სკუმბრია, scomber scombrus - скумбрия |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
სკუმბრია, scomber scombrus - скумбрия |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 348 რეგისტრ.: 18-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 226 რეგისტრ.: 11-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქობულეთი ![]() |
ორიოდე სიტყვით ჩემს მშობლიურ პრიჩალზე სპინინგით სკუმბრიაზე თევზაობის შესახებ მოგახსენებთ:
სკუმბრია ნავში ჯერ კიდე სექტემბრის ბოლოს გამოჩნდა მაგრამ იქ 2-3 ცალის მეტი დღეში არავის დაუჭერია. ნავში როცა სტავრიდაზე თევზაობ მაშინ იცის გამოკიდება. მაგრამ სტავრიდის პავადოკი რადგან გაქვს სკუმბრია წყვიტავს. თუ გაგიმართლა და 300 გრამზე პატარები მოყვა 2 ცალამდე, მაშინ გაქვს შანსი ამოიყვანო. მაგრამ ამის მერე პავადოკი ან ივარგებს ან არა. პრიჩალზე სხვა ამბავია. თუ მოსული ხარ უბრალოდ თევზის საჭერად მაშინ სკუმბრიაზე არავინ იქნევს. რადგან სკუმბრიაზე მარტო სპორტული ჟინით უნდა იყო რო ითევზაო. პრიჩალზე ოქტომბრის მეორე ნახევრიდან უკვე მოსალოდნელია სკუმბრიის მოსვლა და დეკემბრის შუა რიცხვებამდე ნამდვილად ჩერდება, ამის შემდეგ უკვე ყოველ წელიწადს თავისებურად. ეხლა როგორ უნდა ითევზაო: უნდა გქონდეს ისეთი სპინინგი რომლითას 40-50- გრამის ტყვიას რაც შეიძლება შორს გადააგდებ. ამასთან ძირითადი ძუა არ უნდა იყოს 0.35მმ.-ზე ნაკლები პავადოკიც შგიძლია იგივე სიმსხო გააკეთო მაგრამ უფრო გირჩევ 0.25მმ. ძალიან სუფთა ძუას. დრეკადობას დიდი მნიშვნელობა არ ქვს. კავები აცმული უნდა იყოს ისევე როგორც სტავრიდის პავადოკია, ოღონდ დიდი, გრძელღეძიანი, უყუნწო და ბრჭყვიალა კავებით, ამსთან უკეთესია თუ კავები არ იქნება მძიმე ლითონისგან და სქელი მავთულისგან გაკეთებული. ჯობია დიდი ზომის მაგრამ თხელი და მჩატე იყოს. რადგან დიდი ზომის კავებია ხოლო პავადოკის სიგრძე შენი სპინინგის 3/4 უნდა შეადგენდეს, პავადოკზე ყენდება 7-დან 9 კავამდე. შეგიძლია ბუმბულის დაბნევაც, ეს ხშირად მაგრად ჭრის (ანუ მოდის). არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს კავზე არაფერი ფერადი. მხოლოდ თეთრი ან სარკისებრად ბრჭყვიალა. სიმძიმე განსაკუთრებული საკითხია. სამწუხაროდ ფოტო არ მაქვს და არც ტელეფონზე მაქვს გადამღები მაგრამ აგიხსნი რამდენიც შემიძლია სიმძიმეს 3 მთავარი პრინციპია: 1. უნდა იყოს იმისიმძემე რომ პავადოკი გადაგაგდებინოს რაც შეიძლება შორს ამასთან 0.25მმ. პავადოკი არ გაგიწყვიტოს როგორც წესი 35-45 გრ. ამიტომ არის თხელი და მჩატე კავები საჭირო რომ ნაკლებად დაგიტორმუზოს გადაგდებისას პავადოკი. 2. უნდა იყო ამრეკლი ზედაპირის ანუ სარკესავით, რომ წყალში 4-5 მეტრ სიღრმეზე მზის ანარეკლი ჰქონდეს მაქსიმალურად ნათელი, რომ სკუმბრიას რაც შეიძლება შორს მოხვდეს თვალში არეკლი სხივი. ამისათვის ტყვიას ვასხამთ 6-7 სმ. სიგრძის და სანტიმეტრ-სანტიმეტრნახევარი სიმსხვილის ლატუნის მონიკელებულ რადიო ანტენის ნაჭერში. თან ბოლოში ყუნწისათვის ვუყენებთ უჟანგავი ტროსის რამოდინემე წვერს. 