სიახლე კანონმდებლობაში |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
სიახლე კანონმდებლობაში |
![]()
პოსტი
#171
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 246 რეგისტრ.: 18-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
'ბესო'
მდაა... ძალიან ზოგადი რაპორტია. ერთ კვირაში კაცმა ეს, რომ დადო ბარაქალა მას. რაც უთხრეს და რაც ანახეს ის დაწერა. ეტყობა სულ არ გაჭირებია იმის დანახვა, რომ დასანახი არაფერი იყო. კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავებას დრო და ფინანსები ჭირდება (კარქა ბლომად ნოლებით). ჭორის დონეზე გავიგე, რომ ნადირფრინველის აღრიცხვის ჩასატარებლად (მთელი ქვეყნის მასშტაბით) 100 000 - მდე ლარი გამოუყვიათ. აღრიცხვა ახალი სეზონის გახსნამდე უნდა მოესწროსო. ეტყობა ჩამოვრჩი ახალ ტექნოლოგიებს. 20 წელია ხალხი ვერ დათვალეს და ტყეში ნადირ-ფრინველის დათვლა ............. მაგრამ 1 ნათლად ჩანს, რომ ჩვენთან ნადირობის სექტორის რეფორმირება უფრო სწორად ნოლიდან შექმნა სასწრაფოდ დასაწყებია გეთანხმები, მაგრამ დასაწყები კი არა წინა საუკუნეში მაინც უნდა დაწყებულიყო, დღეს, რომ რაღაცა შედეგი გვქონოდა. და ეს მეურნეობები არაფერის მომტანი და გასაუქმებელია! აქ კი ვერ დაგეთანხმები, გასაუქმებელი კი არა გასამრავლებელია და რაც უფრო მალე მიხვდებიან ამას მით უკეთესი. სხვა საკითხია სანადირო მეურნეობების მოწყობის ფორმა და საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რომ ამ მეურნეობებმა სწორი მიმართულებით იმუშაონ და შედეგი მოიტანონ. |
|
|
![]()
პოსტი
#172
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მაგ კაცს რაც დაანახეს კარგად ვიცით. და მერე ეს რეპორტიც, რომ მაქსწიმალურად გაასაიდუმლოეს ეგეც კარგად ვიცით.
რაც შეეხება მეურნეობებს - საქართველო იმდენად პატარა ქვეყანაა და კიდევ უფრო პატარა სანადირო სავარგულები აქვს, რომ აქ მეურნეობებმა შეიძლება ფორმალურად შეასრულონ თავისი ფუნქცია მხოლოდ სახელმწიფოს მკაცრი კონტროლის და ფასებში ჩარევის შემთხვევაში, რაც არ მოხდება! ამ კაცმაც იგივე თქვა, რომ საქართველოში სამონადირეო მეურნეობები და კერძოდ ამის ჩალიჩი - იდიოტიზმია და სანამ თქვენი ქვეყანა ამას არ მიხვდება მანამდე არაფერი გამოვაო!!!!!!! |
|
|
![]()
პოსტი
#173
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 246 რეგისტრ.: 18-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
'ბესო'
ნებით თუ უნებლიედ მეც ბევრი მაქვს ამ თემაზე ნაფიქრი. ჩვენ ერთი დიდი ნაბიჯი (ჩვენდა უნებურად) გადადგმული გვაქს. ჩვენ ვიცით სხვების მაგალითებზე რა არ უნდა ვაკეთოთ.