knifecenter-დან გამოწერის მანუალი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
knifecenter-დან გამოწერის მანუალი |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 933 რეგისტრ.: 30-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
კარგა ხნის წინ შეპირებული მანუალი ცნობილი ამერიკული ინტერნეტ მაღაზია http://www.knifecenter.com/ -დან სხვადასხვა ნივთების გამოსაწერად ასე თუ ისე მზადაა
![]() ![]() სანამ ინსტრუქციას გაეცნობით, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მე პასუხს არ ვაგებ შესაძლო გართულებებზე თვითონ მაღაზიასთან, გადამზიდავ კომპანიასთან ან საბაჟოსთან მიმართებაში. ეს ინსტრუქცია შედგენილია ჩემს მიერ როგორც ინფორმაციული, დამხმარე ხასიათის მასალა, რათა ახალბედებს გაუადვილდეთ ამ საიტიდან სასურველი საქონლის გამოწერა. ასევე გაითვალისწინეთ ისიც, რომ წინამდებარე ინსტრუქცია მოიაზრებს თქვენი მხრიდან გადამზიდავი კომპანიების (მაგ. https://www.usa2georgia.com/) მომსახურებით სარგებლობას. მოკლედ, დავიწყოთ: ვპოულობთ შესაბამის ნივთს რომლის გამოწერაც გვინდა. ჩემს შემთხვევაში, ეს არის Spyderco Bug Set, რომელიც შედგება სამი მიკრო ზომის დანისაგან. მოძებნის შემდეგ, ვაგდებთ მას კალათაში (გაითვალისწინეთ, არის თუ არა ის საწყობში In Stock, ან თუ არ არის, დაბრუნდება თუ არა როდესმე - წარმოებიდან ამოღებული ნივთების შემთხვევაში). ილუსტრაციისათვის იხილეთ შემდგომი სურათი: ![]() კალათაში ჩაგდების შემდეგ დაგვხვდება ასეთი სურათი: ![]() ამ ფანჯრიდან ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ შოპინგი და დავამატოთ სხვა ნივთებიც, ან გადავიდეთ უკვე არჩეული ნივთის შესყიდვაზე. აქვე ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ თუ რამდენი დოლარი დაემატება სასურველ ნივთს შიდა შიპინგის საფასურად, ანუ გადამზიდავი კომპანიის კარამდე მისატანად. ამისათვის საკმარისია შესაბამის გრაფაში ჩავწეროთ გადამზიდავი კომპანიის შტატის ზიპ კოდი და დავაჭიროთ ღილაკს "გამოთვლა". მაგალითში ნაჩვენებია usa2georgia-ს შტატი Delaware-ს ზიპკოდი. გადავიდეთ შეძენაზე: ![]() ზემოთა ფანჯარაში ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ახალი ექაუნთი ან შევიდეთ უკვე არსებული ექაუნთით, ან საერთოდ ექაუნთის გარეშე გავაგრძელოთ შოპინგი. ექაუნთის შექმნას აქვს გარკვეული პლიუსები და რეკომენდაციას გავუწევდი, თუმცა ამ შემთხვევაში განვიხილავთ ყველაზე "სწრაფ" გზას და ცალკე ახალი ექაუნთის რეგისტრაციას აღარ გაჩვენებთ (მით უმეტეს, არამგონია რეგისტრაიას სჭირდებოდეს ცალკე ინსტრუქციები). ვაჭერთ უზარმაზარ ღილაკს რომელსაც აწერია Checkout Now და გადავდივართ შემდგომ ფანჯარაზე: ![]() როგორც ხედავთ ბევრი ინფორმაციაა შესაყვანი, ბილინგ და შიპინგ მისამართები, საკრედიტო ბარათის მონაცემები და სხვა. ალბათ უკვე შეამჩნიეთ, რომ ბილინგ და შიპინგ მისამართებში ორივეგან მიწერია გადამზიდავი კომპანიის მისამართი დ აგაგიჩნდათ კითხვა - რატომ? იმიტომ რომ "მოსულა" და ამ მაღაზიის შემთხვევაში საჭირო არაა ბილინგ ინფორმაციის ჩაწერა. უბრალოდ ყურადღება მიუთითეთ შიპინგ მისამართის სისწორეს და ყურადღებით შეიტანეთ საჭირო ინფორმაცია. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მიუთითოთ ბილინგის მისამართად ის ინფორმაცია, რაც საკრედიტო ბარათს აწერია ხოლმე, კონკრეტულად კი ბანკის მისამართი, თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ზემოთ მოცემულ სურათში დეტალურადაა ნაჩვენები თუ სად რა უნდა ჩაწეროთ, ამიტომ ამაზე ბევრს აღარ დავწერ. ამავე გვერდზე, ბოლოში იქნება ღილაკი (რმელიც სამწუხაროდ არ გადამიღია) სადაც ადასტურებთ რომ ხართ 18 წლის და ეთანხმებით მაღაზიის პირობებს და გინდათ გააგრძელოთ ნივთის გამოწერა. ღილაკზე დაჭერის შემდეგ ვხედავთ მსგავს სურათს: ![]() ამ გვერდზე კიდევ ერთხელ გადავამოწმებთ საჭირო ინფორმაციას და დავრწმუნდებით მის სიზუსტეში. ასევე შეგვიძლია გარკვეული ინსტრუქციების მიცემა მაღაზიისათვის, მაგალითად ნივთის შემოწმება გამოგზავნამდე და ა.შ. თუ ყველაფერი მოგვწონს და ვეთანხმებით, ვაჭერთ ღილაკს რომელსაც აწერია Confirm & submit Order. ღილაკის დაჭერისას რამდენიმე წამში საიტი გადაგიყვანთ გვერდზე (რომლის სურათი არ გადამიღია) სადაც მადლობას გიხდით შეკვეთისათვის და გთავაზობთ ასევე გვერდის ამობეჭდვას... გილოცავთ, თქვენ წარმატებით (იმედია) გამოიწერეთ http://www2.knifecenter.com/ დან ![]() სულ ესაა ჩემი ინსტრუქცია ![]() P.S. დგეს ჩამომივიდა ეს დანები, ასე რომ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ ინფორმაციის სისწორეში ![]() http://www.bladehq.com/ |
|
|
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
nihontoman
კაი კაცი ხარ შენ ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,664 რეგისტრ.: 8-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
nihontoman დიდი მადლობა...!
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 01:08 |