სიახლე კანონმდებლობაში |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
სიახლე კანონმდებლობაში |
![]()
პოსტი
#196
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 246 რეგისტრ.: 18-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ყველას დილა მშვიდობისა!
მე, რომ ამ ფორუმზე შემოვდივარ ნამდვილად მსიამოვნებს ჩემი კოლეგების (ძირითადად ახალგაზრდების) აზრის გაგება იმ საქმეზე რომელიც ჩვენთვის ყველასათვის ცხოვრების წესად იქცა. ჰოდა რა გასაკვირია, როცა არც მე და არც ჩვენ არ გვსიამოვნებს, ჩემი ცხოვრების წესებში ვიღაცეები ხელებს, რომ აფათურებენ და ისედაც გაუსაძლისს (სანადირო საქმეს ვგულისხმობ) საერთოდ აბსურდათ აქცევენ. როგორ შეიძლება სამონადირეო საქმეზე ლაპარაკობდნენ და კანონებს გამოსცემდნენ ის ხალხი, რომლებმაც არ იციან თოფი რომელი ბოლოდან ისვრის და რომლებსაც მონადირე და ბრაკონიერი გაიგივებული ყავთ თავის აზროვნებაში. 1937 წელს ვერ მოვესწარი, მაგრამ მაშინაც კი როცა ეგრედ წოდებულ "ხალხის მტრებს" საჯაროდ ასამართლებდნენ ბოლო სიტყვის უფლებას არ უკარგავდნენ, ჩვენ კი ისე გაგვასამართლეს და განაჩენიც სისრულეში მოიყვანეს (სამონადირეო საქმე მოსპეს ქვეყანაში), რომ კაცს არ უკითხია 85 000 ათასი მონსადირეთა და მეთევზეთა კავშირის წევრი ცოცხალია თუ არა და ვინც ცოცხლები დავრჩით ისენი სისხლისმსმელ ნეანდერტალელებად (იმათაც რა ექნათ) შეგვრაცხეს. 60 - იანი წლებიდან მოყოლებული ბუნებას სწორედ ეს ხალხი იცავდა და თუ დღეს რამეა დარჩენილი კიდე სადმე ტყეში და და მინდორში იმათი დამსახურებაა. მაშინ 34 ??? ჯიხვს ერთ გაფრენაზე არავინ კლავდა და საერთოდ მონადირის წესში არ იყო ასეთი ჟუჟვა. ეს ბატონებო გუშინდელი ფაქტებია და არა 30 და 40 წლის წინანდელი. რომელ ევროპულ ქვეყანაში იყიდება "სუპერ მარკეტში" მდინარეში დენით დახოცილი თევზი, ან რომელი ევროპული ქვეყანა უშვებს სანადირო კვოტებს წითელ ნუსხაში შეტანილ ნადირ-ფრინველზე და ზოგიერთ ისეთ სახეობაზე რომელიც მხოლოდ ნაკრძალებშია შემორჩენილი, კეთილშობილ ირემს ვგულისხმობ (კანონი სანაკრძალო რეჟიმის შესახებ გააუქმეს?) რამდენი იწვალეს ამ ირმის გადასარჩენად და დავიჯერო ისე გამრავლდა, რომ მისი გამოხშირვა გახდა საჭირო. ვინც ახლოს მიცნობს კარგად იცის, რომ ჩასაფრებულის პოზიცია ჩემი საქმე არ არის. დღესაც თუ რამე არ ვიცი და მინდა გავიგო ვცდილობ ჩემ სახლობლოში მოვძებნო დარგის სპეციალისტი. კითხვა, რა შეურაძმყოფელია? არ ცოდნა არ ცოდვააო დალოცვილებს უთქვავთ, მაგრამ როცა არ იცი და თან კანონ-შემოქმედებაზე პრეტენზია გაქვს ეს დანაშაულია. ამ საქმის გულისთვის მე პირადად ანაზღაურების გარეშეც მიმუშავია და ვიმუშავებ კიდეც და მითუმეტეს კონსულტირება რაღა ბედენაა (ჰონორარის გარეშე !!!!!) თუ საქმეს ეშველება. ყველაფრის ერთნაირად მცოდნე ამ ქვეყანაზე მე არავინ მეგულება და ......... აჰა, დიდი ხნის მოხარშულ დადუღებული მგონი ერთნაირად ამოვაფრქვიე. პატივისცემით კონსტანტინე ციხისელი. |