საკეთებელი კი ჩვენ რეალობას უნდა მოვარგოთ და ვაკეთოთ. უშეცდომო ამ ქვეყანაზე არავინაა. ვერც ვერავინ ჩვენზე უკეთ ვერ გააკეთებს ჩვენ გასაკეთებელს. სანადირო მეურნეობა ჩემი აზრით (ჩვენი დღევანდელი გადმოსახედიდან) არც სასროლეთია და არც ტირია, არც ფულის შოვნის ნოვატორული მექანიზმი (მე თუ მკითხავ ამოუპირავი ორმოა ამ მხრივ). სანადირო მეურნეობა დღეს ჩვენთან სანადირო ობიექტების გადარჩენის და გამრავლების ერთადერთი და უკონკურენტო ობიექტია, ურომლისოდაც ჩვენ აბორიგენულ სახეობებს გადაშენება უწერია. ჩვენთან არ უნდათ გაიგონ, რომ კონსერვაცია და აღწარმოება სინონიმები არ არის. დაკონსერვებუ პროდუქტს ადრე თუ გვიან მოხმარების ვადა გასდის და იგი უვარგისი ხდება მოსახმარებლად, მითუმეტეს როცა დაკონსერვების დროს ვერ იცავ სტერილურობას და მზა პროდუქტის შენახვის პირობებს (არ გვაქვს დღეს ჩვენ ამის ფუფუნება. დროზე ადრე უნდათ ზამთრისათვის შენახული ხილფაფების დაგემოვნება, კვოტებს ვგულისხმობ). აღწარმოება სანადირო მეურნეობებისათვის მთავარი ამოცანაა, რომლის შესასრულებლად საკანონმდებლო ბაზაა მოსაწესრიგებელი, სპეციალისტების გაზრდაა საჭირო და მათი დაინტერესება, რომ ამ დარგში იმუშაონ და კიდევ ბევრი რაღაცეები. ადამიანებთანაა სალაპარაკო; მონადირეებს ვგულისხმობ, რომლებიც დღეს ჩემი აზრით მართებულად გაბოროტებულები არიან (შეიძლება ვაჭარბებ). საქართველოში იმდენი სანადირო სავარგულია (სწორი მიდგომის შემთხვევაში), რომ ყველას ეყოფა და არა მარტო ჩვენ. თუ გვინდა, რომ ვინადიროთ სანადირო მეურნეობების რაოდენობა უნდა გავზარდოთ და ისინი გარეული ნადირ-ფრინველის "ინკუბატორებად" უნდა ვაქციოთ, საიდანაც მათი განსახლება მოხდება სანადირო სავარგულებში ნადირობის სეზონის გახსნამდე 6 თვით ადრე. |
|
|
![]()
პოსტი
#174
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
akela1954
შენებური შეხედულებით სამონადირეო მეურნეობები დღეიდან დაწყებული შემდეგი 15-20 წლის მანძილზე დოტაციაზე უნდა იყვნენ, რომ ეგ ყველაფერი გამოვიდეს! ან კეთილი ბიძია გვინდა ვინმე, რომ უანგაროდ აკეთოს ეს ყველაფერი და მოგებაზე არ ფიქრობდეს. მე დღეს ესეთი არავინ მეგულება მათ შორის ვისაც სამონადირეო მეურნეობა ამა თუ იმ ფორმით აქვს! |
|
|
![]()
პოსტი
#175
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 246 რეგისტრ.: 18-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
'ბესო'
3-5 წელი მინიმალური დროა, ყველაზე ხელსაყრელი პირობების დროს, სათანადო კადრების შერჩევით, ფრინველზე ნადირობის შემთხვევაში. 5-10 წელი ნადირზე ნადირობისათვის თუ სატროფეო ეგზემპლარებზეა საუბარი. |
|
|
![]()
პოსტი
#176
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia ![]() |
ვეთანხმები akela1954-ს რომ სანადირო მეურნეობების წარმატებული და გამართული ფუნქციონირების აუცილებელი პირობაა სანადირო ფრინველის ფერმების არსებობა. ბუნებრივი გამრავლების ტემპები ვერ გაუძლებენ ნადირობის პრესს. ისევე როგორც სახლს სჭირდება საძირკველი, სან. მეურნეობას - გასაშვებად გამზადებული ფრინველის მომწოდებელი ფერმა. ყველგან ასეა საქმე აწყობილი და ახალ ველოსიპედს რატომ უნდა ვიგონებდეთ?
