სიახლე კანონმდებლობაში - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

15 გვერდი V  « < 12 13 14 15 >  
Reply to this topicStart new topic
სიახლე კანონმდებლობაში
AlekoN
პოსტი Mar 24 2012, 20:45
პოსტი #191


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



აქედან დასკვნა -

ფეხებზემკიდიობა + უცოდინრობა = უაზრო იდეებს!


აი ამათი დიაგნოზი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Mar 26 2012, 08:00
პოსტი #192


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(akela1954 @ Mar 24 2012, 01:28) *
'ბესო'
როგორ და როგორც აქამდე ერგებოდა ხოლმე 2-3 სამონადირეო მეურნეობის მოთხოვნებს!
არც ერთი კანონი არ ასახავს სანადირო მეურნეობის შესაქმნელად საჭირო პირობებს, გარდა ზოგადი ფრაზებისა რომლებიც, იურიდიული კაუისტიკისათვის ინტერპრეტაციის ფართო ასპარეზს სტოვებს. კანონს კანონქვემდებარე აქტები ჭირდება, რომლებიც უფლება მოვალეობებს ჩარჩოებში სვავს და მხოლოდ ერთაზროვნად იკითხება.

მათ შორის მტაცებლებზე ნადირობას - ესე გვპასუხობდნენ, რომ მერე მეურნეობებმა რა ქნან ცოდოები არ არიანო????
რა ხეირი აქვს სანადირო მეურნეობისათვის მტაცებელ ნადირზე ნადირობის აკრძალვას?
სამონადირეო მეურნეობის წარმართვის მთავარ პირობად მის ტერიტორიაზე მტაცემელის სრული განადგურებაა, რაშიც დიდძალი თანხა და ადამიანური რესურსი იხარჯება. სანადირო მეურნეობა არ არის იზოლირებული თავისუფალი ტერიტორიებისაგან და რაც არ უნდა ასუფთაო იგი მტაცებლისაგან, თავისუფალი ტერიტორიიდან მტაცებელი მაინც შედის შიგ იმიტომ, რომ იქ მას საკვები ხვდება (ან არ ხვდება, იმდენად დიდია მტაცებლების პრესი მოსაშენებელ, პოტენციურ საკვებ ობიექტებზე).
მე არ გამიგია, რომ რომელიმე არსებულ სანადირო მეურნეობაში გაყიდულიყოს ლიცენზია მგლის, ტურის, მელიის, გარეული კატის, ენოტის ........ მოპოვებაზე. აბა რატომ არიან ცოდოები.
ეს უფრო სანადირო მეურნეობის და სამონადირეო საზოგადოების დაპირისპირების მიზანმიმართულ პროპაგანდას ჰგავს, როცა შენ საკეთებელ საქმეს სხვას გადააბარებ და მერე იმისგან კიდე ბუას შექმნი ემანდ ჩემზე ფიქრის დრო არ დარჩეთო (მრავალ ჭირ-ვარამ გამოვლილი მეთოდია).

ამას ვიძახი ზუსტად, რომ დღეს მეურნეობებისთვის ნორმალური კანონმდებლობის პირობებში მხოლოდ დოტაციაა გამოსავალი - სანამ არ მოძლიერდება ფაუნა!
დოტაცია კარგია, მაგრამ ხედავ სადმე ამ დოტაციის წყაროს?
მეც არ დავინტერესებულვარ სად მიდის ნადირობის ნებართვის მოსაკრებელი ფული? ბიუჯეტამდე რომ მივა მჯერა, მაგრამ მერე რას ხმარდება? მართალი გითხრა არც ის ვიცი რამდენი გროვდება. რით არ არის დოტაციის წყარო, ეს სუფთა კოსმოსიდან მოსული ფული, რომლის შოვნის ხარჯი მხოლოდ ბანკის მოხელეების შრომაა და არა სამონადირეო საქმისათვის გაწეული დანახარჯების დაფარვა თუნდაც მოგებით.

ზუსტად იმას გავყვიროდით 3 წელია, რომ დაუშვით ნადირობა ყველაფერზე და დააწესეთ გადასახადითქო - ხოდა როგორც იქნა წელს რაღაც გაკეთდა და ისიც დამახინჯებულად (და ისიც იმიტომ, რომ ვიღაცის ინტერესში შედის!!!)
ინტერესი, რომ არსებობს ძალიან კარგია, მაგრამ ამ ინტერესის პატრონმა (თუ რა საკვირველია უცხოელი არ იყო) ძველი ქართული ანდაზა არ იცოდა, ვინ უნდა დაესაქმებინა. არ ვიცი შეიძლება უკანაც მიყვება და ცდის.


