დანების ტარება იკრძალებაო - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

7 გვერდი V  « < 2 3 4 5 6 > »   
Reply to this topicStart new topic
დანების ტარება იკრძალებაო, გსმენიათ რამე?
ზახარა
პოსტი May 10 2012, 08:19
პოსტი #41


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



18-20 წლამდე უნდა იაკძალოს აუცილებლად და მომხრე ვარ , აი ჩვენი ასაკის ხალხს რას ერჩიან ვერ ხვდები ?? თუ ნერვები მომეშალა და აფექტის შემოტევა დამემართა დანა საერთოდ არ მჭირდება ისე გავგუდავ მოწინააღმდეგეს :(( თუ შევძელი newsmile029.gif
ისე დანის ტარებით არ ვიხიბლები და არც ინტერესი მაქვს დანების , მაგრამ კაცს თუ რამის გაფუჭება უნდა ეს კანონი არ შეაშინებს თუ მიიღეს , რაც შეეხება დაზიანებას ნებისმიერ ადგილმდებარეობისას შეგიძლია დანაზე უარესი ზიანი მიაყენო ადამიანს თუ გაიმეტე , ნუ რესტორანზე აღარ ვლაპარაკობ იმდენი ზიანის მიმყენებელი ნივთს იპოვი მაგიდაზე D.gif

მივესალმები მკაცრად აიკრძალოს სკოლებში და 18-20 წლის ახალგაზრდებში დანის ტარება !!!! ყველამ ვიცით რა ასაკიც არის და მართებულიც არის მკაცრი კონტროლი !!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nihontoman
პოსტი May 10 2012, 08:24
პოსტი #42


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 933
რეგისტრ.: 30-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ზახარა
ეგ ისედაც აკრძალულია და საკმაოდ მკაცრადაც - 2000 ლარიანი ჯარიმაა 21 წლამდე ასაკისას თუ აღმოაჩნდა ნებისმიერი სახის ცივი იარაღი. მაგას ვამბობ მეც, რომ ზრდასრულ ადამიანებს არ უნდა აუკრძალონ რაღაცეები იმიტომ, რომ ძირითადად პატარა ლაწირაკებში მომხდარ დანაშაულთა რიცხვი შემცირდეს. მაგათ ისედაც აკრძალული ქონდათ ეს დანების ტარება, მაგრამ ხელს არ უშლიდათ აქამდე და ეხლა რა შეუძლით ხელს? უფროსები თუ არ ატარებენ ეგ ავტომატურად შეცვლის რამეს? ნუ ბევრი 30 და 40 წლის მინახია, რომელთაც ეკუთვნის აკრძალვა, მაგრამ რავი, რავი... მე სკეპტიკურად ვარ განწყობილი ამ კანონპროექტის მიმართ მისი ეფექტურობის კუთხით...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი May 10 2012, 08:29
პოსტი #43


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(nihontoman @ 10th May 2012 - 09:24) *
ეგ ისედაც აკრძალულია და საკმაოდ მკაცრადაც - 2000 ლარიანი ჯარიმაა 21 წლამდე ასაკისას თუ აღმოაჩნდა ნებისმიერი სახის ცივი იარაღი

ვაა ეგ არ ვიცოდი newsmile05.gif ან საიდან უნდა მცოდნოდა უმეტესობა მოზარდებს დანა უდევს ჯიბეში newsmile045.gif


ციტატა(nihontoman @ 10th May 2012 - 09:24) *
ნუ ბევრი 30 და 40 წლის მინახია, რომელთაც ეკუთვნის აკრძალვა

მაგ კატეგორიისთვის ზემოთაც ავღნიშნე აზრი არ აქვს რაიმე ცვლილებს newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ახალციხელი
პოსტი May 10 2012, 09:02
პოსტი #44


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 885
რეგისტრ.: 23-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ჩემი აზრით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დანის ტარება დაუშვებელია, რადგან ნებისმიერი გაწონასწორებელი თუ გაუწონასწორებელი ადამიანი, რომელსაც დანა უდევს ჯიბეში პოტენციური მკვლელია. არავინ მიწყინოთ, მე თავად მოვხვედრილვარ ისეთ სიტუაციაში, დანა რომ მქონოდა შეიძლება ეხლაც ციხეში ვყოფილიყავი, მიუხედავად იმისა რომ ძალიან იშვიათად ვკარგავ ჩემს თავზე კონტროლს.
თუ გავმწარდი ხელითაც გავგუდავ, ქვას ჩავარტყავ და რამე მასეთები არ ამართლებს დანის ტარებას, რადგან თუ დანა სისტემატურად დამაქვს ჯიბით თუნდაც ქვეცნობიერ დონეზე მაქვს იმის შეგრძნებაც რომ მაგარი ტიპი ვარ და თუ რამეა აგერ იმ ტიპს სიფათზე რომ არ დამევასა რო რამე იყოს სახეს ავახევ.
ამ კანონის მიღება ძაანაც სწორია, მთავარია ეს კანონიც უკუღმართად არ გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nihontoman
პოსტი May 10 2012, 09:11
პოსტი #45


