Margo 22LR - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

Margo 22LR, სამოქალაქო დანიშნულების იარაღი
xishnika
პოსტი Feb 25 2012, 19:29
პოსტი #1


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 309
რეგისტრ.: 20-November 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: aba shashi:)



ყალიბი————————-.22LR (5.6)
ტყვიის სიჩქარე (მ/წ)———200
მჭიდის ტევადობა (ცალი)— 7
ლულის სიგრძე (სმ)———-10
წონა (გრ)———————–750


როდესაც იქმნება სამოქალაქო დანიშნულების იარაღი, უმეტეს შემთხვევაში კონსტრუქცია აღებულია საბრძოლო ან სპორტული დანიშნულების იარაღებიდან. ეს ტენდეციაა მთელ მსოფლიოში და ასევე იჟევსკის ქარხანაში, სადაც „მარგოლინი“ს ბაზაზე 90-თიან წლებში შექმნეს სამოქალაქო დანიშნულების იარაღი „მარგო“. ორიოდ სიტყვით არ შეიძლება, რომ არ შევეხოთ ამ უნიკალური პისტოლეტის ნიმუშს და მის გენიალურ კონსტრუქტორს. 1924 წელს ოცი წლის სპეციალური დანიშნულების რაზმის ოცმეთაური მიხეილ მარგოლინი ბანდიტურ დაჯგუფებებთან ბრძოლის დროს დაიჭრა მძიმედ და მთლიანად დაკარგა მხედველობა. მიუხედავად ამისა მარგოლინმა მაინც შეძლო ხელის შეხების აღქმით პრაკტიკაში შეესწაავლა მაშინდელი პისტოლეტების და რევოლვერების კონსტრუქციები. მარგოლინმა 1936-1939 წლებში წარმოადგინა რამოდენიმე სპორტული მოდელი პისტოლეტ „ტტ“ს ბაზაზე. ომის დამთავრების შემდეგ კი მიაღწია განსაცვიფრებელ შედეგს, 1948 წელს დაიწყეს მისი ორიგინალური პისტოლეტის წარმოება 5.6 ყალიბის ვაზნაზე (.22LR). პისტოლეტის მუშაობა დაფუძვნებული იყო თავისუფალი საკეტის უკუცემის პრინციბზე, საკეტის ზამბარა განთავსებული იყო ლულის ქვეშ, გააჩნდა სარეგულირებელი სამიზნე და დამსხლეტი მექანიზმი, ქონდა კარგი ბალანსი, მოსახერხებელი ტარი, რომლის დახრა იყო 111 გრადუსი, რაც წინაპირობა იყო ზუსტი სროლისთვის. 1952 წელს მარგოლინი გამოუშვეს ასევე 5.6 ყალიბის მოკლე ვაზნაზე (.22 short). დღესაც მარგოლინი ითვლება ერთერთ საუკეთესო სპორტულ პისტოლეტად. მარგოლინის ბაზაზე შეიქმნა პისტოლეტი „მარგო“ 5.6 ყალიბის გრძელ ვაზნაზე (.22LR). „მარგოლინ“თან განსხვავება ისაა, რომ „მარგო“ს არ ააქვს სასხლეტისა და სამიზნეების სარეგულირებელი, აქვს მოკლე ლულა და გამარტივებული სამიზნე. მიუხედავად ამისა „მარგო“ს გააჩნია დიდი სიზუსტე, საკმაო ენერგია და გამაჩერებელი ძალა, რაც ეფექტურს ხდის თავდაცვისთვის. 5.6 ყალიბის მოკლე წრიული აალების ვაზნა (.22 short) არის ერთერთი უძველესი ვაზნა, რომელიც „სმიტ ენდ ვენსონმა“ შექმნა 19857 წელს თავისი რევოლვერებისთვის. 1871 წელს გაუშვეს 5.6 ყალიბის გრძელი ვაზნა (.22LR), რომელიც განკუთვნილი იყო ჯიბის რევოლვერებისთვის. შემდეგში ამავე ვაზნაზე შეიქმნა მრავალი სამონადირეო და სპორტული იარაღი, რომლებიც საკმაოდ ეფექტურია, როგორც სამონადირეო ასევე თავდაცვის მიზნით.



ესეც მაყუჩიანი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
Davitus
პოსტი Feb 26 2012, 23:22
პოსტი #2


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



mengreli

პირველ წყარო რომ არ მიუთითეთ გაფრთხილება იმიტომა მიიღეთ. ასევე თხოვნა იქნება, ჟესტების და მიმართვების პოსტებში გამოყენება, როგორიცაა "ძმა", "ბრატ" და ა.შ. მინიმალურ რაოდენობამდე დაიყვანოთ, გასაგებია რომ მაქსიმალურად დადებითი ემოციების გამოხატვა ქსურთ, მაგრამ ბევრისთვის ასეთი პოსტები გამაღიზიანებელი და შეიძლება არასერიოზულადაც აღგიქვათ

პატივისცემით მე
ციტატა(shaman @ 26th February 2012 - 19:54) *
და კიდევ ერთი ნიუანსი მაგროლინი 1924 წელს აფხაზეთში დაიჭრა,ვინ იყვნენე ბანდითები საინტერესოა!


იმდენად გაუგებარი წინადადებაა რომ...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
shaman
პოსტი Oct 27 2013, 21:16
პოსტი #3


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 207
რეგისტრ.: 8-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(Davitus @ Feb 27 2012, 00:22) *
DAVITUS


პატივისცემით მე

იმდენად გაუგებარი წინადადებაა რომ...

ეხლა ვნახე შენი პოსტი.ცუდად გამოვხატე აზრი,აფხაზეთში დაიჭრა თავში მარგოლინი ეგრედწოდებული ყაჩაღების დევისას.მას მერე შექმნა მხედველობა დაქვეითებულმა იარაღი.როგორც მე ვიცი

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია shaman: Oct 27 2013, 21:17
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 07:55