თევზჭერა შავ ზღვაზე - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

13 გვერდი V  « < 3 4 5 6 7 > »   
Reply to this topicStart new topic
თევზჭერა შავ ზღვაზე
amroci
პოსტი May 9 2010, 21:11
პოსტი #56


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 226
რეგისტრ.: 11-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქობულეთი



ამ შაბათ-კვირას გავედი პირველად ამ წელიწადში პრიჩალზე სათვზაოდ ამხანაგებთან ერთად და კარგადაც ვსიამოვნეთ.
დაახლოებით 3 კილომდე თევზი დავიჭირეთ.
ბარაბულკები, ზღვის ქორჭილები, დიდი ღორჯოები, ნალიმები და ზღარბები.
სტავრიდა სამწუხაროდ საერთოდ არ იყო.
ამხანაგები სურათებს რო გამომიგზავნიან დავდებ ფორუმზე დეტალურ აღწერილობას.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი May 9 2010, 22:13
პოსტი #57


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



amroci
newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Lava
პოსტი May 12 2010, 15:28
პოსტი #58


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 31
რეგისტრ.: 11-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



amroci
ჯერ მე დავდებ და მერე გამოგიგზავნი newsmile090.gif
როგორ ხარ ჯიგარო?

მოკლედ, ასე დაიწყო ყველაფერი ...
ჩავლაგდით და გავედით ასე შუა დღის 2 საათზე (სამსახური მაინც თავისას შვრება)
ვიმგზავრეთ მშვიდობიანად და სასიამოვნოდ, ამინდიც მშვენიერი იყო.
საღამოს 7 საათისთვის ჩავედით ქობულეთში.
არც ვაციეთ, არც ვაცხელეთ, გავეშურეთ ჩოლოქზე.
ჩავძვერით ხიდთან და დავიცყეთ ნელ-ნელა ჭეშმარიტების ძიება,
მაგრამ ცოტა არ იყოს და შეცბუნებულები დავრჩით, თითის ტოლა თაღლითების და პატარა კარასების მეტი, არა დაგვხვდა რა.



მტაცებელზე, რამოდენიმეჯერ მოვიქნიეთ სპინინგი, ცოტაც ავიარ ჩამოვიარეთ მდინარის გასწვრივ,
მაგრამ ქარიყლაპიამ მაინც არ მოგვაქცია ყურადღება...
ნელ-ნელა ჩამობნელდა კიდეც და ნამგზავრებსაც აღარ გვქონდა იმდენი ენერგია, რომ კიდევ გვექნია ჯოხები
ზანტად ავიბარგეთ და წავედით წინასწარ შეკვეთილ სახლში
საღამოს მცირეოდენი ალკოჰოლური რიტუალების შესრულების შემდეგ, მალევე დავწექით და მომავალი ორი დღის იმედით, ტკბილ ძილს მივეცით თავი.

გაგვითენდა.
დილის 6 საათისთვის უკვე გზას ვადექით ჩოლოქისაკენ.
ორად უნდა გავყოფილიყავით, ნაწილს ზღვაზე უნდოდა ბედის მოსინჯვა, ნაწილს კი მდინარეზე მტაცებლის მონადირება.
უთენია, ამ პერიოდში, ზღვაზე წასვლას, არ ჰქონია აზრი, ასე რომ ყველა ერთად დავიძარით მდინარისაკენ.



ძალიან ლამაზ გარემოში მოვხვდით





სამწუხაროდ, მდინარეზე ნადირობა, ფაქტიურად კრახით დამთავრდა.
ისევ და ისევ, თითის სიგრძე თაღლითებით, რამოდენიმე პატარა ღორჯო და თითოოროლა კარასისაგან შემდგარი მოსავალით დავიმძიმეთ თავი



ასე რომ, ღირებული, მხოლოდ ჩოლოქის მიდამოების კარგი ფოტო მასალით თუ დავიკვეხნიდი.
რამოდენიმე მცდელობა იყო, როდესაც ქარიყლაპია აედევნა სატყუარას (თვალისათვის დასანახად ხდებოდა ეს), მაგრამ რატომღაც შუა გზაში, მადა ერთმეოდა და პირს უკან იბრუნებდა ხოლმე





ბევრი ფიქრით აღარ შეგვიწუხებია თავი და გადავწყვიტეთ გავცლოდით იქაურობას. ავიკარით გუდანაბადი და გავსწიეთ ზღვისკენ, ეგრედწოდებულ "პრიჩალზე".
გზად ნავი შემოგვაშველეს და არხეინა გორაობით დავეშვით სანაპიროზე.



