ევროპული მოშენების მეძებრები - განსხვავებები, თავისებურებები, ღირსებები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
ევროპული მოშენების მეძებრები - განსხვავებები, თავისებურებები, ღირსებები |
![]()
პოსტი
#451
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
თუ ძაღლი "კილომეტრებს" ხაზავს ესეიგი ახლოს ფრინველი არაა და იმიტომ, თუ ისე გგონიათ რომ ევროპული ძაღლები მარტო შორს დარბიან და ახლოს არა? სანამ შორს გავა ძაღლმა უნდა წამყვანთან ახლოს უნდა გაიაროს და მერე წავიდეს შორს. რაც ძაღლი მეტ ფართობს ფარვს ძებნისას მით ნაკლები ტყუილად სიარული უხდება მონადირეს. პირიქით რაც უფრო ნაკლებ მანძილს ფარავს ძაღლი ძებნისას მითუფრო მეტი მანძილის გავლა უხდება წამყვანს. თუ მაინცადამაინც შორს არ გინდათ რომ ეძებოს ძაღლმა მაშინ ამისათვის არსებობს მარტივი ხერხი - სასტვენი ან ჟესტი ან ბრძანება და ძაღლი საჭირო მანძილზე შორს არ წავა. მაგრამ ახლომორბენალ ძაღლზე თუ მისი შორს გაგზავნა დაგჩირდებათ აქ ვერც სასტვენი და ვერც რაიმე სხვა საშუალება ვეღარ დაგეხმარებათ. ამაში გეთანხმები,გიგო. უნდა ირბინოს ძაღლმა,მაგრამ იმ ტემპში არ გამოტოვებსო,-იკითხეს და ვეთანმები.თან,იმ ვიდეოებში,კადრი წყდება და სხვა ადგილიდან გრძელდება,მონტაჟი მგონია ბევრი ვიდეო.რა ვქნა,ვნახავ აქ ჩამოყვანილებს და შეიძლება დაგეთანხმოთ. როკიზე სტილიანი,აზარტული ძაღლი კი მინდა.ბევრს უნდა უკეთესი ძაღლი,შეიძლება არ აღიარებდეს,მაგრამ რასაც თქვენ გვთავაზობთ,მაგათ რომც დაგეთანხმონ,გიგო,აბა მაგ ფასში ვინ ჩამოიყვანს. |
|
|
![]()
პოსტი
#452
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 228 რეგისტრ.: 30-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
ზაზა ნელ ან საშუალო ტემპში განა ცოტა ძაღლი ტოვებს ფრინველს? ადრეც დავწერე სისწრაფე ან სინელე არ გამოტოვების განმსაზღვრელი არ არის.
აქ მთავარია 1. ძაღლს მუდმივად ქონდეს ჩართული ცხვირი(სულ ეძებდეს). 2. მუდმივად იყენებდეს ჰაერის ნაკადს. 3. მეთოდურად გამოიკვლიოს ადგილი. 4. და რაც მთავარია ჰქონდეს შესაბამისი ყნოსვა. რავი მგონი არაფერი გამომრჩა. ევროპულ შეჯიბრებებზე (ყველა სახეობის) - ფრინველის დამუშავების გარეშე ძაღლის ვერ იღებს შეფასებას. 2 ფრინველგამოტოვებაზე ან დაფრთხობაზე იხსნება. 1 ნაყნოსის წამოგდებაზე (СТОЛК) იხსნება. 3 ცრუ ნაბულზე იხსნება. 1 ფრინველის გამოტოვების ან დაფრთხობის ან ცრუ ნაბულის შემთხვევაში ძაღლი მიიღებს შეფასებას მაქსიმუმ "ძლიერ კარგი". დიდი ძებნის შეჯიბრებზე(ტარდება მხოლოდ ველურ გნოლზე და მხოლოდ წყვილებში) - ფრინველის დამუშავების გარეშე ძაღლი ვერ იღებს შეფასებას. 1 ფრინველის გამოტოვებაზე ან დაფრთხობაზე იხსნება. 1 ნაყნოსის წამოგდებაზე (СТОЛК) იხსნება. 1 ან 2 ცრუ ნაბულზე იხსნება. (შეჯიბრის მიხედვით). კი მართალი ხარ ამხელა თანხის გადახდა დღეს ძალიან ბევრ ადამიანს გაუჭირდება სურვილის მიუხედავად. |
|
|
![]()
პოსტი
#453
