ევროპული მოშენების მეძებრები - განსხვავებები, თავისებურებები, ღირსებები - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

40 გვერდი V  « < 19 20 21 22 23 > »   
Reply to this topicStart new topic
ევროპული მოშენების მეძებრები - განსხვავებები, თავისებურებები, ღირსებები
შალვა
პოსტი Mar 20 2012, 18:00
პოსტი #296


EX მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,851
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



შადი შამოდი
თქვენც გეთანხმებით! newsmile090.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
GIGO
პოსტი Mar 21 2012, 00:03
პოსტი #297


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 228
რეგისტრ.: 30-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(შადი შამოდი @ Mar 20 2012, 18:58) *
მოკლედ, მის უარესს ჯობია D.gif დედა რა ვნახე არ არის, მაგრამ არც გადასაგდებია, როგორც ამას ფცის წესებით პირველივე წუთზე "გაუიასნებდნენ".
სწორედ ამის წინააღმდეგი ვარ: ის ჩვენი ოთხფეხა მეგობრები, ყველა, ვინც ოჯახის წევრებად მიგვაჩნია და ვინც უამრავ ბედნიერ წუთს გვჩუქნის ნადირობისას, უკლებლივ ყველა, - ამ წესებით ჩამოსაწერია და საჯიშედ უვარგისი. უახლოეს პერსპექტივაში (და არც შორეულში,მე რომ მკითხოთ) რეალურად სამაგიეროსაც არაფერს გვეთავაზეობენ, გარდა სარეკლამო კლიპებისა. თორე პროგრესს რა ჯობია, თუ მართლა პროგრესია და არა ჰიბრიდული სიმინდის კამპანია D.gif


იქ ეგეთ ძაღლებს რო "უიასნებენ" პირველივე წუთებზე იმიტომაც ყავთ ისეთები როგორიც ყავთ - აქ კიდე 1 საათი რო დავვდევთ ეგეთებს და მერ ვამრავლებთ კიდეც, იმიტომაც გვყავს ეგეთები, როგორიც გვყავს.
მის უარესს კი ჯობია მარა ეგეთი ძაღლები მეორე და შეიძლება პირველი ხარისხის კანდიდატები არიან ჩვენი წესებით, მესამე ხარისხზე აღარ მაქვს ლაპარაკი. აჩვენებს მანძილს და მერე ვიძახოთ სტილი არ უვარგაო, გადაწვთნილიაო , და ახლოს ეძებსო და ა.შ , მარა N 1 საურველი სასიძო კი გახდება ოკრუგში.
ჰა როგორ აქებს პატრონი? newsmile040.gif
კი ნადირობისას ეგეთი უამრავ ბედნიერ წუთს აჩუქუბს პატრონს, მაგრამ ჯიშს ვერფერს შემატებს თუ არ დააზარალებს.
სამაგიეროს არავინ არაფერს არ შემოგვთავაზებს ჩვენ თუ არ ვიფიქრეთ ჩვენ თავზე.
ისე ესეც სარეკლამო კლიპია აქაური .
ჩვენი ოჯახის წევრებად ყველას მიგვაჩნია საკუთარი ძაღლი მარა ეს იმის საფეძველი არ უნდა გახდეს არასოდეს რომ საჯიშედ გამოვიყენოთ.
პროგრესის მიღწევა არსებული გენოფონდით და თანაც პრინციპით მრავლდება ყველა - შეუძლებელია.


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
dato 85
პოსტი Mar 21 2012, 04:29
პოსტი #298


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 415
რეგისტრ.: 28-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: შორს, დიდ თების იქით.




ამ რუსული ვიდეოს ყურება დავაპირე და 20 წამში რო თქვა ყველა ხერხით ვებრძვით სისწრაფესო, იქვე გამოვრთე... ტიპიური მაგალითია საბჭოთა სანადირო მეძაღლეობის (ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად).

აბა სხვა რა დავწერო...

