HATSAN AT44-10 S მცირედი მიმოხილვა, დაკუნთული "თურქი" თბილისის მაღაზიებში |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
HATSAN AT44-10 S მცირედი მიმოხილვა, დაკუნთული "თურქი" თბილისის მაღაზიებში |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,176 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
მოკლედ ამ შაშხანაზე მცირე ინფოს დადება იმიტომ გადავწყვიტე, რომ როგორც გავიგე ამ შაშხანის შემოტანას აპირებენ ერთ–ერთ იარაღების მაღაზიში დინამოსთან, რადგან ჩვენი ბაზარი არ გვანებივრებს PCP–ი შაშხანების მრავალფეროვნებით და საერთოდ უპრიანი იქნება თუ ვიტყვით რომ პირველი PCP–ი შაშხანაა რომელიც შემოვა ჩვენს ბაზარზე ფართო გაყიდვაში. ( ნუ იყო რაღაც პრეცედენტები მაგრამე ს მხოლოდ კერძო დაკვეთებს ვუშვებდით და ჩვენი ძალებით ჩამოგვქონდა )
ჰო აღნიშნული განხილვ არის თარგმანი ერთ–ერთი უცხოური ფორუმიდან . მწარმოებლის საიტი www.hatsan.com.tr მოკლედ უცხოელი მეგობრების და კეთილი ადამიანების დახმარებით , ხელშ ჩამივარდა ეს შაშხანა Hatsan AT 44 -10 S 4,5 კალიბრი , თავიდანვე გეტყვით რომ მე არ ვიცი რა ღრს ეს შაშხანა ან რა ტექნიკური მონაცემები აქვს , უბრალოდ ვიტყვი და დავწერ იმას რაც ვნახე და გამოვცადე იმ შაშხანებთან შედარებით რაც მე მაქვს და მქონია. თავიდან თოფი დაშლილ მდგომარეობაშია ყუთში , საკმაოდ კარგა შეფუთული , რომ არ დაზიანდეს და ორ ნაწილადაა დაშლილი, აწყობა უმარტივესია.კონდახს რომ დავუყენებთ მივიღებთ ესეთ შაშხანას ![]() ![]() ![]() გარედან დათვალიერებთ რაიმე მნიშნელოვანი დეფექტი არ შემიმჩნევია თითქოს ყველაფერი კარგად არის გაკეთებული (თურქულ იარაღში ესეთები სასიამოვნო იშვიათობაა ![]() ![]() რომ არ დავიტანჯო ლოდინით ერთი–ორი ტყვია გავისროლე ქრონოგრაფში…. ( ეს არის ხელსაწყო რომელიც ტყვიის ფრენის სიჩქარეს ზომავს) JSB Heavy 0,67 გრამიანი ტყვია გაფრინდა 302 მ/წმ–თი ამ პარამეტრით ჰატსანი გლიჯავს ![]() ![]() შაშხანას აქვს 10 ტყვიიანი მჭიდი ( 2 ცალი მოყვება კომპლექტში) . გადატენვის სისტემა ანალოგიურია AA S410–ის და Weihrauch HW 100–ის. თუმცა მთგან განსხვავებით აღჭურვილია ავტომატური მცველით ანუ ყოველ გადატენაზე საჭიროა მისი მცველიდან მოხსნა რომ გასროლა მოახდინო , ცოტა გაუგებარია რა საჭიროა მჭიდიან შაშხანაზე ავტომატური მცველი , ნერვების მომშლელია და მეტი არაფერი თუმცა თურქებს რას გაუგებს კაცი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() გადამშვების დამამკვრივებელი რეზინა არის რესივერში ჩამონტაჟებული როგორც ძვირიან ხარისხიან მოდელებში და არა მიმწოდებელზე როგორც ეს ბიუჯეტური წარმოების მოდელებზე ხდება. რეზერვუარის თავში არის შკალა, რომელიც აჩვენებს თუ რამდენი ჰაერის რაოდენობაა დარჩენილი რეზერუარში და შესაბამისად გასროლების რაოდენობაც. შკალა შავ–თეთრია და