სიახლე კანონმდებლობაში - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

15 გვერდი V  « < 11 12 13 14 15 >  
Reply to this topicStart new topic
სიახლე კანონმდებლობაში
AlekoN
პოსტი Mar 23 2012, 11:04
პოსტი #176


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



ვეთანხმები akela1954-ს რომ სანადირო მეურნეობების წარმატებული და გამართული ფუნქციონირების აუცილებელი პირობაა სანადირო ფრინველის ფერმების არსებობა. ბუნებრივი გამრავლების ტემპები ვერ გაუძლებენ ნადირობის პრესს. ისევე როგორც სახლს სჭირდება საძირკველი, სან. მეურნეობას - გასაშვებად გამზადებული ფრინველის მომწოდებელი ფერმა. ყველგან ასეა საქმე აწყობილი და ახალ ველოსიპედს რატომ უნდა ვიგონებდეთ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Mar 23 2012, 14:06
პოსტი #177


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა
3-5 წელი მინიმალური დროა, ყველაზე ხელსაყრელი პირობების დროს, სათანადო კადრების შერჩევით, ფრინველზე ნადირობის შემთხვევაში.
5-10 წელი ნადირზე ნადირობისათვის თუ სატროფეო ეგზემპლარებზეა საუბარი.


რამდენად მოკლე დროც არ უნდა დაჭირდეს... (3-5 წელი არაფერში ეყოფა მაგრამ მაინც) მთელი ეს პერიოდი და კიდევ 1 მაგდენი დოტაციაზე უნდა იყოს ეს სფერო!!!! შესაბამისად სამონადირეო მეურნეობების პერსპექტივა მოგების კუთხით შემდეგი 20 წლის მანძილზე არის 0!!! ხოლო თუკი საკანონმდებლო ბაზა მოერგება რომელიმე 1 მეურნეობისთვის მოგების მიღებას, მაშინ სხვაგან სავარაუდოდ ყველაფერზე აიკრძალება ნადირობა და პრინციპში სანადიროც არ დარჩება არაფერი! ამიტომ არ არის ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის კერძო სამონადირეო მეურნეობები გამართლებული და ეს თქვა იმ კაცმაც, მაგრამ ვინ მოუსმინა!!!


ციტატა
ბუნებრივი გამრავლების ტემპები ვერ გაუძლებენ ნადირობის პრესს.


სხვა ქვეყნებში თუ უძლებს ნორმალური კანონმდებლობის პირობებში - ჩვენთან რატომ ვერ გაიუძლებს ვითომ? კანადურ ბატზე მთელი წელი, ნებისმიერ დროს დაშვებულია ნადირობა - ლიმიტით დღეში 7 ფრთა და უძლებს რატომღაც და ლიმიტის გაზრდაზე მიდის საუბარი - იმიტომ, რომ გადაჭამა ყველაფერი იმ ბატმა!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
akela1954
პოსტი Mar 23 2012, 18:54
პოსტი #178


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 246
რეგისტრ.: 18-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



'ბესო'
ხოლო თუკი საკანონმდებლო ბაზა მოერგება რომელიმე 1 მეურნეობისთვის მოგების მიღებას, მაშინ სხვაგან სავარაუდოდ ყველაფერზე აიკრძალება ნადირობა და პრინციპში სანადიროც არ დარჩება არაფერი!

ეს ვერ გავიგე ,როგორ შეიძლება საკანონმდებლო ბაზა ერთ მეურნეობას მოერგოს?

სხვა ქვეყნებში თუ უძლებს ნორმალური კანონმდებლობის პირობებში - ჩვენთან რატომ ვერ გაიუძლებს ვითომ? კანადურ ბატზე მთელი წელი, ნებისმიერ დროს დაშვებულია ნადირობა - ლიმიტით დღეში 7 ფრთა და უძლებს რატომღაც და ლიმიტის გაზრდაზე მიდის საუბარი - იმიტომ, რომ გადაჭამა ყველაფერი იმ ბატმა!!

