პოეზია, ლექსები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
![]() ![]() |
პოეზია, ლექსები |
Apr 20 2012, 20:23
პოსტი
#11
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti |
ჯიხვო, რამ მაგკლა, რქიანო,
ლამაზო, კლდეთა ჯიშისა, უდროოდ რამ ჩაგიღამა, სველი თვალები, გიშრისა, უდროოდ რამ ჩაგიმუხლა, გრძელი ფეხები ისრისა, უდროოდ რაად დასტოვე პიტალო კლდენი, ფიცრისა, ცისკარზე მქროლმა ნიავმა მუხთლობა ხომ არ იცისა, იქნება შურთხმა დაგათრო, ან ჩანჩქერების კისკისმა. ან იქნებ არწივ გიმუხთლა, ადრე ხომ ხშირად გიძმისა, ბრალია შენი დაკარგვა ძმასავით მძიმედ მიმძიმსა. „არც შურთხმა მამკლა, არც წყალმა, არცარას არწივ მიშლისა, ცრემლით ბოინობს ჩემს თავზე, ნიავი ბალანს მიშლისა. მუხლმაგარმ მამკლა ვაჟკაცმა, ფერი ჰქონიყვა ნისლისა, ხმა შურთხის ზარი მეგონა, მასპინძელია ცისკრისა ფოლადის წრიაპნ გასხმული, ნაპერწკლად ელვას ისვრისა, ვეფხვისა გული ჰქონიყვა, არ მატარები შიშისა არწივის თვალი ჰქონიყვა, ჩოხა ფერ სცმიყვა ქვიშისა, ქუჩისფერტარა „ვინტოვკა“, არ ამცილები ნიშნისა, თოფის ხმა მეხი მეგონა, დავგორდი შვილი სიპ–კლდისა, რქები კლდეთ ჩავაჯახჯუხე, ნაზარდებს სიკვდილ მიგლისა ყველამაც მამკლა, არც რამაც, მამცემ არა ვარ ფიცისა, მე სილამაზემ დამღუპა, დანდობამ ეგრე იცისა“. |
|
|
|
Apr 20 2012, 20:28
პოსტი
#12
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti |
|
|
|
|
Apr 20 2012, 20:28
პოსტი
#13
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 406 რეგისტრ.: 24-January 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ჭალაში ბალანაშლილი
თეთრი სეტერი ქრის... მწყერი ბალახში წრიალებს, აფრინდება და... ფრრი... სანამდე არ აფრინდება, არავინ ერჩის მწყერს. ვაიმე, ჩემი სიცოცხლეც იქნებ ასეა დღეს. ვიდრე მიწაზე დავდივარ, ყველა სიკეთეს მგვრის, _ ავფრინდები და... ვაიმე... ავფრინდები და ფრრი... ტყვიაც იწივლებს შურისა, მთლად მიმიმსხ**ევენ ფრთებს, სანამდე არ აფრინდება, არავინ ერჩის მწყერს. შავი საფანტი ირევა... თეთრი სეტერი ქრის... მე მაინც უნდა ავფრინდე, _ ავფრინდები და... ფრრი... |
|
|
|
Apr 20 2012, 20:31
პოსტი
#14
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,831 რეგისტრ.: 11-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
aragveli
დამასწარი , ეს ყველაზე მაგარია ! -------------------- სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
|
|
|
|
Apr 20 2012, 20:31
პოსტი
#15
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti |
სადმე წამიყვანა ნეტავ,
სადმე,საქართველოს მთებში, ბილიკს ამადევნა კენტად, წვიმის დამაწია თქეში, მუხა შემახვედრა ბედად, ბინდით ჩაღამებულ ტყეში, უკუ მაყრევინა სევდა, კოცნა მაბნევინა თმებში, წამით დამანახა დედა, დილით აგორებულ მზეში, მწყურვალს შემაგება კლდე და მასვა ნაკადული პეშვით. რამდენ სითამამეს ვბედავ, ძვალზე გაკიდული ლეში,- "სადმე წამიყვანა ნეტავ, სადმე,საქართველოს მთებში." |
|
|
|
Apr 20 2012, 20:36
პოსტი
#16
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,710 რეგისტრ.: 20-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: TBILISI |