|
|
|
![]()
პოსტი
#177
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ციტატა 3-5 წელი მინიმალური დროა, ყველაზე ხელსაყრელი პირობების დროს, სათანადო კადრების შერჩევით, ფრინველზე ნადირობის შემთხვევაში. 5-10 წელი ნადირზე ნადირობისათვის თუ სატროფეო ეგზემპლარებზეა საუბარი. რამდენად მოკლე დროც არ უნდა დაჭირდეს... (3-5 წელი არაფერში ეყოფა მაგრამ მაინც) მთელი ეს პერიოდი და კიდევ 1 მაგდენი დოტაციაზე უნდა იყოს ეს სფერო!!!! შესაბამისად სამონადირეო მეურნეობების პერსპექტივა მოგების კუთხით შემდეგი 20 წლის მანძილზე არის 0!!! ხოლო თუკი საკანონმდებლო ბაზა მოერგება რომელიმე 1 მეურნეობისთვის მოგების მიღებას, მაშინ სხვაგან სავარაუდოდ ყველაფერზე აიკრძალება ნადირობა და პრინციპში სანადიროც არ დარჩება არაფერი! ამიტომ არ არის ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის კერძო სამონადირეო მეურნეობები გამართლებული და ეს თქვა იმ კაცმაც, მაგრამ ვინ მოუსმინა!!! ციტატა ბუნებრივი გამრავლების ტემპები ვერ გაუძლებენ ნადირობის პრესს. სხვა ქვეყნებში თუ უძლებს ნორმალური კანონმდებლობის პირობებში - ჩვენთან რატომ ვერ გაიუძლებს ვითომ? კანადურ ბატზე მთელი წელი, ნებისმიერ დროს დაშვებულია ნადირობა - ლიმიტით დღეში 7 ფრთა და უძლებს რატომღაც და ლიმიტის გაზრდაზე მიდის საუბარი - იმიტომ, რომ გადაჭამა ყველაფერი იმ ბატმა!!! |
|
|
![]()
პოსტი
#178
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 246 რეგისტრ.: 18-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
'ბესო'
ხოლო თუკი საკანონმდებლო ბაზა მოერგება რომელიმე 1 მეურნეობისთვის მოგების მიღებას, მაშინ სხვაგან სავარაუდოდ ყველაფერზე აიკრძალება ნადირობა და პრინციპში სანადიროც არ დარჩება არაფერი! ეს ვერ გავიგე ,როგორ შეიძლება საკანონმდებლო ბაზა ერთ მეურნეობას მოერგოს? სხვა ქვეყნებში თუ უძლებს ნორმალური კანონმდებლობის პირობებში - ჩვენთან რატომ ვერ გაიუძლებს ვითომ? კანადურ ბატზე მთელი წელი, ნებისმიერ დროს დაშვებულია ნადირობა - ლიმიტით დღეში 7 ფრთა და უძლებს რატომღაც და ლიმიტის გაზრდაზე მიდის საუბარი - იმიტომ, რომ გადაჭამა ყველაფერი იმ ბატმა!! ნორმალური კანონმდებლობის, ჩრდილოეთ კანადის ურბანიზაციის ხარისხი და კიდევ ბევრი რამეა ამის ხელშემწყობი, რაც ჩვენ არ გაგვაჩნია დღეს. ჰო და მაგ ბატებზე იმდენი პროექტი მუშაობს დღეს რომ მთელ ჩვენ ქვეყანას ეყოფოდა სამონადირეო აყვავებისათვის. კანადურ ბატზე მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ აბორიგენ მოსახლეობას აქვს ნადირობის უფლება. დანარჩენებისთვის იქაც არის შეზღუდვები. აღარ მახსოვს, მაგრამ სამონადირეო მოსაკრებელი და სანადირო ნებართვა კანადაში იაფი არ უნდა იყოს თუნდაც, გადამფრენ ფრინველზე. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ნადირობა აღარასოდეს აღარ იქნება ისეთი იაფი (გარეული ღორის მოსაპოვებელი ლიცენზია სსსრ-ის დროს 14 მანეთი და 50 კაპიკი ღირდა და გადამფრენზე ნადირობა მხოლოდ საწევროს გადახდით "მონადირეთა კავშირში"), როგორც გვახსოვს ან გადმოცემით გაგვიგია და ამასთან შეგუება ადრე თუ გვიან მოგვიწევს, თუ არადა სანადირო ობიექტი საერთოდ აღარ დარჩება. როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს ალბათ ბევრ ვინმეს (ჩემი თამადობით) გახსენებებით მოგვიწევს თავის შეყოლიება. აქ ესე ნაგლეჯ-ნაგლეჯ წერას ხომ არ მოგვეწყო ერთი შეხვედრა, თან ვატყობ რომ ფორუმის წევრებიც არ იკლავენ თავს საკითხის განხილვაში ჩართვაზე. |
|
|
![]()
პოსტი
#179
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ციტატა ეს ვერ გავიგე ,როგორ შეიძლება საკანონმდებლო ბაზა ერთ მეურნეობას მოერგოს? როგორ და როგორც აქამდე ერგებოდა ხოლმე 2-3 სამონადირეო მეურნეობის მოთხოვნებს! ხოლო ყველა სხვა დანარჩენი მონადირეები მხოლოდ გადამფრენი ფრინველების იმედად იყვნენ დარჩენილები! - ისე როგორც ადრე ლობირებდა ხოლმე სამინისტროს ზოგი ჩინოსანი არსებულ სამონადირეო მეურნეობებს და როდესაც ვითხოვდით, რომ დაეშვათ სხვადასხვა ცხოველებზე - მათ შორის მტაცებლებზე ნადირობას - ესე გვპასუხობდნენ, რომ მერე მეურნეობებმა რა ქნან ცოდოები არ არიანო???? ციტატა მაგ ბატებზე იმდენი პროექტი მუშაობს დღეს რომ მთელ ჩვენ ქვეყანას ეყოფოდა სამონადირეო აყვავებისათვის. ამას ვიძახი ზუსტად, რომ დღეს მეურნეობებისთვის ნორმალური კანონმდებლობის პირობებში მხოლოდ დოტაციაა გამოსავალი - სანამ არ მოძლიერდება ფაუნა! როგორც მეგობრისგან ვიცი - კანადის მოქალაქეა - ნებისმიერი მონადირისთვის ვინც რა თქმა უნდა ლიცენზიის ფულს იხდის მთელი წელი დაშვებულია ნადირობა ბატზე და არანაირი პრივილეგია აბორიგენებს მაგ საკითხში არ აქვთ! ზუსტად იმას გავყვიროდით 3 წელია, რომ დაუშვით ნადირობა ყველაფერზე და დააწესეთ გადასახადითქო - ხოდა როგორც იქნა წელს რაღაც გაკეთდა და ისიც დამახინჯებულად (და ისიც იმიტომ, რომ ვიღაცის ინტერესში შედის!!!)! ვინ სად რა უნდა გადაიხადოს, რა ვადით ან რამდენის მოპოვებისთვის ეს საკითხებიც კი არ არის დაზუსტებული. ციტატა აქ ესე ნაგლეჯ-ნაგლეჯ წერას ხომ არ მოგვეწყო ერთი შეხვედრა ნებისმიერ უახლოეს ღვინისძიებაზე სიამოვნებით დაგხვდებით ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#180
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia ![]() |
ციტატა ბუნებრივი გამრავლების ტემპები ვერ გაუძლებენ ნადირობის პრესს. სხვა ქვეყნებში თუ უძლებს ნორმალური კანონმდებლობის პირობებში - ჩვენთან რატომ ვერ გაიუძლებს ვითომ? კანადურ ბატზე მთელი წელი, ნებისმიერ დროს დაშვებულია ნადირობა - ლიმიტით დღეში 7 ფრთა და უძლებს რატომღაც და ლიმიტის გაზრდაზე მიდის საუბარი - იმიტომ, რომ გადაჭამა ყველაფერი იმ ბატმა!!! უკეთეს მაგალითს მოგიყვან - ახალზელანდიური თუ ავსტრალიური ბოცვერი. ვერანაირი სანადირო პრესი ვერ უძლებს მათი გამრავლების