ნორმალური კანონმდებლობის, ჩრდილოეთ კანადის ურბანიზაციის ხარისხი და კიდევ ბევრი რამეა ამის ხელშემწყობი, რაც ჩვენ არ გაგვაჩნია დღეს. ჰო და მაგ ბატებზე იმდენი პროექტი მუშაობს დღეს რომ მთელ ჩვენ ქვეყანას ეყოფოდა სამონადირეო აყვავებისათვის.
კანადურ ბატზე მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ აბორიგენ მოსახლეობას აქვს ნადირობის უფლება. დანარჩენებისთვის იქაც არის შეზღუდვები.
აღარ მახსოვს, მაგრამ სამონადირეო მოსაკრებელი და სანადირო ნებართვა კანადაში იაფი არ უნდა იყოს თუნდაც, გადამფრენ ფრინველზე. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ნადირობა აღარასოდეს აღარ იქნება ისეთი იაფი (გარეული ღორის მოსაპოვებელი ლიცენზია სსსრ-ის დროს 14 მანეთი და 50 კაპიკი ღირდა და გადამფრენზე ნადირობა მხოლოდ საწევროს გადახდით "მონადირეთა კავშირში"), როგორც გვახსოვს ან გადმოცემით გაგვიგია და ამასთან შეგუება ადრე თუ გვიან მოგვიწევს, თუ არადა სანადირო ობიექტი საერთოდ აღარ დარჩება. როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს ალბათ ბევრ ვინმეს (ჩემი თამადობით) გახსენებებით მოგვიწევს თავის შეყოლიება.
აქ ესე ნაგლეჯ-ნაგლეჯ წერას ხომ არ მოგვეწყო ერთი შეხვედრა, თან ვატყობ რომ ფორუმის წევრებიც არ იკლავენ თავს საკითხის განხილვაში ჩართვაზე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Mar 23 2012, 19:34
პოსტი #179


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა
ეს ვერ გავიგე ,როგორ შეიძლება საკანონმდებლო ბაზა ერთ მეურნეობას მოერგოს?


როგორ და როგორც აქამდე ერგებოდა ხოლმე 2-3 სამონადირეო მეურნეობის მოთხოვნებს! ხოლო ყველა სხვა დანარჩენი მონადირეები მხოლოდ გადამფრენი ფრინველების იმედად იყვნენ დარჩენილები! - ისე როგორც ადრე ლობირებდა ხოლმე სამინისტროს ზოგი ჩინოსანი არსებულ სამონადირეო მეურნეობებს და როდესაც ვითხოვდით, რომ დაეშვათ სხვადასხვა ცხოველებზე - მათ შორის მტაცებლებზე ნადირობას - ესე გვპასუხობდნენ, რომ მერე მეურნეობებმა რა ქნან ცოდოები არ არიანო????

ციტატა
მაგ ბატებზე იმდენი პროექტი მუშაობს დღეს რომ მთელ ჩვენ ქვეყანას ეყოფოდა სამონადირეო აყვავებისათვის.

ამას ვიძახი ზუსტად, რომ დღეს მეურნეობებისთვის ნორმალური კანონმდებლობის პირობებში მხოლოდ დოტაციაა გამოსავალი - სანამ არ მოძლიერდება ფაუნა!

როგორც მეგობრისგან ვიცი - კანადის მოქალაქეა - ნებისმიერი მონადირისთვის ვინც რა თქმა უნდა ლიცენზიის ფულს იხდის მთელი წელი დაშვებულია ნადირობა ბატზე და არანაირი პრივილეგია აბორიგენებს მაგ საკითხში არ აქვთ!

ზუსტად იმას გავყვიროდით 3 წელია, რომ დაუშვით ნადირობა ყველაფერზე და დააწესეთ გადასახადითქო - ხოდა როგორც იქნა წელს რაღაც გაკეთდა და ისიც დამახინჯებულად (და ისიც იმიტომ, რომ ვიღაცის ინტერესში შედის!!!)!

ვინ სად რა უნდა გადაიხადოს, რა ვადით ან რამდენის მოპოვებისთვის ეს საკითხებიც კი არ არის დაზუსტებული.


ციტატა
აქ ესე ნაგლეჯ-ნაგლეჯ წერას ხომ არ მოგვეწყო ერთი შეხვედრა

ნებისმიერ უახლოეს ღვინისძიებაზე სიამოვნებით დაგხვდებით newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
AlekoN
პოსტი Mar 23 2012, 22:34
პოსტი #180


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



ციტატა(mgalobla @ 23rd March 2012 - 15:06) *
ციტატა
ბუნებრივი გამრავლების ტემპები ვერ გაუძლებენ ნადირობის პრესს.


