პოეზია, ლექსები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
პოეზია, ლექსები |
![]()
პოსტი
#41
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,831 რეგისტრ.: 11-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
-------------------- სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
|
|
|
![]()
პოსტი
#42
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 406 რეგისტრ.: 24-January 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#43
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,183 რეგისტრ.: 17-September 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
ძალიან შემზარავი ლექსია... კარგი იქნება თაობები თუ ამ სიტყვებზე გაიზრდება... |
|
|
![]()
პოსტი
#44
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 754 რეგისტრ.: 7-March 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ბაბუაჩემი
ის, მისი დღე და წუთისოფელი, როცა სწყუროდა, სულ ღვინოს სვამდა, იდგა ბუხართან ხელადა სველი და უღვიძებდა ბაბუას მადას. ენამზიანი და ზამთრის გულში ტკბილი ქართულით მოლაპარაკე, ჰყვებოდა მშვიდად ბუხრის გუგუნში საბა-სულხანის იგავ-არაკებს. არ იშორებდა წელზე სატევარს, ბატონკაცური შვენოდა წვერი უყვარდა ლხინში ღამის გათევა მოგონებები ძველთაგან-ძველი. უყვარდა მოხუცს ხმალამოწვდილი ქართველის ეშხი და სილამაზე უყვარდა შვილი და შვილიშვილიც, ამღერებული არწივის ხმაზე. ლადო ასათიანი |
|
|
![]()
პოსტი
#45
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
ცხრა ძმა ხერხეულიძე
ეს გაფრენილი ფაფარი, თუ მშობლიური ნისლია? ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია?! საით წავიდნენ ვაჟები, რად მიატოვეს რაშები, რაშები თამაშ-თამაშა, ომებში ნათამაშები?! მაინც ეს ერთი თეთრონი რა გულსაკლავად ჭიხვინებს, ბედშავო, ვისაც ეძახი, ვაი რომ ვეღარ იხილე! იმისი სული მტრედივით ცაში გაფრინდა ლაღადა, აღარ გყავს შენი პატრონი, ხერხეულიძე აღათანგ! ეს მშობლიური ქარია ჩვენი ალგეთის ველების თუ სუნთქვა ქარბუქიანი ფაფარაყრილი მერნების? მერნებო, ველურ ფლოქვებით მიწა ამაოდ დატორეთ, ამაოდ გაფიცხებულხართ, ამაოდ უხმობთ პატრონებს, ფოლადის ბეგთარიანებს ბნელში ამაოდ დაეძებთ: ისინი მამულისათვის მარაბდის ველზე დაეცნენ! ერთი მათგანი დაჭრილი უბეში დროშას მალავდა, იწვა სისხლისგან დაცლილი... კურთხეულ იყოს მარაბდა! ეს აწეწილი ფაფარი, თუ მშობლიური ნისლია? ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია? — დაწრიალებენ, დაძრწიან ქაფმორეული ლაშებით… მხედრებო, ასე უღმერთოდ რად მიატოვეთ რაშები?! ლადო ასათიანი 1942 |
|
|
![]()
პოსტი
#46
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
თვალებს გაახელს საფლავში მწოლი,
და გვერდით აღარ დახვდება ცოლი. ხელსა კრავს კუბოს გაბზარულ ფიცარს და როგორც საბანს, გადიძრობს მიწას. წავა და ცოლის ნაკვალებს ეძებს, ყველა ხსოვნაში და ყველა გზებზე. და ფიქრობს: "ღმერთო! საით წასულა? რას ნიშნავს, ნეტავ, ეს დაშორება?..." და ეძებს იმას, ვის სიყვარულსაც. არ ეყო მისი ერთი ცხოვრება. მ.ქვლივიძე |
|
|
![]()
პოსტი
#47
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
მაშ თქვენ ფიქრობთ, რომ