|
|
![]()
პოსტი
#197
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia ![]() |
ეს კითხვა ვისი მისამართით არის? იმედია მე არ მეკითხები და თუ სამინისტროს მისამართით არის - პასუხი ჩემთვის ისედაც ნათელია და თუ რატომ არ აკეთებდნენ ამას ესეც ნათელია!!! კითხვა იდეაში, გადაწყვეტილების მიმღებისთვის ან მისი მრჩევლისთვისაა დასმული (ჩხობაძისდროინდელი ამბავია) და თუ იცი პასუხი იმისგან განსხვავებული, რასაც ქვემოთ დავწერ, მაშინ ყურადღებით მოგისმენ. თავიდათავი მაინც ამ სფეროში გაუთვითცნობიერებლობა ანუ ამ საქმის არცოდნაა. იმიტომაც სჯერათ ამ უტოპიური იდეების. აქედან გამომდინარე მარტივი დათვლაც ეშლებათ - შეადარონ მეურნეობიდან შესული კურდღლის მოპოვების გადასახადის ოდენობა ქვეყნის მასშტაბით გაყიდული კურდღლის ლიცენზიების მინიმალური სავარაუდო რაოდენობისგან მიღებულ შემოსავალს. კურდღელზე ყოველთვის ნადირობდნენ, ნადირობენ და ინადირებენ! არაფრის გამო მონადირეები ჩააყენეს ბრაკონიერების მდგომარეობაში!! იმას აღარ ვამბობ, რომ მოქალაქის უფლებების დარღვევა და მონოპოლიზმია ეს! თვითონ სახელმწიფომაც დაკარგა შემოსავალი, რადგან კურდღლის მოპოვება მაინც ხდება მთელი ქვეყნის მასშტაბით და მეურნეობებისგან რა შემოსავალს იღებენ ასეთს, ამ დანაკარგის თუ ზარალის სანაცვლოდ?? |
|
|
![]()
პოსტი
#198
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,341 რეგისტრ.: 16-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: belinskis 27 tbilisi ![]() |
კურდღელზე ყოველთვის ნადირობდნენ, ნადირობენ და ინადირებენ!
არაფრის გამო მონადირეები ჩააყენეს ბრაკონიერების მდგომარეობაში!! იმას აღარ ვამბობ, რომ მოქალაქის უფლებების დარღვევა და მონოპოლიზმია ეს! თვითონ სახელმწიფომაც დაკარგა შემოსავალი, რადგან კურდღლის მოპოვება მაინც ხდება მთელი ქვეყნის მასშტაბით და მეურნეობებისგან რა შემოსავალს იღებენ ასეთს ამ დანაკარგის თუ ზარალის სანაცვლოდ?? ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#199
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ციტატა კეთილშობილ ირემს ვგულისხმობ (კანონი სანაკრძალო რეჟიმის შესახებ გააუქმეს?) რამდენი იწვალეს ამ ირმის გადასარჩენად და დავიჯერო ისე გამრავლდა, რომ მისი გამოხშირვა გახდა საჭირო. ![]() სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს... მონადირეები ეხვეწებოდნენ კანონმდებლებს და ბუნების დამცველებს, რომ მაგ: კეთილშობილ ირემზე ნადირობას ნუ დაუშვებთო - აქამდე არ გამიგია! იმ ცნობილ შხვედრაზე, ის გერმანელი რომ იყო ჩამოსული - სამონადირეო მეურნეობების მეპატრონეები ითხოვდნენ გამწარებულები, რომ დავიჭერთ ამ კეთილშობილ ირმებს, ჩვენ თვითონ მივხედავთ და მერე ნადირობის უფლება მოგვეცითო... - 1 სიტყვა არ დაცდენიათ იმაზე, რომ ნაწილს ბუნებაში გავუშვებთ და ამით გადავიხდით საზღაურსო! ამ დროს იქვე მონადირეები ვინც ვიჯექით გავიძახოდით, რომ რა ირმის ლიცენზია - არ გაგიჟდეთ და სახელმწიფოს კონტროლ ქვეშ გყავდეთო... ეს ტვინიკოსები კი ადგნენ ლიცენზიების გაცემას აპირებენ!!! ციტატა თავიდათავი მაინც ამ სფეროში გაუთვითცნობიერებლობა ანუ ამ საქმის არცოდნაა. იმიტომაც სჯერათ ამ უტოპიური იდეების. აქედან გამომდინარე მარტივი დათვლაც ეშლებათ - შეადარონ მეურნეობიდან შესული კურდღლის მოპოვების გადასახადის ოდენობა ქვეყნის მასშტაბით გაყიდული კურდღლის ლიცენზიების მინიმალური სავარაუდო რაოდენობისგან მიღებულ შემოსავალს. კურდღელზე ყოველთვის ნადირობდნენ, ნადირობენ და ინადირებენ! არაფრის გამო მონადირეები ჩააყენეს ბრაკონიერების მდგომარეობაში!! იმას აღარ ვამბობ, რომ მოქალაქის უფლებების დარღვევა და მონოპოლიზმია ეს! თვითონ სახელმწიფომაც დაკარგა შემოსავალი, რადგან კურდღლის მოპოვება მაინც ხდება მთელი ქვეყნის მასშტაბით და მეურნეობებისგან რა შემოსავალს იღებენ ასეთს ამ დანაკარგის თუ ზარალის სანაცვლოდ?? მეტი არაფერს ვამბობთ ჩვენ! ხოდა მაგის პასუხია ზუსტად ex-გარემოსა და ბუნებრივი რესურსების გაჩანაგების სამინისტროს ერთ-ერთი თანამშრომლის გამოხტომა, რომ მეურნეობები თურმე ცოდოები იქნებოდნენ, თუ საყოველთაოდ გაიყიდებოდა კურდღლის ლიცენზია!!! |
|
|
![]()
პოსტი
#200
|
|
![]() ... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,267 რეგისტრ.: 10-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
სადღაც 21 მარტს რადიოში ვუსმენდი მაგაზე იყო საუბარი და მერე ეს ნიუსიც ვნახე აი სტატია კვირის პალიტრაში მცირე ამონარიდიც: ახლა წარმოგიდგენთ იმ მუხლების ნუსხას, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც პირი სრულად თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან: *მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა და დაზიანება, რაც დაკავშირებული არ არის ნებადართულ ღონისძიებებთან; *მაღალმთიან რეგიონებში სასარგებლო წიაღისეულის სარგებლობისას ნიადაგისა და წყლის გაუვარგისება(?); *მაღალმთიან რეგიონებში სუბალპური და ალპური მცენარეების მოპოვება, რომელთა საწვავად და სხვა მიზნით მოხმარება აკრძალულია; *მიწის გაუვარგისება საწარმოო და სხვა ნარჩენებით, მისი ჩამდინარე წყლით დაბინძურება; *მიწის მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენის მქონე ობიექტების მშენებლობა; *თვითმმართველი ერთეულების, მათ შორის ქ. თბილისის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უნებართვოდ დაკავება და შესაბამისი უფლების გარეშე მათით სარგებლობა; *სათანადო ლიცენზიის გარეშე წიაღით სარგებლობა, წიაღით სარგებლობის ობიექტების თვითნებურად განაშენიანება, შესაბამისი დაცვითი და უსაფრთხოებითი ღონისძიებების, წესებისა და ნორმების შეუსრულებლობა და წიაღით სარგებლობის გადასახადისგან თავის არიდება; *წყლის ობიექტების, მათ შორის ზღვის, დაბინძურება-დანაგვიანება, მათში