პოეზია - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

9 გვერდი V  « < 4 5 6 7 8 > »   
Reply to this topicStart new topic
პოეზია, ლექსები
nik@a
პოსტი May 27 2012, 22:27
პოსტი #71


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,183
რეგისტრ.: 17-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ნუ მიიქცევი, სულო, საძილედ,
ძაღლივით ფხიზლად მიწექი კართან,
ნურაფერს ძაღლურს ნუ ითაკილებ
კუდის ქიცინის და ყეფის გარდა.

იქნებ ისინი სხეულგაცლილი
ადამიანთა სულები გახლავთ,
რაღაც ცოდვისთვის ღვთისგან დასჯილნი,
დაბადებულან ძაღლებად ახლა.

და იმ უხსოვარ ღალატისათვის
ერთგულება აქვთ ახლა მისჯილი?
ძუნწ პატრონებსაც უნდა იცავდნენ,
თუნდაც სძვრებოდეთ სული შიმშილით.

თურმე ძაღლებსაც ამედიდურებს
და უმახინჯებს ძაღლურ ბუნებას
ზედმეტი ქება, ჯილდო, ტიტული,
ზედმეტი ლიზღი და ფუფუნება.

ასეთებს მუდამ ლოჟებში სვამენ
და როგორც წესი, მანქანით დაჰყავთ
ისინიც ლირწი თვალებით სვამენ
ცირკის სიყალბეს და შემთბარ ყაყანს,

ცირკში ვარ…ძაღლი “ბისზე” გავიდა
და ემანჭება სახე ობობად,
მე ძაღლის კბენას უფრო ავიტან,
ვიდრე ამ ძაღლურ მსახიობობას.

ან გამოფენის გოროზ ჩემპიონს,
ამ ჩინ-მედლებით გაბღენძილ რაინდს,
უბრალო ძაღლი რად არ სჯობია
სისხლით თუ არა, ბუნებით მაინც.

ის თუ გიბღვერის ამპარტავნულად,
ეს სამეგობროდ შემოგციცინებს,
უფრო სადაა და სპარტანული,
ჩანს: დაუხვეწავს ბედის სიმძიმეს.

ამიტომ შორით ვუგზავნი ალერსს
და ხშირად, ხშირად ფიქრებით დავდევ:
ცხოვრების ძირში ჩახედულ თვალებს
არსებობისთვის დაკბენილ თათებს.

ის მგელი იყო და მგლობა დათმო,
კაცთან მივიდა სამსახურისთვის,
ადამინო, იყავი სათნო
და ნუ იქნები ზოგჯერ უვიცი.

გთხოვ, ნუ იქნები მკაცრი და გულქვა,
არ დაივიწყო ძაღლის ყისმათი,
არ დაინანო ძაღლისთვის ლუკმა
და არც გალახო, ღვთის გულისათვის.

მე კი წკმუტუნზე გავდივარ გარეთ
და ვხედავ, ძაღლი კუდაბურძგნული
ძაღლივით გამხმარ ამ ლექსის ბწკარებს
რა ბედნიერი მიაძუნძულებს…

შოთა ნიშნიანიძე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Jun 1 2012, 08:29
პოსტი #72


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



მაინც ვიდიდგორებთ

აღარვის სჭირდება "ოჟა სვილის ფერი",
ქვეყანა შენატრის თეთრსა და ფითქინას,
წასულა დრო-ჟამი ვაჟაის მგლისფერის,
მამაცებს უქებენ საყურეს-კიკინას!

სულში გეტკინება, ალგეთელ მგლის ლეკვებს,
ეტყვიან: "მხედრობას ყავლი აქვს გასული",
რა ვქნათ, თუ ვჭირდებით სამშობლოს იმედად?!
რა ვქნათ, თუ მტერს რჩება წინაპრის მამული?!

ჩვენში ქართველობა ვერ გარდაიცვლება,
უფალმა შეგინდოთ თქვენში თუ მოკალით!
დღეს თქვენში დაფასდა უკუღმა გინება,
ვაჟების ნამღერი ქალური ვოკალით.

ზეცაც რომ დაემხოს გზას ვერ გავიმრუდებთ,
ვერ შევცვლით, ვერ გავტეხთ წინაპრის წეს-ადათს,
წეს-რჯული ქართული, დღეს რომ აღარ მოგწონთ,
ეტყობა დამარხეთ კრწანისს და მარაბდას!

