სიახლე კანონმდებლობაში |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
სიახლე კანონმდებლობაში |
![]()
პოსტი
#81
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,228 რეგისტრ.: 2-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: საცხა ![]() |
დათვი, როგორც ვიცოდი წინთელ წიგნშია შეტანილი და რაიმე თანხის სანაცვლოდ თუ შეიძლებოდა წითელ წიგნში შესული ინდივიდის ამოღება ნაღდად არ მეგონა. ეს რო უფასო გახადონ, ჯერ ხო ისე არ ინდობენ დათვებს და მერე საერთოდ გაქრება ბუნებიდან... წითელ წიგნში შესული ცხოველების ამოღება შესაძლებელია მხოლოდ სანიტარული მიზნებით ამ სპეციალური ნებართვით მგონი სამეცნიერო კვლევებისთვის. სხვა ვარიანტი არ არსებობს. |
|
|
![]()
პოსტი
#82
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 4,130 რეგისტრ.: 18-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
წითელ წიგნში შესული ცხოველების ამოღება შესაძლებელია მხოლოდ სანიტარული მიზნებით ამ სპეციალური ნებართვით მგონი სამეცნიერო კვლევებისთვის. სხვა ვარიანტი არ არსებობს. მეც ზუსტად მასე ვიცი!!! მაგრამ ფასი რატომღა წერია მაგის დანიშნულებას ვერ მივხვდი. და საერთოდაც თავ-ბოლოს ვერ გაუგებ რისი დაწერა უნდათ. "აბა მამი ზღვა" პონტია ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#83
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,242 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#84
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,242 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
გადაიხადე და გაანადგურე! ანუ "წითელი წიგნიც" "გაიყიდა"?!
19-09-2011 "ამ ფასად ძროხას ვერ იყიდი და კავკასიური ირემი, რომელიც რამდენიმე ეგზემპლარიღა დაგვრჩა, 1.300 ლარად უნდა მოკლან?" "დარწმუნებული ვარ, კანონის ავტორი ტყეში ნამყოფიც არ იქნება" საქართველოს ფაუნისთვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი, - ასე შეაფასა მონადირეთა ნაწილმა ცვლილება კანონში - ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ. ენერგეტიკის სამინისტროს განკარგულებით, დაშვებულია დღემდე აკრძალული სახეობების კვლა, მათ შორის წითელ წიგნში შეტანილი პოპულაციებისა. განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ირმის, ჯიხვისა და დათვის ხოცვა. ახალი ნებართვის მიხედვით დათვს 1.000 ლარად, შველს კი 5.00 ლარად მოინადირებთ. ირმისთვის სროლის უფლება 1.300 ლარად მოგეცემათ, ყველაზე ძვირი ჯიხვზე ნადირობაა, 1.500 ლარი დაგიჯდებათ. საკითხავია, ვინ დათვალა წითელ წიგნში შეტანილი პოპულაციები და რატომ დაიშვა ნადირობა გაიშვიათებულ, გადაშენების პირას მყოფ ცხოველებზე? ჯანსუღ ბოჭორიშვილი (მონადირეთა წიგნის, ,"მონადირის გზამკვლევის", თანაავტორი, საქართველოს მონადირეთა კლუბ "მონადირის" წევრი): - ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ნებისმიერ პოპულაციაზე ნადირობის ლიცენზიის გაცემამდე, ზუსტად იციან ცხოველების რაოდენობა და გავრცელების არეალი. შესაბამისად, კონკრეტულ რეგიონში კონკრეტულად არის განსაზღვრული მათი ბუნებიდან ამოღების დასაშვები რაოდენობა. ამ კანონის მისაღებად თუ ამ კრიტერიუმებით ისარგებლეს, იქნებ გაგვაცნონ ჩვენში ცხოველების ზუსტი რაოდენობა. - მგელზე, ტურაზე, მაჩვსა და კვერნაზე კარგა ხნის წინ უნდა დაეშვათ ნადირობა. ძალიან დიდ ზარალს აყენებენ ფაუნას (ჩემი აზრით, გამონაკლისი უნდა იყოს შველი, არჩვი და კურდღელი. რაოდენობიდან გამომდინარე, დასაშვებია მათზე ლიმიტირებული ნადირობა). საქართველოში თითზე ჩამოსათვლელი ირმის და ასევე გაიშვიათებული ჯიხვის მოკვლას პირადად მე, სამშობლოს ღალატის ტოლფას დანაშაულად მივიჩნევ. დაუშვებლად მიმაჩნია ნადირობა კავკასიურ მურა დათვზეც. მიკვირს, ვინ და რა კრიტერიუმით შეაფასა ირემი 1.300 ლარად? მაგ ფასად კარგ ძროხას ვერ იყიდი და კავკასიური ირემი, რომელიც რამდენიმე ეგზემპლარიღა დაგვრჩა, 1.300 ლარად უნდა მოკლან? ან ამ კანონებს ვინც წერს, საქმის მცოდნეს არაფერს ეკითხება? დარწმუნებული ვარ, კანონის ავტორი ტყეში ნამყოფიც არ იქნება. ავთანდილ დარახველიძე (წიგნის "მონადირის გზამკვლევი"ს" თანაავტორი): - წინააღმდეგი ვარ ირემზე ნადირობისა. მონადირეები იმ შემთხვევაში არ შეეწინააღმდეგებიან ამ განკარგულებას, თუ პროცესი რეალურად კონტროლირებადი იქნება. მათ სწორედ კონტროლის იმედი არ აქვთ. ეგერები ჩვენ არ გვყავს, გარემოს დაცვის ინსპექცია ფაქტობრივად არ არსებობს, მათი 80% ჯიხვს და არჩვს ვერ არჩევს ერთმანეთისგან. უკონტროლობით უკანასკნელ ეგზემპლარსაც მოვუსწრაფებთ სიცოცხლეს ისე, რომ არავის ეცოდინება, ენდემური ჯიშის ბოლო წარმომადგენელი რომ გაანადგურა. ირემზე ნადირობას იმ შემთხვევაში დავეთანხმებით, თუ მოხდება მათი საფუძვლიანი შესწავლა, გამოვლინდება გადაბერებული და არაპროდუქტიული ხარ-ირმები, რომლებიც ხელს უშლიან პოპულაციის ზრდას. მათი დახოცვა აუცილებელია. თუმცა, პოპულაციის ზოგადი სიმცირის გამო, მთელ საქართველოში ასეთი ალბათ 4-5 ეგზემპლარი იქნება. ამას ეგერებმაც შეიძლება მიხედონ. თუ დასაბუთდება, რომ ისინი ამოსაღებია, გასცენ ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიები. სხვა შემთხვევაში ირემზე, ჯიხვსა და შველზე, მით უფრო დედალ ეგზემპლარებზე ნადირობა კატეგორიულად უნდა აიკრძალოს". მონადირეთა და საზოგადოების კითხვების საფუძველზე "კვირის პალიტრა" ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურს ესაუბრა: - ბატონო ალექსანდრე, ცოტა ხნის წინ სპეციალისტები აცხადებდნენ, "წითელ წიგნში" შეტანილი სახეობები თანდათან მცირდებაო. სამინისტროს განკარგულებით კი მათზე ნადირობა დაიშვა. რამ განაპირობა ამ განკარგულების მიღება? - ნადირობა საკმაოდ აზარტული მიმართულებაა, ამიტომ ამ დარგში ბევრი ტურისტის მოზიდვა შეიძლება. ისინი დიდ თანხებს ხარჯავენ ნადირობისთვის. ამასთან, იმის გამო, რომ შარშან სოფლები აიკლეს მგლებმა და ხალხი მათზე ნადირობის ნებართვას მოითხოვდა, დავუშვით ეს უფლება. გარკვეულ სახეობებზე ნადირობისთვის სპეციალური კვოტები დაწესდება. - არის მეცნიერულად