სიახლე კანონმდებლობაში - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

15 გვერდი V  « < 8 9 10 11 12 > »   
Reply to this topicStart new topic
სიახლე კანონმდებლობაში
ბესო
პოსტი Feb 23 2012, 19:15
პოსტი #136


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა
ნადირობა კი დაუშვეს მაგრამ,

ციტატა
ირემი მხოლოდ დაცულ ტერიტორიებზეა დღესდღეობით, ანუ ნაკრძალებში

ციტატა
ნაკრძალში ნადირობა არ დაიშვება

ქვეყანა კი არადა ცირკში ვცხოვრობთ და კაცი არაა პატრონი, რომ გამოგვიყვანოს ამ მასხარაობიდან....

ნიამორის ლიცენზია 10,000 თქვეს და 15,000 ფიქრობენ მგონი გაზრდას. რომ ეკითხებიან საიდან დაასკვენით ეს ფასიო პასუხი აქვთ "სნოგშიბატელნი" - სულ 30 ცალია დარჩენილიო.... :გულისარევისსმაილიკი:
1 ცალი რომ იყოს დარჩენილი ნახევარ ლიმონს დაადებდნენ ფასს ალბათ?

ვიღაცამ საკუთარი მერკანტილური ინტერესები სახელმწოფო ინტერესებად გაასაღა და ეგრევე დაუშვეს ყველაფერზე ნადირობა. იმედი აქვთ მილიონები შევა ბიუჯეტში ამ მიდგომით... რა დარჩებათ საბოლოოდ ხელში იმასაც ვნახავ. შინაურ ქათმებზეღა ვინადირებთ ალბათ სულ რამოდენიმე წელიწადში!!!

3 წელია ვეხვეწებით, რომ მტაცებლების დახოცვაზე ხელს ნუ უშლით მონადირეებს და პირიქით წაახალისეთთქო და ამათმა ირემზე დაუშვეს ნადირობა...
ამ სამ წელიწადში ბევრი არა მაგრა უკვე შეეტყობოდა რაღაც ჩვენ ნადირ ფრინველს...

შემაზიზღეს უკვე ნადირობა "იბიომატ"... ხან ეს იდიოტური კანონები, ხან ეს უზომო და წახალისებული ბრაკონიერობა, მწყერის ხოცვა მანოკებით და რავი რას აღარ გაიგებ ამ ქვეყანაში....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Feb 23 2012, 19:21
პოსტი #137


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მართალი ხარ ბესარიონ , გეთანხმები :(
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
akela1954
პოსტი Feb 27 2012, 09:46
პოსტი #138


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 246
რეგისტრ.: 18-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(ზახარა @ Feb 23 2012, 10:06) *
akela1954
ძალიან კარგათ ჩამოიყალიბეთ ყველაფერი newsmile05.gif მაგრამ საიდან ითვლიან ინდივიდებს მაინც ვერ მივხდი D.gif

თქვენ გეცოდინებათ , რატომ არ იყვნენ გადაცემაში სამინისტროს წარმომადგენლები ? newsmile05.gif


ცოტა დაგიგვიანეთ პასუხი რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
ალაზანზე ჭალის ტყეების რევიზიაზე ვიყავი წასული (თემურ ტყემალაძემ მგონი ჩემი პროფესიაში დაბრუნება გადაწყვიტა)
ორი დღე ცხენიდან არ ჩამოვსულვარ და სკამზე ჯდომაც მიჭირს. როცა, ბოლო 20-25 წელი ცხენს მხოლოდ ვესტერნებში უყურებ დამეთანხმებით ორ დღეში 50 კმ უნაგირზე ჯდომა, ცოტა არ იყოს ინკვიზიტორების მიერ მოგონილ წამების ხერხს უფრო გავს. ორგანიზმის ყველა უჯრედი დაბეჟილი მაქვს, მაგრამ მაინც ძალიან კარგი იყო.
ბოლო 6 წლის განმავლობაში კაცს ისეთი რამეები უკეთებია, რომ თვალსაც, გულსაც და აზრსაც უხარია. სურათებს ვერ ვდებ ვერანაირად თორემ განახებდით ხოხბის, გნოლის, კაკბის გამოჩეკილ ლაპებს, გარეული ღორების კოლტებს და ირმებს ვოლიერებში გამზადებულს გასაშვებად ბუნებაში, მაგრამ როგორც მუდამ არსებობს ხელის შემშლელი ფაქტორები. უკანონო ტყის ჭრა და საქონლის ძოვება რაზეც არავითარი რეაქცია არა აქვს სახელმწიფოს. კაცი მარტოკაა მიტოვებული (არ არსებობს საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც სახელმწიფომ უნდა მიიღოოს და დააკანონოს) ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე. მართალი, რომ ვთქვა გული გახეთქვაზე გვქონდა მისული როცა უკანონო ტყეკაფები ვნახეთ, ახლად წამოსული ტყის. როგორ გინდა ამას ყველაფერს წინ დაუდგე მართალი, რომ ვთქვა ჯერ ვერ მოვიფიქრე, დაძრული საქმე ისევ უკან მიდის!!!!!!!!!!!!
როგორც ამიხსნეს კვოტების დადგენა მოხდა დაცულ ტერიტორიებზე დათვლილი ნადირფრინველის 5% გამოყვანით, ანუ კალკულატორით. იქვე დაუმტკიცე რომ ბუნებაში დარჩენილი 130 ნიამორის 5% არ არის 5 ნიამორი რომელიც კვოტაში არის მითითებული.
ეხლა მაპატიეთ და ყველა დასმულ კითხვაზე პასუხს გაგცემთ (ჩემი კომპეტენციის ფარგლებში) და ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Feb 28 2012, 20:51
პოსტი #139