Bonehill
ეს უფრო ასწორებს მოყმემან პირშიშველამან შიბნ გაიარნა კლდისანი, მოინადირნა დალახნა ბილიკნი ჭიუხისანი. შამახვდის კლდისა თავზედა ხორონი ჯიხვებისანი ჯიხვსა თოფ დაჰკრა ბერხენსა ჭალას ჯახნ იქნენ რქისანი. შევარდა ვეფხვის ნაწოლსა დრონ იყვნენ შუაღმისანი, მეორე მხრიდან მოესმა ხმაური რაღაცისანი, ხან ბორგვა ესმის ხან ქშენა, ხანცა ხმაური ტყისანი, ვეფი რომ წამოუფრინდა თვალნი არისხნა ღვთისანი. შეიბნეს ვეფხვი მოყმეი მაშინ დაიძრის მიწანი, კლდეები ჩამაანგრივნეს შტონ დაილეწეს ტყისანი, დრო აღარ დარჩა მოყმესა ხანი არ ჰქონდა ცდისანი, ფაქრსა უფარებს ვერ ჰფარავს, ვეფხი ჩქარია კლდისანი. ბრჭყალით გაართვა კალთანი ჯაჭვისა ჯავშანისანი, მოყმემაც ხელში იყარნა ვადანი თავის ხმლისანი, მაშინ გაუჭრა ფრანგულმა დრონ იყვნენ წაქცევისანი ვეფხი კლდით გადმოეკიდა ჩამოაწითლნა ქვიშანი. თავად კლდის თავზედ შემოწვა მოყმე სულ ამომდინარი ქვიშას მიღებავს წითლადა სისხლი ზედ ჩამომდინარი. იარებოდა დედაი ტირილით თვალცრემლიანი: ჩემ შვილს გზად ვეფხვი შეჰყრია გაჯავრებული ტიალი, ჩემს შვილს - ხმლით, იმას - ტოტითა დღე დაუღამდათ მზიანი, მათ დაუხოცავთ ურთერთი არ დარჩნენ სირცხვილიანი. ტირილით წყლულებს უხვევდა ვეფხვის კლანჭებით დაჭრილსა: შვილო არ მაჰკვდი შენ გძინავს, დაქანცული ხარ ჯაფითა ეს შენი ჯაჭვის კალთები ტიალმა როგორ დაგფლითა შენც იმის საფერ ყოფილხარ ხმალის ქნევაში გაგიცვდა. მაგის მეტს აღარ გიტირებ, შენ არ ხარ სატირალია მშვიდობით, ჯვარი გეწეროთ, ეგეც სამარის კარია, მშვიდობით, ჯვარი გეწეროთ, ეგეც სამარის კარია ერთი შვილ მაინც გაგზარდე ვეფხვებთან მეომარია. ხან ვეფხვი, ხან იმის შვილი ელანდებოდა მძინარსა ხან ვეფხვი ვითომ იმის შვილს ტანზეით აჭრის რკინასა ხან კიდენ იმისი შვილი ვეფხვს გადაავლებს ყირასა, აი ამ სიზმრებს ჰხედავდის გამაეღვიძის მტირალსა. ხან იფიქრებდა უდედოდ გაზრდა ვინა სთქვა შვილისა იქნება ვეფხვის დედაი ჩემზედ მწარედა სტირისა წავიდე მეც იქ მივიდე სამძიმარ ვუთხრა შვილისა ისიც მიამბობს ამბებსა, მეც ვუთხრა ჩემი შვილისა, იმასაც ბრალი ექმნების უწყალოდ ხმლით დაჭრილისა. |
|
|
|
Apr 20 2012, 20:44
პოსტი
#17
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
Little Fisher
Bonehill aragveli |
|
|
|
Apr 20 2012, 20:50
პოსტი
#18
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 406 რეგისტრ.: 24-January 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ეს მაგარია
ნახეს ვინცხა ყაზილარი, ჯდა მტირალი სუფსის პირსა, მსხვილ-მსხვილ კურცხლებს აღვარღვარებს, საცოდავი ისე ტირსა მეფის ხალხმა დაინახა არ ეცნობა არავისა, და მეფემაც მოინდომა ახლო ნახვა ფირალისა. გაუგზავნა მან ყაზახნი, მომიყვანეთ აქა ისო, იგი ვინცხა მოტირალი სუფსის პირსა რომა ზისო, ყაზილარმა ეიხედა,სახეს ხელი ჩამეისო, მე არსადაც არმივდივარ, ნება იყოს გინდ მეფისო. ხალხმა ძალი დუუპირა,ყაზილარი გედირია, ხელი ტაცამაგან მათრახს და ყაზახებს დეერია, მეფის ხალხი ერთიანად ეირია-დეირია ვეღარ იცნობს კაციშვილი, ვინ ცოცხალი ვინ კვტარია. ერთივინცხა გეიპარა, მოახსენა მან მეფესო, აბდალია უპატრონო და გადაგვყრის ფარსაგებსო, შენი ხალხი ჩვენ მეფეო სულ მთლიანად გაგვჟლიტესო, მაშინ იქინა მივიდეთ,მეფის ხალხმა ესე თქვესო. მაფის ხალხი გეემართა და მინდორიგადალახეს რომ არა ჩანს, ეფარება ალბათ ხეებს და ბალახებს, ყაზილარი აღარ ჩანდა, თუმცა ბევრი კი უძახეს, იგი ცხენით გაპარულა მისი ბუნდღა ვერსად ნახეს |