ამ ძაღლების ყოლას არავინ არავის ავალებს, აქ უბრალოდ ვცდილობთ ვაჩვენოთ ის დადებითი მხარები რაც ამ წესით სელექციას და გამოცდებს აქვს. ამიტომ თუ არავის მოსწონს, მეტი არა ჩემი მტერი ვინმემ დააძალოს, პირიქით ამ ეტაპზე ასეთი მიდგომის ადამინები რაც უფრო ცოტა იქნებიან მით უფრო კარგია. შემდეგ დრო გვაჩვენებს ყველაფერს... მონადირე თვითონ უნდა მიხვდეს ამას, იმიტომ რომ, როცა საუბარია ბრიტანულ ძაღლებზე, მათი სახე, თუ როგორები უნდა იყვენენ ეს ძაღლები, სწორედ ეს სამხრეთ ევროპული ძაღლებია, ხოლო როგორი არ უნდა იყვენენ აგერ ზემოთ დევს ვიდეოში.

ამიტომ როგორც ერთმა დიდიმა კაცმა თქვა, ზოლებიანი ცხენი მაინცდამინც ზებრას არ ნიშნავსო, ისეა საქმე ზუსტად... არც ყველა ბრიტანულია ძაღლია ბრიტანული ძაღლი. ბრიტანული ძაღლის არსს სწორედ ის ხალხი ჩაწვდა და სწორედ ის ხალხი აჯიშებს, ყოფილ სსსრ-ში კიდევ სხვა ძაღალებს აჯიშებენ, რატომღაც იგივე სახელით...

არ ვიცი ხალხი რატო ღიზიანდება, სკეპტიციზმი გასაგებია (თუმცა ჩემთვის ალოგიკური) მარა გაღიზიანების მიზეზს ვერ ვხედავ. ფაქტია ერთია, რუსულ-საბჭოთა კინოლოგია "სუხოით" დამარცხდა დასავლურ კინოლოგიასთან. გინდ ბრიტანულებში, გინდ კონტინეტალურებში (საბჭოთა კურცხაარის ისტორია არის სანადირო კინოლოგიის ტრაგედია და დაცინვა, ასე ძაღლი არცერთ ქვეყანაში არ "გაუბანძბიათ, მარა ამაზე მოგვიანებით) და ეს მარცხი ზოგმა აღიარა ზოგმაც ვერა...

ეს თემა და ეს ხალხი ვინც ეს ლეკვები ჩამოიყვანა, აბსოლიტურად ნებეყაოფლობით და საკუთარი ხარჯებით ეწევა იმის პოპულარიზაციას რაც მნიშვნელოვნად მიაჩნია და რაც სინამდვილეში ქვია ბრიტანულ ძაღლს. თორე არც გიგო და არც ალეკო (მე არ ვარ კლუბის წევრი ჯერ, ტუმცა მათი თანა მოაზრე ვარ მინუმ 2006 წლიდან) არავის არაფერს აჯარებს და აძალებს.
ვისაც უნდა მიხვდება, ვისაც არ უნდა ღემრთმა გაუმარჯოს, სულ კარგად იყოს თავის ძაღლით...


ხო ბარემ აქვე დავძენ, იმ სახელოვნი საბჭოთა საველე სისტემაზე. იმ სისტემაში საერთოდ არ არის გათვალისწინებული კონტინეტელაური ძაღლების თვისებები. უფრო მეტიც, მათი თვისებები უგულველყოფილია!!! და მიუხედავად ამისა ამ შჯერებული სისტემით იცდებოდა ეს ძაღლები. ჩემი როგორც კონტინტალური ძაღლების (განსაკუთრებით კურცხაარი) მოყვარულისთვის ეს ფაქტი უკვე ბევრზე მეტყველებს...

შადი შამოდი

სწორედ ამის წინააღმდეგი ვარ: ის ჩვენი ოთხფეხა მეგობრები, ყველა, ვინც ოჯახის წევრებად მიგვაჩნია და ვინც უამრავ ბედნიერ წუთს გვჩუქნის ნადირობისას, უკლებლივ ყველა, - ამ წესებით ჩამოსაწერია და საჯიშედ უვარგისი.

