სხვისი ძაღლით ნადირობა!, ეთიკური და მორალური მხარეები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
სხვისი ძაღლით ნადირობა!, ეთიკური და მორალური მხარეები |
![]()
პოსტი
#101
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
რამოდენიმე გასვლის თემა გადავიკითხე და არაერთხელ ცუდათ მომხვდა ყურში: რა ენაღვლება ჩემი ძაღლით ნადირობდა, რა ენაღვლება ჩემი ძაღლის სტოიკებზე ირბინა. მოკლედ შევატყვე ბევრი პრობლემაა ამ თემასთან დაკავშირებით და ბევრი ძაღლის პატრონი ან არ ამბობს, ან ვერ ამბობს ამ თემასთან დაკავშირებით.
იბადება კითხვა: რამდენად ეთიკურია როცა სხვა მონადირეს ''ავეკიდებით'' და მისი ძაღლის მომსახურეობას ჩვენც ვიყენებთ. ან გამართლებულია თუ არა გამოთქმა: ერთმა ძაღლმა ექვსი კაცი გვანადირა ან მაგ დაგვარები. აქ მინდა თქვენი აზრი მოვისმინო და რა თქმა უნდა ჩემსაც გამოვთქვამ. მანამდე ფეოლას მამის სიტყვებს მოვიყვან. კარგი მონადირე იყო ბატონი შუქრი და შესანიშნავი კურცჰაარი ყავდა. ერთი კი იყო მხოლოდ მწყერზე ნადირობდა ფრინველიდან. სასტიკად ვერ იტანდა როცა ვინმე "შეუერთდებოდა" ნადირობისას. მივდიოდით რა თქმა უნდა ერთად, მაგრამ შემდეგ ყოველთვის ცალკე გადიოდა. ერთხელაც ამ თემასთან დაკავშირებით მოაყოლა: "არ მესმის როცა ამბობენ ერთმა ძაღლმა ამდენი კაცი გვანადირაო, ჩემი ძაღლი ერთ ხაზში არ დადის და სადაც დადგება ნაბულზე მეც იქ მივალო, გვერძე მიმავალი კაცი ნიშნავს რომ უბრალოდ მას ჩუქნი მწყერს და სროლის შანსს. იქ სადაც ის ესვრის მეც მივალ და მეც ვესვრიო, 365 დღე ძაღლს იმიტომ ვუვლი რომ 5 დღე ვინადირო და იმ 5 დღეშიც არ მინდა ვინმე შემეცილოსო" ეს ამბავი ალბათ 15 - 16 წლის წინ მოხდა და ბევრი მიფიქრია მის სიტყვებზე. პრინციპში აბსოლიტურად ვეთანხმები იმაში რომ გვერდზე ან გვერდებზე აკიდებულ უძაღლო მონადირეს უბრალოდ უყოფ ნანადირევს და არა ეხმარები. აქ მე მგონი მეორე მომენტი უფროა, გვერძე იყენებ ისეთ ადამიანს თუ კი გინდა მას გაუყო ის რაც შენ გეკუთვნის. მაგრამ რა ვქნათ თუ თავისით ამოგვიდგა ადამიანი გვერდძე? მე პირადად ვთვლი რომ თუ ძაღლი არ გყავს უნდა ინადირო "შუმავოიზე" და ყველაზე მეტი ჩამოგდებული ფრინველის პოვნაში დაიხმარო ძაღლიანი მონადირე. მოკლედ ბევრი კითხვა დაიბადა და თქვენი აზრიც მაინტერესებს. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#102
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
თუ მონადირე გქვია, მონადირე მე ძაღლიანი ვიცი ( ჯიხვზე და არჩვზე მონადირეების გარდა.) წელს როცა ლეკვი პატარა მყავს და უძაღლოდ ვარ დარჩენილი თოფი არ გამისვრია ფრინველზე (გახსნაზე ფორმალურ გასეირნებას თუ არ ჩავთვლით), მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზებები ყოველ დღიურად მაქვს. თუ ღმერთმა არ ქნას და როდისმე დამიდგება ისეთი დრო, რომ საკუთარი ძაღლი არ მეყოლება, ნადირობას საერთოდ დავანებებ თავს და ეგ იქნება, ტყეში ძაღლის გულისთვის დავდივარ თოფის სასროლათ კი არა. აქ ყველაზე ნაკლები