ტემპებს. ![]() მემგონი ასეთი მაგალითები არ გამოდგება ხოხობთან, კაკაბთან და გნოლთან პარალელების გასავლებად. სხვათაშორის ეს ციტატა სულ სხვა აზრით იყო დატვირთული, ანუ სანადირო მეურნეობაში უშვებენ შესაძლო მაქსიმალური რაოდენობის მოზარდს, რისგანაც სეზონზე იღებენ მაქსიმუმს და არ უყურებენ რამდენი დარჩება, რადგან მეორე წელს ისევე უშვებენ საჭირო რაოდენობას სავარგულში. ამით მეურნეობა აღწევს მაქსიმალურ ბრუნვას - მეტ კლიენტსაც მოემსახურება და ფასის გაიაფების ტენდენციაც უფრო იქნება. მარტო ადგილობრივი პოპულაციის რეპროდუქციული რესურსის იმედზე, ამოსაღები ფრინველის რაოდენობა ვითომ იმდენივე იქნება? თუ დაველოდოთ სანამ ხოხობი და გნოლი გადაჭამს საქართველოს? |
|
|
![]()
პოსტი
#181
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 246 რეგისტრ.: 18-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
'AlekoN'
მემგონი ასეთი მაგალითები არ გამოდგება ხოხობთან, კაკაბთან და გნოლთან პარალელების გასავლებად. გეთანხმები. მარტო ადგილობრივი პოპულაციის რეპროდუქციული რესურსის იმედზე, ამოსაღები ფრინველის რაოდენობა ვითომ იმდენივე იქნება?იმდენივე კი არა დროთა განმავლობაში სულ აღარ იქნება თუ დაველოდოთ სანამ ხოხობი და გნოლი გადაჭამს საქართველოს? აი მაგის საშიშროება კი ნამდვილად არ გვემუქრება. ერთი რამეც არის, იქნება და ვინმემ უკეთესი და უფრო მოკლე და სწორი გზა იცის. დღეს ჩვენთან იმდენი მენეჯმენტის ექსპერტი და საზღვარგარეთ ნასწავლი სპეციალისტია, ნუთუ არავინ იცის დანგრეულის აშენების ხელობა. სანამ კიდე მოიპოვება სამშენებლო მასალა და მუქთა მუშახელი. |
|
|
![]()
პოსტი
#182
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 246 რეგისტრ.: 18-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
'ბესო'
როგორ და როგორც აქამდე ერგებოდა ხოლმე 2-3 სამონადირეო მეურნეობის მოთხოვნებს! არც ერთი კანონი არ ასახავს სანადირო მეურნეობის შესაქმნელად საჭირო პირობებს, გარდა ზოგადი ფრაზებისა რომლებიც, იურიდიული კაუისტიკისათვის ინტერპრეტაციის ფართო ასპარეზს სტოვებს. კანონს კანონქვემდებარე აქტები ჭირდება, რომლებიც უფლება მოვალეობებს ჩარჩოებში სვავს და მხოლოდ ერთაზროვნად იკითხება. მათ შორის მტაცებლებზე ნადირობას - ესე გვპასუხობდნენ, რომ მერე მეურნეობებმა რა ქნან ცოდოები არ არიანო???? რა ხეირი აქვს სანადირო მეურნეობისათვის მტაცებელ ნადირზე ნადირობის აკრძალვას? სამონადირეო მეურნეობის წარმართვის მთავარ პირობად მის ტერიტორიაზე მტაცემელის სრული განადგურებაა, რაშიც დიდძალი თანხა და ადამიანური რესურსი იხარჯება. სანადირო მეურნეობა არ არის იზოლირებული თავისუფალი ტერიტორიებისაგან და რაც არ უნდა ასუფთაო იგი მტაცებლისაგან, თავისუფალი ტერიტორიიდან მტაცებელი მაინც შედის შიგ იმიტომ, რომ იქ მას საკვები ხვდება (ან არ ხვდება, იმდენად დიდია მტაცებლების პრესი მოსაშენებელ, პოტენციურ საკვებ ობიექტებზე). მე არ გამიგია, რომ რომელიმე არსებულ სანადირო მეურნეობაში გაყიდულიყოს ლიცენზია მგლის, ტურის, მელიის, გარეული კატის, ენოტის ........ მოპოვებაზე. აბა რატომ არიან ცოდოები. ეს უფრო სანადირო მეურნეობის და სამონადირეო საზოგადოების დაპირისპირების მიზანმიმართულ პროპაგანდას ჰგავს, როცა შენ საკეთებელ საქმეს სხვას გადააბარებ და მერე იმისგან კიდე ბუას შექმნი ემანდ ჩემზე ფიქრის დრო არ დარჩეთო (მრავალ ჭირ-ვარამ გამოვლილი მეთოდია). ამას ვიძახი ზუსტად, რომ დღეს მეურნეობებისთვის ნორმალური კანონმდებლობის პირობებში მხოლოდ დოტაციაა გამოსავალი - სანამ არ მოძლიერდება ფაუნა! დოტაცია კარგია, მაგრამ ხედავ სადმე ამ დოტაციის წყაროს? მეც არ დავინტერესებულვარ სად მიდის ნადირობის ნებართვის მოსაკრებელი ფული? ბიუჯეტამდე რომ მივა მჯერა, მაგრამ მერე რას ხმარდება? მართალი გითხრა არც ის ვიცი რამდენი გროვდება. რით არ არის დოტაციის წყარო, ეს სუფთა კოსმოსიდან მოსული ფული, რომლის შოვნის ხარჯი მხოლოდ ბანკის მოხელეების შრომაა და არა სამონადირეო საქმისათვის გაწეული დანახარჯების დაფარვა თუნდაც მოგებით. ზუსტად იმას გავყვიროდით 3 წელია, რომ დაუშვით ნადირობა ყველაფერზე და დააწესეთ გადასახადითქო - ხოდა როგორც იქნა წელს რაღაც გაკეთდა და ისიც დამახინჯებულად (და ისიც იმიტომ, რომ ვიღაცის ინტერესში შედის!!!) ინტერესი, რომ არსებობს ძალიან კარგია, მაგრამ ამ ინტერესის პატრონმა (თუ რა საკვირველია უცხოელი არ იყო) ძველი ქართული ანდაზა არ იცოდა, ვინ უნდა დაესაქმებინა. არ ვიცი შეიძლება უკანაც მიყვება და ცდის. ნებისმიერ უახლოეს ღვინისძიებაზე სიამოვნებით დაგხვდებით ერთი პერიოდი კახეთში მიწევდა მუშაობა და კახელ კოლეგებთან მეგობრული (ეტყობა ძალიან მეგობრული) ურთიერთობა მქონდა. დილით ადრე ჩასულს ეგრევე სუფრასთან დაჯდომას მთხოვდნენ, რაც საქმიანი ურთიერთობებისთვის მიზანშეუწონლად მიმაჩნდა და რბილად, რომ ვთქვა რეგლამენტშიც არ ჯდებოდა. საქმე ადგილიდან არ იძვრებოდა, პროექტის შესრულებაც საფრთხის წინაშე აღმოჩნდა და გარკვეულ წილად ჩემთვის გადაწყვეტილი მქონდა, პროექტის წარუმატებლობა. მორიგი ვიზიტის დროს (არ მინდოდა ამ ხალხის პიროვნული წყენინება) ყველაფერი მათი სცენარით განვითარდა და რა საკვირველია მეც ვალის მოხდის მიზნით თუ განგების ნებით მაინც ვცადე პროექტთან დაკავშირებული თემის მცირე მიმოხილვა: და ჰოი საკვირველებავ "ტყუილად მაინც ხომ არ ჩაივლის ........" დაინტერესება და საქმის განხილვა იქ უნდა გენახათ. პროექტი ერთ-ერთ წარმატებულად გადაიქცა და ძალზედ კარგი შედეგიც დადო. ჰოდა, რადგან ამ დალოცვილ ქართველებს (გამოცდილებიდან გამომდინარე) ღვინის ძიების პროცესში რეალობის შეფასების და ფანტაზიების ხორცშესხმის დიდი უნარი გაგვაჩნია თანახმა ვარ ღვინის ძიების პროცესში განვიხილოთ სამონადირეო საქმიანობის დღევანდელბა და პერსპექტივები. P.S. ეს ამბავი მაშინ მოხდა როცა ხალხი ჯერ კიდევ ბნელი იყოდა დღევანდელობასთან კავშირი არ აქვს. |