დუშმანი ჩამდგარა ქსანზე და ლიახვზე,
ილორს და ბედიას პატრონი აღარ ჰყავს!
მაინც ვიდიდგორებთ! მაინც ვიშამქორებთ!
არავის შევარჩენთ კრწანისს და მარაბდას!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
marlin
პოსტი Jun 18 2012, 22:11
პოსტი #73


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 686
რეგისტრ.: 27-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი





ვაჟა ხორნაული

ჭალაზე შამოდიოდენ
ქალი და ქალის ქმარია,
უკვენ მოსდევდა ლაშქარი
ძაღლი ურჯულოს ჯარია.
ქალი ქმარს ეუბნებოდა:
დაბრუნდი როგორც ტარია.-
ჭიჩოს გავარდა ხირიმი,
კიტოხს დააგდო ჩქამია.
კიტოხით ჩამეედინნეს
შიგ დარჩეულნი ყმანია.
ხოცეს და ხოცეს ლაშქარი,
არაგვ გაწითლდა წყალია.


====================

მე ვაჟი მომწონს ისეთი:
წილ ედვას ყველასთანაო.
მთიბლებში ცელი იქნივა,
წადგა და წაახანაო.
თუნდ იყვას მღერა-თამაში,
იქაც თავ გაიტანაო
ცხენის მხედრობაც კაია,
სწორობა სწორებსთანაო.
კაია პურადობაი,
ედგას ჭურჭლების ჯარაო.
დროზე შუღლობაც კაია,
მტერს ჩაუნათო დანაო


==================

ხან ვიტყვი გაჯავრებული,
მოვკვდე,რადა ვარ მთელია!
ხან ვიტყვი,ვიყო ცოცხალი,
მუდამ ვაჯავრო მტერია!


==================

მთიელო,მთაში გაზრდილო,
ხმალს როდი მოგიშივდება,
ომში შეხვალ და გამოხვალ,
გული არ შაგიშინდება,
სისხლისა ნაგუბარზედა
ფეხი არ მოგიცურდება,
უკან დახევა არ იცი,
სისხლი რო შაგიხურდება.



"მოსიარულე წმინდანები"

მართლაც დიდება მაღალთა შინა!უფალს დიდება!
მართლაც მადლობა მაღალთა შინა,დიდი მადლობა!
თვის სახე მოგვცა,თვის მცნებები,გზა დაგვილოცა,
ჩვენ კი ჯვარს ვაცვითდა იმ ჯვარზეც ჩვენთვის ილოცა.
და გამოიხსნა მართალთ სულები,მისცა ადგილი,
კაცად ცხოვრება და ცხონება გახდა ადვილი,
ჩვენ კი არ ვცდილობთ მასთან მისვლას ბევრ ცოდვას ვბედავთ,
სმენის შემძლენი,თვალხილულნი უფალს ვერ ვხედავთ.
გმადლობთ უფალო,კვლავ რომ ზრუნავ,კვლავ რომ გვილხინე,
წმინდა მამები,ძმები,დები რომ მოგვივლინე,
ვინც გვანუგეშებს,ვინც გვპატრონობს,ვისიც ვიწამეთ-
მოსიარულე წმინდანები-დედამიწაზე!



ეძღვნება კათალიკოს პატრიარქს_ილია II-ს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
marlin
პოსტი Jun 20 2012, 17:10
პოსტი #74


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 686
რეგისტრ.: 27-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



"გზააბნეული კაცობრიობა"

უკიდეგანო შექმნა სამყარო:
ხმელეთს შერია წყ**ბი,
განალაგა და მოაწესრიგა,
უდაბნო, ზღვა და მთები
თავ-თავის წესზე ჩასხა სულდგმულნი,
მერე_მაღალი ნებით
კაცობრიობას გადააბარა
მოფერებით და ქებით
აგერ, ამდენი საუკუნეა
გზააბნეულნი ვრჩებით_
დედამიწაზე ვეძებთ უფლის გზებს,
ვკვდებით, ვცოცხლდებით, ვკვდებით!
ხან საოცარი ვაგეთ ტაძრები_
ავაღაღადეთ ქვები,
ხან უცნაური მექანიზმებით
დავსერეთ ცა და წყ**ბი,
ბოლოს დაღლილნი, დამძიმებულნი
მარტო ვრჩებით და ვხვდებით,
რომ მხოლოდ დიდი სიყვარულია
მისკენ მავალი გზები!



