Chris Pfeiffer in Tbilisi, ექსტემალური შოუ |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
Chris Pfeiffer in Tbilisi, ექსტემალური შოუ |
![]()
პოსტი
#1
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2 რეგისტრ.: 15-October 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
19-23 ოქტომბერს კავკასიის ტურნეს ფარგლებში თბილისს ეწვევა მოტოსპორტის ლეგენდად აღიარებული გერმანელი სპორტსმენი კრის ფაიფერი. 22 ოქტომბერს 16:00 საათზე კრის ფაიფერი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ყველაზე ექსტრემალურ და თავბრუდამხვევ შოუს გამართავს. პირველად საქართველოში მსოფლიოსა და ევროპის ოთხგზის ჩემპიონი სთანთრაიდინგში, რედ ბულის სპორტსმენი კრის ფაიფერი ყველას დასანახად დაამტკიცებს, რომ მოტოციკლი უბრალოდ გადაადგილების საშუალება არ არის! კრის ფაიფერი თბილისში აჩვენებს, რომ მოტიციკლით შესაძლოა არა მხოლოდ სწრაფი მოძრაობა, არამედ წარმოუდგენელი ილეთების შესრულებაც: ფაიფერის არსენალშია 33 ადამიანზე გადახტომა ტრამპლინის გარეშე, 30 წამის განმავლობაში 15 ჯერ დატრიალება უკანა ბორბალზე და კოცნაც კი ილეთის შესრულების დროს. სთანთრაიდინგი – მოტოციკლის მართვა წინა ან უკანა ბორბალზე, რთული ან სანახაობრივი ილეთების შესრულება მოძრაობის ან ადგილზე დგომისას. სთანთრაიდინგი ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი სპორტია მსოფლიოში. კრის ფაიფერი ცნობილია, როგორც: მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი სთანთრაიდინგში - 2003, 2007, 2008, 2009 ევროპის ოთხგზის ჩემპიონი სთანთრაიდინგში - 2004, 2006, 2007, 2008 Erzberg Red Bull Harescramble, Extreme Enduro Race ოთხგზის ჩემპიონი - 1996, 1997, 2000, 2004 სამი შვილის მამას რისკის სულაც არ ეშინია და მზადაა ყოველდღიურად დაამყაროს ახალი გამაოგნებელი რეკორდები. თუ რას უმზადებს თბილისელებს კრისი, ამის ნახვის შესაძლებლობა მოგვეცემა კრის ფაიფერის საჩვენებელ შოუზე: 22 ოქტომბერი 16:00 - რუსთაველის გამზირი, პარლამენტის შენობის წინ გთხოვთ მობრძანდეთ, წინასწარ გიხდით მადლობას. http://www.youtube.com/watch?v=dlTtTa_HcLQ |
|
|
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 275 რეგისტრ.: 4-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
კრისს არაერთხელ მოუწყვია თავბრუ დამხვევი შოუ და ეხლაც იმ იმედით ვარ რომ ჩვენც კარგი სანახაობის მომსწრენი გავხდებით. მაგრამ უტრამპლინოდ 33 კაცზე გადახტომა არარეალურია ჩემთვის პირადად როგორც მოტოსპორცმენისთვის.
|
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 275 რეგისტრ.: 4-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
ესეც ვიდეო |
|
|
![]()
პოსტი
#4
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,341 რეგისტრ.: 16-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: belinskis 27 tbilisi ![]() |
გიჟიააააა...
![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#5
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მაგარი ვინმეა, თუ მოვახერხებ აუცილებლად მოვალ.....
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 01:22 |