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ციტატა ყოფილან ჩემი ახლობლები და მათი მონათხრობიდან შემიძლია ვისესხო ![]() ციტატა თქვენ რა სხვაობას ხედავთ ლანდშაფტში იქნებ გაგვინმარტოთ და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი. შეეშვით ჯერ ამ კაკაბს და როჭოს და ყველაზე მარტივიდან - მწყერიდან დავიწყოთ. ახლოსაც ვერ დააყენებ საზღვარგარეთ არსებულ სამწყერე სავარგულებს და ჩვენსას ერთმანეთთან! (სხვის მონაყოლს არ ვსესხულობ!!!) ციტატა ამ თემაზე სადავო მგონი არაფერი არაა -ძაღლი ჯობია რომელიც თუ ახლოსაა ახლოს აკეთებს ნაბულს და თუ ახლოს არაა ფრინველი შორს. ვთვათ ფრინველი შორს არის... რა ფართობი უნდა მოიცვას მონადირემ? ნახევარი კილომეტრი მარჯვნივ და ნახევარი კილომეტრი მარცხნივ? სხვა მონადირეებმა რა ქნან ამ დროს? "ევროპულ მაგარ" ძაღლებს უყურონ? როდესაც 1 ძაღლი დათარეშობს ყველგან, და შიგადაშიგ მისი პატრონიც აწყობს ხოლმე კილომეტრიან მარშ-ბრასოკებს?? ციტატა არაფერი საპანიკო და საგანგაშო არაა, რის ნიშნებსაც ვხედავ ზოგიერთი ფორუმელის პოსტებში. აბა... რა დამფრთხალია ხალხი? ![]() ![]() ![]() ![]() ციტატა ან კიდევ, ორი კინკილა კაცის ჩამოშორებამ კლუბის საქმიანობიდან ასეთი ვნებათაღელვაა რატომ გამოიწვია?? რა კლუბზეა საერთოდ საუბარი და რა ხალხის ჩამოცილებაზე? ან რატომო გგონიათ, რომ აქ ვინმეს აინტერესებს სხვა კლუბის ან/და მისგან განდეგილი წევრები ბედი? ან ვის ეტყობა აქ ვნებათაღელვა ზემოთხსენებული - ჩვენთვის გაუგებარი საკითხის გამო? ციტატა განა რამდენი ვართ, ასეთ რა გამანადგურებელ ძალას ვფლობთ ძუძუების დალოცილი ღამურები? რაღაც ისეთი პირი უჩანს, რომ სხვაგან დაწყებული პოლემიკა, რომელიც რაღაც მიზეზის გამო შეწყდა ან ძალით გააჩერეს - აქ გადმოვიდა და გრძელდება ისე, რომ დასაწყისი არ იცის არავინ და შესაბამისად შუიდან გაგრძელებულის აზრიც ვერავის გამოაქვს! ამ თემამ მსგავსი არაფრის მომცემი პოსტების სიმრავლით თუ გააგრძელა ზრდა - 1-2 დღეში გამოვუყვან წირვას!!! |
|
|
![]()
პოსტი
#454
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 236 რეგისტრ.: 28-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
რამდენიც არ უნდა ვიდაოთ, ევროპელებს ნამდვილად უფრო რთული მოთხოვნები აქვთ. ასევე საკმაოდ რთულ ამოცანად ძაღლისთვის მიმაჩნია ის, რომ როდესაც ძაღლი იყნოსავს (ამ შემთხვევაში გნოლს) უნდა დადგეს ნაბულზე და მხოლოდ პატრონის მისვლის შემდეგ, არ უნდა დაკარგოს ფრინველი ყნოსვიდან და უნდა დაიძრას პატრონთან ერთად ფრინველის მიმართულებით და ააფრინოს ფრინელი. იმის გათვალისწინებით, თუ რა მანძილზე დადიან ევროპული მეძებრები და რამდენი ხანი დაჭირდება გამომყვანს ძაღლთან მისვლა,საკმაოდ რთულ ამოცანად მიმაჩნია, რადგან ფრინველი შეიძლება საკმაო მანძილით დაცილდეს ძაღლს (გიგო თუ რამე მეშლება შემისწორე ), მაგრამ რამდენად კარგად გამოუვა ეს ყველაფერი მწყერზე ევროპულ მეძებარს? ძალიან საინტერესოა. ვერაფერს ვიტყვი, რადგან მწყერი ბევრად ნაკლებ სუნს გამოსცემს. ასევე მაინტერესებს თქვენი აზრი მიტანებასთან დაკავშირებით: ვთქვთ, ქათამზე ნადირობისას ძაღლი დადგა ხშირ ბუჩქში, სადაც პატრონს არ შეუძლია ახლოს მისვლა, რაც ხშირად ხდება ხოლმე.- როგორ ააფრენს ამ შემთხვევაში ქათამს ევროპული მეძებარი?
