ბრაკებთან ბრძოლის მეთოდიკა! - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ბრაკებთან ბრძოლის მეთოდიკა!, მაინც გავიმარჯებთ! ჩვენც და ბუნებაც!
ბესო
პოსტი Sep 23 2009, 22:36
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მაქვს 1 იდეა, რომელიც ჩემი რწმენით ბოლოს მოუღებს ბრაკების თარეშს ამ ქვეყანაში და მინდა აქ განვიხილოთ.

ძირითადად შევეხები და მაგალითად მოვიყვან ელექტრო-შოკური აპარატით "თევზჭერა"-ს, მაგრამ იგივე წარმატებით შეიძლება ამ იდეის მორგება ყველა ტიპის ბრაკონიერულ საქმიანობაზე.

როგორც ვიცი ელექტრო-შოკური აპარატით თევზაობის ფაქტის გამოვლენისას, თუ დაჭრილი თევზი არ იქნა აღმოჩენილი - ჯარიმა არის 400 ლარი...

რა ხდება შემდეგ...

ეს ჯარიმა არტყმული, "საწყალი ბრაკი" მიდის და იხდის "პატიოსნად" და "დარცხვენილად" ამ ჯარიმას, შემდეგ "ვალმოხდილი" "ამაყად" ჩაიდებს ჯიბეში 100-150 ლარს, გააკეთებინებს ახალ აპარატს და არხეინად და მშვიდად აგრძელებს იმავე საქმიანობას...

რატომ?

ბრაკების მონაყოლითა და ბრაკებისაგან გაწამებული ხალხის მონაყოლით ვიცი, რომ 1 კგ მთის მდინარის, წითელ წინწკლებიან კალმახს "შავ ბაზარზე" გადამყიდველი ყიდულობს 30-50 ლარად (ფასი მერყეობს კალმახის ჭერის ინტენსივობიდან გამომდინარე).

ეს პროცესი თან ისეა, აწყობილი, რომ საკალმახე მდინარეების მიმდებარე სოფლებში, გადამყიდველები (ძირითადად მარნეულიდან - ეხება აღმოსავლეთ საქართველოს) თავის ხარჯებით ჩადიან და ყიდულობენ თევზს. ანუ თუ საშუალო ფასს ავიღებთ 40 ლარს. ამ ჩვენს "ბუნჩულა" ბრაკს თავისი ჯარიმა და ახალი აპარატი უჯდება 13-14 კილო კალმახი...

საბაზრო ეკონომიკა გენიალური რამ არის... რა თქმა უნდა ამ ფასების შემხედვარეს უღირს, რომ ის ჯარიმებიც იხადოს და ისევ ის საქმიანობა გააგრძელოს... ამას ემატება პასუხისმგებელი ორგანოების მოქრთამვის სიმარტივე და ა.შ.

პატრული სიმთვრალეზე 150 ლარიან ჯარიმას რომ წერს, განმეორებაზე 300 ლარია... ერთხელ რომ დაიჭირეს მავანი, ის დაფიქრდა - და გადაწყვიტა - 300 ლარი აზარალებს ჩემს ოჯახსო და მეორედ აღად დაჯდა საჭესთან ნასვამი. ვინც გადაწყვიტა, რომ 300 ლარი ფული არ არისო...იმას მესამე შემთხვევაზე 500 გაუფორმეს. ესეც, რომ ეცოტავა - საერთოდ წაართვეს მართვის მოწმობა და დადის ეხლა მეტროთი.

ეს მაგალითი თვალსაჩინოებისთვის მოვიტანე, მაგრამ იდეა ეს არის... რომ იყოს აპარატის გამოყენებაზე ჯარიმა 10,000 გელა - ხოლო განმეორების შემთხვევაში კი - ციხე - ასე 10-15 წელი. დარწმუნებული ვარ ამგვარი ბრაკების მინიმუმ 90% შეეშვება მსგავს საქმიანობას...

აპარატის ხელოსნებზეც უნდა იყოს ასე 20-25 წლიანი "სროკი" და ვნახავ მერე ვინ მოკიდებს ხელს "გამოგონებებს"...