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 933
რეგისტრ.: 30-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



კარგით რა ხალხო, მართლა მასე ვისაც ჭუჭუები გვაბია ყველა პოტენციური მოძალადეები ვართ? ეგ საკითხის მიმართ მაგარი ზერელე და არასწორი მიდგომაა და მსგავსი მიდგომითაა შედგენილი ეგ კანონპროექტი (თუ სხვა მიზნებს გამოვრიცხავთ)...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი May 10 2012, 09:11
პოსტი #46


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ყურადღებით ვკითხულობ ამდენი ხანია. აბსოლლიტურად დასაბუთებულად აქვს nihontoman ს ჩამოყალიბებული და ვეთანხმები, ამავე დროს
nik@a მაც დაასაბუთა აფექტის ფაქტორი და ისიც მართალია.

გამოდის რომ ორი საწინააღმდეგო აზრიდან ორივე სწორია? არა და ორივეს ვეთანხმები. აქვე Davitusმაც ვანდალიზმის ფაქტები მოიყვანა.


მთავარი პრობლემა უზნეო საზოგადოებაშია და არა კანონში. კანონში ყველაფერი კარგად იყო. 20 თუ 21 წლამდე ტარება არ შეიძლებოდა, ნასამართლებზე არ შეიძლებოდა და პირობით სასჯელზე მყოფთათვისაც არ შეიძლებოდა.

ახალი კანონით უკვე ჩემი უფლებები იზღუდება. ბავშვობიდან დანას ვატარებ და არცერთ ჩხუბში არც გამხსენებია რომ ჯიბეში დანა მედო, იმიტომ რომ წინასწარვე სხვა დანიშნულებით მედო ყოველთვის დანაჯიბეში.
დღესაც ჩემი განუყოფელი ნაწილია და არც კანონის შეცვლის მერე ვაპირებ აზრი შევიცვალო. მჭირდება და იმიტომ. ანუ უკვე კანონი მიბიძგებს, კანონმორჩილი მოქალაქე გავხდე კანონდამრღვევი, იმის გულისთვის რომ ვიღაც ლაწირაკი ოჯახში ვერ აღზარდეს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kajuberi
პოსტი May 10 2012, 09:14
პოსტი #47


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,743
რეგისტრ.: 29-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(Chalimgela @ 10th May 2012 - 10:11) *
მთავარი პრობლემა უზნეო საზოგადოებაშია და არა კანონში. კანონში ყველაფერი კარგად იყო. 20 თუ 21 წლამდე ტარება არ შეიძლებოდა, ნასამართლებზე არ შეიძლებოდა და პირობით სასჯელზე მყოფთათვისაც არ შეიძლებოდა.

dastur.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nihontoman
პოსტი May 10 2012, 10:09
პოსტი #48


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 933
რეგისტრ.: 30-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა
მთავარი პრობლემა უზნეო საზოგადოებაშია და არა კანონში. კანონში ყველაფერი კარგად იყო. 20 თუ 21 წლამდე ტარება არ შეიძლებოდა, ნასამართლებზე არ შეიძლებოდა და პირობით სასჯელზე მყოფთათვისაც არ შეიძლებოდა.

ახალი კანონით უკვე ჩემი უფლებები იზღუდება. ბავშვობიდან დანას ვატარებ და არცერთ ჩხუბში არც გამხსენებია რომ ჯიბეში დანა მედო, იმიტომ რომ წინასწარვე სხვა დანიშნულებით მედო ყოველთვის დანაჯიბეში.
დღესაც ჩემი განუყოფელი ნაწილია და არც კანონის შეცვლის მერე ვაპირებ აზრი შევიცვალო. მჭირდება და იმიტომ. ანუ უკვე კანონი მიბიძგებს, კანონმორჩილი მოქალაქე გავხდე კანონდამრღვევი, იმის გულისთვის რომ ვიღაც ლაწირაკი ოჯახში ვერ აღზარდეს


ვაიმე შენ გაიხარე რა, ძალიან კარგად თქვი ყველაფერი. პრობლემა ხალხის შეგნებაშია და არა კანონში. პრობლემა ასევე იმაშია, რომ დანას წეისერი თუ უწესო უყურებენ როგორც იარაღს და არა ინსტრუმენტს...