ავტორი:ნონა ჩუნთიშვილი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Jun 20 2012, 18:50
პოსტი #75


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



( სთქვი და აასრულე, გოდერძი ჩოხელო...)
გოდერძი ჩოხელი

კლდეებში დაასრულე სიცოცხლე შენი...
კლდეებს დაუტოვე ძვალი და რბილი,
კლდეებს უზიარე სიცოცხლის წილი,
კლდეებზე იპოვე ძილი!
სთქვი და აასრულე, სთქვი და აასრულე,
რაც მოსახდენია, ჰქენი!
არავის ტირილი არ გინდა ამქვეყნად,
გლოვაა ეს წუთისოფელი.
ლამაზი ისაა, კლდე რომ გაგიხსენებს:
_ იყო გოდერძი ჩოხელი!
ლამაზი ისაა, კლდეს რომ შეერევი,
სუნთქვას რომ გაატან ნიავს,
ქვიშას გაერევი, ბოღმას მოერევი,
კლდეს სისხლით შეღებავ, მზიანს.
კლდეებში შენს ძვალ-რბილს
რომ ვერვინ იპოვის,
კუბო რომ არავის მიაქვს,
შავ მიწას სათხრელად რომ არვის გაუხდი...
სიკვდილიც, სიკვდილსა ჰქვია.
_ შენ უკვე გიჟი ხარ, გოდერძი ჩოხელო!
_ ჩემზე სულელი ხარ, შენ, წუთისოფელო!

ამ მიწის ბედი ჩემი ბედია

ამ მიწის ბედი ჩემი ბედია,
მის ბეჭზე ბეჭით ვთიბავ ბალახებს,
მე თუნდა არ ვთქვა, მთები გეტყვიან,
რაც მაწუხებს და რაიც მალაღებს
ამ ცის ქვეშ ვცხოვრობ უმისამართოდ,
ცა არის ჩემი ჭერხო და ბანი,
საწურთო ჩემზე ისე ბალახობს,
როგორც უღელში ნაბამი ხარი.
დავალაჯუნებ დედამიწაზე,
ბრუნავს მიწა და მეც მატრიალებს,
სადაც მივდივარ, გზა მიდევს შორი,
წვეთი-წვეთ ვტოვებ უკან მზიანეთს.
ამ მიწის ბედი ჩემი ბედია
ამ მიწის ბეჭზე დამწერეს ჯვარი.
გოდერძი ჩოხელი

"იქნება ის ქვეყანა სჯობს,
ამ ქვეყანასა წყეულსა,
თორემ ერთს მაინც ვნახავდით
იქიდან გამოქცეულსა"
გოდერძი ჩოხელი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Jun 20 2012, 19:12
პოსტი #76


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



ვერკვლის ციხე ვარ მგლისფერი,
ამოზიდული დიდგორსა,
შვიდპირად მაკრავს ღრუბელი,
გველი მილოკავს ლიბოსა.
ვერ იქამს წუთისოფელი,
ფეხებზე დამიკიდოსა.
ხმალი მომეცი, სამკლავე,
ფარიც აქ სადმე იდოსა,
ამოვალ, ქშენით ამოვძოვ
სისხლით დაფერილ მინდორსა.
მოყვარეს მოყვრის მივუზღო,
მტერმა რო სამტრო ზიდოსა.
მერე ჩამიქრეს ნათელი,
მზე წითლად დამებინდოსა...
ვერკვლის ციხე ვარ მგლისფერი,
მტრის რისხვად მდგარი დიდგორსა.

ტარიელ ხარხელაური
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Jun 26 2012, 18:33
პოსტი #77