ნარჩენებისა და სხვაგვარი ნაყარის ჩაყრა, ხმელეთიდან და ასევე გემიდან ან პლატფორმიდან, მილსადენიდან ან ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციიდან ზეთით, ქიმიური ნივთიერებებით, ნავთობით, მინერალური და ორგანული სასუქებითა და შხამქიმიკატებით დაბინძურება-დანაგვიანება (ჩაყრა, ჩაშვება, ჩაღვრა და დამარხვა); *ხეტყის დამზადებისას, მათ შორის ეროვნული პარკის, აღკვეთილის, დაცული და ტრადიციულ-კულტურული ლანდშაფტის ტერიტორიებზე, ტყით სარგებლობის წესების დარღვევა; *სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე ხე-ბუჩქნარისა და ტყის კულტურების მოსპობა და დაზიანება; *დაცული ტერიტორიების ზონების საზღვრებში მერქნიან მცენარეთა უკანონო გაჩეხა და დაზიანება; *სახელმწიფო ტყის ფონდის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების (მდელოების, მინდვრებისა და ველების, ასევე სათიბი და საძოვარი სავარგულების) დაზიანება; *სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე ტყის დანაგვიანება-დაზიანება, მათ შორის ტყის დასაშრობი თხრილების, სადრენაჟო სისტემებისა და გზების მოსპობა-დაზიანება, ასევე სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა; *ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა ნორმების გადამეტებით, ასევე აირმტვერდამჭერი მოწყობილობების გამოუყენებლობა ან მათი ექსპლუატაციის წესების დარღვევა და მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის აღრიცხვის მონაცემების წარმოუდგენლობა; *გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე საქმიანობა, ასევე ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული პირობების დარღვევა; *გარემოსდაცვით სფეროში შესაბამისი ორგანოს მიერ დადებული ბეჭდის (ლუქის) განზრახ დაზიანება; *ქიმიურ საშუალებათა გარემოში გამოყენების, მათი ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების დარღვევა, რამაც ზიანი მიაყენა ცხოველთა სამყაროს და მათ საბინადრო გარემოს; *საქართველოს "წითელ ნუსხაში" შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა უკანონო ყიდვა-გაყიდვა, დატყვევება ან მოსპობა, ასევე ცხოველებისა და ფრინველებისადმი სასტიკი მოპყრობა; *სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებსა თუ ბუნების მკაცრი დაცვის ზონებში, საბრძოლო, სანადირო, თევზსაჭერი იარაღისა თუ ნებისმიერი მოწყობილობების შეტანა-გამოყენება; *დედაქალაქისა თუ სხვა ტერიტორიებზე დასუფთავების წესების დარღვევა; *დედაქალაქისა თუ სხვა ტერიტორიების დაზიანება სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოების წარმოებისას; |
|
|
![]()
პოსტი
#201
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ის თემა ვეღარ ვიპოვნე სადაც ამ თემაზე იყო მსჯელობა. მოკლედ ოფიციალურად დაამტკიცეს რომ სხვა პირზე იარაღის გადაცემა შეიძლება თუ შენც მასთან ერთად ხარ.