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა
ბუნებაში დარჩენილი 130 ნიამორის 5% არ არის 5 ნიამორი რომელიც კვოტაში არის მითითებული.

ვინ დათვალა ნიამორი ან სხვა ინდივიდები და რა მეთოდებით?

ციტატა
ირმებს ვოლიერებში გამზადებულს გასაშვებად ბუნებაში

რა ირმებია? თუკი კეთილშობილი ირემია, მაშინ როგორ მოხდა მაგ ირმების მოპოვება, რა რაოდენობით და დღეს რამდენია გასაშვებად გამზადებული?

ციტატა
(არ არსებობს საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც სახელმწიფომ უნდა მიიღოოს და დააკანონოს)

ამ არ არსებობის და უცოდინრობის დროს ეს ამხელა ცვლილებები-ცხოველებზე ნადირობის დაშვება - რით არის განპირობებული?

მტაცებლებზე ხომ არ იცი რა ხდება?

ირემზე ნადირობის დაშვება რა მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნობით გაკეთდა?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
akela1954
პოსტი Mar 1 2012, 10:12
პოსტი #140


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 246
რეგისტრ.: 18-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



'ბესო'

ვინ დათვალა ნიამორი ან სხვა ინდივიდები და რა მეთოდებით?
ნიამორს რამოდენიმე წელიწადია "ნაკრესი" ითვლის. ეს მონაცემები ირაკლი შავგულიძემ ("ნაკრესის" ხელმძღვანელი) მომაწოდა და არამაქვს არავითარი მიზეზი, რომ არ დავუჯერო.

რა ირმებია? თუკი კეთილშობილი ირემია, მაშინ როგორ მოხდა მაგ ირმების მოპოვება, რა რაოდენობით და დღეს რამდენია გასაშვებად გამზადებული?
ირემლაღი და აქსისი, ეს სამონადირეო მეურნეობისთვისაა და არაფერი საერთო ბუნებაში გაშვებასთან არა აქვს. შეიქმნა ირმისებრთა ოჯახის წარმომადგენლების გამრავლების პრეცენდენტი საქართველოში. კეთილშობილი ირმის ამოღება საქართველოში არ მოხერხდა, ამიტომ ეს სქმე ჯერ გაყინულია.
გუშინწინ ბატონ თემურ ტყემალაძეს დაუკავშირდნენ (მე შევესწარი ამ საუბარს) და შესთავაზეს 40 სული ირემი დაღესტნიდან თან ისეთი ფასი მოხიეს ...... დასაზუსტებელია მარალზეა საუბარი თუ ჩვენ კავკასიურ კეთილშობილზე.

ამ არ არსებობის და უცოდინრობის დროს ეს ამხელა ცვლილებები-ცხოველებზე ნადირობის დაშვება - რით არის განპირობებული?
პირად აზრს მოგახსენებთ; საქმისა და რეალობის უცოდინრობით.

მტაცებლებზე ხომ არ იცი რა ხდება?
მადლობთ კარგად არიან, არც სურდო აქვთ და არც ახველებთ. პირად საუბარში ყველა თანხმდება, რომ მგონი მართლა ბევრი არიან.