ერთი ამერიკული ანდაზასავითაა - When guns are outlawed, only outlaws will have guns. თოფის მაგივრად შეიძლეაბ ჩაიწეროს დანა და ეგაა რა...მივიღებთ იმ სიტუაციას რაც ამ კანონის მიღებას მოყვება. სხვა რეალურად არაფერი შეიცვლება...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
იაშკა
პოსტი May 10 2012, 11:13
პოსტი #49


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 358
რეგისტრ.: 4-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ლევან, მემგონი ძალიან რადიკალური ხარ შეფასებებში"გამოსირებულები"არარის კორექტული შეფასება newsmile05.gif )რაც შეეხება ტარება არ ტარებას რამდენადაც მახსოვს აკრძალვები ეხება ტარებას თავშეყრის ადგილებში განსაზღვრული იყო მაგ: კინო,თეატრი სპორტული ღონისძიებები ფეხბურთის მატჩი პირობითად .ეს გასაგებია და მისაღებია.თუმცაკი მე მიმაჩნია,რომ განსაზღვრა უნდა იყოს მხოლოდ ერთი 16 წლამდე.ესეც იმიტომ ,რომ თუ 16 წლის ზევით ვაძლევთ უფლებას საზოგადოება, მიიღონ მონაწილეობა მაგალითად არჩევნებში,აიღონ მართვის მოწმობა,იმსახურონ საქაერთველოს შეიარაღებულ ძალებში!.არასამართლიანად მეჩვენება შევზღუდოთ დანასთან დაკავშირებით მხოლოდ ასაკისდა გამო ,უკაცრავად აი ჯარი,ტანკი,ავტომატი შეიძლება ოოოო დანა არა,სასაცილოა.კანონში გაუგებარი დანამატები ყოველთვის უბიძგებს უნებლიე კანონდარღვევისკენ.მაგ.სოკოზე ,რომ მიდიოდე და რუსთაველზე გაგაჩერონ დანით პოლიციელის კეთილ სინდისიერებაზე მის გამჭრიახობაზე და შენს დამაჯერობლობაზე უნდა იყოს დამოკიდებული კანონის ქმედება თუ არ ქმედება?მე ზედმეტად მეჩვენება,თუმცაკი სრულ ვერსიას ჯერ არ ვფლობთ რა აკრძალვები ემატება ვნახოთ..დარწმუნებილი ვარ კეთილგონივრული იქნება და არა ქაოსური, ემოციური.დანაშაულის პრევენცია ამ ცვლელბებით არ მოხდება,ბანალური ვიქნები და ადამიანი შეიძლება ქვითაც,ჯოხითაც და ლურსმნითაც დააზიანო.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
mmm777mmm
პოსტი May 10 2012, 11:24
პოსტი #50


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 88
რეგისტრ.: 16-December 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



nihontoman
ჭალიმგელა
აბსოლუტურად გეთანხმებით, მეც ბავშვობიდან მიდევს დანა ჯიბეში და არცერთხელ არ გამომიყენებია ჩხუბში.
გარდა ამისა სასაცილოდ მეჩვენება დანის ტარების აკრძალვა ქვეყანაში, რომელშიც უხსოვარი დროიდან ნებისმიერ, ვიმეორებ ნებისმიერ ადამიანს ქონდა უფლება ეტარებინა ქამარ-ხანჯალი.
ახლა ჩემი შემთხვევა განვიხილოთ: დაკავებული ვარ ლანდშაფტის დიზაინით, რაც ავომატურად ნიშნავს რომ ვარ მებაღეც, აქედან გამომდინარე ობიექტზე მისვლისას მანქანაში უნდა მქონდეს ხერხი, სეკატორი, ნაჯახი (რომელიც საკმაოდ კარგად ჩავანაცვლე ხან კუკრით ხან მაჩეტით) და დანა, ანუ ეს ნიშნავს რომ ეს ყველაფერი ავტომატურად მიდევს მანქანაში. მაგრამ არსებობს შემთხვევა როდესაც ობიექტზე მივდივარ დამკვეთის მანქანით. ამ დროს მიმაქვს მხოლოდ დანა, რომელიც უბრალოდ მიდევს ჯიბეში.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nihontoman
პოსტი May 10 2012, 11:58
პოსტი #51


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 933
რეგისტრ.: 30-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა
რაც შეეხება ტარება არ ტარებას რამდენადაც მახსოვს აკრძალვები ეხება ტარებას თავშეყრის ადგილებში განსაზღვრული იყო მაგ: კინო,თეატრი სპორტული ღონისძიებები ფეხბურთის მატჩი პირობითად .ეს გასაგებია და მისაღებია.