რომ წავიკითხე ეს პოსტი მივხვდი, რომ აქ წერით ფონს ვერ გავალთ newsmile05.gif
ჩემს ყოველ დაციტირებულ წინადადებას ისეთი პასუხი აქვს გაცემული, რომ..... ახლოს არ არის მათ შინაარსთან...

ამიტომ ღვინისძიება საუკეთესო გამოსავალია ნამდვილად newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Mar 26 2012, 08:05
პოსტი #193


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(ზახარა @ Mar 24 2012, 09:13) *
მე რაც აზრი გამოვიტანე იგულისხმეს , რომ მტაცებლებზე ნადირობის დაშვებით (ფულადი წახალისებით) გამოიწვევდა მეურნეობების გარეთ სანადირო ობიექტების გამრავლებას და კერძო მეურნეობებში , უმრავლესობა აღარ დახარჯავდნენ სოლიდურ თანხებს newsmile05.gif


ჯერ ერთი არავის უთვამს, რომ მეურნეობებს მტაცებლებზე ნადირობა აუკრძალესო. იმ წინადადებით კი ის გვითხრეს სამინისტროში, რომ ფეხებზე გვკიდია თქვენ რას გააკეთებთ - ჩვენ დაინტერესება გვაქვს და ამიტომ ვლობირებთ მეურნეობებსო. ხოდა თქვენ რომ მოგცეთ ლიცენზიებით ნადირობის უფლება აბორიგენულ სახეობებზე, მერე მეურნეობებში ვინ შევა და 30 ლარად, რომ აწერიათ იმ ტახში 500 ლარს ვინღა გადაიხდისო!!!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
AlekoN
პოსტი Mar 26 2012, 12:46
პოსტი #194


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



ჩლიქოსნებს რომ შევეშვათ დროებით და წვრილმანზე გადავიდეთ. მაგალითად, კურდღლის ლიცენზია რომ გაეყიდათ ქვეყნის მასშტაბით, საიდან მეტი შემოსავალი შეუვიდოდა ბიუჯეტს, მაქედან თუ ორი კინკილა მეურნეობიდან??
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Mar 26 2012, 21:10
პოსტი #195


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა
ჩლიქოსნებს რომ შევეშვათ დროებით და წვრილმანზე გადავიდეთ. მაგალითად, კურდღლის ლიცენზია რომ გაეყიდათ ქვეყნის მასშტაბით, საიდან მეტი შემოსავალი შეუვიდოდა ბიუჯეტს, მაქედან თუ ორი კინკილა მეურნეობიდან??


ეს კითხვა ვისი მისამართით არის?

იმედია მე არ მეკითხები და თუ სამინისტროს მისამართით არის - პასუხი ჩემთვის ისედაც ნათელია და თუ რატომ არ აკეთებდნენ ამას ესეც ნათელია!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
akela1954
პოსტი Mar 27 2012, 09:20
პოსტი #196


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 246
რეგისტრ.: 18-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ყველას დილა მშვიდობისა!

