HUGLU VS ИЖ-27, ფასი ხარისხის შედარება. BEST VALUE FOR MONEY |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
HUGLU VS ИЖ-27, ფასი ხარისხის შედარება. BEST VALUE FOR MONEY |
![]()
პოსტი
#61
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 57 რეგისტრ.: 23-October 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
იჟ 27 მართლა კარგი თოფია ჩემი აზრით რათქმაუნდა,მაგრამ სასურველი იქნება ვისაც ორივე გამოცდილი აქვს იმან განსაჯოს ჰუგლუც და იჟ27-ი,მე მაგალითად იჟ27 ძველიც მაკ და ეხლა ზაფხულში ახალიც შევიძინე და ძალიან მასიამოვნა.ერთი კი არის რომ მძიმე არის მაგრამ ხვედრა და დანარჩენი ნამდვილად არ განსხვავდება ერთმანეთისგან.არც ჰუგლუს ვაძაგებ ვიცი რომ ბევრს მოწონს,მაგრამ ძალიან მოხარული ვიქნები თუ ახალი თოფებზე უხარისხობის მითები დაინგრევა.როგორ შეიძლება რუსული თოფი ცუდი იყოს თანაც თბილისში ევროპიდან შემოდის და რა თქმა უნდა რომ შემოწმებული იქნება.მე რომ ვამბობ რუსულ თოფებზე კარგს, ძალიან გთხოვთ ნუ გამოიყვანთ ისე რომ თითქოს სერიოზულ ბრენდებს ვადარებდე.კარგი თოფი რომელია ყველა მონადირე კაცმა იცის
|
|
|
![]()
პოსტი
#62
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#63
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 57 რეგისტრ.: 23-October 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ერთი ამბობს რომ ახალი და ძველი იჟ27 ერთი და იგივეაო და პასუხობენ რომ ძალიან ცდებიო და ნუ ამბობთ ეგრე,მართალია ის კაცი.კიდევ ვიმეორებ რომ ორივე მაქვს ძველიც და ახალიც და ხვედრაში და ბევრ რაღაებში ერთი და იგივეა.ჰუგლუს და იჟ27 რაც შეეხება უბრალოდ ვიღაცას ბიზნესისთვის დაჭირდა რომ ეგ ჭორი აეგორებინა და ასეც მოხდა.მაგალითად მე შემხვედრია ისეთი ხალხიც რომლებსაც თავიდანვე გაუსროლელი ჰუგლუ ბრაკი აღმოუჩენიათ და რა გამოდის რომ ჰუგლუ რომელსაც ამდენი მაქებარი ჰყავს არ ვარგა?მემგონი დამეჯერება ცოტა მაინც იმიტომ რომ ორივეს მფლობელი ვარ და ვარაუდებით არ ვწერ ამას.რუსები არ არიან ჩემი აზრით ისეთი დებილები რომ ერთი რამ რაც შედარებით უვარგოდათ(რუს ქალებს არ ვგულისხმობ,ისინი მართლა ხარისხიანები არიან) ასე ძალიან გაეფუჭებინად რომ ჰუგლუსა და სხვა უბრალო
ფირმების შესადარებელი და საგინებელია და უკეთესი თუ არა იგივე დონის მაინც არ იყოს.ხოშიანი ვირი რუსული თოფია.ეს ჩემი სუბიექტური აზრია რა თქმა უნდა.ერთი კია რომ ქარავანში მიხვალ და ჰუგლუ კი არა შეიძლება მთლიანად თურქეთი შეგაჯავრონ და მაგნუმში თუ მიხვალ იჟის სახელის გაგონებაც არ მოგინდება.ამიტომ გულს ნუ დავწყვიტავთ ტყვილა ნურც ჰუგლუს მფლობელებს და ნურც იჟის.მთავარია პრაკტიკაში თავად გამოვცადოთ.მაგ თოფებში მემგონი დიდი საფიქრალი არაფერი არ არის.ორივე ერთი და იგივეა დონეა ჩემი აზრით |
|
|
![]()
პოსტი
#64
|
|
. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,130 რეგისტრ.: 29-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
cin300
+100000000 |
|
|
![]()
პოსტი
#65
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,028 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თელავი ![]() |
არაა იჟ-27 ძველი და ახალი ერთნაერი. 80-ან წლებამდეს ბევრად უკეთესი ხარისხის იყო და გაწყობის, ,,შტუჩნის,, ხელში რომ დაიჭერდი გესიამოვნებოდა, ყველაფერი მაშინ გააფუჭეს ინდეკსი M-ი რომ დაამატეს, ანუ ,,მოდერნიზაცია,, რომ დაიწყეს რუსული გაგებით. ეს იმას ნიშნავს რომ მსხვერპლი შესწირეს წარმოების ტექნოლოგიების გამარტივებას და თოფი დააუშნოვეს, კონდახის და ტიბჟირის ფორმა შეცვალეს, ხის დეტალები აღარაა მეტალზე გაწყობილი, ლულების წარმოება როტაციულ ჭედვით დაიწყეს და გარეგანი დამუშავება არ უვარგად, სულ ტალღა-ტალღაა ლულის ზედაპირი. ,,ვარანენიეს,, ხარისხზე არაფერს აღარ ვამბობ... ჩვენთან კიდევ საექსპორტო თოფები შემოდის, აბა შიდა ბაზარზე ნახედ რა საშინელ ხარისხის თოფებს უშვებენ ეხლა! ერთად ერთი რაც იჟ-27 შველის ეს არის კარგი კონსტრუკცია და მეტალის ხარისხი. HUGLU-ს რაც შეეხება, ბევრად ხარისხიანადაა აშყობილი, მარტივი კონსტრუქციის თოფებია და ჩვენ რამდენიმე წელიწადში გვეცოდინება რამდენად გამძლე და რა რესურსის მქონე თოფები გამოდგება.