|
|
|
![]()
პოსტი
#455
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
შუკა მოდი გინდა ჩვენი "მონადირე-პრაქტიკული" ძაღლები შევაჯიბროთ იმათ "სპორტულებს", სუფთა ნადირობაში. (ხაზს ვუსვამ, სუფთა ნადირობაში) ნებიმიერ გრუნტზე, ტყეში თუ მინდორში და ვნახავთ რომელი აჯობებს... შანსი არ ააქვთ ჩვენ ძაღლებს. თუნდაც გაწვრთინოლობა - დაგეშვავში ვერ აჯობებენ... ბუნებრივ მონაცმებზე ხო საერთოდ ლაპარაკიც არ ღირს. ძაალაინ მცდარი ინფორმაცია გაქვთ, თითქოს ის ძაღლები არ ნდაირობენ და უბრალოდ მწევრებივით დარბიან... არადა პირიქით არის. და საერთოდაც, საქრთველოში თუ რამე ძაღლმა ივარგა, იმ ძაღლებს ახლო წონაპრებში ევროპული ხაზები უზით... მინიმუმ ბაბუა-ბებია. --------------------------- GIGO ეს პოსტი თემის მეორე გვერდზეა.აქტუალურობის გამო ისევ გადავიკითხე ყველა გვერდი.მაქვს ასეთი კითხვა:სად უნდა შედგეს ეს შეჯიბრი,აქაურები ანდალუზიაში წავიყვანოთ თუ იქაურები ჩამოვლენ,ან იქაური უკვე აქაურებად ქცეულნი გამოვლენ???აკი წერია სადღაც,წელს ჩამოყვანილებს სად ვნახავთ,ჯერ დასაგეშებიაო,ამდენად მინიმუმ მომავალ წლამდე გადაიდება ეს ,,შეჯიბრება". მე ადგილობრივების და ევროპულების მომხრეების პოსტებს ყურადღებით ვკითხულობ,ორივეს არგუმენტები მაინტერსებს და მინდა ამ შეჯიბრს დავესწრო,დასკვნას გამოვიტან და ამის შემდეგ ამ თემაზეც შემექმნება შთაბეჭდილება.თემას ჰქვია გამოხმაურებები ევროპული მოშენების მეძებრებებზე,ამ დროს კი თემის შინაარსისგან გადახვევით,რაც გაკეთებულა ვლანძღოთ და დამსახურებულ ხალხს საბჭოური კინოლოგიის დამსახურებული წევრი ხარო(იმედი მაქვს არაირონიულად) ვუთხრათ,არ მიმაჩნია სწორად. პატივისცემით, |
|
|
![]()
პოსტი
#456
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 442 რეგისტრ.: 16-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
dato 85 გინადირია ევროპული ძაღლით?