მე, რომ ამ ფორუმზე შემოვდივარ ნამდვილად მსიამოვნებს ჩემი კოლეგების (ძირითადად ახალგაზრდების) აზრის გაგება იმ საქმეზე რომელიც ჩვენთვის ყველასათვის ცხოვრების წესად იქცა.
ჰოდა რა გასაკვირია, როცა არც მე და არც ჩვენ არ გვსიამოვნებს, ჩემი ცხოვრების წესებში ვიღაცეები ხელებს, რომ აფათურებენ და ისედაც გაუსაძლისს (სანადირო საქმეს ვგულისხმობ) საერთოდ აბსურდათ აქცევენ.
როგორ შეიძლება სამონადირეო საქმეზე ლაპარაკობდნენ და კანონებს გამოსცემდნენ ის ხალხი, რომლებმაც არ იციან თოფი რომელი ბოლოდან ისვრის და რომლებსაც მონადირე და ბრაკონიერი გაიგივებული ყავთ თავის აზროვნებაში.
1937 წელს ვერ მოვესწარი, მაგრამ მაშინაც კი როცა ეგრედ წოდებულ "ხალხის მტრებს" საჯაროდ ასამართლებდნენ ბოლო სიტყვის უფლებას არ უკარგავდნენ, ჩვენ კი ისე გაგვასამართლეს და განაჩენიც სისრულეში მოიყვანეს (სამონადირეო საქმე მოსპეს ქვეყანაში), რომ კაცს არ უკითხია 85 000 ათასი მონსადირეთა და მეთევზეთა კავშირის წევრი ცოცხალია თუ არა და ვინც ცოცხლები დავრჩით ისენი სისხლისმსმელ ნეანდერტალელებად (იმათაც რა ექნათ) შეგვრაცხეს.
60 - იანი წლებიდან მოყოლებული ბუნებას სწორედ ეს ხალხი იცავდა და თუ დღეს რამეა დარჩენილი კიდე სადმე ტყეში და და მინდორში იმათი დამსახურებაა. მაშინ 34 ??? ჯიხვს ერთ გაფრენაზე არავინ კლავდა და საერთოდ მონადირის წესში არ იყო ასეთი ჟუჟვა. ეს ბატონებო გუშინდელი ფაქტებია და არა 30 და 40 წლის წინანდელი.
რომელ ევროპულ ქვეყანაში იყიდება "სუპერ მარკეტში" მდინარეში დენით დახოცილი თევზი, ან რომელი ევროპული ქვეყანა უშვებს სანადირო კვოტებს წითელ ნუსხაში შეტანილ ნადირ-ფრინველზე და ზოგიერთ ისეთ სახეობაზე რომელიც მხოლოდ ნაკრძალებშია შემორჩენილი, კეთილშობილ ირემს ვგულისხმობ (კანონი სანაკრძალო რეჟიმის შესახებ გააუქმეს?) რამდენი იწვალეს ამ ირმის გადასარჩენად და დავიჯერო ისე გამრავლდა, რომ მისი გამოხშირვა გახდა საჭირო.
ვინც ახლოს მიცნობს კარგად იცის, რომ ჩასაფრებულის პოზიცია ჩემი საქმე არ არის. დღესაც თუ რამე არ ვიცი და მინდა გავიგო ვცდილობ ჩემ სახლობლოში მოვძებნო დარგის სპეციალისტი.
კითხვა, რა შეურაძმყოფელია? არ ცოდნა არ ცოდვააო დალოცვილებს უთქვავთ, მაგრამ როცა არ იცი და თან კანონ-შემოქმედებაზე პრეტენზია გაქვს ეს დანაშაულია. ამ საქმის გულისთვის მე პირადად ანაზღაურების გარეშეც მიმუშავია და ვიმუშავებ კიდეც და მითუმეტეს კონსულტირება რაღა ბედენაა (ჰონორარის გარეშე !!!!!) თუ საქმეს ეშველება. ყველაფრის ერთნაირად მცოდნე ამ ქვეყანაზე მე არავინ მეგულება და .........
აჰა, დიდი ხნის მოხარშულ დადუღებული მგონი ერთნაირად ამოვაფრქვიე.

პატივისცემით კონსტანტინე ციხისელი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
AlekoN
პოსტი Mar 27 2012, 14:16
პოსტი #197


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



ციტატა(mgalobla @ 26th March 2012 - 22:10) *
ეს კითხვა ვისი მისამართით არის?

იმედია მე არ მეკითხები და თუ სამინისტროს მისამართით არის - პასუხი ჩემთვის ისედაც ნათელია და თუ რატომ არ აკეთებდნენ ამას ესეც ნათელია!!!

კითხვა იდეაში, გადაწყვეტილების მიმღებისთვის ან მისი მრჩევლისთვისაა დასმული (ჩხობაძისდროინდელი ამბავია) და თუ იცი პასუხი იმისგან განსხვავებული, რასაც ქვემოთ დავწერ, მაშინ ყურადღებით მოგისმენ.