ბატონი ამირანი ნიჩბებთან newsmile05.gif ღმერთმა წყლის ძალა მოგცა! რაც შენ გვატარე აქეთ-იქით





აძრომა და საქმის დაწყება, ერთი იყო newsmile041.gif





სატყუარად, ორი ვარიანტის მონტაჟს ვიყენებდით -
15-15 სანტიმეტრით დაშორებულ ნემსკავებზე აცმულ მიდიებს, რომლებიც ბლომად მოიპოვება პრიჩალის კედლებზე, წყალში ხელის ჩაყოფა და აცლაღა ხდება საჭირო.
მეორე კი ღორჯოს ჭერისთვის, სპეციალურად შექმნილი მონტაჟია.
ჩვეულებრივად, სიღრმული ჭერისათვის აწყობილი ვარიანტია -
ნემსკავი - სიმძიმე და სიმძიმის ზემოთ, ასე 15 სანტიმეტრში, კვლავ ნემსკავი.
ღორჯო, უმეტესწილად, დაჭრილ თევზს ეტანება და შესაბამისად, ჩვენც ჩოლოქზე დაჭერილი თაღლითები და კარასები გავუყენეთ საიქიოს გზას.
პ.ს. საჭიროების შემთხვევაში, amroci უფრო დეტალურად აღწერს ზემოხსენებულ მონტაჟებს.

ესეც ნალიმი ჩემი პირველი სისხლი
ნალიმი newsmile05.gif



ეს კი ზღარბია
შხამიანი და გაიძვერაა
საკმაოდ მტკივნეული ყოფილა მისი ეკლის ნაჩხვლეტი.



ეს კი ჩვენი ძმა და მეგობარი - ღორჯო



სმარიდი, ძალიან ლამაზი სწრაფი და ცელქი თევზია
ძალიან სასიამოვნო მოსანადირებელი აღმოჩნდა, გემოთიც შესანიშნავი
(ცოტახანში ცოცხალ ვიდეოს შემოგთავაზებთ, როგორ ამოაგდო amroci-მ 4 ცალი ერთად)



ბარაბულკების და სმარიდების ასორტი

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
თევზი
პოსტი May 12 2010, 15:47
პოსტი #59


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1
რეგისტრ.: 12-May 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



აღარ ემატებოდა ფოტოები, და ცალკე პოსტად კი, არ იყოფოდა
ასე რომ ამ ნიკს, სეპარატორად ვიყენებ, უკაცრავად

Lava
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Lava
პოსტი May 12 2010, 15:47
პოსტი #60


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 31
რეგისტრ.: 11-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ამას ძროხას ეძახიან
რქები აქვს თავზე, მაგრამ ფოტოს გადაღებისას, რატომღაც, ვერ წამოვაწევინეთ.


ეს კი ჩვენი რეკორდი, გიგანტი ღორჯო
სტანდარტული ზომის ეგზემპლარი, გვერდით უდევს.




ჯამში, ასეთი ნადავლი გამოგვივიდა




ეს ტყვეთა ბანაკი, გავუყენეთ იმ გზას, სადაც ჯერ არს






მოკლედ, აი ასეთი დრო გავატარეთ


ძალიან დიდი მადლობა amroci-ს დაუვიწყარი შთაბეჭდილებებისათვის და დროის სასიამოვნოდ გატარებისათვის newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი May 12 2010, 15:51
პოსტი #61


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



საღოლ კარგი რეპორტია.კარგი დრო გიტარებიათ დო ი პოსლე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Lava
პოსტი May 12 2010, 16:05
პოსტი #62


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 31
რეგისტრ.: 11-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ესეც შეპირებული ვიდეო newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
amroci
პოსტი May 12 2010, 20:28
პოსტი #63


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 226
რეგისტრ.: 11-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქობულეთი



ციტატა
name='Lava' post='85877' date='May 12 2010, 17:05']ესეც შეპირებული ვიდეო newsmile05.gif


ვერ მივიცალე რა, რო ერთი მადლიანი და ბარაქიანი პოსტი გავაშანშხალო ჩვენს გმირობებზე.