|
|
|
Apr 20 2012, 20:53
პოსტი
#19
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti |
წელთა ქავ-ციხის დამეცა ჩრდილი,
მთაში შურთხები აღარ მელიან, ვეღარ ავყვები საჯიხვე ბილიკს, ვეღარ გავარღვევ ნისლებს ელვიანს. ვეღარ გაბერტყავს დაღლილი მუხლი ცვარ-ნამს, ბალახზე ასხმულს მძივებად, ბლოს სალოცავებს თავს დაბლა ვუხრი და მოკრძალებით ვთხოვ პატიებას. ვთხოვ პატიებას ნასახლარს ჩემსას, მხედრებს, ნახშირით ქვებზე ნახატებს. და გმირ წინაპარს, შეფიცულს თემთან, საგვარო სათობს, ტევრებს სახატეს. იქ ბორიალობს ბავშვობა ტკბილი, წელზე ნაჯლით და ცერზე ხვეულით და მე თუ არა, ის მუდამ ივლის კლდეებზე წყაროდ ჩამორხეული. ქარაფს ვეწვიო, მე მაინც ვნატრობ და თქმულებების ვარწიო ტახტი, სადაც კოპალას, წყალ-ჭალის პატრონს, დაულეწია დევები ლახტოთ. მამუკაურის ფრანგულის ელვა სად ქარიშხლიან ღამეებს ხევდა, სად ჯარჯი მშვიდად დააკვდა მწვერვალს და მთებისხელა დატოვა სევდა. მინდა ჭაღარა ჭიუხის პირას, მეწყერებმა რომ გაიმყეფარეს, ნადირთ მწყემსივით დავიდო ბინა, დავუძმობილდე არაგვს მჩქეფარეს, მაგრამ ამაოდ... არ მუხლობს მუხლი, მგონი დამთავრდა გზების ძიება, ბებერ საფლავებს თავს დაბლა ვუხრი და მოკრძალებით ვთხოვ პატიებას. /გიორგი გიგაური/ |
|
|
|
Apr 20 2012, 20:56
პოსტი
#20
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ჭიუხ ქორები დაგკივის,
ჯიხვების წყემსო ქალაო: ახლოს გყავ მენადირეი, ხელი არ შაუშალაო! ქარაფზე წადგა ხარ-ლაღი, რა კოხტად გაიზარაო, წამაიგრძელა კისერი, რქებ ზურგზე გადიყარაო, ქვიშაში რქათა ნაგრილი, მშვილდივით მაიხარაო. დაბლიდან მენადირემა ლიშანზე აიყვანაო, თოფ გატყვრა, ტყვიამ იწივლა, ჯიხვო, წაგაერთვა ძალაო, მაღლა წვერებზე გაზრდილო, დაბლა გაჩვენა ჭალაო. |
|
|
|
Apr 20 2012, 21:01
პოსტი
#21
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 86 რეგისტრ.: 26-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
მთაწმინდის მთვარე
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი! მდუმარებით შემოსილი შეღამების ქმნარი ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს... ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს! მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით, და მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით მოსჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე... ჯერ არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე! აქ ჩემს ახლოს მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილით, აქ მწუხარე სასაფლაოს ვარდით და გვირილით, ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული... ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული... და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად, ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა, თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან დამდე ფრთები, და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები; თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს, თუ როგორ ვგრძნობ, რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა, სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა; რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე, რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე. რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები, რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები, რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი... ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი! |
|
|
|
Apr 20 2012, 21:05
პოსტი
#22
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti |
... ყორღანებიდან გნოლი აფრინდა,
ყაბარდოს ველი გადაიარა, ისევ აღვსდექი! მუხრანის ბოლოს ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს. ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან ხოდაბუნები თავთუხებისა, შენი ტუჩებიც ისე ტკბილია, როგორც ბადაგი დადუღებისას. ხოხბობას გნახე, მიწურვილ იყო როცა ზაფხული რუსთაველისა, ნეტამც ბადაგი არ დამელია და იმ დღეს ხმალი არ ამელესა! ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე, შემოვამტვერე გზები ტრიალი, მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები, ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი! მაგრამ თვითონაც დაილეწება, დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად, მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი, თავი შუაზე გადამიჩეხა! მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას, ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები... როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი, ქართლის ხეობებს ასდის ნისლები... მოდი! გეძახი ათას წლის მერე, დამნაცროს ელვამ შენი ტანისა; ვარდის ფურცლობის ნიშანი არი და დრო ახალი პაემანისა!.. |
|
|
|
Apr 20 2012, 21:07
პოსტი
#23
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 86 რეგისტრ.: 26-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
|
|
|
|
Apr 20 2012, 22:22
პოსტი
#24
|
|
![]() პოინტერით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,246 რეგისტრ.: 3-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი |
მთაში ინათა და ბნელ წყვდიადს დღე მიეგება,
დილის ნიავმა შორიახლოს გაფანტა ნისლი, დაბურულ ხევებს უკუნეთი ღამე მოშორდა, და გარიჟრაჟზე ვიღაც უცხო გამოჩნდა თოფით. შორს მომავალი ნელა,ფრთხილად მოყვება აღმართს, ტყიდან გასული, საცალფეხოს გაუყვა ბილიკს, ძნელად სავალი ვიწრო გზაა,ირგვლივ ხევები, მონადირე კი შეუპოვრად მიიწევს,მიდის. მეორე მხრიდან გზას მოყვება ტყის ბინადარი, კაცი და დათვი ერთმანეთის პირისპირ დგანან, ნადირმა ხრამი აირჩია და გზა დაუთმო, ადამიანი აღელვებით მოზიდავს ჩახმახს. სროლის ხმა იყო,ძალით გასცდა ლულის პირს ტყვია, ფერდობებს, ნისლი