თავიდათავი მაინც ამ სფეროში გაუთვითცნობიერებლობა ანუ ამ საქმის არცოდნაა.
იმიტომაც სჯერათ ამ უტოპიური იდეების.
აქედან გამომდინარე მარტივი დათვლაც ეშლებათ - შეადარონ მეურნეობიდან შესული კურდღლის მოპოვების გადასახადის ოდენობა ქვეყნის მასშტაბით გაყიდული კურდღლის ლიცენზიების მინიმალური სავარაუდო რაოდენობისგან მიღებულ შემოსავალს.
კურდღელზე ყოველთვის ნადირობდნენ, ნადირობენ და ინადირებენ!
არაფრის გამო მონადირეები ჩააყენეს ბრაკონიერების მდგომარეობაში!!
იმას აღარ ვამბობ, რომ მოქალაქის უფლებების დარღვევა და მონოპოლიზმია ეს!
თვითონ სახელმწიფომაც დაკარგა შემოსავალი, რადგან კურდღლის მოპოვება მაინც ხდება მთელი ქვეყნის მასშტაბით და მეურნეობებისგან რა შემოსავალს იღებენ ასეთს, ამ დანაკარგის თუ ზარალის სანაცვლოდ??
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kupra
პოსტი Mar 28 2012, 00:02
პოსტი #198


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,341
რეგისტრ.: 16-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: belinskis 27 tbilisi



კურდღელზე ყოველთვის ნადირობდნენ, ნადირობენ და ინადირებენ!
არაფრის გამო მონადირეები ჩააყენეს ბრაკონიერების მდგომარეობაში!!
იმას აღარ ვამბობ, რომ მოქალაქის უფლებების დარღვევა და მონოპოლიზმია ეს!
თვითონ სახელმწიფომაც დაკარგა შემოსავალი, რადგან კურდღლის მოპოვება მაინც ხდება მთელი ქვეყნის მასშტაბით და მეურნეობებისგან რა შემოსავალს იღებენ ასეთს ამ დანაკარგის თუ ზარალის სანაცვლოდ??

dastur.gif vetanxmebi.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Mar 28 2012, 15:50
პოსტი #199


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა
კეთილშობილ ირემს ვგულისხმობ (კანონი სანაკრძალო რეჟიმის შესახებ გააუქმეს?) რამდენი იწვალეს ამ ირმის გადასარჩენად და დავიჯერო ისე გამრავლდა, რომ მისი გამოხშირვა გახდა საჭირო.

newsmile05.gif
სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს... მონადირეები ეხვეწებოდნენ კანონმდებლებს და ბუნების დამცველებს, რომ მაგ: კეთილშობილ ირემზე ნადირობას ნუ დაუშვებთო - აქამდე არ გამიგია! იმ ცნობილ შხვედრაზე, ის გერმანელი რომ იყო ჩამოსული - სამონადირეო მეურნეობების მეპატრონეები ითხოვდნენ გამწარებულები, რომ დავიჭერთ ამ კეთილშობილ ირმებს, ჩვენ თვითონ მივხედავთ და მერე ნადირობის უფლება მოგვეცითო... - 1 სიტყვა არ დაცდენიათ იმაზე, რომ ნაწილს ბუნებაში გავუშვებთ და ამით გადავიხდით საზღაურსო! ამ დროს იქვე მონადირეები ვინც ვიჯექით გავიძახოდით, რომ რა ირმის ლიცენზია - არ გაგიჟდეთ და სახელმწიფოს კონტროლ ქვეშ გყავდეთო... ეს ტვინიკოსები კი ადგნენ ლიცენზიების გაცემას აპირებენ!!!

ციტატა
თავიდათავი მაინც ამ სფეროში გაუთვითცნობიერებლობა ანუ ამ საქმის არცოდნაა.
იმიტომაც სჯერათ ამ უტოპიური იდეების.
აქედან გამომდინარე მარტივი დათვლაც ეშლებათ - შეადარონ მეურნეობიდან შესული კურდღლის მოპოვების გადასახადის ოდენობა ქვეყნის მასშტაბით გაყიდული კურდღლის ლიცენზიების მინიმალური სავარაუდო რაოდენობისგან მიღებულ შემოსავალს.
კურდღელზე ყოველთვის ნადირობდნენ, ნადირობენ და ინადირებენ!
არაფრის გამო მონადირეები ჩააყენეს ბრაკონიერების მდგომარეობაში!!
იმას აღარ ვამბობ, რომ მოქალაქის უფლებების დარღვევა და მონოპოლიზმია ეს!
თვითონ სახელმწიფომაც დაკარგა შემოსავალი, რადგან კურდღლის მოპოვება მაინც ხდება მთელი ქვეყნის მასშტაბით და მეურნეობებისგან რა შემოსავალს იღებენ ასეთს ამ დანაკარგის თუ ზარალის სანაცვლოდ??