ის ვინც გადაწყვეტს, რომ ქრთამს გაიღებს და ადვილად გამოძვრება - მეორე დილემას წააწყდება - ჩვენი კორუმპირებული "ძმები" ეტყვიან: "იცი ძმაკაც - ეს უკვე 400 ლარიანი საქმე კი აღარ არის 10,000 გელა გეჯღანება და ამიტომ მეც ოდნავ მსუყე ნაჭერი მეკუთვნისო... 200 გელას ნაცვლად - ასე 3,000-5,000 გელა დაგიჯდებაო..." ადგება ეს "ჭკვიანი" ბრაკიც და დაფიქრდება - "მიღირს კი ამის დედაც ჯეკ წვალებადო?" და დაანებებს თავს.

მე და არჩილი ვაგროვებთ ეხლა ინფოს ევროპაში რა დონეზე დგას ეს საკითხი, რომ შევადაროთ და იქნება რაიმე მსგავსი გადმოვიღოთ ჩვენც... მაგ: ლიტვაში თუ ლატვიაში ლიცენზირებული კალმახის ჭერის დროს თუ არის დაშვებული 3 კალმახის დაჭერა დღეში - მე-4 დაჭერისას (და არ გაშვებისას) ჯარიმა არის 800 ევრო... და აპარატით თევზაობაზე "დაწვრილმანება" ამ შემთხვევაში აზრს კარგავს მგონი...

გარდა ამ სიკეთეებისა - კალმახზე ლიცენზირებული სპორტული მეთოდებით თევზჭერის დაშვება და მისი პოპულარიზაცია არის აუცილებელი. ჯერ ერთი ლიცენზია იქნება თუ მოსაკრებელი - შეიძენს ადამიანი და ეს ფული ბიუჯეტს შეუვა. და მეორეც - რაც უფრო მომრავლდება ამგვარი მეთოდით მეთევზეთა რიცხვი - პირდაპირპროპორციულად შემცირდება ბრაკების რიცხვიც. უბრალოდ ამ ხალხის სიმრავლე არ მიცემს ბრაკებს თავისუფლად თარეშის საშუალებას.

მოკლედ სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა "2 სიტყვით" newsmile05.gif

პატივისცემით,

...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
12 გვერდი V  « < 6 7 8 9 10 > »   
Start new topic
გამოხმაურებები (105 - 119)
ams
პოსტი Sep 6 2013, 11:41
პოსტი #106


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 989
რეგისტრ.: 3-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(Bone @ Sep 6 2013, 12:40) *
რით ვერ გაიგეთ მეგბრებო newsmile05.gif
არაფერი გვეშველება არააააა....მინიმუმ მანამდე საამ არ დაიზრდებიან ჩვენი და ჩვენი ხალობლების ბავშვები

+1000000000000000000000000% გეთანხმებიიი ძლივს არ გამოჩნდა კაცი ვინც ჩემნაირად ფიქრობს D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
dato 85
პოსტი Sep 9 2013, 17:36
პოსტი #107


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 415
რეგისტრ.: 28-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: შორს, დიდ თების იქით.




ამარიკაში ნადირობისთვის საჭიროა ლიცენზია. (ყველა შტატს თავისი აქვს)
იმისათვის რომ ლიცენზია აიღო უნდა ჩააბარო გამოცდები. ზოგჯერ სამი, ზოგჯერ მეტიც. გააჩნია რომელ შტატში ხარ.
ამ გამოცდების ჩაბარება არც ისე ადვილია (თუმცა არც ძაან ძნელია) ასევე ამ პროცესის დროს გადიხარ სხვადსხვა კურსებს სადაც ეცნობი წესებს, რეგულაციებს და უსაფრთხოების ნორმებს.
ანუ ყველას არ ეძლევა ნადირობის საშულება სანამ ზემოთ ხსენებულ რეგულაციებს არ გაეცნობა.
ასევე განარჩევენ სამოყვარულო და სარეწაო გამოცდებსაც და ლიცენზიებსაც. სარეწაოს აღება გაცილებით რთულია.

ასევე უნდა იყო საქართველოში. არ შეიძლება ყველა ვიგინდარამ ვინცკი თოფი იყიდა მონადირე ერქვას. მონადირემდე რო მიხვიდე ბევრი და არც თუ იოლი გზებია გასავლელი.
ბრაკონიერებისა და მანოკიტს-არაკაცების გამო იჩაგრებიან პატიოსანი მონადირეები რომლებიც მოთმინეით ზრდიან ძაღლებს, გეშავენ, რუდუნებით ელოდებიან სეოზნის გახსნას... და ესეთ ხალხს მინდორში აღარაფერი აღარ ხვდება ხოლმე.