3. ტყვიას არ უნდა ჰქონდეს მბასრი და წაბრტყელებული მხარეები. რადგან გადაგდების დროს არ ჰქონდეს ჰაერთან დიდი წინაღობა, ასევე წყალში უკან გამოტარებისას არ აბრზრიალდეს (აქ ასევე მნიშვნელოვანია კავების სიმჩატე და სითხელე დიდი ზომების მიუხედავად). როცა სკუმბრია დაებება, განსაკუთრებით რამოდენიმე ერთად აუცილებლად ათასნაირად დაგრიხავს შენს პავადოკს სანამ 30-40 მეტრს გამოატარებ, ამიტომ თუ ტყვიას მბასრი წვეტები აქვს სადმე ძუას გადაგიწყვეტს. ამიტომ გვერდები შემოუქლიბეთ. როგორც წესი სკუმბრიას უყვარს როცა ნახევრად ავდარია მაგრამ არაფერი სერიოზული, ამასთან წყალი არ უნდა იყოს ამღვრეული. განსაკუთრებით მოდის დილის საათებში. თუმცა არც დღის სხვა დროს ღირს ხელის ჩაქნევა. გაფრთხილებთ სკუმბრიას ხიდზე ვერ დაიჭერთ ბევრს. ამიტომ ვინც სტავრიტკაზეა მიჩვეული ბევრ ჭერას გაუჭირდება სკუმბრიაზე თევზაობის რეჟიმი. ასევე ვაფრთხილებთ ნაჟივკით თევზაობის მოყვარულებს, სკუმბრიაზე თევზაობისას დაივიწყეთ დასვენება. აქ ნამდვილი მარაფონისტის მონაცემები გჭირდებათ. ვიმეორებ სკუმბრიაზე თევზაობა მხოლოდ სპორტული ჟინით ღირს. რაც შეეხება თევზაობის სტილს: მოდიხარ დილით გათენებიდან დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ხსნი პავადოკს და სპინინგს. დგები პრიჩალის ზედა იარუსზე სულ ბოლოში (სიღრმისკენ) და ისვრი პავადოკს იმისიშორეზე რაც ძალი და ჭაპანი გაქვს . მაგრამ თან მეორე ხელს კატუშკასთან ახლოს ტოვებ რადგან როგორც კი ტყვია წყალს შეეხება ხელათ უნდა გააჩერო და ჩაკეტო კოჭა. ტყვიის წყლის ზედაპირზე შეხებიდან 3-4 წამში ( როგორც კი ძუა გასწორდება) სპინინგს ქაჩავ უკან რამდენზეც მკლავი და ჯოხი გადის. ამდროს პავადოკი, რომელმაც უკვე მოასწრო დაახლოებით 3-4 მეტრის სიღრმეზე ჩასვლა მაქსიამლური სიჩქარით ამოდის თითქმის ზედაპირზე. ისევ მიუწევ ჯოხს წინ რო მიუშვა ტყვია. დაიძიროს ისევ 3-4 მტრზე და ისევ მაქსიმალური სიჩქარით მაოქაჩავ შენკენ, რითაც ისევ ამოიტან ტყვიას ზედაპირთან. ასე უნდა იმეორო სანამ პავადოკი არ მოვა შენთა. ან სპინინგი არ დაიკვნესებს "ვაიმე ნანაო". რადგან როცა სკუმბრია ამ სიჩქარეებზე ებმება პავადოკს, ხელში ისეთი შეგრძნება გაგქვს თითქოს იდატყვი უკან მიარტყი ბეტონს მთელი ძალით. დამიჯერეთ ამ დროს გული ლამის ამოგივარდეს ისე ფეთქვას ენდორფინი. სკუმბრიისთვის მნიშვნელოვანია რომ სატყუარა (პავადოკი) მოძრაობდეს ძლიერი რივოკებით. ამ დროს ის ძალიან ჰგავს ლიფსიტის ქარავანზე დადევნებულ სტავრიდის ან სილიოტკის ქარავანს და სკუმბრიაც ზუასტად ამას დაეძებს ზღვაში. სკუმბრია ასეთ ბატალიებს სუფთა და მზიან წაყალში კარგი 10-15 მეტრის სიშორიდან ამჩნევს და სანამ შენი ერთი მოქაჩვის დასაწყისიდან, მის მკლავის ბოლომდე მისვალამდე, ასწრებს ამ მაძილის დაფარვას და შენი პადსეჩკის (მოქაჩვის) შუაგზაში გზაგადაჭრის ტრაექტორიით დაკავებას. ამოყვანისას მოგატარებს მთელი ზღვისმხარე ნახევარსფეროს სანამ მოიყვან პრიჩალამდე. დამიჯერეთ, ანკესზე დაბმიდან ასე ჩქარა და დიდ მანძილზე მოცურავე თევზს საქართველოს ვერცერთ სხვა თევზი შეედრება. ჰუჰ დავიღალე დანარჩენი მერე აგერ ჩემი ორი წლის უკან თევზაობაზე უცნობი რიბაკის გადაღებულეები ![]() ![]() ![]() დააკვირდით ამინდს. ასეთი ძალიან უყვარს სკუმბრიას აქ პატარა სკუმბრიაებია ასე 300 გრამამდე. ისე კილოიანიც კი მიჭერია. და საერთოდ დაახლოებით ნახევარ კილოიანები იცის ხოლმე, პლიუს-მინუს 200 გრამი |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
amroci
შენ გაგახარებს იეღოვა ესეთი სტატიებისთვის |
|
|
![]()
პოსტი
#4
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 226 რეგისტრ.: 11-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქობულეთი ![]() |
პირველად რო სკუმბრია დავიჭირე გუშიდელ დღესავით მახსოვს. იმის მერე ვარ ამ თევზით გატაცებული. რამდენი ახალი ამერიკა მოვიგონე მაგაზე სათევზაოდ ერთმა ღმერთმა უწყის.
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 05:54 |