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



ქებათა-ქება ნიკორწმინდას…
14
Mar
Share

მაქვს მკერდს მიდებული
ქნარი, – როგორც მინდა -
ჩემთვის დიდებული
სხივი გამობრწყინდა.
მკვიდრად ააშენა,
ვინაც ააშენა
და ცით დაამშვენა
დიდი ნიკორწმინდა.
გზნებით დამკარგავი
გრძნეულ ჩუქურთმებით,
ქარგით დამქარგავი
ნაზი შუქურ-თმებით,
ნეტა ვინ აზიდა,
ან როგორ აზიდა,
რა ხელმა აზიდა
მაღლა ნიკორწმინდა!
რა განძი გვქონია,
რა მხნე, რა მდიდარი,
ჟღერს ქვის ჰარმონია -
დარობს რამდი-დარი.
კარგად გამოჰკვეთა,
ვინაც გამოჰკვეთა
სიბრძნით გამოჰკვეთა
მძლავრი ნიკორწმინდა.
აქ რომ თაღებია,
სვეტთა შეკონება,
ისე ნაგებია,
სიზმრის გეგონება.
ნეტა ვინ ააგო,
რა ნიჭმა ააგო,
რა მადლმა ააგო
სვეტი – ნიკორწმინდა!
გრძნობ – ვით დიადია
თორმეტი სარკმელი,
ხაზებში ანთია
ცეცხლი მისარქმელი:
ნეტა ვინ აანთო,
რომ გრძნობით აანთო
და წლებს გადაანთო
ნათლად ნიკორწმინდა.
ხვეულთ დიადება
ვხედავ – რა უხვია,
დრომ მას დიადემა
კრძალვით შეუხვია.
ნეტა ვინ მოჰქარგა,
და როცა მოჰქარგა
შიგ მიჰკარგ-მოჰკარგა
გზნება – ნიკორწმინდა!
მკვეთრი და მოქნილი
ხაზთა დასრულება
არის ამოდქმნილი -
ნატვრის ასრულება.
ეს ის სიმკვეთრეა,
ეს ის სიმდიდრეა,
რაითაც მკვიდრია
ძეგლი – ნიკორწმინდა.
შენის სულმნათისად
ასვლა ეროვანი:
ყელი გუმბათისა
მაღალღეროვანი,
ცამდის აღერილი,
ნებით აღერილი,
სათნოდ აღერილი
გშვენის, ნიკორწმინდა!
მზერა ქართულია
სივრცის დაუნჯებით,
თვალი გართულია
ფრთიან ფასკუნჯებით:
ფრთები, ფრთები გინდა,
კიდევ ფრთები გინდა,
გინდა დაეუფლო
სივრცეს, ნიკორწმინდა!
შენ, ფრთამოღუღუნეს
ჟამთა სიმაღლეზე,
ჩვენი საუკუნე
გიცავს, უახლესი:
მძლვრი ხელოვნება,
ხალხის ხელოვნება -
ბრწყინავს საქართველოს
ქებად ნიკორწმინდა!

გალაქიონ ტაბიძე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Saba.S
პოსტი Aug 2 2012, 18:05
პოსტი #78


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 406
რეგისტრ.: 24-January 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



რა კარგი იყო ბარდნალა,
ბარდნალელების ბორანი,
ვარდებიანი ბარდნარი,
ბულბულთა ნაამბორალი.
ჩემი ხორგო და მარანი,
ჩემი ცეცხლი და ღადარი,
სახლის წინ ნაგრიგალარი,
გაფითრებული ჭადარი,
ჩემი კავი და სახნისი,
ჩემი თონე და ბეღელი,
და დედა, დიასახლისი,
ჯან-ღონე გაუტეხელი,
ჩემი პაწია ქოთანი,
დუღილით ნაქოთქოთარი!
რა კარგი იყო ბარდნალა,
როგორი სათაყვანები!
ვარდებიანი ბარდნარი
და გუმარეშის ყანები!
თოხი პირგამოპირული,
გაციებული ბინული...
გახსოვს, ტყეები? ირიბად
ხეზე დაკრული თარჯები...
ვერ დაივიწყებ, ვინც გიყვარს,
შეყვარებული დარჩები...
გახსოვს, ცხენისწყლის ნაპირი,
თევზაობა და აპრილი?
გახსოვს, მაჭრით რომ გავბრუვდით
და ძლივს რომ მივაბიჯებდით,
სახლში რომ ვეღარ დავბრუნდით
მისგან დამთვრალი ბიჭები?
გახსოვს, ღვინიან შემოდექს
აივანზე რომ შემოვდექ?
გახსოვს, აფთარი ზამთარი,
ან გაზაფხული - პირიქით?
გახსოვს, ამტყდარი ავდარი
და სარეწკელას ბილიკი?
გახსოვს, ჩვენ ორნი მარტონი
და ვარდიგორას ხანძარი
და დიდი გუჯუ ბატონი,
თავისი ქამარ-ხანჯალით?
ხან ისე იყო, ხან ასე,
გახსოვს ცაგერის ჭალაზე?
რა კარგი იყო ბარდნალა,
როგორი სათაყვანები!
შენ, მამაჩემო, რად დარდობ,
რამ დაგისველა თვალები?
ან შენ სადა ხარ, დედილო,
რომ ლექსი გამაბედინო?!
რად არ ჭიხვინებს ვეება
ლაფშა, ლაგამის მკვნეტავი?
ჰეი, ბავშვობის დღეებო,
დაბრუნდებოდეთ ნეტავი!
რა კარგი იყო ბარდნალა,
ბარდნალელების ბორანი,
ვარდებიანი ბარდნარი,
ბულბულთა ნაამბორალი!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Aug 2 2012, 18:58
პოსტი #79