შესწავლილი გაიშვიათებული პოპულაციებიდან რომელიმეს გავრცელების არეალი, მათი ზუსტი რაოდენობა? - ეს ყველაფერი შესწავლილი გვაქვს. ყოველ წელს მოხდება კვოტების დადგენა და პოპულაციების შემოწმება. - გაგვაცანით ამჯერად დადგენილი კვოტები. - ამ ეტაპზე ვანგარიშობთ და ცოტა ხანში იქნება ინფორმაცია. - ორიოდე წლის წინ გარემოს დაცვის სპეციალისტები, მათ შორის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანამშრომლები ამბობდნენ, ბრაკონიერების თარეშმა საქართველოს ტყეებში კატასტროფულად შეამცირა ირემი, ჯიხვი და მურა დათვიო. ორ წელიწადში მათი რაოდენობა იმდენად ჭარბი გახდა, რომ ნადირობა დასაშვებია? - გარემოს დაცვის სპეციალისტები ამას მეტი გრანტის მიღების იმედით ამბობდნენ და არა იმიტომ, რომ მართალა ასეთ მდგომარეობაში იყო ეს პოპულაციები. თუმცა ბრაკონიერები გამალებით ნადირობდნენ ჯიხვსა და ირემზე. განა დღეს იგივე არ ხდება? ამ პოპულაციების რაღაც რაოდენობა ნებისმიერ შემთხვევაში ბუნებიდან არის ამოსაღები. მაგალითად, ხნიერი მამალი ჯიხვი აუცილებლად უნდა ამოვიღოთ ბუნებიდან, რომ გამრავლებას არ შეუშალოს ხელი. ჩვენ ამას ვნერგავთ და არა იმას, რომ მონადირემ ხელაღებით აკეთოს ის, რაც უნდა. - მონადირეთა ნაწილი კატეგორიულად მიუღებლად თვლის ჯიხვზე, ირემსა და მურა დათვზე ნადირობას. - მონადირეთა ეგ კატეგორია ნუ ივლის სანადიროდ. სხვები კი მოინადირებენ იმდენს, რამდენის დახოცვაც დასაშვები იქნება. - რის საფუძველზე განსაზღვრეთ სალიცენზიო ფასები? - მეზობელ ქვეყნებში არსებული ტარიფებისა და იმის მიხედვით, რომ საქართველო იყოს კონკურენტუნარიანი. აზერბაიჯანი და საქართველო ერთმანეთს ესაზღვრება. ჯიხვს ხომ ვერ აუკრძალავ საზღვარზე გადასვლა-გადმოსვლას? თუ ის მონადირეები, რომლებსაც ჯიხვზე ნადირობა არ უნდათ, აკრძალავენ ამას? თუ აზერბაიჯანში დაშვებულია ნადირობა, საქართველომ რაღა დააშავა? აზერბაიჯანის მაღალმთიან სოფლებში ჯიხვზე ნადირობა დიდად შემოსავლიანია. რატომ არ შეიძლება იგივე გაკეთდეს საქართველოში? - რომელი სამსახური გააკონტროლებს ნადირობას? - ვინც დღეს აკონტროლებს, ხვალაც ის გააკონტროლებს. - რომელიმე კონკრეტული ქვეყნის გამოცდილება გაქვთ გამოყენებული სამონადირეო წესების ახალი მოდელის შექმნისას? - ნახეთ ნებისმიერი ევროპული ქვეყანა. იცით, რომ ავსტრიაში ირმებზე ნადირობა უფასოა? - ეს შესაძლებელია იქ, სადაც მგლის არარსებობის გამო ირემი ძალიან ბევრია. მგონი, საქართველოს და ავსტრიის შედარება ამ მხრივ მიზანშეწონილი არ უნდა იყოს. - თქვენ მკითხეთ, რომელი ქვეყნების მაგალითზე მიიღეთ ეს დადგენილებაო და გპასუხობთ, რამდენიმე ევროპული ქვეყნის მაგალითზე, მათ შორის - ავსტრიის. - როგორც ვიცი, ირემი საქართველოს "წითელ წიგნშია" შეტანილი. - თქვენ გგონიათ, ავსტრიის "წითელ წიგნში" არ არის? "წითელი წიგნი" "წითელი წიგნია" ყველგან. ჩვენ ყველაფერი გადამოწმებული გვაქვს, თქვენც გადაამოწმეთ. P.S. ინფორმაციის მოძიების შემდეგ დადგინდა, რომ საქართველოში არსებული პოპულაცია - კეთილშობილი ირემი