ირემზე ნადირობის დაშვება რა მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნობით გაკეთდა
მაგ საკითხის გადაწყვეტაში იმდენივე საღი აზრია რამდენიც დანარჩენ ყველაფერში.
ყველგან გაიძახიან, რომ ირემი მარტო დაცულ ტერიტორიებზე შევინარჩუნეთო და გამოდის, რომ ნადირობა დაცულ ტერიტორიებზე ნებადართულია, რაც დამეთანხმებით, რომ ყოველგვარი ჩარცოებიდან ამოვარდნას ნიშნავს.

გუშინ, როგორც იქნა იმ გერმანელი ექსპერტის დასკვნა წავიკითხე. ირაკლი შავგულიძემ ("ნაკრესის" ხელმძღვანელი) გადმომცა, რისთვისაც დიდი მადლობა. ფორუმზე წაკითხული ინფორმაციის მერე არ ვიყავი მისდამი კეთილგანწყობილი.
ულრიხ ვოჩიკოვსკი, "ნადირობის სექტორის რეფორმის სტრატეგიები საქართველოში", უნდა ვაღიარო, რომ თავისი საქმის ნამდვილი მეტრი ყოფილა (8 დღეში ამ კაცმა, 2 გასვლა ბუნებაში, 09.11-17.11.2009), როგორ შეძლო ასეთი სახელმძღვანელოს შექმნა. ამას რომ კაცი წაიკითხავს თუ რამის გაკეთება უნდა, უკვე გაკეთებული ექნებოდა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kajuberi
პოსტი Mar 1 2012, 10:16
პოსტი #141


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,743
რეგისტრ.: 29-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ნადირობის სეზონის გაგრძელებასთან დაკავშირებით რამე სიახლე ხომ არის ? იძახიან ვითომ გაგრძელელდაო და რამდენად მართალია?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
akela1954
პოსტი Mar 1 2012, 11:15
პოსტი #142


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 246
რეგისტრ.: 18-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(kajuberi @ Mar 1 2012, 11:16) *
ნადირობის სეზონის გაგრძელებასთან დაკავშირებით რამე სიახლე ხომ არის ? იძახიან ვითომ გაგრძელელდაო და რამდენად მართალია?


არ არის მართალი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kajuberi
პოსტი Mar 1 2012, 11:36
პოსტი #143


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,743
რეგისტრ.: 29-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



akela1954
მადლობა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Mar 1 2012, 22:08
პოსტი #144


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



akela1954
მადლობა საინტერესო პასუხებისთვის:

ირმების ამბავმა იმიტომ დამაინტერესა, რომ გიწერია ბუნებაში გასაშვებად არის მზადო... ხოდა მაინტეესებს - სად ბუნებაში? შემოსაზღვრულია ტერიტორია ა ვერ გასცდებიან მის საზღვრებს?

დანარჩენი შენი პასუხები ნუ ვიცოდი, მეც იგივე ინფორმაცია მქონდა და იმასაც ვეჭვობდი, რომ "ჭკუისკოლოფა" კანონმდებლები მგონი დამტვერვის მეთოდით მრავლდებიან... თორემ რაც ჩვენ გვჭირს ამას სხვა ახსნა არ მოეძებნება newsmile05.gif

ციტატა
გუშინ, როგორც იქნა იმ გერმანელი ექსპერტის დასკვნა წავიკითხე. ირაკლი შავგულიძემ ("ნაკრესის" ხელმძღვანელი) გადმომცა, რისთვისაც დიდი მადლობა. ფორუმზე წაკითხული ინფორმაციის მერე არ ვიყავი მისდამი კეთილგანწყობილი.


რომელი გერმანელი ექსპერტის? სამინისტრომ რომ დაიქირავა სამონადირეო კანონმდებლობის დასარეგულირებლად, ჩვენ რომ ცალკე შეხვედრა დავუნიშნეთ და რომ შეგვხვდა, თავის საქმის პროფესიონალი, რომ არის და მერე ამათმა მისი დასკვნები, რომ გააუჩინარეს და არცერთი პუნქტი არ გაითვალისწინეს იმ ექსპერტზე ამბობ?

თუ ერთი და იმავე პიროვნებაზე ვსაუბრობთ მაშინ მიკვირს ამ ფორუმიდან მის შესახებ ცუდი განწყობა რატომ შეგექმნა. კლუბის წევრები რამოდენიმე კაცი პირადად ვართ შეხვედრილი მაგ კაცს ორჯერ და ერთად-ერთი ადამიანი იყო რომელმაც ამ უკუნ სიბნელეში იმედი ჩაგვისახა რაღაცის პოზიტივისკენ შეცვლის!!! დავულაგეთ ყველაფერი თუ რამე დღევანდელი მონადირეებისა და მეთევზეებისთვის პრობლემას წარმოადგენდა. კაცმა ისეთი რამ გვითხრა, რომ ნაღდად არ ველოდი... "როგორ გგონიათ მე რისთვის ვარ აქ ჩამოსული და ჩემი დასკვნა ვის წაადგება? - ყველა ნამდვილად პატიოსანი მონადირე-მეთევზის და ბუნების მოყვარულის საქმე გაკეთდება და არა იმათი ვისაც საკუთარი ჯიბის შევსების მეტი არაფერი აინტერესებსო!!!"