ასევე თვით ბუნების დაცვის სამისტროს ბრალცაა რაღაც კუთხით.
ლეგალურად უნდა დაუშვან ტურაზე, მელაზე და მგელზე ნადირობა.
მავნე მატეცბლებიბ მინიმუმამდე უნდა დავიდეს საქართველოს სავაგულებში.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ilara
პოსტი Sep 9 2013, 20:39
პოსტი #108


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 406
რეგისტრ.: 31-August 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



dato 85
მშვენივრად ჩამოაყალიბე და ძალიანაც კარგი იქნება თუ მასე გააკეთებენ,მაგიტ ბევრი რამე გამოსწორდება. dastur.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Sep 14 2013, 20:14
პოსტი #109


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



https://www.facebook.com/photo.php?fbid=515...e=1&theater

ამ ფორმით მივწერე გარემოს დაცვის საამინისტროს და ვინც მოახერხებთ დატოვეთ კომენტარი და მაგალითებიც მოიყვანეთ...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Sep 17 2013, 11:35
პოსტი #110


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება










დამამშვიდეს : )))))))))

ჯეკოს კომენტარი დაიფარა საბედნიეროდ D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Sep 17 2013, 11:56
პოსტი #111


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(megreli @ Sep 17 2013, 12:35) *
ჯეკოს კომენტარი დაიფარა საბედნიეროდ D.gif


და რაო რას წერდა რო?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Sep 17 2013, 11:57
პოსტი #112


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



+18 დინამიკებშიო D.gif D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Sep 17 2013, 15:15
პოსტი #113


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ვისაც ფეისბუკი გაქვთ დატოვეთ კომენტარი თქვენც,როცა მოხვდებით ისეთ ადგილზე სდაც მანოკი იქნება გადაიღეთ ვიდეო და ფოტოები,დადევით სამინისტროს გვერდზე და მოთხოვეთ პასუხი... მიუთითეთ ადგილი სადაც დააფიქსირეთ...
და მაინც თუ არ იქნა რეაგირება მერე რავიცი...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
დ-NT
პოსტი Sep 17 2013, 21:28
პოსტი #114


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 173
რეგისტრ.: 4-February 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



უნდა ადგე და ეგ მანოკი ტრაკში გაუკოთო და მთელი პერელიოტის მწყერი შიგ შეჰყვეს, არ მოტ**ეს ტვინი ამ მანოკისტება ბლიად, xPMWh.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Sep 17 2013, 21:33
პოსტი #115


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ჩემ ფეისბუკზე მანოკის ფოტოც დავდე და მომგონი და მომხმარებელიც მოვიკითხე D.gif

მაისური უნდა გაავაკეთო მაგ წარწერით და ისე ვიარო სანადიროდ.... D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gagrinski
პოსტი Sep 17 2013, 22:25
პოსტი #116