მეტი არაფერს ვამბობთ ჩვენ! ხოდა მაგის პასუხია ზუსტად ex-გარემოსა და ბუნებრივი რესურსების გაჩანაგების სამინისტროს ერთ-ერთი თანამშრომლის გამოხტომა, რომ მეურნეობები თურმე ცოდოები იქნებოდნენ, თუ საყოველთაოდ გაიყიდებოდა კურდღლის ლიცენზია!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გურგენა
პოსტი Apr 3 2012, 09:53
პოსტი #200


...
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,267
რეგისტრ.: 10-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(გურგენა @ Mar 24 2012, 14:57) *
სადღაც 21 მარტს რადიოში ვუსმენდი მაგაზე იყო საუბარი და მერე ეს ნიუსიც ვნახე



აი სტატია კვირის პალიტრაში

მცირე ამონარიდიც:
ახლა წარმოგიდგენთ იმ მუხლების ნუსხას, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც პირი სრულად თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან:

*მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა და დაზიანება, რაც დაკავშირებული არ არის ნებადართულ ღონისძიებებთან;
*მაღალმთიან რეგიონებში სასარგებლო წიაღისეულის სარგებლობისას ნიადაგისა და წყლის გაუვარგისება(?);
*მაღალმთიან რეგიონებში სუბალპური და ალპური მცენარეების მოპოვება, რომელთა საწვავად და სხვა მიზნით მოხმარება აკრძალულია;
*მიწის გაუვარგისება საწარმოო და სხვა ნარჩენებით, მისი ჩამდინარე წყლით დაბინძურება;
*მიწის მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენის მქონე ობიექტების მშენებლობა;
*თვითმმართველი ერთეულების, მათ შორის ქ. თბილისის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უნებართვოდ დაკავება და შესაბამისი უფლების გარეშე მათით სარგებლობა;
*სათანადო ლიცენზიის გარეშე წიაღით სარგებლობა, წიაღით სარგებლობის ობიექტების თვითნებურად განაშენიანება, შესაბამისი დაცვითი და უსაფრთხოებითი ღონისძიებების, წესებისა და ნორმების შეუსრულებლობა და წიაღით სარგებლობის გადასახადისგან თავის არიდება;
*წყლის ობიექტების, მათ შორის ზღვის, დაბინძურება-დანაგვიანება, მათში ნარჩენებისა და სხვაგვარი ნაყარის ჩაყრა, ხმელეთიდან და ასევე გემიდან ან პლატფორმიდან, მილსადენიდან ან ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციიდან ზეთით, ქიმიური ნივთიერებებით, ნავთობით, მინერალური და ორგანული სასუქებითა და შხამქიმიკატებით დაბინძურება-დანაგვიანება (ჩაყრა, ჩაშვება, ჩაღვრა და დამარხვა);
*ხეტყის დამზადებისას, მათ შორის ეროვნული პარკის, აღკვეთილის, დაცული და ტრადიციულ-კულტურული ლანდშაფტის ტერიტორიებზე, ტყით სარგებლობის წესების დარღვევა;
*სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე ხე-ბუჩქნარისა და ტყის კულტურების მოსპობა და დაზიანება;
*დაცული ტერიტორიების ზონების საზღვრებში მერქნიან მცენარეთა უკანონო გაჩეხა და დაზიანება;
*სახელმწიფო ტყის ფონდის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების (მდელოების, მინდვრებისა და ველების, ასევე სათიბი და საძოვარი სავარგულების) დაზიანება;
*სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე ტყის დანაგვიანება-დაზიანება, მათ შორის ტყის დასაშრობი თხრილების, სადრენაჟო სისტემებისა და გზების მოსპობა-დაზიანება, ასევე სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა;
*ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა ნორმების გადამეტებით, ასევე აირმტვერდამჭერი მოწყობილობების გამოუყენებლობა ან მათი ექსპლუატაციის წესების დარღვევა და მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის აღრიცხვის მონაცემების წარმოუდგენლობა;
*გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე საქმიანობა, ასევე ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული პირობების დარღვევა;
*გარემოსდაცვით სფეროში შესაბამისი ორგანოს მიერ დადებული ბეჭდის (ლუქის) განზრახ დაზიანება;
*ქიმიურ საშუალებათა გარემოში გამოყენების, მათი ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების დარღვევა, რამაც ზიანი მიაყენა ცხოველთა სამყაროს და მათ საბინადრო გარემოს;
*საქართველოს "წითელ ნუსხაში" შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა უკანონო ყიდვა-გაყიდვა, დატყვევება ან მოსპობა, ასევე ცხოველებისა და ფრინველებისადმი სასტიკი მოპყრობა;
*სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებსა თუ ბუნების მკაცრი დაცვის ზონებში, საბრძოლო, სანადირო, თევზსაჭერი იარაღისა თუ ნებისმიერი მოწყობილობების შეტანა-გამოყენება;
*დედაქალაქისა თუ სხვა ტერიტორიებზე დასუფთავების წესების დარღვევა;
*დედაქალაქისა თუ სხვა ტერიტორიების დაზიანება სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოების წარმოებისას;
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Aug 15 2012, 08:56
პოსტი #201