|
|
|
![]()
პოსტი
#66
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 57 რეგისტრ.: 23-October 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ხოდა ძმაო რომ გამოდგება იჟ27 ზე კარგი მაშინ გავლანძღოთ იჟ27.შტუჩნიზე თუ წავიდა აბა ახალი შტუჩნი იჟი ნახე რაარის მართლა ხელოვნების ნიმუშია თავის კონდახებით,გრავიურებით და ყველაფრით.ჩვეულებრივი ახალი იჟ27-ის კონდახი ნამდვილად უხეშია,რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს და ეგ მართლა დიდი წუნია, მაგრამ შეღებილ ჰუგლუს მაინც ჯობია ჩემი აზრით.რაც შეეხება ლულას ნამდვილად ვერ ვამჩნევ ტალღებს.ახალი თოფის საყიდლად რომ შევედი მაღაზიაში ორივე გადმოვაღებინე და ჰუგლუს რომ შევხედე და მისი ბრონზით შეღებილი თურქული უგემოვნობა დავინახე მაშინვე დავაბრუნე და 27 ავიღე.მე კიდე ვიმეორებ არ ვგიჟდები იჟებზე(უბრალოდ არ მაქ საშუალება ფაბარმის,მერკელის,ფრანკოტის და ა.შ)მაგრამ ვერ შევადარებ ჰუგლუს ნამდვილად.ისე ძაან მინდა ძმებო ერტი მაგარი ხელოსნის მოსმენა ჰუგლუზე რომელსაც მე პირადა ვიცნობ გურიაში.მართლა მაგარი ადამიანია და თავისი საქმის მცოდნე.ამ კაცმა ჩემი თოფიც გააბანძა მაგრამ მექანიზმებზე ჰუგლუს არც კი შეადარა პრაქტიკიდან გამომდინარე.სხვათაშორის თურქულებშიც აქო ატა და სტოგერი.ისე მეც მესმის ცოტა რამ თოფის სესახებ.მე ძველი სტენდავიკი ვარ(1990 წელს დავანებე თავი სწავლის გამო) და მასწავლიდა სროლას და თეორიასაც თოფზე ისეთი პიროვნება როგორიც იყო მაგალითად ლეკიშვილი.რაც შეეხება ვარანენიას ჩემს მეგობარს 4 წელია ახალი იჟი აქვს და ვარანენია უწინდებური აქვს.გაითვალიწინეთ ძმებო რომ მე ძველი 27-იც მაქვს და ახალიც და ამიტომაც ვსაუბრობ ამდენს
|
|
|
![]()
პოსტი
#67
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,028 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თელავი ![]() |
შტუჩნიში ვგულისხმობდი მე გაუნჯობესებულ რიგით ხელმისაშვდომ თოფს, რომელიც დიდათ არ განსხვავდებოდა ფასით რიგითისაგან, და არა შეკვეთებით და გამოფენებისათვის საჩვენებლად რომ აკეთებდნენ რუსი ხელოსნები. თქვენი ძველი იჟი რომელ წელსაა გამოშვებული, იქნება არც ისე ძველია, რაკი სხვაობას ვერ ამჩნევთ ხარისხში ძველსა და ახალს შორის? რაც შეეხება HUGLU-ს, შავ კალოდკიან თოფს მიაქციეთ ყურადღება და ბევრად უგებს იჟს გარეგნობით, დახვეწილი ფორმებიაქვს უხეშ იჟთან შედარებით.