სხვა ქვეყნებში თუ უძლებს ნორმალური კანონმდებლობის პირობებში - ჩვენთან რატომ ვერ გაიუძლებს ვითომ? კანადურ ბატზე მთელი წელი, ნებისმიერ დროს დაშვებულია ნადირობა - ლიმიტით დღეში 7 ფრთა და უძლებს რატომღაც და ლიმიტის გაზრდაზე მიდის საუბარი - იმიტომ, რომ გადაჭამა ყველაფერი იმ ბატმა!!!


უკეთეს მაგალითს მოგიყვან - ახალზელანდიური თუ ავსტრალიური ბოცვერი. ვერანაირი სანადირო პრესი ვერ უძლებს მათი გამრავლების ტემპებს. newsmile05.gif
მემგონი ასეთი მაგალითები არ გამოდგება ხოხობთან, კაკაბთან და გნოლთან პარალელების გასავლებად.
სხვათაშორის ეს ციტატა სულ სხვა აზრით იყო დატვირთული, ანუ სანადირო მეურნეობაში უშვებენ შესაძლო მაქსიმალური რაოდენობის მოზარდს, რისგანაც სეზონზე იღებენ მაქსიმუმს და არ უყურებენ რამდენი დარჩება, რადგან მეორე წელს ისევე უშვებენ საჭირო რაოდენობას სავარგულში. ამით მეურნეობა აღწევს მაქსიმალურ ბრუნვას - მეტ კლიენტსაც მოემსახურება და ფასის გაიაფების ტენდენციაც უფრო იქნება. მარტო ადგილობრივი პოპულაციის რეპროდუქციული რესურსის იმედზე, ამოსაღები ფრინველის რაოდენობა ვითომ იმდენივე იქნება? თუ დაველოდოთ სანამ ხოხობი და გნოლი გადაჭამს საქართველოს?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
akela1954
პოსტი Mar 23 2012, 23:00
პოსტი #181


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 246
რეგისტრ.: 18-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



'AlekoN'
მემგონი ასეთი მაგალითები არ გამოდგება ხოხობთან, კაკაბთან და გნოლთან პარალელების გასავლებად.
გეთანხმები.

მარტო ადგილობრივი პოპულაციის რეპროდუქციული რესურსის იმედზე, ამოსაღები ფრინველის რაოდენობა ვითომ იმდენივე იქნება?იმდენივე კი არა დროთა განმავლობაში სულ აღარ იქნება

თუ დაველოდოთ სანამ ხოხობი და გნოლი გადაჭამს საქართველოს?
აი მაგის საშიშროება კი ნამდვილად არ გვემუქრება.

ერთი რამეც არის, იქნება და ვინმემ უკეთესი და უფრო მოკლე და სწორი გზა იცის. დღეს ჩვენთან იმდენი მენეჯმენტის ექსპერტი და საზღვარგარეთ ნასწავლი სპეციალისტია, ნუთუ არავინ იცის დანგრეულის აშენების ხელობა. სანამ კიდე მოიპოვება სამშენებლო მასალა და მუქთა მუშახელი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
akela1954
პოსტი Mar 24 2012, 00:28
პოსტი #182


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 246
რეგისტრ.: 18-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



'ბესო'
როგორ და როგორც აქამდე ერგებოდა ხოლმე 2-3 სამონადირეო მეურნეობის მოთხოვნებს!
არც ერთი კანონი არ ასახავს სანადირო მეურნეობის შესაქმნელად საჭირო პირობებს, გარდა ზოგადი ფრაზებისა რომლებიც, იურიდიული კაუისტიკისათვის ინტერპრეტაციის ფართო ასპარეზს სტოვებს. კანონს კანონქვემდებარე აქტები ჭირდება, რომლებიც უფლება მოვალეობებს ჩარჩოებში სვავს და მხოლოდ ერთაზროვნად იკითხება.