ბატონო შადიმან, ანუ ჩვენი კარგი მოგონებების და სენტიმენტების გამო, ასეთი (საშუალო ან ცუდი) ძაღლები ჯიშში უნდა დავუშვათ და დიპლომი მივცეთ?
მაშინ რა ვუყოთ სელექციას, რომელიც განსაკუთრებულ სიფაქიზეს და სიმაკცრეს მოითხოვს?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Alik
პოსტი Mar 21 2012, 07:38
პოსტი #299


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 202
რეგისტრ.: 15-March 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: batumi



სხვათაშორის ამ ვიდეოში არის ნაჩვენები ცნობილი უკრაინაში პოინტერისტი MIXAIL KOLMICENKO რომელსაც ყველა პოინტერი ყავს სუფთა ევროპული სისხლების მაგრამ საკმე იმაშია რომ ევროპული კინოლოგიის პროდუკტი ძალიან მოსწონს და კიდევაც კარგად ნადირობს მამ ძაგლებით მაგრამ ევროპულ სისტემას უარყოფს რაც ეხება FT და ძაგლის მომზადებას უკრაინულ პოინტერს არ უყურებს ამფერი ორმაგი სტანდარტიც არსებობს ევროპული ძაღლები მოსწონს სისტემა არა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Mar 21 2012, 09:41
პოსტი #300


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



GIGO
ერთ დასკვნამდე მივედი. აუცილებელია ნატურში ვანახოთ როგორმე ხალხს ევროპული ძაღლების მუშაობა. იქნებ ითავო ორგანიზება საველე მომზადების, მე აქ გავუკეთებ ორგანიზებას და იქნებ მინდორში შევხვდეთ ხოლმე. ნატურში საუბარი ჯობია, მინდირში. თუ გყავს რომელიმე ძაღლი მომზადებული იქნებ აპრილიდან როცა მწყერი მოვა ერთად ვნახოთ მუშაობა და გეშვის პროცესი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Alik
პოსტი Mar 21 2012, 10:54
პოსტი #301


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 202
რეგისტრ.: 15-March 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: batumi



BP და OP მქონი სისხლების პოინტერი ან ინგლისური თუ დაიგეშა მწყერზე და საველეზე გამოიყვანთ 81წ.საველე წესებით არანაირი ფასი არ ექნება ან იქნება ის რასაც ხედავთ კოლმიჩენკოს ვიდეოზე სადაც თვით ავტორი ამბობს თავში აბსურდს ( Со скоростью мы всяческий боремся) აქედან კითხვა A зачем Вы тогда заведомо брали пойнтера взяли бы континентала а еще лучше спаниеля.ინგლისელებს ზუსტად აქვენ აღწერილი რისთვის რატომ რა ფართობებისთვის და რა სიჩქარეს მქონი უნდა იყოს ინგლისური ჯიშები ამიტომ მე არ მგონია რომ ეს ახალგაზვრდა ლეკვები უნდა დაიგეშოს მწყერზე(გარდა ზოგიერთი ელემენტები)და მიიღონ მონაწილეობა 81წ წესების საველეებზე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Mar 21 2012, 11:00
პოსტი #302


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Alik
ანუ ახლა სხვა პრობლემამდე მივედით. ძაღლები კი არა, მგეშავები არიან სხვანაირად მოსამზადებელი.

ან მივედით ჭეშმარიტებამდე (ჩემი აზრით) საქართველოს ლანდშაფტი არ გვაძლევს იმის საშუალებას ვიყოლიოთ შორს გამსვლელი სპრინტერი ძაღლები newsmile045.gif newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი Mar 21 2012, 11:08
პოსტი #303


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



Alik
რაღაცეებში მეც უკვე გავიხლართე newsmile05.gif
რას ნიშნავს არ უნდა დაიგეშოს მწყერზე? ე.ი. ეს ძაღლები მწყერზე ტავის შესაძლებლობებს ვერ ავლენენ? რატომ? იმიტომ ხომ არა რომ მწყერს არც თუ ისე ძლიერი (მყრალი სუნი) არ ასდის ვიდრე გნოლის გუნდს ან კაკბის გუნდს? არის იმის რისკი რომ ამ ძაღლებმა მწყერზე ვერ იმუშაონ?