ენდემურია, დამახასიათებელია მხოლოდ კავკასიისთვის. შესაბამისად სხვა ქვეყნებში ვერ იპოვით, მათ შორის, ავსტრიაში. მცირერიცხოვნობის გამო საერთაშორისო "წითელ წიგნშია" შეტანილი. ასევე დაცულია "საქართველოს იშვიათი სახეობების წითელი ნუსხის" მიხედვით. იმავე ნუსხის მიხედვით დაცულია დასავლეთკავკასიური ჯიხვი და მურა დათვიც. ეს სახეობები გადაშენების პირას არის. გადაშენებას იწვევს ბრაკონიერობა, საძოვრების გაფართოების გამო საარსებო არეალის შევიწროება, უკონტროლო ტურიზმი, ნადირობა და სხვ. წყარო: www.kvirispalitra.ge |
|
|
![]()
პოსტი
#85
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 93 რეგისტრ.: 4-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: batumi,guria ![]() |
ბიჭოს გვეშველა მგონია და ეგარი.გადასარევი კანონია ორივე ხელით მომხრე ვარ.
ოღონდ ეგ კანონი ვეთანხმები ზემოტ აღნიშნულს შესასწორებელია მგელი და ტურა,კურდღელი მესმის მაგრამ ირემი სულ ათიოდე დადის და ისიც თუ მოკლეს რაღა დარჩება. ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#86
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 24 რეგისტრ.: 6-September 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
დავალება აქვთ სამონადირეო ტურიზმის განვითარება, სულ ... ჰკიდიათ თუგინდ ენდემური იყოს თუგინდ ბოლო ეგზემპლიარი,
ამათ ტურისტებს უნდა ულოკონ რომ სტატისტიკა დაფიქსირდეს და სამსახური არ დაკარგონ, რაც ჩაფიქრებული აქვთ მაგის განხორციელების შანსი არ არსებობს, იმიტომ რომ ფიზიკურად სამონადირეო რეწვის საჭირო რაოდენობა არ არსებობს, ცუდი ის არის, რომ სანამ ამ საქმის მოთავეები ამას მიხვდებიან ერთი-ორი წელი გავა და ბოლო სავალალო იქნება... |
|
|
![]()
პოსტი
#87
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 138 რეგისტრ.: 7-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
იქნებ ამიხსნათ ვინმემ - "მოსაკრებლის ოდენობა 1 ტონაზე, (ლარებში)" რას ნიშნავს?
თუ 400 კილოიან დათვს მოვკლავ, რადგან მოსაკრებელი ტონაზე 1000 ლარია, ე.ი. 400 ლარი უნდა გადავიხადო? ღორზე თუ 100 ლარია, მაშინ 100 კილოიან ღორზე 10 ლარის გადახდა იქნება საჭირო? და მავნებელი მგლის მოკვლაზე 100 ლარია გადასახდელი? (რატომ პირიქით, აქეთ - ჯილდო არა?) |
|
|
![]()
პოსტი
#88
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,710 რეგისტრ.: 20-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: TBILISI ![]() |
მონადირის დასაცავი რო გახდება დათვი, იმ ქვეყნის დამცველის დედაც!!! |
|
|
![]()
პოსტი
#89
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 27 რეგისტრ.: 30-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
მონადირეებს უნდა უკრზალავდნენ მატ დახოცვას და რა გამოდის მონადირეების დასაცავი ხდება.
|
|
|
![]()
პოსტი
#90
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,028 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თელავი ![]() |
ერთ უკიდურესობიდან მეორეში ვარდებით მგონია.....