არ ჰყოლია მტერი რუსთაველს? არ გაჰქცევია სამშობლოდან სულთა მხუთავებს? და მარტოოდენ უიმედო ტრფობის ბრალია თუ ამ ქართველმა უცხოეთში სული დალია? იქნებ ტრფიალმა გადახვეწა ყველა მელექსე: თეიმურაზი, არჩილ მეფე, ვახტანგ მეექვსე, საბა სულხანი გაახვია ბერის კაბაში, თავშესაფარი დაუკარგა ბესიკ გაბაშვილს, მამულს მოსტაცა სამუდამოდ გურამიშვილი და ბარათაშვილს ამოხადა სული შიმშილით. იქნებ ტრფიალმა ჭავჭავაძეს ესროლა თყვია, და ან მაჩაბელს გაუწოდა ხელი სამიწე, ან იქნებ მასაც სიყვარულის სახელი ჰქვია რამაც შეშალა მთის არწივი მოჩხუბარიძე. არა, ქართველთ გზა როდის არის ასე იოლი, თვითმკვლელობაა ჩვენში დიდი საქმის დაქყება, სარკმელს გაააღებს გულამღვრეული გალაქტიონი და ქვაფენილზე შურდულივით დაენარცხება. იქნებ გგონიათ დადუმდეს ენა. ვერ მოესწრებით არა და ვერა, ერეკლე მეფე ხომ არ გგონივართ, თანხმობა მოგცეთ, არა და ვერა, შოთა რომ არა, ტატო რომ არა, ვაჟა რომ არა, კიდევ რომ არა, ესენი როა,ესენი როა, ესენი როა, ახლა კი დროა სოლომონ რომა, კვლავ დაიქუხოს საქართველომა, ირიჟრაჟებს, დილა მოვა კრიალა, ტოროლა ცას შეასკდება იარად, მიწიანა, ჩირგვიანად, ციანად, საქართველო ყვავის ყველაფრიანად, ნაკუწ-ნაკუწ, ნაკუწ-ნაკუწ,კი არა საქართველოს გაუმარჯოს მთლიანად. ტყეებს, ველებს, წყაროს, მდელოს მთლიანად. საქართველოს მოთმინების ფიალას! რა ძნელია საქართველო, მეტეხო და დიღმის ველო, მიდიოდე და ჰფიქრობდე ეს არ არის საქართველო. |
|
|
![]()
პოსტი
#48
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
მესაფლავე
მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება, იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება? ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც… მომაბეზრე კიდეც თავი; და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი. ვარდის თვეა, მაისია, ნორჩ ბალახებს სიო არხევს, ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი, როგორც თოვლი, ისე აწევს, მზე ნარნარი სხივებს აფრქვევს და სითბოში მთა-ბარს ახვევს. ყვავილებით მოქარგულა არემარე მომხიბლავი. ვერა ხედავ, იმ საფლავზე როგორ ტირის ობლად ქვრივი? რარიგ შვენის ახალგაზრდა ქალს ეგ სევდა ღვთაებრივი! განა გუშინ არ იყო, რომ ამ მოკლულმა დარდით ქალმა ცრემლი ღვარა, როცა სატრფო ცივ სამარეს მიესალმა. დღესაც იგი იმ სამარეს გულმოკლული დაჰქვითინებს, დღით არ იცის მოსვენება და ღამითაც არ იძინებს. მოვა ხოლმე და დაჯდება ცივ სამარის გაშლილ ქვაზე, დარდით არის გაჟღენთილი მისი უღვთო სილამაზე; თმას გაიშლის, დაემხობა და ცრემლები სცვივა, სცვივა… სულს მიშფოთებს ეს ქვითინი, გული მტკივა, გული მტკივა! მაგრამ რა ვქნა? მესაფლავე, ჩუმად იყავ, უგდე ყური… გესმის, გესმის, როგორ კვნესის დაღლილი და უბედური? „გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება, არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება. შენი სახე გულს კაწრავდეს, როგორც ვიყო, სადაც ვიყო თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!“ მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება, იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება? აი, თუნდაც, გალავნისას მესაფლავე აღებს კარებს; ახალგაზრდა ვინმე ვაჟი კიდევ სატრფოს ასამარებს. გულმოკლული ძვირფას კუბოს არ სცილდება, არ შორდება, განა როსმე სხვა ამგვარი სიყვარული მეორდება? უსაზღვროა მისი სევდა, უსაზღვროა მწუხარება, და გადმოსჩქეფს გულმოკლულ ვაჟს თვალთგან ცრემლთა მდუღარება. ფიცით ამბობს: „ოჰ, შეშფოთდეს სამარეში ჩემი ძვლები, არ ათბობდეს ჩემს სამარეს გაზაფხულის მზის სხივები, გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება, არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება; შენი სახე გულს კაწრავდეს, სადაც ვიყო, როგორც ვიყო, თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!“ მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება, იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება? ის ქალი კი, წეღან რომ ვთქვი, ისევ მოდის თმაგაშლილი და სამარეს დაუვიწყარს თავს ადგება, ვით აჩრდილი, ხელში ვარდის მთელი ბუჩქი, ჯერ ისევე დაუმჭკნარი, მოაქვს, რომ მით დაამშვენოს სამარისა თეთრი ჯვარი. ოჰ, ეს ქალი, ალბათ, დარდით ყვავილივით ჭკნება, ჭკნება… სევდას სახე დაუფარავს და სიყვითლე ეპარება. საცოდავი! თვალებსაც კი დასჩნევია უძილობა, ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა! ეხლა? ეხლა კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება, იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება? და ის ვაჟიც, გუშინწინ რომ მიაბარა სატრფო საფლავს, არ სცილდება სასაფლაოს, სევდიანს და გულმოსაკლავს; სახე თაფლის სანთელს უგავს, სანთელივით დნება, დნება, თავს დასცქერის დაუვიწყარს, გლოვის სიტყვას ეუბნება. მის თვალებსაც დასჩნევია ღამის თევა, უძილობა, ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა! მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება, იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება? დღეს იმ ქალმა გულმოკლულ ვაჟს უნებურად მოჰკრა თვალი; გაიფიქრა: „ისიც ჩემებრ ტირის ცრემლებშეუმშრალი; უძიროა კაცის სევდა, უძიროა კაცის გული, რას არ ითმენს სიყვარულის ცხოველ ნათელს მოკლებული“, ასე ამბობს სევდიანი ქალის ცისფერ თვალთა ცქერა. ალბათ, ვაჟსაც ამ უსიტყვო ცქერამ გული აუძგერა… ასე იცის თანაგრძნობამ… შენ კი ისე იღიმები, თითქოს მართლა იბმებოდეს იმათ შორის ის სიმები, რომლის ძალით ორი გული სამუდამოდ შეერთდება… ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც, ქვეყნად ეგრე როდი ხდება. როცა ფიცით აცილებენ მიცვალებულს სამარემდე, ფიცს არ სტეხენ… ფიცს არ სტეხენ უკანასკნელ ყოფნის დღემდე. გამიგონე, მესაფლავე, შენ არ იცი კაცის დარდი, თორემ რაა – ჩემს თქმაზე რომ სულელივით ახარხარდი?! რა ვუყოთ, რომ იმ ვაჟმა ქალს მოუტანა ნორჩი ვარდი და მწუხარედ წასჩურჩულა: „შემიყვარდი, შემიყვარდი. ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, შევაერთოთ სულთან სული… გამომყევი, ქალო, ცოლად… ძლიერი მაქვს სიყვარული… მართალია, ის სატრფონი არც შენ, არც მე აღარა გვყავს, მაგრამ მათი მოგონება ვერ გაარღვევს უხმო საფლავს. დავივიწყოთ ის წარსული, სატირალი, სავალალო, და ახალი შევქმნათ ყოფნა… გამომყევი ცოლად ქალო!“ დაუცადე, მესაფლავე, თუ რა პასუხს მისცემს ქალი. შენ გგონია, რაკი ვაჟმა დაივიწყა თავის ვალი, ქალიც ასე მოიქცევა? მე მგონია – არა არა… განა გუშინ არ იყო, რომ სატრფო მიწას მიაბარა? მკვდრის აჩრდილთან ვინ იცინის, მკვდრის აჩრდილთან ვინ იხუმრებს? აი, ნახავ – აბეზარ ვაჟს რა პასუხით გაისტუმრებს! მაგრამ ქალი, ღმერთო ჩემო, მორცხვად თავს ხრის და ჩურჩულებს: „თანახმა ვარ! ერთადერთი, მომავალი მასულდგმულებს… ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, ნუ ვიგონებთ დროს უბედურს, მე შენი ვარ სამუდამოდ… წამიყვანე, სადაცა გსურს“… მესაფლავე, ეხლა კი გაქვს ნება, რაც გსურს, კვლავ იგი თქვა… სამუდამოდ ასამარებს კაცთა ხსოვნას სამარის ქვა. ალბათ, ქალ-ვაჟს დღეს ერთი აქვს ბინა… ხედავ, გადის ხანი, არ ნახულობს სასაფლაოს დღეს არც ერთი იმათგანი, საფლავთაგან მტვერს და ბალახს დღეს არავინ არ აცილებს და მოვლასთან ერთად ფერი წართმევია ვარდ-ყვავილებს… განისვენეთ, განისვენეთ დავიწყებულ არსთა ძვლებო… თქვენს ყოფნაში არ ერევა ცოცხალთ ფიქრი საარსებო… გენისვენეთ, ძლიერი და უკვდავია თქვენი ძილი… რაღად უნდათ, რად სჭირიათ თქვენს საფლავებს ვარდ-ყვავილი? ან რას გარგებთ მოკვდავ კაცთა სამუდამო ცრემლთა ფრქვევა? ძილით ვეღარ გამოგარკვევთ ვერრა ძალა, ვერც შემთხვევა… ასე ხდება ქვეყანაზე – ყველა ცოცხლობს, ყველა კვდება და ვაი მას, ვის სიკვდილი სიცოცხლეშიც ავიწყდება… ზარსა სცემენ… იმ ორს, რომელთ დაივიწყეს ბედი მწვავე, იმ ორს ერთად გადავერცხლილ კუბოში სჭედს მესაფლავე… სჭედს და რაღაც მწარე ფიქრზე თან ველურად იღიმება იცის, იცის მესაფლავემ, როგორც უნდა… როგორც ხდება… განისვენეთ, განისვენეთ, დავიწყებულ არსთა ძვლებო, თქვენს ყოფნაში მე ბევრი მაქვს მწუხარე ჟამს საოცნებო! გალაქტიონი |