|
|
|
![]()
პოსტი
#202
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,831 რეგისტრ.: 11-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ჭალიმგელა
საჭორაო ში წერდა ვიღაც მემგონი ![]() -------------------- სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
|
|
|
![]()
პოსტი
#203
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
http://www.liberali.ge/ge/liberali/news/120576/
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე, ყვარლის და ხელვაჩურის მუნიციპალიტეტებს დათვების ლიკვიდაციის უფლება მიეცათ. გარემოს დაცვის სამინისტროსა და აღნიშნულ მუნიციპალიტეტბს შორის დათვის რაოდენობის რეგულირების ღონისძიების განხორციელებისთვის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე 1 ოქტომბერს გამოქვეყნდა. როგორც "ლიბერალს" გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში განუცხადეს, როდესაც მოსახლეობას გარეული ცხოველი თავს ესხმის ან მათ ჯანმრთელობასა და ქონებას საფრთხეს უქმნის, თავდამსხმელი ცხოველის რაოდენობას ამცირებენ. "ჩვენ მუნიციპალიტეტების გამგეობებმა მოგვმართეს, რომ მოსახლეობას დათვები თავს ესხმოდნენ. ჩვენ ადგილზე ექსპერტები მივავლინეთ, მათ დასკვნა მოამზადეს იმის შესახებ, რომ გარეული ცხოველის მოკვლა აუცილებელი იყო", - უთხრა "ლიბერალს" გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ნონა ხელაიამ. ხელაიას თქმით, როდესაც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხის წინაშეა, ასეთი გადაწყვეტილებების მიღება აუცილებელია. "დათვს, რომელიც შეჩვეულია მოსახლეობას, არაფერი უშველის". ნონა ხელაიას თქმით, რეინჯერების პატრულირებით ან სხვა ღონისძიებებით მოსახლეობის დათვებისგან თავდასხმის შეჩერება ვერ მოხდებოდა. "როგორ წარმოგიდგენიათ, საქართველოს მასშტაბით რეინჯერების პატრულირება, სამინისტროს რამდენი რეინჯერი უნდა ჰყავდეს, რომ ეს გააკეთოს", - ამბობს ხელაია. ყვარლის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში "ლიბერალს" განუცხადეს, რომ ზოგიერთ სოფელში, დათვები მოსახლეობას, ფერმერებს თავს ესხმოდნენ, რის შემდეგ მოქალაქეებმა საკრებულოს ერთობლივი წერილით მიმართა. "საკრებულომ კი გუბერნატორის აპარატსა და გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართა, მდგომარეობა აუხსნა და დახმარება სთხოვა. ჩვენთვის ცნობილი არაა, რა ფორმით დაგვეხმარებიან", - განაცხადეს ყვარლის მუნიციპალიტეტში. რაც შეეხება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბუნებრივი რესურსების განყოფილების უფროსმა რევაზ ვარშანიძემ "ლიბერალს" უთხრა, რომ რამდენიმე თემში დათვმა მსხვილფეხა პირუტყვი გაანადგურა. ამის გამო მათ გარემოს დაცვის სამინისტროში შესაბამისი განცხადება გადააგზავნეს. "ვითხოვდით ნებართვებს, ან შესაბამისი სამსახურების ჩართვას, რომელიც დათვებს დახოცავდა", - ამბობს რევაზ ვარშანიძე. არასამთავრობო ორგანიზაცია “ნაკრესის” გამგეობის თავმჯდომარემ ირაკლი შავგულიძემ "ლიბერალთან" საუბარში აღნიშნა, რომ დათვების დახოცვის გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ უკიდურეს შემთხევებში უნდა იყოს მიღებული, მაშინ, როდესაც სხვა გამოსავალი არ არის. მისი თქმით, ზომები კონკრეტულ შემთხვევაზე უნდა იყოს მორგებული. "ამგვარი განკარგულებები საჭიროების შემთხვევაში მხოლოდ ერთეულ შემთხვევებზე უნდა გაიცეს, ასევე დათვები აუცილებელად პროფესიონალების მიერ უნდა იყოს დახოცილი და არა ისე, რომ ლიცენზიის მოპოვების შემდეგ, ვისაც რომელი დათვი უნდა, ის მოკლას. ამასთან, აუცილებელია იმ დათვის იდენტიფიკაცია, რომელიც მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. მეორე საკითხია იმის მონიტორინგი, როგორ გამოიყენებენ ამ უფლებას, ვეჭვობთ, რომ მუნიციპალიტეტებმა შეიძლება, ეს კარგად არ შეასრულონ", - აცხადებს შავგულიძე. რაც