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela



მოდით იცი რა ჯერ რეაგირება მოახდინონ ზარებზე პატივცემულმა გარემოს დაცვამ-ეს ერთი, პოლიციას ნუ გამოუშვებს შემთხვევის ადგილზე როცა თვიტონ უნდა მოვიდეს, თვითონ ნუ იბრაკონიერებს-ეს მეორე, მონადირეებზე ტესტები დააწესოს და ახლა არავინ არ დამიწყოს ყველაფერი ერთ დრეში არ კეთდებაო, ძალიან მაგრად კეთდება თუ გინდა. აი ამის მერე ვიძახოთ ყველამ და მათ შორის მათ მანოკი დანაშაულია!!! ერთი წელი ძაღლს რომ ვარ გადაყოლილი გაზაფხულიდან 17 აგვისტომდე დილას რომ არ ვმაზავ ვწირავ ჩემს დასვენებას, ენერგიას ფულს იმისთვის რომ სეზონზე ვისიამოვნო მაგრამ გავდივარ და ბოდიში და ყ..ე ამოგდებული ვრჩებით მეც და ძაღლიც და ეს რომ მეორდება ორი და სამი კვირა მანოკს კი არა სუ-25-ით გადავუვლი რომ ძაღლს მწყრეი ვაჩვენო იმიტომ რომ არ მინდა დამიყ...ეს და ისიც არ მითხრას არავინ რომ ასე არ მოუვა უაზროდ რომ ახეტიალებ ძაღლს. კიდევ უამრავი მიზეზი შემიძლია ჩამოვტვალო მაგრამ არც მაგას აქვს აზრი. ჩემი ნაწერი არ ნიშნავს იმას რომ ბრაკონიერობას ვამართლებ პირიქით!!! მაგრამ არსებობს დიდი მაგრამ! პატივცემულმა ზემდგომმა ორგანომ მაღირსოს კანონი სადაც შავით თეთრზე თუ უნდა ცისფრად ეწერება რა შეიძლება რა არა და ზუსტი განმარტება იქნება ყველაფრის და არა ისე როგორც ახლაა-დებულებაში ნადირობის შესახებ ყველა აბზაცის წაკითხვა ორაზროვნად შეიძლება და ამაზე შესაბამისად დავა სასამართლოში. იტოგში რა ამ ქვეყანას და არა მხოლოდ ნადირობის სფეროს რაც კლავს დაუხვეწავი კანონია და არაკანონმორჩილი მოსახლეობა.!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩავლე
პოსტი Sep 17 2013, 22:37
პოსტი #117


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,764
რეგისტრ.: 29-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



gagrinski
small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Sep 17 2013, 23:56
პოსტი #118


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(dato gagrinski @ 18th September 2013 - 00:25) *
არაკანონმორჩილი მოსახლეობა.!!!

small3d018.gif small3d018.gif აი ეს რომ არა... მართლა გამოჩნდებოდა გვირაბის ბოლოს სინათლე. მეტი სამუშაოა ჩასატარებელი საგანმანათლებლო კუთხით. ამ ეტაპზე.. გინდა წესები გაამკაცრონ..გინდა უნარები ჩაგვაბარებინონ და გინდა 5000 ლარიანი ჯარიმები დააწესონ..სულ ერთ ადგილას კიდია ბევრ "მონადირეს" . ყოველთვის მოძებნიან გამოსავალს..ახლობელს.. შინაურს და ყოველთვიც ეგონებათ..რომ ჩვენზე "მაგარი" ბიჭები არიან. ჩვენზე "ჭკვიანებიც" რადგან იციან..რომ არ არის ზედმეტი ტვინის ბურღვა საჭორო. ეგენი ხომ "იმას ახერხებენ რასაც ჩვენ ვერა" და მერე "ბოღმისგან ვაჩმახებთ". მოკლედ..სანამ ეგეთი ადამიანების ტლუ ტვინამდე არ დავა ოდნავ მაინც რამე..არაფერი არ ეშველება მართლაც.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Sep 17 2013, 23:56
პოსტი #119


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



gagrinski
ციტატა(dato gagrinski @ 17th September 2013 - 23:25) *
მეორე, მონადირეებზე ტესტები დააწესოს და ახლა არავინ არ დამიწყოს ყველაფერი ერთ დრეში არ კეთდებაო, ძალიან მაგრად კეთდება თუ გინდა.

+1
ეს აუცილებელია კულტურის ამაღლებისთვის !!!
მერე არც მანოკი იქნება და არც *****ებული მონადირე ახალგაზრდობა ერთმანეთს რომ უმიზნებენ თოფებს...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Sep 18 2013, 00:21
პოსტი #120


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(dato1992 @ 18th September 2013 - 01:56) *
მერე არც მანოკი იქნება და არც *****ებული მონადირე ახალგაზრდობა ერთმანეთს რომ უმიზნებენ თოფებს...

კავკაზუს მიამიტუს... D.gif
ხალხი პრავაზე უმკაცრეს გამოცდებს აბარებს... ჯარიმაც მტრისას იმხელაა..მაგრამ იმდენი მთვრალი ჯდება საჭესთან და იმდენ უბედურებას ახდენენ.. ვერ წარმოიდგენ. რატომ?....

ძალიან გთხოვთ..იქნებ ვინმე მამიხსნათ რაა..
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

12 გვერდი V  « < 6 7 8 9 10 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th July 2025 - 08:28