მისდგომია დარდის ამშლელად, დათვის მკერდიდან გადმოხეთქა სისხლმა დუღილით, მისმა ღრიალმა გაიარა გულში შანთებად. დათვის ღრიალი ეს არ იყო მარტო ბღავილი, ეს იყო მისი ბოლო სიტყვა და გულისცემა, ისევ მობრუნდა სიცოცხლეზე გულგატეხილი და მონადირეს სინანულით მიაბყრო მზერა. კაცი გაშეშდა,ვეღარ იძვრის,ეკვრის ხელ-ფეხი, სიცოცხლე შეწყდა ,მდუმარებამ დაისადგურა, დადუმდა ირგვლივ ყოველივე,რაც იყო ქვეყნად, მხოლოდ ხეობის თავზე თოფით,კაცი გამოჩნდა. იქვე მახლობლად მუხის ხეზე შემოჰკრა თოფი, თითქოს ზარები ყველა ერთად,ერთხმად აჟღერდა, მხოლოდ მოსჩანდა მთის ნისლებში სული ცხოველი, ადამიანი ცოდვით სავსე,ხევთან ჩამოდგა. დაჰყურებს დაჭრილ,სისხლში მოსვრილ,წაქცეულ ნადირს, პირი იბრუნა, ვიწრო ბილიკს გაუყვა ფრთხილად, ტყეში დატოვა დამტვრეული თოფი და დათვი, და მონადირის სულში სევდამ დაისადგურა. დღეები ნელა და მაცდურად ქსოვენ ცხოვრებას, სიცოცხლე ფრთხილად მიუყვება გასვლელ ბილიკს, არ გამხდარიყოს კაცის საქმე ისე უკუღმა, რომ ვაჟკაცობით ველურ ნადირს ეჯობნოს ტყეში ! |
|
|
|
Apr 20 2012, 22:44
პოსტი
#25
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,831 რეგისტრ.: 11-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
Сын колокольчик трясет забавляясь.
Папа спросонья бежит чертыхаясь. Думает рыба попалась на донку… В общем, за дело досталось подонку! Что же ты, сволочь, пугаешь, зараза? Дал по башке ему сорок два раза. Я ж ведь подумал поимали дельфина, Вот и ходи, блин, голодный, скотина… Сын заревел и пошел на рыбалку, Срезал в лесу он здоровую палку. Нитку приляпал и скрепку повесил… В общем удило себе скуралесил. В речку закинул, соплю вытирая, Думает, вот же жизнь — падла какая! Щас я поймаю большую рыбёшку И настучу бате по головешке. Рыба, однако, клевать не хотела. Парень подумал: “Совсем обалдела”. Если сейчас ничего не поймаю, То всех червей в водоем побросаю. Тут егеря подошли из лесочка, Видят, сидит паренек-одиночка, Дали они мальцу спиннинг Шимана: “Ты покидай, и все будет намана”. Парень забросил, почувствовал рыбу, Тянет ее, на лице, блин, улыба. “Лишь бы на берег достать, крокодила, Больно уж сильно согнулось удило”. Вытащил щуку, орет, весь довольный, И егеря пошли дальше спокойно. Мальчик тут понял: “Рыбалка — приятно!” Двинул домой, объяснил отцу внятно: “Папа, поймал я на ужин рыбешку. Дайка мне, папа, деньжонок немножко. Я в магазин побегу рыболовный И спиннинг куплю себе, длинный и ровный” Так рыбачек появился на свет. Ловит он рыбу, встает он чуть свет. Только лишь зорька, а он уж на речке, Таскает рыбешку, большую, помельче. Люди, берите детей на рыбалку. Уклейку половят, кому ж её жалко. Глядишь, рыболовами будут когда-то!!! Пусть БОЛЬШЕ становится “нашего брата”! -------------------- სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
|
|
|
|
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th December 2025 - 13:59 |