|
|
|
![]()
პოსტი
#457
|
|
![]() ზევსი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 7,032 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#458
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 202 რეგისტრ.: 15-March 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: batumi ![]() |
პატივცემულო ზაზა აბსოლუტურად სტორად ბრზანეათ, მეც მასე მეგონა და ასე ვწერდი და პოლემიკაში ვიყავი მაცოკინთან ,და ვუმტკიცებდი რომ ჩვენი ყველაზე საუქეთესოა და ასე შემდეგ, მაგრამ ამის მერე ბევრი წავიკითხე, გადავხედე თანამედროვე მუშა სტანდარტებს, დავიზეპირე, ვესაუბრე იმ ხალხს რომელსაც ეს ეტაპი უყვე გავლილი აქვთ, და დღეს ნახვაც მინდა რეალობაში რით და რატომ ის ძაღლები ჯობია და რა მიღწევები აქთვ და ვიდეოს არა აბსტრაკტულათ ვუყურებ.არც მინადირი ევროპული ძაღლით მაგრამ აუცილებლად ამ წელიწადს ავიყვან გავზრდი დავგეშავ და კიდევაც ვინადირებ, რაც ეხება პრაკტიკულ ნადირობას ახლაც ვნადირობ და არც ერთმა ჩემა პოინტერმა არ მიღალატა არც ქათამზე არც დგით და არც ღამე, მწყერზე საუბარი ზედმეტია,და არც იხვზე და იხვზე საერთოდ დგით არც ვნადირობ .ნადირობა არის ნადირობა და ძაღლი და პატრონი ნადირობს და შეჯიბრება არის შეჯიბრება.და თუ არსებობს უკეთესი ძაღლები და აქვთ უკეთესი თვისებები რატომ არ უნდა გვყავდეს და რატომ არ უნდა გვქონდეს პრეტენზია ინაზე რომ ვისწავლით, დავგეშოთ და სხვებსაც ვაჩვენოთ,და კიდევაც მოვიგოთ ასე იცინოდენ უკრაინაში ლონა ვაშენკოზე როცა მაგან დაიწყო ეს მოძრაობა მაგრამ დღეს ლონამ ყველას დაუმტკიცა რომ ყველაფერი შეიძლება თუ მონდომება იქნება და ცოდნა და შრომა.Yველაფერი კი დანარჩენი როგორც იტყვიან რუსები БЕспредметный разговор ни о чем.ამიტომ ვისაც გაინტერესებთ წამოდით ნახეთ თქვენი თვალით, ადგილზე დასვით კითხვები და მიიღეთ პასუხები, და მერე გააკეთეთ არჩევანი.
|
|
|
![]()
პოსტი
#459
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ზაზა
კარგი ხარ ზაზა. მეც მიმაჩნია, რომ ადგილობრივ ღვაწლს, რამხელაც არ უნდა იყოს ის, ხაზი არ უნდა გადავუსვათ! ხოლო თუ რაიმე უკეთესია იმაზე უარს ვინც იტყვის ვერ უნდა იყოს ჭკუასთან ახლოს! ვინმეს, რომ არ ეგონოს, რომ რომელიმე მხარეს წარმოვადგენ - განვმეორდები, რომ მე ვარ შემდეგი ფორმულირების მომხრე - უნდა ირბინოს ძაღლმა და არა მონადირემ!!! მაგრამ... და კიდევ ერთხელ მაგრამ.... ეს ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულ პირობებზე!!! ამიტომ ჩვენს შემთხვევაში რა უფრო გამართლებულია ამაზე უნდა ვიფიქროთ და ყველაფერს პასუხი კი აბანოში გაეცემა!!! მოიყვანეთ ევროპელები და დახვდებიან აბორიგენები - მერე ვნახოთ ვინ რისი მაქნისია! |
|
|
![]()
პოსტი
#460
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 228 რეგისტრ.: 30-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