ჩვენთან არაა დიდირ აოდენობის გნოლი და კაკაბი, შესაბამისად მეძებრებით ნადირობის(აქ მხოლოდ მონადირეებზე მაქვს საუბარი და კინოლოგებზე, რომლებიც არ ნადირობენ და მხოლოდ სელექციისთვის ჭირდებათ ჯიშიანი ძაღლები) მოყვარულეებისათვის ეს ევროპული მოშენების ჯიშები მეტ-ნაკლებად გამოუსადეგარი ხდება, რადგან წმინდ აპრაქტიკული მნიშვნელობიდან გამომდინარე, მწყერზე ნაკლებ შედეგიანი იქნება

ეს ასეა?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
monadire batumel...
პოსტი Mar 21 2012, 11:18
პოსტი #304


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 241
რეგისტრ.: 26-November 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



მე ამ ვიდეოზე გამოვტქვამ აზრს კიდევ ერთხელ,,,დზაგლი როგორც ასეტი ავლენს ტავის პოტენციალს,,,ზედა პოსტი,Alik,,,ს აქვს ნატქვამი რომ ეს მგეშავი ემხრობა ევროპულ სისხლებს მაგრამ,,ფცს წესებს არაა,,,ანუ რა გამოვიდა დიდი ფარტობის დზებნის სტილის მქონე პოინტერი დაემსგავსა საბჭოურს დზებნაში ,,მაგრამ ტავი მაინც კლასიკურად უჯირავს ეს უკვეე მისი გენეტიკის ამბავია,,,,,ჩემი აზრით ისეტმა ხალხმა უნდა დაგესშონ საველესტვის ლეკვები რომ ზუსტად ფცს სტანდარტს რომ აკმაყოფილებდეს,,,ვინმეე არის საქრტველოში მცოდნე რომ დაგესჰონ ევროპული წესებიტ.აი ეგა საკიტხავი,,ტორეე დზაღლები დარწმუნებული ვარ იმუშავებენ.სწორედ დაგეშილი დზაგლი ყოველტვის თვალში საცემიაა მსაჯისტვისაც და მგეშავისტვისაც.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შადი შამოდი
პოსტი Mar 21 2012, 11:45
პოსტი #305


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 739
რეგისტრ.: 21-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



იფ, შენი გულისა! მაშ, სელექცია განსაკუთრებულ სიმკაცრეს და სიფაქიზეს ითხოვს, არა? მაშ, ჩვენი მე-2 და თუნდაც პირველი ხარისხის დიპლომიანი ძაღლები სასიძოდ უვარგისები არიან? ისინი ჯიშს ვერაფრით გააუმჯობესებენ, ე.ი. ვერაფერს შემატებენ საუკუნეების განმავლობაში ევროპელების მიერ უზარმაზარი შრომითა და ფულით მიღწეულ წარმატებებს. ხედავთ, თურმე რა ამოცანები მდგარა ქართული სამონადირეო კინოლოგიის წინაშე? რა ამბიციები გვქონია? დართვა რომ მოგვინდება, 8000 ევროიანი ხვადი უნდა ჩამოვყვანოთ და იმაზე დავრთოთ.(ძუები, მადლობა ღმერთს, უკვე გვყვანან) newsmile090.gif კარგი, ვთქვათ გადავიძრეთ ცხრა პირი ტყავი, ჩამოვიყვანეთ და დავრთეთ, რა შანსია, რომ ლეკვები მშობლებს დაემგვანებიან და უსუპერეს საველე თვისებებს გამოავლენენ? ვაი, რომ მხოლოდ 0,5 %.. აბაა.. ამაშია საქმე. ზემოთ მრავალგზის ხსენებული დარიგადის (ერთი სტატიით რომ ლამის ყველა კითხვაზე გასცა ამომწურავი პასუხი) ნათქვამია,თითოეული სუპერმეძებარი, ქართველ კნოლოგებს ასე რომ აღაფრთოვანებთ კაი ტემპიანი მუსიკადადებული კლიპებითო, საშუალოდ 200 თანამოძმისაგან არის არჩეული, სულ ჩემპიონი დედ-მამის ლეკვებიდანო. მერე მინიმუმ 2 წელი ნაგეშია სუპერანაზღაურებადი პროფესიონალი კონდუქტორის მიერ და მიუხედავად ამისა, წელიწადში 50 შეჯიბრებიდან, რომელშიც მონაწილეობას ღებულობს, მხოლოდ 10-12-ში იმსახურებს დადებით შეფასებასო.(საუკეთესო შემთხვევაშიო) ეს ყველაფერი პატრონს მინიმუმ 20-30 ათასი ევრო უჯდება სეზონზეო. ვართ შემძლე ამეების ყველაფრის? გვაქვს იმის რესურსი და პირობები, რომ ასე ჰაერში და ოცნებებში ვიფრინოთ? კი ბატონო, პროგრესის და წინსვლის პიონერები დიდწლად მეოცნებეები, დონ-კიხოტები იყვნენ, ოღონდ ვინც მიწაზე დგას, ვინც რეალური პრობლემების გადაჭრას (ეს კი დღევანდელ საქართველოში სუფთა სისხლის ძაღლებით კულტურული,მართებული ნადირობის ანბანის დამკვიდრებაა) არსებული შესაძლებლობებითა და თაობების მიერ დაგროვილი გამოცდილებით ცდილობს, იმათ ნუ ექედმაღლებით, იმათ ძაღლებს უჯიშოებად და პოინტერის და სეტერის ტყავქვეშ დამალულ "დვარნიაშკებად" ნუ მოიხსენიებთ. ჩვენ საველეებსა და გამოფენებს უაზრო ღონისძიებებად ნუ შერაცხავთ და ნურც თავად გამოაკლდებით. მანამდე მაინც, სანამ ალტერნატიულის რესურსი გაჩნდება და სანამ მხოლოდ სერბიაში, პოლონეთში თუ უკრაინაში გადაღებული კლიპების ამარა ვიქნებით.
ა,სულ ეს არი ჩემი სათქმელი და სათხოვარი. ashh.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი Mar 21 2012, 11:50
პოსტი #306