იქნებ ჩვენც გაგვიზიაროთ მისი დასკვნა?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kupra
პოსტი Mar 2 2012, 01:42
პოსტი #145


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,341
რეგისტრ.: 16-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: belinskis 27 tbilisi



ღმერთმა ამრავლოს მცოდნეები და ეგეთი ხალხი თორე დედააქ ნატირები ჩვენ ფლორა ფაუნას იმენა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
akela1954
პოსტი Mar 2 2012, 15:47
პოსტი #146


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 246
რეგისტრ.: 18-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



'ბესო'

შემოსაზღვრულია ტერიტორია ა ვერ გასცდებიან მის საზღვრებს?
ნამდვილად ეგრეა.

რომელი გერმანელი ექსპერტის?
ეგ იქნება მე სხვაზე არ გამიგია.

მაშინ მიკვირს ამ ფორუმიდან მის შესახებ ცუდი განწყობა რატომ შეგექმნა.
ეხლა ვეღარ ვიხსენებ, მაგრამ მგონი მაგ შეხვედრის დროს ითქვა, რომ ტურას და ხოხობს სიმბიოზით, შეხმატკბილებულად შეუძლიათ ცხოვრებაო. მას არ უთქვია, მაგრამ მგონი ეგეც იქ იყო. შეიძლება ვცდები არ არის გამორიცხული.
წაკითხულის შემდეგ ნამდვილად სიმპატიით განვეწყვე ბატონ ულრიხ ვოჩიკოვსკისადმი.

იქნებ ჩვენც გაგვიზიაროთ მისი დასკვნა?
დიდი სიამოვნებით, მაგრამ ელექტრო ვერსია არ მაქვს. ვეცდები ან დავასკანერო ან ფოტო სურათებს გადავუღებ და ისე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მაქსიმუსა
პოსტი Mar 2 2012, 16:26
პოსტი #147


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,073
რეგისტრ.: 3-November 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ხაშური



ველოდები მაგრად მაინტერესებს! small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
romeo 1
პოსტი Mar 2 2012, 21:20
პოსტი #148


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,028
რეგისტრ.: 3-November 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თელავი



რაც ვიღაცის ინტერესებში შედის, ის უცბად გააპრავეს, გადამფრენ ფრინველზე, იხვზე სამი წელია ვიხვეწებით და ვეუბნევით რომ მარტში გადმოდის კახეთში და სეზონი რომ გაგრძელდეს და არავინ არაფერი გააკეთა. მეცნიერული დასკვნა მოითხოვეს, მე საიდან უნდა მიმეტანა გარემოს დაცვაში? ან მაგას რა მეცნიერული დასკვნა უნდა? სირცხვილია მოკლედ რაა, ვის ხელში ვართ!!! გავლენ ხვალ სანადიროდ იხვზე ბიჭები და გაუწერენ ჯარიმებს!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
akela1954
პოსტი Mar 3 2012, 17:01
პოსტი #149


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 246
რეგისტრ.: 18-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



'romeo 1'

გავლენ ხვალ სანადიროდ იხვზე ბიჭები და გაუწერენ ჯარიმებს!


არ მიიღოთ მოწოდებად კანონის დარღვევისკენ, მაგრამ რაც მე თვითონ მოვისმინე ადგილობრივი მოსახლეობისაგან (უკანონო ჭრებზე და ძოვებაზე სანადირო მეურნეობის ტერიტორიაზე დააკავეს და ოქმები გაუფორმეს, რომლებზეც რეაგირება ნოლია სახელმწიფო მოხელეების მხრიდან) : მიდით აძოვეთ და შეშაც გამოიტანეთო (სანადირო მეურნეობის ტერიტორიიდან) ასე მოძღვრავენ ადგილობრივი ხელისუფლები მოსახლეობას ოღონდ მოსახლეობა არ განაწყენდეს და "ბუნტი" არ იყოს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Mar 3 2012, 17:03
პოსტი #150


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



დღეს ჭორად მომივიდა რომ იხვზე მონადირე დააჯარიმეს გუშინ,კახეთში
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

15 გვერდი V  « < 8 9 10 11 12 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th May 2025 - 03:43