ციტატა შეეშვით ჯერ ამ კაკაბს და როჭოს და ყველაზე მარტივიდან - მწყერიდან დავიწყოთ. ახლოსაც ვერ დააყენებ საზღვარგარეთ არსებულ სამწყერე სავარგულებს და ჩვენსას ერთმანეთთან! (სხვის მონაყოლს არ ვსესხულობ!!!) კონკრეტულად რომელი ქვეყნის(კონკრეტულად რომელი ადგილები) სამწყერე სავარგულები გაქვს მხედველობაში და საქართველოსი რომელი?(ნასეხები და მონაყოლი თუ არ გაწყობთ სადაც გინადირია მწყერზე საზღვერგარეთ ის ადგილები შევადაროთ აქაურებს). ციტატა ვთვათ ფრინველი შორს არის... რა ფართობი უნდა მოიცვას მონადირემ? ნახევარი კილომეტრი მარჯვნივ და ნახევარი კილომეტრი მარცხნივ? სხვა მონადირეებმა რა ქნან ამ დროს? "ევროპულ მაგარ" ძაღლებს უყურონ? როდესაც 1 ძაღლი დათარეშობს ყველგან, და შიგადაშიგ მისი პატრონიც აწყობს ხოლმე კილომეტრიან მარშ-ბრასოკებს?? თუ ფრინველი შორსაა ახლო მორბენალი ძაღლით საღამომდე იმ ადგილამდე ვერ მიღწევს კაცი-სხვა ჩამოივლის იქ და იმას აუფრინდება. ერთი ძაან მაინტერესებს კილომეტრზე მორბენალი ძაღლები საიდან მოგაქვთ. რადენჯერმე დავწერე დიდი ძებნის ძაღლებს თავი დავანებოთ-ვილაპარაკოთ სანადირო ძებნაზე. სასტვენიც ვახსენე და სხვა ილეთებიც რაც ძებნის შემოკლების საშუალებას იძლევა. თუ მაინცადამაინც ეს ილეთები არ ჭრის არსებობს ელექტროსაყელო- რომელის მგონი ყოველ მეორე ძაღლს უკეთია ჩვენთან. ისე ხშირად სართჭალაში 20-30 მეტრზე მორბენალი ძაღლებს ადგილც არაა ხოლმე-(მწყერზე მეტი მონადირეა ხოლმე)-რა უყოთ ამ ძაღლებს ასე შორს რო გადიან და სხვას უშლიან ხელს- სხვა მონადირეებმა რაღა ქნან ამ დროს? ევრპული მაგარი ძაღლების სყურებლად უკრაინაში მივდივართ და აქ თუ ექნებათ საყურებელი თანაც მაგარი- მადლობასაც იტყვიან ![]() მოლედ ვისც უნდა "ევროპული მაგარი" ძაღლები ზოგს გვყავს, ზოგიც აიყვანს ადრე თუ გვიან. ვისაც არა ეყოლება ისეთი როგორიც ყავს და აწყობს ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. მითუმეტეს კონტეინერით არ აგზავნიან ევროპიდან და არ აძალებენ ყველას ლეკვის აყვანას. მე "აქოური"-ც მყავს და თავისუფლად გადის 150-200 მეტრზე ცალ მხარეს როცა საჭიროა მაგრამ არავითარი პრობლემა არ შემქმნია არასდროს. ციტატა რა კლუბზეა საერთოდ საუბარი და რა ხალხის ჩამოცილებაზე? ან რატომო გგონიათ, რომ აქ ვინმეს აინტერესებს სხვა კლუბის ან/და მისგან განდეგილი წევრები ბედი? ან ვის ეტყობა აქ ვნებათაღელვა ზემოთხსენებული - ჩვენთვის გაუგებარი საკითხის გამო? საუბარია " სანადირო მეძაღლეობისა და ძაღლით ნადირობის საზოგადოებაზე". ამ სხვა კლუბის წევრები არიან ამ თემაში ყველაზე აქტიურები. და მგონი "ვინმეს" აინტერესებს ამ კლუბის ბედი. თუ რაიმე საკითხი გაუგებარია შეგიძლიათ იკითხოთ -გიპასუხებთ. ციტატა რაღაც ისეთი პირი უჩანს, რომ სხვაგან დაწყებული პოლემიკა, რომელიც რაღაც მიზეზის გამო შეწყდა ან ძალით გააჩერეს - აქ გადმოვიდა და გრძელდება ისე, რომ დასაწყისი არ იცის არავინ და შესაბამისად შუიდან გაგრძელებულის აზრიც ვერავის გამოაქვს! ამ თემამ მსგავსი არაფრის მომცემი პოსტების სიმრავლით თუ გააგრძელა ზრდა - 1-2 დღეში გამოვუყვან წირვას!!! ეს თემა საპოლემიკოდ არ გახსნილა. გაიხსნა ევროპული ძაღლებზე სასუბროდ. თუ ვინმეს არ მოსწონს ევროპული ძაღლები არავინ აძალებს ამ თემაში შემოსვლას და საწინაარმდეგო აზრის დაფიქსირებას. რაც თავისთავად პოლემიკას იწვევს. რომელი თემაც არ მიზიდავს იმთემაში არც შევდივარ და მიტუმეტეს იმის მტკიცებას არ ვიწყებ რაც თქვენ მოგწონთ ის არვარგა არაფრადო - მითუმეტეს თვალი ნანახი როდესაც არ მაქვს. წირვის გამოყვანა ძალიან ადვილია - მაგას ჯობია იმ ხალხს მოუწოდოთ ვინც საპოლემიკოდ შემოდის -შესაბამის თემაში დაწეროს თავიანთი მოსაზრება. ციტატა ეს პოსტი თემის მეორე გვერდზეა.