მათ შორის მტაცებლებზე ნადირობას - ესე გვპასუხობდნენ, რომ მერე მეურნეობებმა რა ქნან ცოდოები არ არიანო????
რა ხეირი აქვს სანადირო მეურნეობისათვის მტაცებელ ნადირზე ნადირობის აკრძალვას?
სამონადირეო მეურნეობის წარმართვის მთავარ პირობად მის ტერიტორიაზე მტაცემელის სრული განადგურებაა, რაშიც დიდძალი თანხა და ადამიანური რესურსი იხარჯება. სანადირო მეურნეობა არ არის იზოლირებული თავისუფალი ტერიტორიებისაგან და რაც არ უნდა ასუფთაო იგი მტაცებლისაგან, თავისუფალი ტერიტორიიდან მტაცებელი მაინც შედის შიგ იმიტომ, რომ იქ მას საკვები ხვდება (ან არ ხვდება, იმდენად დიდია მტაცებლების პრესი მოსაშენებელ, პოტენციურ საკვებ ობიექტებზე).
მე არ გამიგია, რომ რომელიმე არსებულ სანადირო მეურნეობაში გაყიდულიყოს ლიცენზია მგლის, ტურის, მელიის, გარეული კატის, ენოტის ........ მოპოვებაზე. აბა რატომ არიან ცოდოები.
ეს უფრო სანადირო მეურნეობის და სამონადირეო საზოგადოების დაპირისპირების მიზანმიმართულ პროპაგანდას ჰგავს, როცა შენ საკეთებელ საქმეს სხვას გადააბარებ და მერე იმისგან კიდე ბუას შექმნი ემანდ ჩემზე ფიქრის დრო არ დარჩეთო (მრავალ ჭირ-ვარამ გამოვლილი მეთოდია).

ამას ვიძახი ზუსტად, რომ დღეს მეურნეობებისთვის ნორმალური კანონმდებლობის პირობებში მხოლოდ დოტაციაა გამოსავალი - სანამ არ მოძლიერდება ფაუნა!
დოტაცია კარგია, მაგრამ ხედავ სადმე ამ დოტაციის წყაროს?
მეც არ დავინტერესებულვარ სად მიდის ნადირობის ნებართვის მოსაკრებელი ფული? ბიუჯეტამდე რომ მივა მჯერა, მაგრამ მერე რას ხმარდება? მართალი გითხრა არც ის ვიცი რამდენი გროვდება. რით არ არის დოტაციის წყარო, ეს სუფთა კოსმოსიდან მოსული ფული, რომლის შოვნის ხარჯი მხოლოდ ბანკის მოხელეების შრომაა და არა სამონადირეო საქმისათვის გაწეული დანახარჯების დაფარვა თუნდაც მოგებით.

ზუსტად იმას გავყვიროდით 3 წელია, რომ დაუშვით ნადირობა ყველაფერზე და დააწესეთ გადასახადითქო - ხოდა როგორც იქნა წელს რაღაც გაკეთდა და ისიც დამახინჯებულად (და ისიც იმიტომ, რომ ვიღაცის ინტერესში შედის!!!)
ინტერესი, რომ არსებობს ძალიან კარგია, მაგრამ ამ ინტერესის პატრონმა (თუ რა საკვირველია უცხოელი არ იყო) ძველი ქართული ანდაზა არ იცოდა, ვინ უნდა დაესაქმებინა. არ ვიცი შეიძლება უკანაც მიყვება და ცდის.