|
|
![]()
პოსტი
#49
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
aragveli
მაგარია ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#50
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 794 რეგისტრ.: 15-February 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
ვერ მოესწრებით არა და ვერა,
ერეკლე მეფე ხომ არ გგონივართ, თანხმობა მოგცეთ, არა და ვერა, შოთა რომ არა, ტატო რომ არა, ვაჟა რომ არა, კიდევ რომ არა ეს რას ნიშნავს ერეკლეზე ვერ გავიგე........... ან ვისი დაწერილია არაგველო ეგ ლექსი? |
|
|
![]()
პოსტი
#51
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
ვერ მოესწრებით არა და ვერა, ერეკლე მეფე ხომ არ გგონივართ, თანხმობა მოგცეთ, არა და ვერა, შოთა რომ არა, ტატო რომ არა, ვაჟა რომ არა, კიდევ რომ არა ეს რას ნიშნავს ერეკლეზე ვერ გავიგე........... ან ვისი დაწერილია არაგველო ეგ ლექსი? მიხეილ ქვლივიძისაა, პოეტისას რას გაიგებ , რა მნიშვნელობით დაწერა. თ ო ვ ლ ი მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის ქალწულებივით ხიდიდან ფენა . მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის და სიყვარულის ასე მოთმენა. ძვირფასო! სული მევსება თოვლით დღეები რბიან და მე ვბერდები! ჩემს სამშობლოში მე მოვლე მხოლოდ უდაბნო თეთრად ნახავერდები. ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება. იანვარს მოძმედ არ ვეძნელები, მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება შენი თოვლივით მკრთალი ხელები. ძვირფასო! ვხედავ...ვხედავ შენს ხელებს უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს შენი მანდილი ამ უდაბნოში... ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის ქალწულებივით ხიდიდან ფენა, მწუხარე გრძნობა ქროლვის, მიმოვლის და ზამბახების წყებად დაწვენა თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი და დაღალული სიზმრით დამთოვა როგორმა ზამთარს თუ გადავურჩი როგორმე ქარმა თუ მიმატოვა! არის გზა, არის ნელი თამაში... და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო! მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაში ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა! მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინ მშვიდი დღეების თეთრი ბროლება მინდვრის ფოთლები შენს დაშლილ თმაში და თმების ქარით გამოქროლება მომწყურდი ეხლა,–ისე მომწყურდი, ვით უბინაოს–ყოფნა ბინაში... თეთრი ტყეების მომყვება გუნდი და კვლავ მარტო ვარ მე შენს წინაშე თოვს, ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი და დაღალული ფიფქით დამთოვა, როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი! როგორმე ქარმა თუ მიმატოვა. აბა ვის უნახავს იისფერი თოვლი, ან უდაბნო თეთრად ნახავერდები, მარა პოეტის ფანტაზია და ხიბლი სწორეთ ეს არის. |
|
|
![]()
პოსტი
#52
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 794 რეგისტრ.: 15-February 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
მიხეილ ქვლივიძისაა, პოეტისას რას გაიგებ , რა მნიშვნელობით დაწერა. ეგ არა არის კარგი მნიშვნელობით დაწერილი ედებიან ყველაფერს ვის უნდა ეგონოს ეგ დეგენერატი ერეკლე მეფე, ან რა ჭირს ერეკლეს მაგის გასაკრიტიკებელი, მაგარი შტერი პოეტია. საქართველოს ნებისმიერ მეფეს რომელი ადამიანიც ასე დასცინებს ის მოღალატე და ნაძირალაა |
|
|
![]()
პოსტი
#53
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
შტერი ნამდვილად არ იყო, 1962-1966 წლებში, ერთად-ერთი ქართველი პოეტი, ევროპის მწერალთა კავშირის წევრი გახდა.