|
|
|
![]()
პოსტი
#68
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 57 რეგისტრ.: 23-October 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
საკმაოდ ძველია 81 წელსაა გამოშვებული. აბა როგორ ფიქრობ რატო ვერ ვხედავ სხვაობას? იმიტო რო სხვაობა არაა კონდახის გარდა არანაირი რომელიც აქამდეც ავღნიშნე. შენ ორივეთი გინადირია და დასკვნა იქედან გამოგაქვს?(ირონიით არ გეგონოს გეკითხებოდე მართლა გეკითხები) მე პრაქტიკაში ორივე მაქვს და ფაქტებით იმიტომ ვლაპარაკობ.
|
|
|
![]()
პოსტი
#69
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,028 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თელავი ![]() |
ასეც ვფიქრობდი, 80-ან შლებიდან დაიშყეს რუსებმა ხარისხის გაუარესება და უხარისხიბის პიკს 90-ან წლების დასაწყისში მიახწიეს. მე შვიდი წელი ძველი გამოშვება იჟი მქონდა და ოთხი წელი ახალი ,,მოდერნიზებული,, ძველის არჩევის საშვალება არ მქონდა, აი ახალი კი არ დავიზარე და 30 თოფში ავირჩიე.
|
|
|
![]()
პოსტი
#70
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 57 რეგისტრ.: 23-October 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
სანამ კომუნისტები იყვნენ 27ში რაც შეიცვალა ის რო 1976ში ეჟექტორი დაემატა და მერე ნელნელა სხვა ვარიანტებიც გამოვიდა. ხარისხში კი სხვაობა ნამდვილად არაა მითემეტეს კომუნისტების გამოშვებულ თოფებში. მერე ორივე თუ გქონდა ჩემნაირი სიტუაცია გქონია და ორივეთი თუ ინადირე განსხავება რა ნახე ის მაინტერესებს. მართლა გავითვალისწინებ თუ არგუმენტი დამაჯერებელი იქნება
|
|
|
![]()
პოსტი
#71
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,028 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თელავი ![]() |
სროლაში არანაირი სხვაობა არ ქონდა, ორივეთი წარმატებით ვნადირობდი, სხვათა შორის ახალით უკეთესად, ვინაიდან საცვლელი ჩოკები ქონდა და უფრო უნივერსალური იყო და სხვადასხვა ნადირობისათვის მორგება უკეთესად შეიძლებოდა ახლით. ხარისხით და ვიზუალიდ კი ძველი უკეთესი იყო. წაიკითხედ ჩემი პოსტი #65
|
|
|
![]()
პოსტი
#72
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 57 რეგისტრ.: 23-October 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ბევრ რამეში ერთი აზრი გვაქვს ძმაო და კარგია რო ნელნელა ბევრ რამეში ვთანხმდებით. ვიზუალით ძველი ბმვ-ც მაგარია მარა ახალი ბმვ მაინც ახალია
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#73
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 248 რეგისტრ.: 13-August 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
ბალანსი როგორი აქვს ახალ იჟ-27-ს. ლულა არ ყვინთავს ქვევით? პლუს მძიმეა რაა, რაც გინდა თქვი, 3.4 კგ-ია. თურქულებს საკმაოდ კარგი ბალანსი აქვთ. და კარგი ბალანსი ცოტა არაა.
|
|
|
![]()
პოსტი
#74
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 885 რეგისტრ.: 23-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ციტატა ბალანსი როგორი აქვს ახალ იჟ-27-ს. ლულა არ ყვინთავს ქვევით? მე მქონდა იჟ 27 ახალი, ზოგადად თოფის დაუხვეწაობას (ხის ხარისხი და საერთო უხეში ნაკეთობა) კიდევ დავიკიდებდი, ჭრა მიტანასაც არ ვუჩიოდი, ეჟექტორებმა დამღალა, მარა გაუკეთებელი არც ეგ არ იყო. ყველაზე დიდ დისკომფორტს ზუსტად ეგ მიქმნიდა, რომ დამიზნების დროს ლულა ქვევით ყვინთავს, ეგ კი ვეღარ ვაპატიე ჩემს იჟს და ვუღალატე, სხვაზე გავცვალე. |
|
|
![]()
პოსტი
#75
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 135 რეგისტრ.: 15-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
რუსული თოფი უხეში ნამუშევარია მაგრამ არა მგონია მეტალის ხარისხით თურქები ჯობდნენ
მე ლამაზ თოფს გამძლე და საიმედო მირჩევნია ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th May 2025 - 00:27 |