ნებისმიერ უახლოეს ღვინისძიებაზე სიამოვნებით დაგხვდებით
ერთი პერიოდი კახეთში მიწევდა მუშაობა და კახელ კოლეგებთან მეგობრული (ეტყობა ძალიან მეგობრული) ურთიერთობა მქონდა. დილით ადრე ჩასულს ეგრევე სუფრასთან დაჯდომას მთხოვდნენ, რაც საქმიანი ურთიერთობებისთვის მიზანშეუწონლად მიმაჩნდა და რბილად, რომ ვთქვა რეგლამენტშიც არ ჯდებოდა. საქმე ადგილიდან არ იძვრებოდა, პროექტის შესრულებაც საფრთხის წინაშე აღმოჩნდა და გარკვეულ წილად ჩემთვის გადაწყვეტილი მქონდა, პროექტის წარუმატებლობა. მორიგი ვიზიტის დროს (არ მინდოდა ამ ხალხის პიროვნული წყენინება) ყველაფერი მათი სცენარით განვითარდა და რა საკვირველია მეც ვალის მოხდის მიზნით თუ განგების ნებით მაინც ვცადე პროექტთან დაკავშირებული თემის მცირე მიმოხილვა: და ჰოი საკვირველებავ "ტყუილად მაინც ხომ არ ჩაივლის ........" დაინტერესება და საქმის განხილვა იქ უნდა გენახათ. პროექტი ერთ-ერთ წარმატებულად გადაიქცა და ძალზედ კარგი შედეგიც დადო.
ჰოდა, რადგან ამ დალოცვილ ქართველებს (გამოცდილებიდან გამომდინარე) ღვინის ძიების პროცესში რეალობის შეფასების და ფანტაზიების ხორცშესხმის დიდი უნარი გაგვაჩნია თანახმა ვარ ღვინის ძიების პროცესში განვიხილოთ სამონადირეო საქმიანობის დღევანდელბა და პერსპექტივები.
P.S. ეს ამბავი მაშინ მოხდა როცა ხალხი ჯერ კიდევ ბნელი იყოდა დღევანდელობასთან კავშირი არ აქვს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Mar 24 2012, 08:04
პოსტი #183


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი





ციტატა(kote @ 24th March 2012 - 00:00) *
თუ დაველოდოთ სანამ ხოხობი და გნოლი გადაჭამს საქართველოს?

ნუ ეს სამწუხაროდ ჩვენი დღევანდელი კულტურის და მდგომარეობის გათვალისწინებით არასდროს მოხდება !!!
ნადირ-ფრინველის გამრავლება მოხდება მაშინ , როცა მონადირეები ბრაკონიერულ გზებს სრულიად აღმოფხ**იან და ნადირობის კულტურას ჩამოაყალიბებენ !! ეს ძალიან რთულია მესმის newsmile05.gif ამას დიდი პროპაგანდა , წლები და შეგნება უნდა რათა მომავალ თაობებს სწორი მიმართულება მივცეთ. ნუ მოვკლავთ ათს , მოვიპოვოთ 1-2 დაშვებული ინდივიდი და ვისიამოვნოთ პროცესით newsmile05.gif

აქ ლაპარაკია მეურნეუბების ჩართვას ნადირ-ფრინველის გამრავლებასთან , მივესალმები ამ პროცესს თუ ესე მოხდა , მაგრამ რამდენიც გინდა ამრავლე და გაუშვი , იქ სადაც ბრაკონიერს ხელი მიუწვდება მეურნეობების გარეთ- უმაწყალოთ გადაშენდებიან ყველა ინდივიდი !!! ბოლო-ბოლო ისევ სამონადირეო მეურნეობებთან მივდივართ რაც ჩვეულებრივ მოკვდავ მონადირეებს მატერიალურ თვალსაზრისით , მისვლა გაუჭირდება newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Mar 24 2012, 08:13
პოსტი #184


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(kote @ 24th March 2012 - 01:28) *
რა ხეირი აქვს სანადირო მეურნეობისათვის მტაცებელ ნადირზე ნადირობის აკრძალვას?

მე რაც აზრი გამოვიტანე იგულისხმეს , რომ მტაცებლებზე ნადირობის დაშვებით (ფულადი წახალისებით) გამოიწვევდა მეურნეობების გარეთ სანადირო ობიექტების გამრავლებას და კერძო მეურნეობებში , უმრავლესობა აღარ დახარჯავდნენ სოლიდურ თანხებს newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
AlekoN
პოსტი Mar 24 2012, 11:26
პოსტი #185


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



ზახარა
ციტატა(zaxara @ 24th March 2012 - 09:13) *
მე რაც აზრი გამოვიტანე იგულისხმეს , რომ მტაცებლებზე ნადირობის დაშვებით (ფულადი წახალისებით) გამოიწვევდა მეურნეობების გარეთ სანადირო ობიექტების გამრავლებას და კერძო მეურნეობებში , უმრავლესობა აღარ დახარჯავდნენ სოლიდურ თანხებს

ე.ი. თავისი პირით უთქვიათ, მავნებლები ვართო, რადგან სასარგებლო სანადირო ნადირ-ფრინველის გამრავლების მოწინააღმდეგეები ყოფილან მთელი საქართველოს ტერიტორიაზე?! ამაზე უნდა გადაგეკრათ სიტყვა მათთვის.