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#91
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ძაღლს ვერ ვუღალატებ თორემ , პროტესტის ნიშნად თავს დავანებებდი ნადირობას
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#92
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,710 რეგისტრ.: 20-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: TBILISI ![]() |
Bonehill
, პროტესტის ნიშნად თავს დავანებებდი ნადირობას ჰო ეგეც მაგათ წისქვილზე ასხამს წყალს, კვირის პალიტრაში გარკვევით წერია, ვისაც არ უნდა ნადირობა ნუ ინადირებსო! შესაბამისადაც მეტი დარჩება იმ ტურისტს, ამიტომ ჯობია, ისევ ჩვენ გავიჭირვოთ და ჩვენვე მივხედოთ ამ ამბებს..... |
|
|
![]()
პოსტი
#93
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 246 რეგისტრ.: 18-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მე მგონი ჭკუათ მყოფელი აღარავინ დარჩა.
რაღაცის თქმა და გაკეთება უნდათ, მაგრამ ვერ ჩამოუყალიბებიათ. ძალიან ხმამაღლ ნათქვამად თუ არ ჩამითვლით; ეროვნული საგანძურის ხელყოფას გავს ეს ყველაფერი და არავითარი მნიშვნელობა არა აქვს შეგნებულათ კეთდება ეს თუ სიბრიყვით. საკანონმდებლო აქტების შეუსრულებლობა ანუ მაკონტროლებელი სამსახურების უმოქმედობა (როგორც ნათქვამია სიძვირის გამო) უფლებას იძლევა საერთოთ დავივიწყოთ პრობლემის არსებობა და როგორც გამოსავალი მოვსპოთ პრობლემის პირველწყარო აბორიგენული და უნიკალური ფაუნა. არა მგონია კულტურული მონადირე დათანხმდეს და ფული გადაიხადოს მხოლოდ მოკვლაში (სამონადირეო ტურიზმი იგულისხმება). ასეთი მონადირე ფულს ტროფეის მონადირებაში იხდის. ტროფეის კი გაზრდა უნდა, შენახვა უნდა რაც დღევანდელ სინამდვილეში არარეალურია. მთლიანად მოშლილი სამონადირეო ინფრასტრუქტურის პირობებში, როცა არც ეგერი გაყავს და არც იგივე ტროფეის შემფასებელი, არც ნადირობის მომწყობი და კიდევ რამდენი ეგეთი არც ............ სამონადირეო ტურიზმი ვერ განვითარდება. ჯერ უნდა მოაწყო, გაზარდო (ნადირიც და პერსონალიც) და მერე იფიქრო წარმატებულ ბიზნესზე. ეს კი ერთ და ორ წელიწადში არ ხდება. თუ მართლა სანადირო ტურიზმის განვითარების მიზნით ხელაღებით წირავენ ყველაფერს კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჭკუათ მყოფელი აღარავინ დარჩენილა. ეგრეც, რომ იყოს კონტროლი და ზედამხედველობა ნაკლები დაჭირდება? დამიჯერეთ 10-ჯერ მეტი, თუ ეს ერთჯერადი აქცია არაა და ტყეებისა არ იყოს "ტყე შეუნახე შვილებსა, ბუჩქები და ჩამოსაჯდომი ჯირკები შვილიშვილებს". რამდენი სანერგე მეურნეობა მუშაობს ტყის აღდგენაზე? რამდენი ინკუბატორი მუშაობს კოლხური ხოხბის გამრავლებაზე? ყველა ერს აქვს სიამაყის და იდენტიფიცირების ობიექტები (თუ არა აქვთ, ხელოვნურად ქმნიან დიდი ძალისხმევის ფასად) ჩვენ ეტყობა ძალიან ბევრი გვაქვს და ამიტომაც ასე უყაირათოთ და უსულგულოთ ვეპყრობით და ვსპობთ იმას რამაც უნდა შეგვინახოს, როგორც სულიერად ისე მატერიალურად (სოფლის მეურნეობისა არ იყოს). P.S. ნეტა ის გერმანელი სპეციალისტი სად არის რომელსაც ახალი კონცეფცია უნდა დაედო? ერთი იმედი მაქვს, რომ ამ ვანდალურ ქმედებას მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოება აღუდგება წინ. იმათ მაინც იციან ჩვენი უნიკალური ფლორა-ფაუნის ფასი. ამ ჩვენი მგლის მეგობარი მეცნიერების ხმაც არ ისმის. მგლის გამოხშირვა თუ ეკოსისტემას არღვევდა ყველაფერი ცოცხალის დათოფვა ვითომ ხეირს მოიტანს? P.P.S. ხმამაღალი ნაფიქრალისთვის უკაცრავად. პატივისცემით. |
|
|
![]()
პოსტი
#94
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 95 რეგისტრ.: 27-July 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მეგობრებო, ასე მარტივად და ასე ,,იაფად" არა მგონია ეს საკიტხი გადაწყდეს. ჯერ კვოტები არ დაუწესებიათ და შესაბამისად არც ფასებისთვის გადაუხედიათ. ეს ფასები, რაც აქ არის მითითებული, ჟურნალისტს როგორც ჩანს პირდაპირ 2004 წლის კანონიდან აქვს გადმოკოპირებული და ეს კაკონი რომ არ მუშაობს დღეს ეს ყველამ ვიცით. დარწმუნებული ვარ, ირემზე, მურა დათვზე და ა.შ. ასეთ გაიშვიათებულ ენდემურ ცხოველებზე ნადირობა კვლავ აკრძალული დარჩება, ხოლო ისეთ ცხოველებზე ნადირობა, როგორებიცაა მაგალითად: ღორი, შველი, კურდღელი და სხვ. ასევე დაამატებენ კაკაბს, ხოხობს და სხვ – გაცილებით მეტი ეღირება, ვიდრე ეს ამ 2004 წლის ,,მინდა ვიყო კანონშია" მითითებული.
ასე იქნება ეს, თუ არადა აგერ ვარ მე და აგერ მალევე იქნება ამ საკითხების რეგულაციის ახალი ნორმებიც ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#95
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 374 რეგისტრ.: 15-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ენერგეტიკის სამინისტროს განკარგულება ეგაა უბედურება ენერგეტიკის სამინისტრო რო ნადირობას განაგებს ნადირობის დაშვება აუცილებელია ტურაზე და მგელზე ჩემი აზრით მაგრამ დათვი, ჯიხვი, შველი და ირემზე ნადირობა რომელ ენერგეტიკოს ჭკუათმყოპელს მოუვუდა აზრად. ნადირობაც რომ დაუშვან, ვინ გააკონტროლებს ამ ყველაფერს, ვინ ივლის მთაში, ტყეში და ღრეში ამის გასაკონტროლებლად, თუ იქაც კამერებს დააყენებენ. ალპურ ზონაში სადც თოფის სროლა ასი მეტრის იქით არისმის. დღეს ეს ყველაფერი გაუკონტროლებელია, იმდენი ცხოველი იხოცება წარმოდგენაც არააქ ენერგეტიკის სამინისტროში. ფულზე არშეიძლება იშვიათი ეგგზემპიარების გაცვლა ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th July 2025 - 12:20 |