გუშინ ძალიან ბევრი სტავრიდა იჭირეს ნავში.
იმ კატამარანით, რომლითაც ჩვენ ვიყავით ბოლოს პრიჩალზე გადასულები 25 კლ. სტავრიდა დაიჭირა დილლის 6:30-დან 12:00 საათამდე.
აი დღეს კი ერთი ცალიც ვერავინ დაიჭირა საფიცრადაც კი newsmile05.gif

მაგარი ჩორტი გაუჩალიჩა მოკლეთ რიბაკებს სტავრიდამ. - წინ დღით სულ რაღაც ორი მეთევზე იყო შესული და დაავსეს ნავები თევზით. მეორე დღრეს სუყველა ზღვაში გავიდა ძაღლიან კატიანად და ერთი ცალიც კი არ მოვიდა newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
amroci
პოსტი May 13 2010, 13:46
პოსტი #64


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 226
რეგისტრ.: 11-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქობულეთი



აჰა და გამოვნახე დრო სულის გახსნისათვის newsmile05.gif

მოკლედ და კონკრეტულად გადაწყდა 7 მაისს გაგვეხსნა საზღვაო თევზაობის სეზონი.
ჩემი ძმა - მეგობრები და ჭეშმარიტი მეთევზეები (მათშორის ჩვენი ფორმული Lava ) დაიძრა დედაქალაქიდან შავი ზღვის ასაღებად.
ჰოდა მეც დავხვდი რაც შემეძლო ვაჟკაცურად.
როგორც Lava-მ მოგახსენათ თავიდან ქარიყლაპიის იმედით მივაშურეთ მდინარე ჩოლოქს. თევზი იყო მაგრამ ჩვენ არ გვიკადრისა :( თვალით დაინახავდი ქარყლაპიებსა და დიდრონ ქაშაპებს.
სულ რამოდენიმე გამოსვლა გააკეთეს. ისიც ვეჭვობ, რომ ჩემი სტუმრების მოტანილი სუპერ პროფესიონალური სატყუარების ხათრით თორე იმასაც არ გვაკადრებდნენ ალბათ.
მოკლედ აქ რო ოფი არ გამოვიდეს გადავიდეთ შავ ზღვაზე.

პრიჩალზე გასვლისათვის ნავის პრობლემა რო მოვაგვარეთ უკვე 10 საათი იქნებოდა დაწყებული.

ზღვა წყნარი და შუშასავით სუფთა იყო. თუმცა საშუადღო სამხრეთული ნიავი უკვე წამოწყებული ქონდა.

რათქმაუნდა პირველი და მთავარი იმედი სტავრიდაზე იყო. მაგრამ რადგან საკმირისი რაოდენობის სტავრიდის პავადოკი (მონტაჟი როგორც პატივცემულმა Lava-მ ახსენა) არ გამაჩნდა, ნაწილი მეთევზეებისა გადავიდა სატყუარიან თევზაობაზე.
კერძოდ:
- ზღვის ქორჭილასა და ბარბულზე მიდიების სატყუარათი
- ფსკერის წვრილ თევზებზე ხამსის ფილეებით.

თევზაობა ლატარიას გავს მოგებას ელი მაგრამ მაინც მოულოდნელობაა!

სტავრიდა საერთოდ არ მოვიდა არცერთი ცალი. მიუხედავად იმისა რომ მისი ნიშანი, წვრილ თევზიანი ქარავნები დავინახეთ. სამაგიეროდ სატყუარებიანმა ანკესებმა გვახარა გვარიანად.

თავდაპირველად განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო რომ ყველაზე მეტად გამაოცა Lava-ს შთამბეჭდავი ზომის ნადავლმა "ნალიმ"-მა. ერთობ იშვიათი და ძნელად მოსაპოვებელი ტროფეია ნალიმი. იგი მხოლოდ ღამით იჭირება ხოლმე ზაფხულობით. თუმცა ეხლა მას ქვირითობა აქვს და შანსები ოდნავ მეტია.
ნალიმი როგორც წესი თევზის ფილეებზე მოდის ჩვეულებრივ ფსკერული თევზაობისათვის აგებულ ენკესზე. ისევე როგორც ღორჯო და ბარაბული იჭირება. ფილეს ზაფხულობით ვამზადებდით იქვე დაჭერილი სტავრიდისაგან. თუმცა შავ ზღვაზე სატყუარას სახით ფილეებს შორის საუკეთესოდ მაინც ხამსა არის და ამას წყალი არ გაუვა.


დაუბრუნდეთ თემას. ხამსა ავართვთი ნაცნობ მებადურებს პრიჩალზე გამოსვლის დროს და ამან ძალიან კარგი სამსახური გაგვიწია შემდგომში. თუმცა ღორჯო და ზღარბი ისე კარგად მოდიოდა, რომ ხამსა არ გვეყო და წინდახედულად ჩოლოქიდან წამოღებული პაწია კარასები და ტობები წავიდა ხარჯში.
ეს ყველაფერი (ნალიმი, ღორჯო და ზღარბი) იჭირებოდა ხიდის ნაპირისკენა მხარეს ანუ ბოლოში. ვიჭერდით ამისათვის ბოძებს შორის განსაკუთრებით შერჩეულ საიდუმლო ადგილებში newsmile05.gif. 10 სანტიმეტრი იქეთ ან აქეთ და დრო ფუჭად ჩაივლიდა.