აქტუალურობის გამო ისევ გადავიკითხე ყველა გვერდი.მაქვს ასეთი კითხვა:სად უნდა შედგეს ეს შეჯიბრი,აქაურები ანდალუზიაში წავიყვანოთ თუ იქაურები ჩამოვლენ,ან იქაური უკვე აქაურებად ქცეულნი გამოვლენ???აკი წერია სადღაც,წელს ჩამოყვანილებს სად ვნახავთ,ჯერ დასაგეშებიაო,ამდენად მინიმუმ მომავალ წლამდე გადაიდება ეს ,,შეჯიბრება". მე ადგილობრივების და ევროპულების მომხრეების პოსტებს ყურადღებით ვკითხულობ,ორივეს არგუმენტები მაინტერსებს და მინდა ამ შეჯიბრს დავესწრო,დასკვნას გამოვიტან და ამის შემდეგ ამ თემაზეც შემექმნება შთაბეჭდილება.თემას ჰქვია გამოხმაურებები ევროპული მოშენების მეძებრებებზე,ამ დროს კი თემის შინაარსისგან გადახვევით,რაც გაკეთებულა ვლანძღოთ და დამსახურებულ ხალხს საბჭოური კინოლოგიის დამსახურებული წევრი ხარო(იმედი მაქვს არაირონიულად) ვუთხრათ,არ მიმაჩნია სწორად. პატივისცემით შეჯიბრების ჩატარებას ტრადიციულ ადგილზე (მარტო თბილისის ზღვას არ ვგულისხმობ) ევროპული წესებით მწყერზე არაფერი არ უშლის ხელს დროისა და პაწა ფინანსების გარდა. ასეთი შეჯიბრები ტარდება რუსეთში(და სხვაგანაც)-ჩვენნაირ ადგილებზე უპრობლემოდ. ზაზა არფერს არ ვლანძღავთ- "სალანძღავი" უფრო ევროპელების მიმართ ისმის. ციტატა რამდენიც არ უნდა ვიდაოთ, ევროპელებს ნამდვილად უფრო რთული მოთხოვნები აქვთ. ასევე საკმაოდ რთულ ამოცანად ძაღლისთვის მიმაჩნია ის, რომ როდესაც ძაღლი იყნოსავს (ამ შემთხვევაში გნოლს) უნდა დადგეს ნაბულზე და მხოლოდ პატრონის მისვლის შემდეგ, არ უნდა დაკარგოს ფრინველი ყნოსვიდან და უნდა დაიძრას პატრონთან ერთად ფრინველის მიმართულებით და ააფრინოს ფრინელი. იმის გათვალისწინებით, თუ რა მანძილზე დადიან ევროპული მეძებრები და რამდენი ხანი დაჭირდება გამომყვანს ძაღლთან მისვლა,საკმაოდ რთულ ამოცანად მიმაჩნია, რადგან ფრინველი შეიძლება საკმაო მანძილით დაცილდეს ძაღლს (გიგო თუ რამე მეშლება შემისწორე ), მაგრამ რამდენად კარგად გამოუვა ეს ყველაფერი მწყერზე ევროპულ მეძებარს? ძალიან საინტერესოა. ვერაფერს ვიტყვი, რადგან მწყერი ბევრად ნაკლებ სუნს გამოსცემს. ასევე მაინტერესებს თქვენი აზრი მიტანებასთან დაკავშირებით: ვთქვთ, ქათამზე ნადირობისას ძაღლი დადგა ხშირ ბუჩქში, სადაც პატრონს არ შეუძლია ახლოს მისვლა, რაც ხშირად ხდება ხოლმე.- როგორ ააფრენს ამ შემთხვევაში ქათამს ევროპული მეძებარი? ძაღლს შეუძლია გაყვეს ფრინველს გაპარვის შემთხვევაში (საჭირო მანძილის შენაჩუნებით)- მაგრამ თუ ამოაფრინა სანამ წამყვანი მივა ეგრევე მოხსნიან. არის მეორე ვარიანტიც. დაელოდოს წამყვანს, წამყვანის მისვლისაის თუ ფრინველი გაპარულია გადავიდეს ძებნაზე და ხელახლა დადგეს თუ არა და ამოიყვანოს მიახლოებით. უმაღლეს მუშაობად ითვლება როდესაც ძაღლს მიახლოების გაკეთება არ ჭირდება და ფრინველი წამყვანის მისვლისთანავე ფრინდება. ტყის ქათამზე ტარდება შეჯიბრებები იქაც სახვადასხვაგვარ გარემოში და ქათმის ამოყვანის გარეშე შეფასება არ ეძლევა ძაღლს. ფრანგმა სტუმრად რო გვყავდა - რამდენიმე წლის წინ შეჯიბრზე მოგებული ქურთუკი აქ ჩაიცვა პირველად- ჩემთან ვერ ვიცვამ ისეთი ჯაგიანი ადგილებია 1 დღეში დამეხეოდაო. წალკა ტყის ქათმის სამოთხეაო იძახდა-მაგრად მოეწონა ქათმის ადგილები. |