ნორმალურად კითხვადი. აქ სურათი გამოვიდა საკმაოდ უხარისხო და არ ჩანს , ეხლა მანდ დაახლოვებით 150 ატმოსფეროა. მაქსიმარული სამუშაო წნევა არის 200 ატმოსფერო ანუ შაშხანა რომ სურლად დატენო საჭიროა 200 ატმოსფერო ჰაერით დატუმბო იგი. ![]() შაშხანა აღჭურვილია ხმის მოდერატორით , მოდერატორის შიგნით ჩახედვისას გავარჩიე სამი ტიხარი ჰაერის კამერებისთვის, ხმის მოდერატორის წინა საცობი ამოიხრახნება ისე როგორც ეს ხდება AA S410–ზე. გასროლის ხმა საკმაოდ ჩუმია , ანუ ოთხაში სროლისას არ ბრახუნებს შემაწუხებლად თუმცა არცთუისე ჩუმი ვერ გავიგოთ გასროლის ხმა. მაგრამ ეს ხმა გაცილებით ჩუმია ვიდრე ნაბისმიერი ზამბარდგუშიანი მაგნუმ კლასის პნევმატიკის გასრილის ხმა ![]() ![]() ![]() ვაგრძლებ შაშხანას გააჩნია პლასტიკისგან დამზადებული „რვიანი“ (ის დეტალი რომელიც აფიქირებს ლულას რეზერვუართან) თუმცა მას წმინდა დეკორატიული დანიშნულება უფრო აქვს ამ შემთხვევაში ვიდრე ლულის მაფიქსირებელის, რადგან იგი საერთოდ არ არის დაფიქსირებული არც ლულაზე და არც რეზერვუარზე უბრალოდ წამოცმულია და მეტი არაფერი. ასეთ შემთხვევაშ ლულა უნდა იყოს რესივერში მყარად დამაგრებული რომ სტაბილურად მოვარტყათ მიზანს თმცა ისიც თავისუფლად ქანაობს რესივერში. ამ შემთხვევაშ ხელის შევლება აუცილებელია , როგორმე უნდა დავაფიქსიროთ რვიანი ლულაზე და რეზერვუარზე, თორემ ოპტიკის დაყენებას და შორ დისტანციებზე სროლას აზრი არ ექნება. ![]() ![]() ![]() კონდახის უკანა საბჯენი რეზინი რეგულირებადია, საკმაოდ მარტივი და საიმედო კონტრუქციაა. კონდახი საკმაოდ აკურატულად არის გაკეთებული , აქვს გლუვი ზედაპირი , ოდნავ ხაოიანი , თუმცა ერთი შეხედვით გამოიყურება საკმაოდ „იაფფასიანად“ ![]() დასატენი პორტი ჩვეულებრივია , აქვს მტვრისგან დამცავი საცობი , რომელიც დატენის დროს უნდა ამოვაგდოტ სატუმბშ შტუცერის მიწოლით , მაგრამ ამის გაკეთება არის შეუძებელი , რადგან რეზერვუარი ისე დგას რომ ამ საცობის ამოგდებას ლულა უშლის ხელს... ცუდია ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() აქ უკვე ჩვენ ვხედავთ ოპტიკისთვის განკუთვნილ რელსებს მერცხლის კუდის და ვივერის სიმბიოზს, ეს რაღაც ახალია და სავარაუდოდ ჰატსანის დაპატენტებული უნდა იყოს, პრიციპშ მშვენიერი რამეა ამაზე წავა ორივე ტიპის რგოლები , მეცხლის კუდისთვის განკუთვნილიც და ვივერისთვისაც ![]() ![]() „რკინეულობა“ შიგნიდანაც ასევე ნორმალურად გამოიყურება როგორც გარედან , დამუშავებულია საკმაოდ აკურატულად , ასევე მთელი ეს „რკიეულობა“ კონდახზე მაგრდება 3 ვინტით , თუმცა როგორც მაღლა ავღნიშნე ვინტი რომელიც ამაგრებს ლულას და რეზერვუარს „რვიანთან“ უბრალოდ ფიქტიურია. ![]() კიდე კომპლექტში მოდის აი ეს: რეზერვუარის უკანა საცობი , შტუცერი და მისი 4 ცალი სათადარიგო დამამკვრივებელი რეზინა , სათადარიგო მჭიდი. ![]() ეს საუნდ მოდერატორის შიგთავსია , მთლად ის არ არის რაც უნდა იყოს მაგრამ ეტყობა რაღაცას აკეთებს რადგან ხმას ახშობს ![]() ![]() ლულა არის შეცდომიდ გაჩარხული, მაგრამ "ფასკა" გადასარევად გაუკეთებიათ. ![]() საშინლად გაკეთებულია სატუმბი შტუცერი, მთლიანად ქლიბის და სხვა მჭრელი ხელსაწყოების კვალებშია, საკვირველია მაგრამ მუშაობს კარგად. ყველა ხრახნი ზალიან უხარისხოა. როგორ ახერხებენ თურქები რომ ყველა საქმეში ჩაა..ვან ვერ ვხვდები. კონდახის ფორმა ძალიან არასწორია, ხელი მეტკინა... ხვალვე ავიღებ და ყველა კუთხეს მოვაცილებ!!! თურქი დიზაინერები როგორც ჩანს ეცადნენ ეცადნენ „ჰაი-ტეკი“ გაეკეთებინათ და გამოუვიდათ საშინლად არასწორი გეომეტრიის მქონე კონდახი. ქრონოგრაფში სროლისას აღმოჩნდა 2 "პლატო", თვალებს ვერ უჯერებდი მაგრამ ფაქტია... ტყვიები - CrosmanPremier CP10.5 200 ატმ. 221 268 258 221 257 ( მ/წმ) 190 ატმ. 301 306 308 305 306 (მ/წმ) 180 ატმ. 310 307 310 306 308 (მ/წმ) 170 ატმ. ეს 5 გასროლა არ გამიზომია 160 ატმ. 304 302 299 298 297 (მ/წმ) 150 ატმ. 296 294 290 293 288 (მ/წმ) 135 ატმ. 285 277 278 278 281 ??? (მ/წმ) 125 ატმ. 280 278 277 276 275 (მ/წმ) 110 ატმ. 269 267 266 266 262 (მ/წმ) 100 ატმ. 259 254 252 248 247 (მ/წმ) 90 ატმ. სროლის დასასრული. სროლის შედეგები 30 მეტრზე , პატარა ნიავი იყო , ტყვიები იგივე თუმცა ფასკა უფრო კარგად დამუშავებული , ზედა სამიზნეში 5 ტყვიააა ნასროლი , ქვედაში 10 ![]() ![]() დასკვნის მაგიერ - შაშხანას გააჩნია მაქსიმალური სამომხმარებლო ნაკრების მახასიათებლები: ხმის მოდერატორი, სატუმბი პორტი, მანომეტრი, 10 ტყვიანიმჭიდი, "საბიატლონო გადასატენი", ავტომატური მცველი, ოპტიკის უნივერსალური სამაგრი "რელსები", რეგულირებადი უკანა საბჯენი რეზინი, გადამშვების დამკვრივება რესივერში. საშუალო ხარისხის, იაფი შაშხანაა , სროლა კოლოფიდან როგორც დავინახეთ ზოგიერთ მოდელზე შესაძლებელია ზოგს დამუშავება სჭირდება( კოლოფიდან ნიშნავს როდესაც იარაღს ისვრი ყიდვისთანავე ყოველგვარი აპგრეიდის და დამუშავების გარეშეა ანუ იმ მახასიათებლებით როგორიც პირდაპირ ქარხნიდან მოდის ), მაგრამ ხელის შევლებისშემდეგ, შაშხანა არაერთხელ გაახარებს თავის მფლობელს. ერთი სითყვიტ ბიუჯეტური სანადირო შაშხანაა ფართო მასებისთვის გათვლილი. თურქეთშ ეს ფიშტო თავის ოპტიკით ( მართალია საშნელი ოპტიკაა მაგრამ ცოტა ხნით გაერთობა კაცი სანამ ნორმალურ რამეს შეიძენს) 560 ლარი ღირს. პირველწყარო WWW.TOPGUNS.RU |
|
|
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 933 რეგისტრ.: 30-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ბრავო ჯორჯიკ, კარგი რეპორტია. იმედია ამ ფორუმელებს ეს ეგზემპლარი მაინც დააინტერესებს თავისი ფასით- 600 ლარი სადღაც. http://yatagun.com.tr/ აი თურქული საიტი, მთავარია ჩამოტანა შეძლოთ.