გამოვტყდები რომ იმდენად აცანცარებული ვიყავი ამდენი ხნის მანძილზე პირველად ჩემს საყვარელ პრიჩალზე გამოსვლის გამო, რომ ერთი სულმოკლეობა გამოვიჩინეთ. კერძოდ: გამოვეკიდეთ პირველივე დაჭერილ თევზსს. ანუ როგორც კი Lava-მ დაიჭირა ნალიმი, სუყველამ გადავედით ხიდის იმ კუთხეში რითაც უყურადღებოდ დავტროვეთ ხიდის თავი. რათქმაუნდა რამოდენიმე ანკესი იქაც გვქონდა ჩაგდებული მაგრამ ძირითადად უყურადღებოთ იყო მიტოვებული.
უკვე შუადღე იქნებოდა როცა მე ავიღე ჩემი იღბლიანი ჭაღარა ვეტერანი სასტავრიდე ანკესი და შემოწმების მიზნით გადავედი ხიდის თავში. რამოდენიმეჯერ მოვიქნიე ისევ და ისევ სტავრიდის იმედით, მაგრამ არაფერი.
შემდეგ გავარჩიე მიდიები, დაუგე ორად ორი ცალი და ჩაუშვი იქვე. ის იყო მის დატოვებას ვაპირებდი, რომ ჩემმა ვეტერანმა პირუეტების შესრულბა დაიწყო. ამოვიღე და რას ვხედავ, ზედ სასიძოდ გამოწყობილი (ასე ვეძახითხოლმე ზღვის ქორჭილას შეწყვილების პერიოდში შეფერილობის გამო) სმარიდი უბერავს ლამბადას.

თან გამიხარდა და თან მწარე სინანულმაც შემიბყრო. ვინ იცის როდის შემოვიდა და რამდენი დრო ვხარჯეთ ღორჯოსა და ზღარბზე, როცა ქორჭილის ჭერაც შეიძლებოდა ამავდროულად.

ერთი საბრძოლო ყიჟინა ვტყორცნე ხიდის ბოლოს მდგომემბთ და შეუდექი მიდიების დარჩევა-აგებას რეპეტეს იმედით. მეგობრებმაც დაიწყეს ნელა-ნელა გადმობარგება ხიდის თავში. მიუხედავად იმისა რომ იქაც კარგად იჭერდნენ თევზს, განსხვავებულის დაჭერის სურვილმა მაინც დასძლია.
მეორე ჩაგდება უშედეგო გამოდგა, მიუხედავად იმისა რომ მიდიები დამიჭამა, გამოჭერა მაინც ვერ მოვახერხე.
დავაგე სამი მიდია, გადავედი ხიდის მარჯვენა კუთხეში და იქ ჩაუშვი. თავად შეუდექი მეგობრების დახმარებას რათა ისინიც გადმოსულიყვნენ მიდიებზე.
გადის დრო.

თევზი ან საერთოდ არ ეკარება ანკეს ან თუ ეკარება, გვიჭამს მხოლოდ სატყუარებს. მეგობრებმაც იმედგაცრუებით დაუბრუნდნენ ხიდის ბოლოს.
მე კი იქვე ხიდის თავში, მარჯვენა კუთხეში წამოვწექი ჩემი ჭაღარა ვეტერანის ფერხთით. ის იყო წათვლემას ვაპირებდი, რომ ვიგრძენი ანკესის კოჭა როგორ დამეცა მუხლზე. გავახილე თვალები და დავიწყე წამოწოლილმა მაღლა ცქერა, თუ ვინ მომეპარა და მაღვიძებს. მაგრამ ჰოი საოცრებავ! თურმეც ანკესი თავისთავად აკეთებს ბუქნებს. ჩავავლე ხელი და ამოვიღე ერთდროულად 4 ზღვის ქორჭილა სუ ცისარტყელას ფერებში. ნამდვილად ამაღელვებელი სანახავი იყო. ჩემმა "ვეტერანმა" ისევ მასახელა!
საოცრება ის არის რომ სატყუარა (მიდია) მხოლოდ სამი ცალი მებნია. გამოდის, რომ ერთმა ქორჭილამ მეგობრების მხარდასაჭერად ცარიელი კავი გადასანსლა newsmile035.gif
Lava-მ ვიდეოთიც აღბეჭდა ეს ეიფორია

ძმა ხარ Lava გაიხარე!!