|
|
![]()
პოსტი
#183
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
თუ დაველოდოთ სანამ ხოხობი და გნოლი გადაჭამს საქართველოს? ნუ ეს სამწუხაროდ ჩვენი დღევანდელი კულტურის და მდგომარეობის გათვალისწინებით არასდროს მოხდება !!! ნადირ-ფრინველის გამრავლება მოხდება მაშინ , როცა მონადირეები ბრაკონიერულ გზებს სრულიად აღმოფხ**იან და ნადირობის კულტურას ჩამოაყალიბებენ !! ეს ძალიან რთულია მესმის ![]() ![]() აქ ლაპარაკია მეურნეუბების ჩართვას ნადირ-ფრინველის გამრავლებასთან , მივესალმები ამ პროცესს თუ ესე მოხდა , მაგრამ რამდენიც გინდა ამრავლე და გაუშვი , იქ სადაც ბრაკონიერს ხელი მიუწვდება მეურნეობების გარეთ- უმაწყალოთ გადაშენდებიან ყველა ინდივიდი !!! ბოლო-ბოლო ისევ სამონადირეო მეურნეობებთან მივდივართ რაც ჩვეულებრივ მოკვდავ მონადირეებს მატერიალურ თვალსაზრისით , მისვლა გაუჭირდება ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#184
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
რა ხეირი აქვს სანადირო მეურნეობისათვის მტაცებელ ნადირზე ნადირობის აკრძალვას? მე რაც აზრი გამოვიტანე იგულისხმეს , რომ მტაცებლებზე ნადირობის დაშვებით (ფულადი წახალისებით) გამოიწვევდა მეურნეობების გარეთ სანადირო ობიექტების გამრავლებას და კერძო მეურნეობებში , უმრავლესობა აღარ დახარჯავდნენ სოლიდურ თანხებს ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#185
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia ![]() |
ზახარა
მე რაც აზრი გამოვიტანე იგულისხმეს , რომ მტაცებლებზე ნადირობის დაშვებით (ფულადი წახალისებით) გამოიწვევდა მეურნეობების გარეთ სანადირო ობიექტების გამრავლებას და კერძო მეურნეობებში , უმრავლესობა აღარ დახარჯავდნენ სოლიდურ თანხებს ე.ი. თავისი პირით უთქვიათ, მავნებლები ვართო, რადგან სასარგებლო სანადირო ნადირ-ფრინველის გამრავლების მოწინააღმდეგეები ყოფილან მთელი საქართველოს ტერიტორიაზე?! ამაზე უნდა გადაგეკრათ სიტყვა მათთვის. საქმე იმაშია, რომ მეურნეობამ ფერმის მიერ მოწოდებული ფრინველით (ყოველწლიური გაშვებების სახით), უკეთესი დაცვით (როგორც ორფეხებისგან, ასევე ოთხფეხებისაგან), უნდა მიაღწიოს ნადირ-ფრინველის მაღალ სიმჭიდროვეს სახელმწიფო სავარგულებთან შედარებით (კერძო საკუთრებას მაინც სხვანაირად უფრთხილდები, ხომ იცი), სადაც არც დამატებით უშვებს ვინმე რამეს, არც დაცვაა ისეთი ეფექტური და სანადირო პრესიც მეტია. აი რითი უნდა გაუწიოს კონკურენცია მეურნეობამ დანარჩენ ადგილებს. ისევ ფრინველის მომწოდებელთან მივდივართ, თორემ დღევენდელ პირობებში მეურნეობას შეუძლია დაიცვას კიდეც სავარგული და მტაცებელიც შეავიწროვოს ასე თუ ისე. თუმცა აქაცაა სხვა მასშტაბის პრობლემები, რომელიც მეურნეობის ფარგლებს სცილდება, სამწუხაროდ. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th July 2025 - 02:18 |