|
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 933 რეგისტრ.: 30-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
აი დავამატებ ცინცხალ ვიდეოს ამერიკიდან, საინტერესოა უყურეთ:
ესეც იგი ვე ჰატსანია, პროსტო ამერიკაში სხვა სხელით შეაქვთ. აი ეს კი არის იგივე ჰატსანი, ოღონდ ერთდამტენიანი (შესაბამისად იაფი). ამასაც სხვა სახელი ქვია ამერიკაში: |
|
|
![]()
პოსტი
#4
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 933 რეგისტრ.: 30-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ციტატა მოკლედ ამ შაშხანაზე მცირე ინფოს დადება იმიტომ გადავწყვიტე, რომ როგორც გავიგე ამ შაშხანის შემოტანას აპირებენ ერთ–ერთ იარაღების მაღაზიში დინამოსთან, რადგან ჩვენი ბაზარი არ გვანებივრებს PCP–ი შაშხანების მრავალფეროვნებით და საერთოდ უპრიანი იქნება თუ ვიტყვით რომ პირველი PCP–ი შაშხანაა რომელიც შემოვა ჩვენს ბაზარზე ფართო გაყიდვაში უი, უ საიდუმლო არა, რომელ მაღაზიაში ზუსტად და ფასიც ხო არ უთქვიათ? როდისთვის შემოაქვთ? |
|
|
![]()
პოსტი
#5
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,176 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
nihontoman
ზუსტად არ ვიცი , გავიგებმალე და დავდებ ინფოს , ფასი ჯერ უცნობია , იმედია 1000$-ს არ დაადებენ ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#6
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 933 რეგისტრ.: 30-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
geojorjika
ნუ თუ ნორმალურად გაყიდიან, მაშინ მგონი უპრობლემოდ შეუძლიათ გაყიდონ მრავალდამტენიანი ვარიანტები სადღაც 650-700 ლარად (საკმაოდ მისაღები ფასია). მაგარამ მე რომ მაგათი ამბავი ვიცი, 1000 ლარს თუ არ გადააცილეს მაშინ არაუშავს. ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#7
|
|
![]() ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7 რეგისტრ.: 30-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ცაბაძის ქუჩაძე კუთხეში რომ არის მონადირის მაღაზია მაგათ უნდა ჩამოეტანათ წესით როგორც მითხრეს გუშინ უკვე მაღაზიაში უნდა ქონოდათ, hatsan-ის PCP კონკრეტულად რომელი მოდელი აქვთ ჩამოტანილი არ ვიცი ამ დრეებში ვაპირებ გასვლას და გარკვევას და საინტერესოა რა ფასს დაადებენ.