ამის შემდეგ დაიწყო მართლა აქტიური თევზაობა. წამოვიდა ქორჭილაც და ბარაბულიც. თანაც ბარაბულები მართლა სოლიდური ზომების.

მიდიების დარჩევას ვერ აუდიოდით. მართალია უმეტესობას გვიჭამდა მაგრამ ჭერითაც ვიჭერდით. ეს კი თევზაობას გაცილებით მეტ ინტერესს სძენდა.
ვისაც სტავრიდის ანკესები გვქონდა უფრო მეტ ქორჭილებს ვიჭერდით ვიდრე ბარაბულებს, ხოლო ვისაც ფსკერისათვის განკუთვნილი ანკესები ქონდათ მათ უფრო ბარაბულები იჭირეს ვინემ ქორჭილები.

დაწვრილებით იხილეთ ერთი მეთევზის დღიურში http://forum.ochopintre.ge/index.php?showt...ost&p=86358
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kuxe
პოსტი May 17 2010, 10:47
პოსტი #65


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 31
რეგისტრ.: 4-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kutaisi



თქვენ გაიხარეთ....... ვისიამოვნე სურატების თვალიერებით და რეპორტის ცაკითხვით
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნუკრიMax
პოსტი May 17 2010, 10:54
პოსტი #66


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,032
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



საააღოლ, მაგარი ვისიამოვნე......
xoshian.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი May 17 2010, 11:01
პოსტი #67


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



amroci

საღოლ, რეპორტების წერაში დაუზარელი კაცი ხარ, რესფექთ!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
amroci
პოსტი May 17 2010, 11:39
პოსტი #68


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 226
რეგისტრ.: 11-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქობულეთი



ჩემი თავი გენაცვალოთ ხალხნო და ჯამაათნო. newsmile05.gif

საბედნიეროდ ისეა ჩემი სამუშაო და დასასვენებელი დრო აწყობილი, რომ კარგად მოერგო ჯერ თევზაობას და მერე პოსტების წერას.
შაბათ-კვირას თევზაობა, დანარჩენ დღეებში სამსახურში კომპთან პოსტების წერა newsmile035.gif
ეგ არის რომ სურათებზე მაქვს ხოლმე გასაჭირი და ყველა თევზაობის შესახებ ვერ ვწერ პოსტებს. თუმცა ალბომის კეთება მგონი დავამუღამე. http://pix.ge/album/zd8zdi/

ეხლა ოფი რომ არ გამოვიდეს გაცნობებთ რომ რამოდენიმე დღეში პრიჩალზე შესაძლებელი იქნება ზღვის ჭიით ლობანების ჭერა. თუ მოვახერხე გასვლა აუცილებლად დავდებ ამის შესახებ პოსტს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
(dila)adriano
პოსტი May 17 2010, 16:05
პოსტი #69


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 520
რეგისტრ.: 4-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



amroci

რეპორტებში (პლიუს თევზაობაში) ნომერ პირველი ხარ

მაგრამ
პიემზე რატომ არ მიპასუხე?
იქნებ რა საქმე მქონდა.

ივნისის ბოლოს ვიქნები ქობულეთში და არ დამეკარგო
ოკ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
amroci
პოსტი May 17 2010, 18:22
პოსტი #70


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 226
რეგისტრ.: 11-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქობულეთი



ციტატა((dila)adriano @ May 17 2010, 17:05) *
მაგრამ
პიემზე რატომ არ მიპასუხე?
იქნებ რა საქმე მქონდა.


მე ბოდიში. მაგრამ არავითარი პერსონალური წერილი არ მომსვლია. არამარტო შენი, სერთოდ არცერთი.
ამ წელს საერთოდ ერთი წერილი მაქვს რაღაც გამწვანების აქციის შესახებ და სულ ეს არის.
იქნებ რაიმე სოფრტ შეცდომაა ან სხვა რამე?

ციტატა((dila)adriano @ May 17 2010, 17:05) *
ივნისის ბოლოს ვიქნები ქობულეთში და არ დამეკარგო
ოკ?

კეთილი იყოს შენი ფეხი ჩემს მშობლიურ და საყვარელ სათევზაო ადგბილზე.
იქ გამოსაჩენად მე დამატებითი მიზეზები არ მჭირდება და თან შენ თუ გიხილავ მით უმეტესი.
ივლისის ბოლო შუა აქტიური სეზონია და მოსაწყენი არც შენ გექნება და არც მე newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

13 გვერდი V  « < 3 4 5 6 7 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th July 2025 - 17:42