შეეხება საერთაშორისო პრაქტიკას, მისი თქმით, არის სახელმწიფოები, სადაც ლიკვიდაციის გარდა, ტრანსლოკაციის მეთოდი გამოიყენება, როდესაც პრობლემურ ცხოველს იჭერენ და სხვაგან გადაჰყავთ. "საქართველოს შემთხვევაში ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან საქართველო პატარა ქვეყანაა და ისეთი ადგილები ძალიან ცოტაა, სადაც დათვი მოსახლეობას არ შეაწუხებს. ამასთან, ტრანსლოკაცია საკმაოდ ძვირადღირებულია, მაგრამ გარდა ეკონომიკური საკითხისა, საქართველოში მისი განხორციელება, ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, ნაკლებად შესაძლებელია", - ამბობს შავგულიძე. შავგულიძის თქმით, მეორე ვარაინტი დათვის სამუდამოდ დატყვევებაა, მაგრამ ამ შემთხევაში ეთიკური საკითხი წარმოიშვება ხოლმე - რამდენად ეთიკურია დათვების სამუდამოდ დატყვევება. “მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი "ლიბერალს" კიდევ ერთი ვარიანტის შესახებ ესაუბრა. მაჭარაშვილის დათვის დაძინების შესაძლებლობაზე საუბრობს, რის შემდეგაც ცხოველი თავშესაფარში გადაჰყავთ. საქმე ის არის, რომ საქართველოში ასეთი თავშესაფრები არ არის. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "ნეკრესის" თავმჯდომარემ ბეჟან ლორთქიფანიძემ "ლიბერალს" განუცხადა, 2004 წლის მონაცემებით, საქართველოში მინიმუმ 450 დათვი დაფიქსირდა, მათი მაქსიმალური რაოდენობის დადგენა ვერ მოხერხდა. |
|
|
![]()
პოსტი
#204
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 452 რეგისტრ.: 3-May 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Rustavi ![]() |
ვააააავა
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#205
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი ![]() |
საქართველოში ღორის აფრიკული ცხელების შემოსვლის შემდეგ გარეული ღორების რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირების გამო დათვების რაოდენობა გაიზარდა. ყვარლის მაგალითზე ასეა. ალბათ სხვა რაიონებშიც ანალოგიური სიტუაციაა.
|
|
|
![]()
პოსტი
#206
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 4,450 რეგისტრ.: 30-January 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
დათვზე მართალია?
|
|
|
![]()
პოსტი
#207
|
|
![]() ზევსი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 7,032 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
jola
კი, გაიპრავეს ნადირობა.... ნაცნობი გამგებელი უნდა მაგ საქმეს, გამოგიწერს საბუთს და ჰაიდააა, ჟლიტე რამდენიც გინდა.. |
|
|
![]()
პოსტი
#208
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი ![]() |
ტყეში ნადირობის გაკონტროლება გარემოსდამცველების მხრიდან მოგეხსენებათ რა რთულია . მით უმეტეს ისეთ ტყეებში ვთქვათ როგორც ყვარელშია. გამოუცდელი კაცი დაიკარგება. დათვზე ნადირობა რომ მოუნდეს ვინმეს გაპრავების გარეშეც შეძლებს ამას. განსხვავება იმაში იქნება მხოლოდ რომ ფეისბუკზე შეძლებენ მასეთი ნადირობის შემდეგ სურათების დადებას.
პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია უიარაღო: Oct 7 2014, 08:51 |
|
|
![]()
პოსტი
#209
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ნაცნობი გამგებელი უნდა მაგ საქმეს, გამოგიწერს საბუთს და ჰაიდააა, ჟლიტე რამდენიც გინდა.. არ არის ეგრე ![]() გუშინ ილაპარაკა მინისტრის მოადგილემ : ხალხი შეცდომაში შევიდა არასწორად გადმოცემულმა ინფორმაციამო ![]() კერძოდ იქნება 2-3 დათვის ამოღება ისიც სადაც დაფიქსირებული ადაცემის ადგილები . ესეც ჯერ ჩამოსაყალიბებელი ამბავია როგორ დ არანაირად უნდა მოხდეს ზუსტად იმ ინდივიდების ამოღება |
|
|
![]()
პოსტი
#210
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი ![]() |
ძალიან კარგი. არც ისეთ სიბნელეში ვყოფილვართ.
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st June 2025 - 03:33 |