ყურადგება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ვიღაც ჩემი ძაღლით ნადირობს და ჩემს მოსანადირებელს ვუყოფ ფაქტიურად. მე მაგაზე არავითარი რეაქცია არ მაქვს , აქეთ მსიამოვნებს ჩემი ძაღლი თუ სხვასაც ასიამოვნებს. უცხოებთან ნადირობას დიდი ხანია თავი დავანებე და ნაცნობი თუა და სანადიროთ გამომყვა , პატივსაც ვცემ ესეგი. აუცილებელი არ არის მარტო მე მოვკლა ყველაზე მეტი, დახოცოს სხვამაც არ მაქვს პრობლემა, აქეთ ჩემი ჩანთიდანაც გავუყოფ და ჩემსასაც მას დავუთმობ. მთავარი ისაა რომ ასეთ სიტუაციაში ის მონადირე კი არ გამოდის, უბრალო მოყვარულია ამ საქმის და მეტი არაფერი. მდევრებით ნადირობა ხშირად ატარებს კოლექტიურ ხასიათს , აქ 1 ძაღლი მთელ კოლექტივს ანადირებს ჩვეულებრივ და ნანადირევიც კაცურად, თანაბრად იყოფა ყველაზე, არ აქვს მნიშვნელობა ვინ მოკლა. ყველაზე მეტად მდევრებით ნადირობაში ჩნდება მონადირის კაცური სახე, თუ ნადირობაში სხვისი წარმატება , საკუთარივით არ გიხარია და ბოღმა და შური გახჩობს ,ესეთი კაცი მდევრებით მონადირეთა კოლექტივში დიდ ხანს ვერ გაძლებს.
|
|
|
![]()
პოსტი
#103
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 464 რეგისტრ.: 19-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
თუ მონადირე გქვია, მონადირე მე ძაღლიანი ვიცი ( ჯიხვზე და არჩვზე მონადირეების გარდა.) წელს როცა ლეკვი პატარა მყავს და უძაღლოდ ვარ დარჩენილი თოფი არ გამისვრია ფრინველზე (გახსნაზე ფორმალურ გასეირნებას თუ არ ჩავთვლით), მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზებები ყოველ დღიურად მაქვს. თუ ღმერთმა არ ქნას და როდისმე დამიდგება ისეთი დრო, რომ საკუთარი ძაღლი არ მეყოლება, ნადირობას საერთოდ დავანებებ თავს და ეგ იქნება, ტყეში ძაღლის გულისთვის დავდივარ თოფის სასროლათ კი არა. აქ ყველაზე ნაკლები ყურადგება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ვიღაც ჩემი ძაღლით ნადირობს და ჩემს მოსანადირებელს ვუყოფ ფაქტიურად. მე მაგაზე არავითარი რეაქცია არ მაქვს , აქეთ მსიამოვნებს ჩემი ძაღლი თუ სხვასაც ასიამოვნებს. უცხოებთან ნადირობას დიდი ხანია თავი დავანებე და ნაცნობი თუა და სანადიროთ გამომყვა , პატივსაც ვცემ ესეგი. აუცილებელი არ არის მარტო მე მოვკლა ყველაზე მეტი, დახოცოს სხვამაც არ მაქვს პრობლემა, აქეთ ჩემი ჩანთიდანაც გავუყოფ და ჩემსასაც მას დავუთმობ. მთავარი ისაა რომ ასეთ სიტუაციაში ის მონადირე კი არ გამოდის, უბრალო მოყვარულია ამ საქმის და მეტი არაფერი. მდევრებით ნადირობა ხშირად ატარებს კოლექტიურ ხასიათს , აქ 1 ძაღლი მთელ კოლექტივს ანადირებს ჩვეულებრივ და ნანადირევიც კაცურად, თანაბრად იყოფა ყველაზე, არ აქვს მნიშვნელობა ვინ მოკლა. ყველაზე მეტად მდევრებით ნადირობაში ჩნდება მონადირის კაცური სახე, თუ ნადირობაში სხვისი წარმატება , საკუთარივით არ გიხარია და ბოღმა და შური გახჩობს ,ესეთი კაცი მდევრებით მონადირეთა კოლექტივში დიდ ხანს ვერ გაძლებს. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st July 2025 - 21:02 |