ეგ გასაგებია და ჩემთვისაც მისაღებია. მასეთ ადგილებში ისედაც აკრძალულია ბევრი რამის მიტანა, დანებზე გაცილებით ნაკლებად საშიშის... მე მეშლება ნერვები იმაზე, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ასევე შედის ქუჩაც და ამ შემთხვევაში სახლიდან გახვალ თუ არა დანით ჯიბეში უკვე ავტომატურად არღვევ კანონს. ესაა დიიიიდი პრობლემა. დანარჩენს ვეთანხმები. newsmile05.gif ჯარზე და დანაზე მეც იგივე მოსაზრება გამაჩნია და მგონი დავწერე უვე ამ თემაში კიდეც newsmile05.gif


mmm777mmm

დანის გამოყენება შეიძლება ჩხუბში და ძალიან ეფექტურადაც, განსაკუთრებით თუ ნავარჯიშები ხარ შესაბამისი ინსტრუმენტის გამოყენებაში. ათასი საბრძოლო ხელოვნება არსებობს, რომელიც ეფუძნება მოკლე საჩხვლეტ/საჭრელი ინსტრუმენტების გამოყენებას. საქმე ისაა, რომ როდესაც ხდება ამ ცოდნის გამოყენება თავდაცვისათვის, პრობლემა არ უნდა იყოს - გასაგებიცაა, როდესაც ვინმე ემუქრება ჩემს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას მაშინ მე მაქვს უფლება დავიცვა თავი პროპორციულად შესაბამისი ძალის გამოყენებით. დიდი შანსია რომ ამ დროს თავდამსხმელიც მსგავსი, ან უარეს შემთხვევაში - უფრო საშიში იარაღით იყოს აღჭურვილი. გამოძალვა, ყაჩარობა მკვლელობა და სხვა ოხრობები დანიტაც ხდება და მის გარეშეც. ამავდროულად, სისხლის სამართლის პროცესის შესაბამის სტადიებზე ირკვევა თუ ვინ რა ქმედება ჩაიდინა და შესაბამისად ისჯება. ყველაფერი ცუდი რაც შეიძლება ადამიანმა დანით ჩაიდინოს კანონით ისედაც დასჯადია, იგივე ქმედებების ჩადენა კი შესაძლებელია ასევე დანის გარეშედაც, სხვა მჭრელი თუ ბლაგვი საგნების გამოყენებით (სახრახნისი, მაკრატელი, ჩაქუჩი, პატარა ცული და ა.შ.) გამოდის ისე, რომ დანის ტარების აკრძალვა რეალურად ემსახურება თვითონ აკრძალვას როგორც ფაქტს და არ გააჩნია დამატებით რაიმე დანიშნულება. რაც სეეხება იმ ფაქტს, რომ მას სეიძLება რაღაც შემთხვევაში ქონდეს პრევენციული ეფექტი, ჩემი აზრით არც ესაა მართალი, რადგან აფექტის მდგომარეობამდე მისული ადამიანი ყოველთვის მოახერხებს იარაღის მოძებნას...

თუ ცემი არ გჯერათ, ვკითხავ ჩემს კურსელებს, რომლებიც ჩემზე გაცილებით გარკვეულები არიან სისხლის სამართლის ნიუანსებში და მათ აზრს სიტყვა-სიტყვით გადმოვაკოპირებ... მეტი რაღა ვქნა? bliadzl.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი May 10 2012, 16:02
პოსტი #52


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(იაშკა @ 10th May 2012 - 13:13) *
ლევან, მემგონი ძალიან რადიკალური ხარ შეფასებებში"გამოსირებულები"არარის კორექტული შეფასება