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ის თემა ვეღარ ვიპოვნე სადაც ამ თემაზე იყო მსჯელობა. მოკლედ ოფიციალურად დაამტკიცეს რომ სხვა პირზე იარაღის გადაცემა შეიძლება თუ შენც მასთან ერთად ხარ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ალთაზარ
პოსტი Aug 15 2012, 09:00
პოსტი #202


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,831
რეგისტრ.: 11-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ჭალიმგელა
საჭორაო ში წერდა ვიღაც მემგონი newsmile05.gif


--------------------
სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Oct 4 2014, 12:57
პოსტი #203


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



http://www.liberali.ge/ge/liberali/news/120576/

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე, ყვარლის და ხელვაჩურის მუნიციპალიტეტებს დათვების ლიკვიდაციის უფლება მიეცათ. გარემოს დაცვის სამინისტროსა და აღნიშნულ მუნიციპალიტეტბს შორის დათვის რაოდენობის რეგულირების ღონისძიების განხორციელებისთვის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე 1 ოქტომბერს გამოქვეყნდა.
როგორც "ლიბერალს" გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში განუცხადეს, როდესაც მოსახლეობას გარეული ცხოველი თავს ესხმის ან მათ ჯანმრთელობასა და ქონებას საფრთხეს უქმნის, თავდამსხმელი ცხოველის რაოდენობას ამცირებენ.
"ჩვენ მუნიციპალიტეტების გამგეობებმა მოგვმართეს, რომ მოსახლეობას დათვები თავს ესხმოდნენ. ჩვენ ადგილზე ექსპერტები მივავლინეთ, მათ დასკვნა მოამზადეს იმის შესახებ, რომ გარეული ცხოველის მოკვლა აუცილებელი იყო", - უთხრა "ლიბერალს" გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ნონა ხელაიამ.
ხელაიას თქმით, როდესაც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხის წინაშეა, ასეთი გადაწყვეტილებების მიღება აუცილებელია. "დათვს, რომელიც შეჩვეულია მოსახლეობას, არაფერი უშველის". ნონა ხელაიას თქმით, რეინჯერების პატრულირებით ან სხვა ღონისძიებებით მოსახლეობის დათვებისგან თავდასხმის შეჩერება ვერ მოხდებოდა.
"როგორ წარმოგიდგენიათ, საქართველოს მასშტაბით რეინჯერების პატრულირება, სამინისტროს რამდენი რეინჯერი უნდა ჰყავდეს, რომ ეს გააკეთოს", - ამბობს ხელაია.
ყვარლის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში "ლიბერალს" განუცხადეს, რომ ზოგიერთ სოფელში, დათვები მოსახლეობას, ფერმერებს თავს ესხმოდნენ, რის შემდეგ მოქალაქეებმა საკრებულოს ერთობლივი წერილით მიმართა.
"საკრებულომ კი გუბერნატორის აპარატსა და გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართა, მდგომარეობა აუხსნა და დახმარება სთხოვა. ჩვენთვის ცნობილი არაა, რა ფორმით დაგვეხმარებიან", - განაცხადეს ყვარლის მუნიციპალიტეტში.
რაც შეეხება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბუნებრივი რესურსების განყოფილების უფროსმა რევაზ ვარშანიძემ "ლიბერალს" უთხრა, რომ რამდენიმე თემში დათვმა მსხვილფეხა პირუტყვი გაანადგურა. ამის გამო მათ გარემოს დაცვის სამინისტროში შესაბამისი განცხადება გადააგზავნეს. "ვითხოვდით ნებართვებს, ან შესაბამისი სამსახურების ჩართვას, რომელიც დათვებს დახოცავდა", - ამბობს რევაზ ვარშანიძე.
