა თოფებში, არამედ "კაზიონნიკიდან" 10 მილიმეტრ მანძილზე შიგნით. მართალი ვთქვა ვერ გამიგია ეს როგორ მოკხდა. თუ კონსტრუკტორმა ასეთი კონსტრუკცია შეიმუშავა, მაშინ დამზადების ტექნილოგიაში უნდა იყოს საგილზის (ლულისა და "მუფტის") ერთდროული დამუშავება. სხვა შემთხვევაში კი ეს ექსცენტრულობა მეტ ნაკლებად, მაგრამ მაინც მოსალოდნელია. რის გამოც წუნის ალბათობა ძალიან მაღალია. ანალოგიურ კვანძში არც ერთ საბჭოთა თოფს ასეთი კონსტრუკცია არ აქვს. რადგან ისინი ან საერთოდ უმუფტოდ იყო დამზადებული, და გილზი პორდაპირ ლულაში ჯდებოდა. ან მუფტაში ლულა გამჭოლად იყო ჩაპრესილი, და ამ შემთხვევაშიაც გილზი, ისევე როგორც წინა შემთხვევაში, პირდაპირ ლულაში იდება. მე ეს იტორია დავწერე, რადგან მოხდა ჩვენი კამათის დროს. თორემ ბევრი სხვა ისტორიები შემიძლია გავიხსენო ბევრის მიერ ნაქებ თურქულ თოფებზე. მაგრამ მე შეგნებულად არ ვწერდი ამაზე, რათა არ მეწყენინებინა თავის თურქულ თოფებს შეყვარებული კოლეგებისთვის. |
|
|
![]()
პოსტი
#460
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8 რეგისტრ.: 7-August 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქუთაისი ![]() |
გილოცავთ ყველას სეზონის გახსნას მეც ასევე წარმატებებს გისურვებთ, არც თურქულ თოფებს ვიცავ ბრატ და არც რუსულს მარა ისე მასეთი შემთხვევები ზოგჯერ საბჭოთა რუსულებშიც იყო, ზოგადად ქარხნულ ბრაკზე მაქ ლაპარაკი, კონკრეტულად მაგი რაც შენ ახსენი მუფტებთან დაკავშირებით არ შემხვედრია, გამიგია დაუშვად ან ჩოკებში ქონდა ლულას ხარვეზი ან სასხლეტ დამცემ სისტემაში რაგაც მცირე მარა სერიოზულ პრობელებს რო წარმოქმნის, ერთ იჟ 26ზე ერთი მშვილდი სხვა მოდელის თოფის იყო მორგებული ქარხნულად)), ამიტო თურქულია თუ რუსული მასეთი შემთხვევები არცაა გასაკვირი
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th July 2025 - 00:52 |