რატომ კაცო..ძალიანაც მშვენიერი შეფასებაა. მე იმას ხომ არ ვამბობ ვისაც დანა უდევს გამოსირებულიათქო. მე ის ვთქვი... ძალიან ბევრ გამოსირებულსაც უდევს დანა ჯიბეშითქო. თუ დამიჯერებთ ეგრეა. რამდენიმე წლის წინ..ვმუშაობდი ვაგზალზე(ბანკში) ხოდა ჩემი ფანჯრიდან...მაგარი საინტერესო სურათი იშლებოდა თითქმის ყოველდღე. ზრდასრული ადამიანები(მთვრალები და ა..შ..) ისე უტრიალებდნენ დანას ერთმანეთ ჯიგარში.. გეგონება ქათმებს კლავდნენ. მინახავს გოგოების ხოცვა-ჟლეტვაც დანებით.. მოკლედ... ძალიან ბევრი არ იყენებს დანას სამეურნეო დანიშნულებით. პრობლემა ხალხშია??... კი ბატონო. ხოდა კანონიც მაგ ხალხის გონზე მოყვანას ემსახურება.(რემნების არ იყოს) თანაც ეგ კანონი..როგორც ჩანს.. ჯერ არ არის მიღებული. იქნება და რამე გამონაკლისს უშვებენ. იქნებ სულაც ნომრიანი დანების ტარების უფლება დატოვონ..როგორც ადრე იყო. არამგონია ჭალოს (და ზოგადად მაგ მიდგომის მქონე ადამიანებს..) პრობლემა ქონდეთ გაფორმებული დანაზე. ერთი კი ფაქტია. ძალიან ბევრი ადამიანი ეწირება დანას და მაგას მიხედვა უნდა.

ციტატა(nihontoman @ 10th May 2012 - 08:29) *
ისევ და ისევ მხედრიონის დროზე გადავდივართ

კიდე როდის ვიყავით გადასულები??.. newsmile035.gif
ციტატა(nihontoman @ 10th May 2012 - 08:29) *
მაგ დროს რა დანა გიშველიდათ, როდესაც ხალხი ცეცხლსასროლით დადიოდა ქალაქში?

მე უბრალოდ ის ვთქვი..რომ დანაც კი არ მდებია არამც თუ იარაღი. მაშინ ავტომატი დანაზე იაფი ღირდა.(ძალიან ბევრი ეყარა ტრაფეინნი..ჩუქებაც მოსული ამბავი იყო) ასე რომ..რომ მდომოდა არც ავტომატის შოვნა გამიჭირდებოდა. მე უბრალოდ იმას ვამბობ..რომ იარაღი არასდროს მითრევია თან..მაშინაც კი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kajuberi
პოსტი May 10 2012, 16:05
პოსტი #53


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,743
რეგისტრ.: 29-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ისე კარგად აყალიბებთ ყველაფერს და ისე კაგართ ხსნით რომ მიტინგი ხომ არ მოვაწყოთ? D.gif D.gif D.gif D.gif


ცხოვრება ეგეთია ვიღაცას რაღაც მოწონს, ვიღაცას რაღაც არ მოწონს. გაუფრთხილით ჯამრთელობას და ნერვებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
იაშკა
პოსტი May 10 2012, 19:46
პოსტი #54


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 358
რეგისტრ.: 4-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



[quote name='ლევანი' date='May 10 2012, 17:02' post='191989']
"რატომ კაცო..ძალიანაც მშვენიერი შეფასებაა. მე იმას ხომ არ ვამბობ ვისაც დანა უდევს გამოსირებულიათქო. მე ის ვთქვი... ძალიან ბევრ გამოსირებულსაც უდევს დანა ჯიბეშითქო. თუ დამიჯერებთ ეგრეა. "
რათქმა უნდა გეთანხმები და ეგრეა newsmile05.gif )მე არ ვფიქრობ ,რომ მკაცრი აკრძალვა პრევენცია იქნება დანაშაულის .პირველ რიგში კანონ მორჩილ მოქალაქეებს შეუქმნის დისკომფორტს.შენ უნდა გახსოვდეს სკოლებში გაკვეთილზე კომისია და უბნის ინსპექტორები ,რომ შემოდიოდნენ ხოლმე ჯიბებში რაგიდევთ ამოალაგეთო newsmile05.gif ზოგი წელში მალავდა ზოგი ნასკში newsmile05.gif ზოგი მასწავლებელს ანახინებდა... newsmile05.gif მარა დანა მაინც ყველას ქონდა(იმ ბნელ წყობაში დროებაში) newsmile05.gif )მანდატურებმა ეს პრობლემა 5–იანზე გადაჭრეს და საშიშროება მოხსნილია.რაღც უფრო ეფეტრური ბერკეტია მოსაფიქრებელი "პანაჟოვშინის" არსაკვეთად ,შესამცირებლად და არა კანონის აბსურდული გამკაცრება.. ვნახოდ ჯერ ხომ მხოლოდ ვარაუდებია newsmile05.gif ვარაუდებზე ვმსჯელობთ და ვკამათობთ დაველოდოთ ,მოვლენებს ვუსწრებთ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kupra
პოსტი May 10 2012, 21:15
პოსტი #55


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,341
რეგისტრ.: 16-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: belinskis 27 tbilisi



სულ გადაირია ეს მთავრობა რას გვერჩის. newsmile042.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

7 გვერდი V  « < 2 3 4 5 6 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th September 2025 - 02:29