არასამთავრობო ორგანიზაცია “ნაკრესის” გამგეობის თავმჯდომარემ ირაკლი შავგულიძემ "ლიბერალთან" საუბარში აღნიშნა, რომ დათვების დახოცვის გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ უკიდურეს შემთხევებში უნდა იყოს მიღებული, მაშინ, როდესაც სხვა გამოსავალი არ არის. მისი თქმით, ზომები კონკრეტულ შემთხვევაზე უნდა იყოს მორგებული.
"ამგვარი განკარგულებები საჭიროების შემთხვევაში მხოლოდ ერთეულ შემთხვევებზე უნდა გაიცეს, ასევე დათვები აუცილებელად პროფესიონალების მიერ უნდა იყოს დახოცილი და არა ისე, რომ ლიცენზიის მოპოვების შემდეგ, ვისაც რომელი დათვი უნდა, ის მოკლას. ამასთან, აუცილებელია იმ დათვის იდენტიფიკაცია, რომელიც მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. მეორე საკითხია იმის მონიტორინგი, როგორ გამოიყენებენ ამ უფლებას, ვეჭვობთ, რომ მუნიციპალიტეტებმა შეიძლება, ეს კარგად არ შეასრულონ", - აცხადებს შავგულიძე.
რაც შეეხება საერთაშორისო პრაქტიკას, მისი თქმით, არის სახელმწიფოები, სადაც ლიკვიდაციის გარდა, ტრანსლოკაციის მეთოდი გამოიყენება, როდესაც პრობლემურ ცხოველს იჭერენ და სხვაგან გადაჰყავთ.
"საქართველოს შემთხვევაში ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან საქართველო პატარა ქვეყანაა და ისეთი ადგილები ძალიან ცოტაა, სადაც დათვი მოსახლეობას არ შეაწუხებს. ამასთან, ტრანსლოკაცია საკმაოდ ძვირადღირებულია, მაგრამ გარდა ეკონომიკური საკითხისა, საქართველოში მისი განხორციელება, ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, ნაკლებად შესაძლებელია", - ამბობს შავგულიძე.
შავგულიძის თქმით, მეორე ვარაინტი დათვის სამუდამოდ დატყვევებაა, მაგრამ ამ შემთხევაში ეთიკური საკითხი წარმოიშვება ხოლმე - რამდენად ეთიკურია დათვების სამუდამოდ დატყვევება.
“მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი "ლიბერალს" კიდევ ერთი ვარიანტის შესახებ ესაუბრა. მაჭარაშვილის დათვის დაძინების შესაძლებლობაზე საუბრობს, რის შემდეგაც ცხოველი თავშესაფარში გადაჰყავთ. საქმე ის არის, რომ საქართველოში ასეთი თავშესაფრები არ არის.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "ნეკრესის" თავმჯდომარემ ბეჟან ლორთქიფანიძემ "ლიბერალს" განუცხადა, 2004 წლის მონაცემებით, საქართველოში მინიმუმ 450 დათვი დაფიქსირდა, მათი მაქსიმალური რაოდენობის დადგენა ვერ მოხერხდა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
darcho
პოსტი Oct 4 2014, 22:01
პოსტი #204


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 452
რეგისტრ.: 3-May 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Rustavi



ვააააავა vava.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Oct 4 2014, 22:45
პოსტი #205


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



საქართველოში ღორის აფრიკული ცხელების შემოსვლის შემდეგ გარეული ღორების რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირების გამო დათვების რაოდენობა გაიზარდა. ყვარლის მაგალითზე ასეა. ალბათ სხვა რაიონებშიც ანალოგიური სიტუაციაა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

15 გვერდი V  « < 12 13 14 15 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th July 2025 - 00:23