|
|
|
![]()
პოსტი
#54
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
ჰმ
|
|
|
![]()
პოსტი
#55
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,183 რეგისტრ.: 17-September 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
aragveli
ეგ სიტყვები წარმოსთქვა მუხრან მაჭავარიანმა, თანაც შენ არასრული ვერსია გიდევს. აკლია დასაწყისი. მიტომ გთხოვეთ რომ ყველა ლექსს ავტორი მიგეწერათ, აქ ვინმე პატარა ბავშვი წაიკითხავს ამას და შეცდომით დაიმახსოვრებს. საქართველო (მუხრან მაჭავარიანი) რა წვამ აშკარამ, რა წვამ ფარულმა, რამ გადმოგაგდო, რამ გადმოგხვეწა? -რამ?-სიყვარულმა. მაშ თქვენ ფიქრობთ, რომ არ ჰყოლია მტერი რუსთაველს? არ გაჰქცევია სამშობლოდან სულთა მხუთავებს? და მარტოოდენ უიმედო ტრფობის ბრალია თუ ამ ქართველმა უცხოეთში სული დალია? იქნებ ტრფიალმა გადახვეწა ყველა მელექსე: თეიმურაზი, არჩილ მეფე, ვახტანგ მეექვსე, საბა სულხანი გაახვია ბერის კაბაში, თავშესაფარი დაუკარგა ბესიკ გაბაშვილს, მამულს მოსტაცა სამუდამოდ გურამიშვილი და ბარათაშვილს ამოხადა სული შიმშილით. იქნებ ტრფიალმა ჭავჭავაძეს ესროლა თყვია, და ან მაჩაბელს გაუწოდა ხელი სამიწე, ან იქნებ მასაც სიყვარულის სახელი ჰქვია რამაც შეშალა მთის არწივი მოჩხუბარიძე. არა, ქართველთ გზა როდის არის ასე იოლი, თვითმკვლელობაა ჩვენში დიდი საქმის დაქყება, სარკმელს გაააღებს გულამღვრეული გალაქტიონი და ქვაფენილზე შურდულივით დაენარცხება. იქნებ გგონიათ დადუმდეს ენა. ვერ მოესწრებით არა და ვერა, ერეკლე მეფე ხომ არ გგონივართ, თანხმობა მოგცეთ, არა და ვერა, შოთა რომ არა, ტატო რომ არა, ვაჟა რომ არა, კიდევ რომ არა, ესენი როა,ესენი როა, ესენი როა, ახლა კი დროა სოლომონ რომა, კვლავ დაიქუხოს საქართველომა, ირიჟრაჟებს, დილა მოვა კრიალა, ტოროლა ცას შეასკდება იარად, მიწიანა, ჩირგვიანად, ციანად, საქართველო ყვავის ყველაფრიანად, ნაკუწ-ნაკუწ, ნაკუწ-ნაკუწ,კი არა საქართველოს გაუმარჯოს მთლიანად. ტყეებს, ველებს, წყაროს, მდელოს მთლიანად. საქართველოს მოთმინების ფიალას! რა ძნელია საქართველო, მეტეხო და დიღმის ველო, მიდიოდე და ჰფიქრობდე ეს არ არის საქართველო. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th September 2025 - 11:56 |