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



მე შევცვალე მთვარე წუხელ,
დავცქეროდი ნარიან მთას!
სთქვი,მამულო!რა გაწუხებს,
სთქვი,დავდგები დარიალთან.
სთქვი,დიდგორზე დავიქუხებ,
ბებერ კრწანისს ავაღელვებ.
სთქვი,მამულო!რა გაწუხებს
და წამოვშლი არაგველებს.
ტკივილებით მინამულო,
სთქვი,თუ უნდა დარი ამ მთას.
სთქვი,მამულო!
სთქვი, მამულო!
სთქვი, დავდგები დარიალთან.
სთქვი, დღეს სული შეშლილია,
მერე რა თუ შემოგვლევენ,
გეშინია,
გეშინია,
გეშინია?!
შემოგევლე.

ვდგავარ ცივი გარინდებით,
მშფოთვარ მიწას გადავყურებ,
სისხლიანი ამინდებით
შენს მოშუღარს დავაპურებ.
სთქვი,დღეს სული შეშლილია,
მერე რა თუ შემოგვლევენ,
გეშინია,
გეშინია,
გეშინია,
შემოგევლე!

ტარიელ ხარხელაური
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
marlin
პოსტი Aug 2 2012, 19:05
პოსტი #80


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 686
რეგისტრ.: 27-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



სიწმინდეები გვიხმობენ

სამების სამრეკლოს ვდგავართ, სამშობლო მთიდან გხედავთო,
სამი სანთელი გვინთია, გვიგულებიხარ დედათო.
სამნი ვართ, სამ საგალობლით, შენს სადიდებელს ვბედავთო.
სამების ძალა გფარავდეს, დაშენებულო კლდესაო,
სალოცავებით მოფენილს როგორ გაგიჭირდესაო?!
გიყურებთ, გული გვიტირის, ჩუმადა ვყლაპავთ ცრემლსაო,
ვიღვიძებთ, არა გვგონია მლოცველი მოგაკლდესაო,
ყველა ტაძარი გახსენებს, ყველაწმნინდაა დღესაო.
გვაკურთხე კომონის ძალავ, საინგილოდან ქურმუხო,
გონიოს ციხევ, იკორთავ, ვაჟკაცმა როგორ გიმუხთლოს!
გვლოცავს გიორგის ტაძრები, მცხეთას დაგვყურებს ჯვარიო,
კიდევაც შეიკრიბება დიდგორს დავითის ჯარიო!
გელათი გმირებს მოითხოვს, სამთავრო მთავრობასაო,
მაღლიდან წმინდა მეფენი არ მოგვაკლებენ მადლსაო,
ჩვენი თუ ვერ შეგვიცნია, ცრუდ რად მივყვებით სხვასაო,
უფლის ვიწრო გზით ის მიდის, ვინც გაჰყვა ძველსა კვალსაო.
ანჩისხატი კვლავ გიგალობს ერი მოსძახის ბანსაო,
ბაგრატი ისევ აღსდგება, შესძრავს მთასა და ბარსაო!
სანამდის სვეტიცხოველი ქართლის გულს ელის მკასაო,
სამშობლოს გადასარჩენად ღმერთი კვლავ მოგვცემს ძალსაო!
ჭეშმარიტი და სიცრუე, სიწმინდენი და ფულია,
ვინც ერთმანეთში არია, წარუწყმენდია სულია.
სადაც თვის კვართზე მაცხოვარს სვეტი აქვს აღმართულია,
სადაც ანდრიას, მატათას, სიმონს დაუდევთ რჯულია,
ასურელ, ათონელ მამებს ულოციათ და უვლიათ
იქ სადაც წმინდა ნინოა ბოდბეში დაკრძალულია
იმ მიწის ყიდვა-გაყიდვა სასტიკად აკრძალულია!
გონს მოდით, ღვიძავს ანჩისხატს, ახსოვს სიონის ღვთისმშობელს,
ათასმა საცხონებელად ჩვენთვის ხომ სისხლით იშრომეს!
თუ შენი სული გაყიდე უკეთესი რა იშოვე?!
ხევში გერგეთის სამება, მყინვარს ბეთლემის კელია,
სიწმინდეები გვიხმობენ – აღვსდგეთ ერი და ბერია!
ერთი პირითა ვილოცოთ, ერთობით ვძლიოთ მტერსაო,
ერთად შეკრებილს დაგვხედავს, გაუხარდება ღმერთსაო;
მას ძალუძს ცეცხლის ცვრად შეცვლა, ის ამოგვიყვანს მზესაო,
ღვთისმშობლის შვიდი სამთავრო დაუდევთ საფასესაო,
ივერიისა სიწმინდე ჰგონიათ იყიდესაო?!
ბოროტი რისთვის ირჯება, ტყვილა რად იქნევს ხელსაო,
სამშობლოს ვერვის დავუთმობთ, სანამ მკერდს გული ძგერსაო,
სანამ სამებას სამი ხმა ერთხმად უგალობდესაო,
სანამ დედა ღვთისმშობელი არ გვაკლებს საფარველსაო,
სანამ უფლის ხატს ვღაღადებთ: ქრისტე ღმერთო შენ გესავო!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიგი
პოსტი Aug 3 2012, 10:33
პოსტი #81