|
|
|
![]()
პოსტი
#8
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,176 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
dawiti
დღეს ვიყავი და ჩვეულებრივი ჰაცანის ზ.დ.პ-ების და გრიგოლას Crosman 1077-ის არდა არაფერი არ იყო თუ არ ჩავთვლით ერთ სვტ-ს ერთ მოსინს და ერთ ნორინკოს გეკოს ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#9
|
|
![]() ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7 რეგისტრ.: 30-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
რავი აბა მე ეგრე მითხრეს დიდი ამბით პსპ ჩამოგვაქვსო რაც მე მაგათ პსპ-ზე ველაპარაკე ბოლოს გავრისკავთ და ჩამოვიტანთო და კვირას ვიყავი მისული და მითხრეს რომ სამშაბათს განვაბაჟებთ და უკვე მაღაზიაში გვექნებაო.
|
|
|
![]()
პოსტი
#10
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 933 რეგისტრ.: 30-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ციტატა რავი აბა მე ეგრე მითხრეს დიდი ამბით პსპ ჩამოგვაქვსო რაც მე მაგათ პსპ-ზე ველაპარაკე ბოლოს გავრისკავთ და ჩამოვიტანთო და კვირას ვიყავი მისული და მითხრეს რომ სამშაბათს განვაბაჟებთ და უკვე მაღაზიაში გვექნებაო ეგ კი კარგი ქენი, მარა ისიც თუ უთხარი, რომ თუ კატასტროფულ ფასს დაადებენ, არავინ იყიდისო? ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#11
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 933 რეგისტრ.: 30-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
გუშინ ვიყავი კაკრას ამ მონადირის მაღაზიაში, აფასებენ 615 ლარს (მშვენიერი ფასია, მე არ ველოდი), ნასოსი 170 დოლარიო, ანუ 280 ლარი. შეიძლება გარისკვა ვისაც აინტერესებს....
|
|
|
![]()
პოსტი
#12
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,176 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
დღს ვნახე დინამოსთან შემოუტანიათ აღნიშნული ფიშტო 650 ლარად, ამ ფასად მშვენიერი ფიშტოა ნასოსი ცალკე 350 ლარი ღIრს
![]() |
|
|
![]()
პოსტი
#13
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 29 რეგისტრ.: 20-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
გაუმარჯოს ბიჭებს..........
მინდა აღნიშნული მოდელის შეძენა, ჰასტანის ფირმის პსპ-სი...... მაინტერესებს დიდი სხვაობაა ამ მოდელსა და Marauder-ს შორის სიძლიერისა და სიზუსტის მხრივ? |
|
|
![]()
პოსტი
#14
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 29 რეგისტრ.: 20-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
და კიდე მაინტერესებს ამ თოფებს დატენვის დროს (პსპ მაქვს მხედველობაში) ნასოსით ბევრი ჩელიჩი უნდა?
ანუ როგორც ვნახე აქ დაწერილებში, ნასოსმა თოფში დიდი ატმოსფერო უნდა შექმნას....... და არც ის მინდა რომ ნასოსით დატენვის დროს დიდი ენერგია წაიღოს....... დაახლოებით რამდენი ჩაბერვა სჭირდება? |
|
|
![]()
პოსტი
#15
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,176 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
donmixo
ციტატა აინტერესებს დიდი სხვაობაა ამ მოდელსა და Marauder-ს შორის სიძლიერისა და სიზუსტის მხრივ? არცთუისე დიდი , სიმძლავრით კი ჰაცანი გაცილებით ჯაბნის ციტატა და კიდე მაინტერესებს ამ თოფებს დატენვის დროს (პსპ მაქვს მხედველობაში) ნასოსით ბევრი ჩელიჩი უნდა? რას ქვია ბევრი ჩალიჩი? ციტატა ანუ როგორც ვნახე აქ დაწერილებში, ნასოსმა თოფში დიდი ატმოსფერო უნდა შექმნას....... და არც ის მინდა რომ ნასოსით დატენვის დროს დიდი ენერგია წაიღოს... კი ეგრეა, ერთი 90-100 ჩაბერვა დასჭირდება ალბათ, და მაგას ჩვეულებრივი მანქანის ნასოსით ვერ დატენი სპეციალური მაღალი წნევის ნასოსია საჭირო. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 01:36 |