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



შადი შამოდი
ვოტ ეტა პესნია newsmile027.gif dastur.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნუკრიMax
პოსტი Mar 21 2012, 12:42
პოსტი #307


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,032
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ვინმე არ არი ბატონი შადიმანის საწინააღმდეგო მოსაზრების დაწერის მსურველი_???? D.gif D.gif D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
GIGO
პოსტი Mar 21 2012, 14:31
პოსტი #308


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 228
რეგისტრ.: 30-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



875 66 555 343 77=71 ქ II ხარისხის დიპლომი + II ადგილი შეჯიბრზე ეს რეალური ძაღლია . როცა ასეთი ძაღლი II ხარისხის დიპლომს იღებს და რადგან II ხარისხი აქვს სასიძოც ან სარძლოც უნდა გახდეს. მერე რა რომ ყნოსვის მეტი ამ ინგლისურ მეძებარს ჯიშისათვის დამახასიათებელი არაფერი აცხია. ეს არის ჩვენი შეჯიბრის სისტემის ნაკლოვანება. და ამ მიდგომამ მიიყვანა დღევანდლამდე აქაური(სსრკ) ძაღლები.
ჩამოყვანილი ძაღლიც რო არ მყავდეს და აქაური იყოს ასეთზე უნდა დავრთო? ესეთზე დართვას აზრი არა აქვს თუ რაიმე წესიერის მიღება გვინდა.
ძუები ჯერ არ გვყავს -გვყავს თუ არა ეგ მათი დაგეშვის შემდეგ გამოჩნდება. რო დავრთავთ -თუ იქნენ დართვის ღირსი- იმის გარანტია არ იქნება რომ 100 % მაგრები გამოვლენ. მაგრები რომ გამოვიდნენ ამისთვის მარტო ერთის მეორეზე დართვა საკმარისი არაა. (ისე 194 პოსტში ერთი ბუდობის ლეკვებია 6 ვე)
დარიგადს ნახსენები რო აქვს 200 დან არჩევენო დაიმახსოვრეთ ეს დიდი ძებნის ძაღლებზეა ლაპარაკი-ისეთ ძაღლებძე რომლებიც ჩვენ ალბათ კიდე 100 წელი არ გვეყოლება. და გგონიათ რომ იმ 199 სანაგვეზე ყრიან? არამ და არამც ისინი სხვა დისციპლინებში მოსინჯავენ თავიანთ ძალებს: სანადირო ძებნაში( გაზაფხულის, ზაფხულის, შემოდგომის)გნოლზე, ხოხობზე, ბეკასზე, ტყის ქათამზე, მწყერზე, და ნადირობით (მოკვლა მოტანით) შეჯიბრებზე. და იქ ეცდებიან თავიანთი ნადირობისა და ჯიშისათვის დამახასიათებელი თვისებების წარმოჩენას.(ისედა ამ არამონადირე ძაღლებს რისთვის ჭირდებათ ამდენი შეჯიბრები ვერ გამიგია) newsmile090.gif
დიდი ძებნის სულ რამდოდენიმე მგეშავია ევროპაში და გგონიათ იმ 20 ძაღლში რომელიც ავტობუსში უზით ისეთს ჩაისვავენ რომ 2 წუთზევე მოუხსნან დიდი ძებნისთვის შეუფერებლობისათვის. და ასეტ ძაღლზე დაკარგავენ დროს? (50 დან 10 -12 თუ იღებენ კლასიფიკაციას ეს მათი შეფასების სიმკაცრეზე მიუთითებს და არა ძაღლების არვარგისობაზე)