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 942
რეგისტრ.: 10-April 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



ზურაბ რთველიაშვილი

“მე ვარ ვენახი”

ყური დამიგდე, შენ კი არა,
მე ვარ ვენახი!
ფოლადის მტევნებს ვაჩხრიალებ
მჩატე სხეულზე
ენისელი ვარ, რქაწითელი და კარდენახი,
ყურძნის ტევრი ვარ,
საწნახელში გამომწყვდეული.
კარგად შემხედე, შენ კი არა,
მე ვარ ვენახი!
ზვრები გავცურე, რომ
დამედგა თავზე გვირგვინი.
სტროფებს ვაფეთქებ, როგორც
ნაღმებს ვისვრი ხელაღმა!
არ სცდება მიზანს
ცეცხლოვანი ჩემი სიტყვები.
ყური დამიგდე, შენ კი არა,
მე ვარ ვენახი!
ფოლადის მტევნებს ვაჩხრიალებ
მჩატე სხეულზე.
სისხლივით მძიმე საფერავი და კარდენახი –
ყუძნის ღმერთი ვარ,
საწნახელში გამომწყვდეული…
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Aug 9 2012, 06:18
პოსტი #82


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



არ მინდა ბრენდი, ვისკი, ჯინ-ტონიკი,
ვერც რომი და ტეკილა გავიტოლე -
ვენახი მანავით და ოჯალეშით,
უფალო, გევედრები - დამიტოვე!
არ მინდა ფურშეტი და პიკნიკ - ფართი,
ვერც შოუ, შოუმენი გავიტოლე,
თამადა მჭერმეტყველი ქრისტეს სისხლით,
უფალო, არ მომაკლო - დამიტოვე!
არ მინდა ჯიშად დაგაგვარებული,
სხვის ბაგას შეფარებულს ვერ ვიტომებ,
უფალო, დამილოცე ბიბლია და
მაცხოვრის სახარება დამიტოვე!
არ მინდა ურჯულოთა კანონები,
იუდა ქრისტეს მოსვლით გამიოცე,
მამაო, გამიხარე სიცოცხლის ხე,
ლაზარეს ამაღლება დამილოცე...
მავანი ეკლესიას მედავება,
მავანი მიწის გოჯსაც არ მიტოვებს,
უფალო, ყველა ცოდვას ვაღიარებ,
ოღონდაც საქართველო დამიტოვე!

მანანა დანგაძე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Aug 9 2012, 10:33
პოსტი #83


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ვინ ართმევს მანანას მანავს და ოჯალეშს??..
ანდა თამადას ვინ ერჩის მჭრმეტყველს??..
ანდა ბიბლიას ვინა ჰყავს მოდავე??..
ჩენთვის წმინდაზე ავად ვინ მეტყველებს??..
ვინ და "ერთმორწმუნე" .."კეთილი" მეზობელი.
შებილწა ყველაფერი..რაც გულით ვატარეთ.
დროა გაარკვიოს მტერ-მოყვარე..
თორემ მგონია მანანა ატრაკებს.