საქმე იმაშია, რომ მეურნეობამ ფერმის მიერ მოწოდებული ფრინველით (ყოველწლიური გაშვებების სახით), უკეთესი დაცვით (როგორც ორფეხებისგან, ასევე ოთხფეხებისაგან), უნდა მიაღწიოს ნადირ-ფრინველის მაღალ სიმჭიდროვეს სახელმწიფო სავარგულებთან შედარებით (კერძო საკუთრებას მაინც სხვანაირად უფრთხილდები, ხომ იცი), სადაც არც დამატებით უშვებს ვინმე რამეს, არც დაცვაა ისეთი ეფექტური და სანადირო პრესიც მეტია. აი რითი უნდა გაუწიოს კონკურენცია მეურნეობამ დანარჩენ ადგილებს.
ისევ ფრინველის მომწოდებელთან მივდივართ, თორემ დღევენდელ პირობებში მეურნეობას შეუძლია დაიცვას კიდეც სავარგული და მტაცებელიც შეავიწროვოს ასე თუ ისე. თუმცა აქაცაა სხვა მასშტაბის პრობლემები, რომელიც მეურნეობის ფარგლებს სცილდება, სამწუხაროდ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გურგენა
პოსტი Mar 24 2012, 12:05
პოსტი #186


...
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,267
რეგისტრ.: 10-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



20 მარტს პარლამენტს ახალი კანონი დაუმტკიცებია გარემოს დაცვის შესახებ. თუ ხართ ვინმე საქმის ყურში. გადმოცემით როგორც მითხრეს საშინელებები წერიაო. ფული გადაიხადე და რაც გინდა სადაც გინდა გააკეთეო: თუ გინდა ქიმიური ნარჩენები დაყარე ნაკრძალებში, ან საერთოდ გაანადგურე წითელი წიგნის და მის გარეთ ნადირ-ფრინველიო
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Mar 24 2012, 13:04
პოსტი #187


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(ალეკო @ 24th March 2012 - 13:05) *
თუ გინდა ქიმიური ნარჩენები დაყარე ნაკრძალებში

არაფერი მსმენია , მაგრამ ადრე ნადირობის დაშვება უნდოდათ ნაკრძლებში და მგონი პარლამენტმა არ დაამტკიცა .

ციტატა(ალეკო @ 24th March 2012 - 13:05) *
ან საერთოდ გაანადგურე წითელი წიგნის და მის გარეთ ნადირ-ფრინველიო


განადგურების რა გითხრა მაგრამ დაშვებით კი ყველაფერზე დაუშვეს ნადირობა შესაბამისი მოთხოვნებით newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Mar 24 2012, 13:06
პოსტი #188


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



გურგენა

20 მარტს იყო საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, და რაც ჩანაწერებში ამოვიკითხე საერთოდ არ ყოფილა ლაპარაკი გარემოს დაცვის საკიტხებთან


აგრე ნახეთ საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, 20 მარტი, 2012 წელი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გურგენა
პოსტი Mar 24 2012, 13:57
პოსტი #189


...
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,267
რეგისტრ.: 10-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



სადღაც 21 მარტს რადიოში ვუსმენდი მაგაზე იყო საუბარი და მერე ეს ნიუსიც ვნახე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Mar 24 2012, 15:04
პოსტი #190


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(AlekoN @ 24th March 2012 - 12:26) *
ე.ი. თავისი პირით უთქვიათ, მავნებლები ვართო, რადგან სასარგებლო სანადირო ნადირ-ფრინველის გამრავლების მოწინააღმდეგეები ყოფილან მთელი საქართველოს ტერიტორიაზე?!

ნუ ეგ არ ვიცი , მე სხვა ახსნა ვერ მოუძებნე newsmile05.gif აბა კერძო მეურნეობებში არ მგონია ვინმემ ფული გადაიხადოს მტაცებლებზე ნადირობაში , რატომღაც ის იფიქრო იმიტომ არიან ცოდოები რომ , მეურნეობების გარეთ ინადირებდნენ ხალხი მტაცებლებზე და მაგათან არ შევიდოდნენ newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

15 გვერდი V  « < 11 12 13 14 15 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th July 2025 - 20:51