შარშან თუ შარშანწინ ქალმა თავისი დაგეშილი ძაღლით მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი სანადირო ძებნაში. პატარა მაგალითი რო საკუთარი ძალებითაც შეიძლება შედეგის მიღწევა. მაგრამ ამისათვის ბევრი შრომა და სწავლაა საჭირო.
იმის ლოდინი რო ვიღაცა რაღაცას ჩამოიყვანს და თუ კაი გამოვა ესე იგი ევროპული ძაღლები ვარგაო და თუ არ ივარგეს არაო შეცდომად მიმაჩნია-თუ ადამიანს უკეთესის მოთხოვნილება აქვს თვითონ უნდა იზრუნოს ამ უკუთესის ყოლაზე და გამრავლებაზე. თუ ყავს ის რაც აკმაყოფილებს და ეყოლება კიდეც და ამას ვერავინ ვერ დაუშლის.
ქედმაღლობას რაც შეეხება უფრო პირიქით ვიტყოდი ქედმაღლად აქეთა გადასახედიდან უფრო ისმის გამონათქვამები არამონადირე ძაღლებიო, მარტო დარბიან სხვას არაფეს აკეთებენო. აქაურ (აქურში მთელ სსრკს ვგულისხმობ) ძაღლებს დვარნიაშკებად არ მოვიხსენიებთ - უბრალოდ ვიძახით რომ აქაური ძაღლების ძირითადი მასა არის სამომხმარებლო (სანადირო) და არა საჯიშე.
საქართველოს პოინტერ კლუბი იმიტომ ჩამოყალიბდა რომ სწორედ სხვა შეხედულებების ადამიანები გააერთიანოს და მისცეს მათ საშუალება იყოლიონ ევროპული სტილის მეძებრები და შესაძლებლობა ჰქონდეთ საქართველოში ჩატარებულ საჯიშე ღონისძიებებში(შეჯიბრებებში) მიიღონ მონაწილეობა.
ჩამოყვანილი ძაღლები დაიგეშებიან ყველაფერზე.
ევროპული ძაღლების მწყერზე მუშაობსა ვერმუშაობის მაგალითი კლუბ "იუნისის"ძაღლები არიან -გადახდეთ მათ შედეგებს.

ასეთი შტაბეჭდილება მექმნება , რომ ამ კლიპების ყურებით არასწორი შთაბეჭდილება გაქვთ შექმნილი ევროპულ ძაღლებზე...
ამიტომ ყველას ვურჩევდი წელს 22დან -28 აპრილის ჩათვლით ყირიმში იმართება შეჯიბრები სანადირო და დიდი ძებნის, 4 კაცი მივდივართ და ვისაც სურვილი გაქვთ შემოგვიერთდით.
ვიდეოზე ნანახს ლაივში ნანახი ჯობიაო ხომ გაგიგონიათ newsmile090.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
iva75
პოსტი Mar 21 2012, 21:59
პოსტი #309


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 91
რეგისტრ.: 24-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



დანდობა არ ვიცით ქართველებმა , დანდობა.... ashh.gif newsmile01.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შუკა
პოსტი Mar 21 2012, 22:01
პოსტი #310


.
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,130
რეგისტრ.: 29-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



GIGO
თუ სამსახურმა გამომიშვა წამოვალ აუცილებლად... მაინტერესებს მართლა...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

40 გვერდი V  « < 19 20 21 22 23 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st July 2025 - 00:39