|
|
![]()
პოსტი
#461
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ვთვათ ფრინველი შორს არის... რა ფართობი უნდა მოიცვას მონადირემ? ნახევარი კილომეტრი მარჯვნივ და ნახევარი კილომეტრი მარცხნივ? სხვა მონადირეებმა რა ქნან ამ დროს? "ევროპულ მაგარ" ძაღლებს უყურონ? როდესაც 1 ძაღლი დათარეშობს ყველგან, და შიგადაშიგ მისი პატრონიც აწყობს ხოლმე კილომეტრიან მარშ-ბრასოკებს?? აი ეს თემა არავის წამოუწევია და კი ვფიქრობდი ისე. მართლა კარგი შენიშვნაა. ჩვენ ძირითადათ მარტო არ ვნადირობთ და თუ აქეთ იქიდან ყოველ წუთს მირბინა სხვისმა ძაღლმა ტავისი პატრონიანად და ცხვირიდან მწყერი ამაცალა, ძაღლის არ ვიცი მაგრამ პატრონს მართლა მივაყოლებ მაყრულს ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#462
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia ![]() |
ბესო
ციტატა არაფერი საპანიკო და საგანგაშო არაა, რის ნიშნებსაც ვხედავ ზოგიერთი ფორუმელის პოსტებში. აბა... რა დამფრთხალია ხალხი? ციტატა ან კიდევ, ორი კინკილა კაცის ჩამოშორებამ კლუბის საქმიანობიდან ასეთი ვნებათაღელვაა რატომ გამოიწვია?? რა კლუბზეა საერთოდ საუბარი და რა ხალხის ჩამოცილებაზე? ან რატომო გგონიათ, რომ აქ ვინმეს აინტერესებს სხვა კლუბის ან/და მისგან განდეგილი წევრები ბედი? ან ვის ეტყობა აქ ვნებათაღელვა ზემოთხსენებული - ჩვენთვის გაუგებარი საკითხის გამო? სანადირო მეძაღლეობის კლუბი ვიგულისხმე და არა "ოჩოპინტრე", არ უნდა იყოს ძნელი მისახვედრი... თუმცა ზოგიერთ "ოჩოპინტრელს" მაინც აინტერესებს ჩვენი კლუბის ამბები და "განდეგილებისაც" ... (იმედია მკრეხელობაში არ ჩაეთვლებათ ![]() ზოგიერთ ფორუმელში ვინც ვიგულისხმე, გამგები გაიგებს და მიხვდება. ამ თემის კარგად გაცნობისას (კამათი გადმოვიდა პოინტერების თემიდან) გაუგებარი რად უნდა იყოს მისი შინაარსი, ვისაც მეძებრებთან მეტნაკლებად ქონიათ შეხება?? თორემ კითხვა მეც უამრავი მაქვს... |
|
|
![]()
პოსტი
#463
|
|
![]() ზევსი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 7,032 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#464
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
რადენჯერმე დავწერე დიდი ძებნის ძაღლებს თავი დავანებოთ-ვილაპარაკოთ სანადირო ძებნაზე. სასტვენიც ვახსენე და სხვა ილეთებიც რაც ძებნის შემოკლების საშუალებას იძლევა. თუ მაინცადამაინც ეს ილეთები არ ჭრის არსებობს ელექტროსაყელო- რომელის მგონი ყოველ მეორე ძაღლს უკეთია ჩვენთან. გიგო ეხლა სულ დამაბნიე ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#465
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,341 რეგისტრ.: 16-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: belinskis 27 tbilisi ![]() |
მაინც წინასწარ დასკვნების გაკეთება არ იქნება სწორი ვაცალოთ ამ ხალხს და იქნებ მართლა კაი საქმეს აკეთებენ.
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th June 2025 - 12:13 |