მე...... D.gif
(ფურშეტი არა კვახი.."მიზეზ მიზეზ.დოს მარილი აკლიაო)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
georgiana05
პოსტი Dec 6 2012, 18:18
პოსტი #84


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3
რეგისტრ.: 6-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება




aragveli alika77 nik@a


რა წვამ აშკარამ,
რა წვამ ფარულმა,
რამ გადმოგაგდო,
რამ გადმოგხვეწა?
-რამ?-სიყვარულმა.

ეს ეპიგრაფი-ირაკლი აბაშიძის ლექსიდან-წინ უძღვის მიხეილ ქვლივიძის ლექსს

პასუხი

მაშ თქვენ ფიქრობთ, რომ
არ ჰყოლია მტერი რუსთაველს?
არ გაჰქცევია სამშობლოდან სულთა მხუთავებს?
და მარტოოდენ უიმედო ტრფობის ბრალია
თუ ამ ქართველმა უცხოეთში სული დალია?
იქნებ ტრფიალმა გადახვეწა ყველა მელექსე:
თეიმურაზი, არჩილ მეფე, ვახტანგ მეექვსე,
საბა სულხანი გაახვია ბერის კაბაში,
თავშესაფარი დაუკარგა ბესიკ გაბაშვილს,
მამულს მოსტაცა სამუდამოდ გურამიშვილი
და ბარათაშვილს ამოხადა სული შიმშილით.
იქნებ ტრფიალმა ჭავჭავაძეს ესროლა თყვია,
და ან მაჩაბელს გაუწოდა ხელი სამიწე,
ან იქნებ მასაც სიყვარულის სახელი ჰქვია
რამაც შეშალა მთის არწივი მოჩხუბარიძე.
არა, ქართველთ გზა როდის არის ასე იოლი,
თვითმკვლელობაა ჩვენში დიდი საქმის დაქყება,
სარკმელს გაააღებს გულამღვრეული გალაქტიონი
და ქვაფენილზე შურდულივით დაენარცხება.



ეს კი მუხრან მაჭავარიანისაა

იქნებ გგონიათ დადუმდეს ენა.
ვერ მოესწრებით არა და ვერა,
ერეკლე მეფე ხომ არ გგონივართ,
თანხმობა მოგცეთ, არა და ვერა,
შოთა რომ არა, ტატო რომ არა,
ვაჟა რომ არა, კიდევ რომ არა,
ესენი როა,ესენი როა, ესენი როა,
ახლა კი დროა სოლომონ რომა,
კვლავ დაიქუხოს საქართველომა,
ირიჟრაჟებს, დილა მოვა კრიალა,
ტოროლა ცას შეასკდება იარად,
მიწიანა, ჩირგვიანად, ციანად,
საქართველო ყვავის ყველაფრიანად,
ნაკუწ-ნაკუწ, ნაკუწ-ნაკუწ,კი არა
საქართველოს გაუმარჯოს მთლიანად.
ტყეებს, ველებს, წყაროს, მდელოს მთლიანად.
საქართველოს მოთმინების ფიალას!
რა ძნელია საქართველო,
მეტეხო და დიღმის ველო,
მიდიოდე და ჰფიქრობდე
ეს არ არის საქართველო.


ასე რომ ქვლივიძე სრულიად უსამართლოდ იქნა გაკრიტიკებული ერეკლეს გამო. newsmile05.gif

ეს შეცდომები ბევრ საიტზე შევნიშნე-როგორც ჩანს-ერთმანეთისგანაა გადაწერილი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
georgiana05
პოსტი Dec 6 2012, 18:30
პოსტი #85


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3
რეგისტრ.: 6-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



aragveli

წუხელის ბიჭი დაბადებულა,
გადაჭარბებად თუ არ ჩამითვლით,
ისეთი ბიჭი დაბადებულა,
დაურქმევიათ თურმე დავითი!

და ა.შ.

ეს ლექსი კი ანზორ აბულაშვილისაა და არა მურმან ლებანიძის
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

9 გვერდი V  « < 4 5 6 7 8 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th September 2025 - 06:56