ფასიანი ტბები საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ.. რა განსხავებაა!?, ამ თემაში მინდა მოგიყვეთ რა განსხვავებაა საქართველოსა და უკრაინის ფასი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
ფასიანი ტბები საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ.. რა განსხავებაა!?, ამ თემაში მინდა მოგიყვეთ რა განსხვავებაა საქართველოსა და უკრაინის ფასი |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 34 რეგისტრ.: 28-May 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ამ თემის გახსნის სურვილი გამიჩდა იმიტომ რომ:
1)ამ ფორუმზე თითქმის ყველა თემა გადავიკითხე რაც ფასიან ტბებს ეხება და დასკვა ასეთი გამოვიტანე რომ თუკი სადმე იყო წესიერი ფასიანი ტბა ის 1 ან 2 წელიწადში ფუჭდება და ყველა იმედგაცრუებას გამოთქვავს... 2)თვითონ ვიყავი რამდენიმე კერძო ტბებზე და ჩემი თვალით ვნახე რომ პირობები არანაირი არ არი შექმნილი მეთევზეებისათვის! 3)საქართველოში რეალურად იხდი 2ჯერ ან 3 ჯერ მეტს ვიდრე იღებ ამის საფასურად.. ხან 100ჯერ მეტსაც იმიტომ რომ სულ ვერაფერს იღებ ვერც თევზს და ვერც სიამოვნებას... 4)იმიტომ რომ ვიცი რას ნიშნავს ფასიანი სათევზაო! ამ თემაში მინდა მოგიყვეთ რა განსხვავებაა საქართველოსა და უკრაინის ფასიან ტბებს შორის! არც კი ვიცი რითი დავიწყო ![]() მინდა ვთქვა რომ საქართველოში თევზაობა ძვირი სიამოვნებაა, განსაკუთრებით ხარისიხანი თევზაობა (შეიძლება სიტყვა "ხარისხიანი" არ შეესაბამება მაგრამ მაინც) ანუ იხდი ბევრს და იჭერ ან ვერაფერს ან უკეთეს შემთხვევაში 2-3კილო თევზს.. ან იხდი ძალიან ბევრს და იჭერ კარგათ და რასაც იჭერ იმაშიც იხდი ძალიან ბევრს, სიამოვნებას კი იღებ მაგრამ მაინც გულში ნაღველი გრჩება რომ ეს სიამოვნება ასეთი ძვირი დაგიჯდა.. ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ არის კიდევ ერთი ფაქტორი რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეს არის მეთევზეთათვის შექმნილი პირობები! უფროსწორად საქართველოს შემთხვევაში ამ პირობების არ ქონა საერთოდ.. მინდა მოგიყვეთ რას ნიშნავს ფასიანი თევზაობა უკრაინაში! 1) ეს არის გარანტირებული თევზი რომლის სახში მიტანა არა მარტო არ შეგრცხვება არამედ სიამაყითაც კი აღივსები)))) 2)ფასი მინიმალური გადავიხადე ყველაზე იაფი 12ლარის ეკვივალენტი გრივნებში და ყველაზე ძვირი 30 ლარის ეკვივალენტი. 3)მეთევზეებისათვის ექმნილი პირობები ანუ ვგულისხმობ იმას რომ არ ეძებ ადგილს სადაც ნაკლები კამიშია რო ჩააგდო და ზაცეპკა არ გააკეთო, არ ეძებ ადგილს სადაც მზეზე არ დაიხრუკები მთელი დღე, არ ეზებ ადგილს სადაც სხვა მეთევზეები არ შეგიშლიან ხელს, და არ ფიქრობ იმაზე რომ შედიხარ სატევზაოტ საერთოდ ნახავ ადგილს დასადგომს თუ ყველა კრგი ადგილი დაკავებულია სხვა მეთევზეებით! 1 ტბა სადაც პირველად ვიყავი საერთოდ ფასიან მეურნეობაზე იყო 80კმ კიევიდან, ფასი70გრივნი, ლარზე თუ გადმოვიყვანთ გამოდის 12 ლარი.. ანკესების რაოდენობა შეზღუდული არ არის! დაჭერილი თევზის გატანის პრობლემაც არ არი, რასაც დაიჭერ შენია! 2 ჯერ ვიყავი ამ ტბაზე და ორივეჯერ 2 კაცმა სამ სამი ანკესით დავიჭირეთ ერთხელ 13კგ მეორეთ 11კგ კარპი მინიმუმ 300გრ და მაქსიმუმ 1,5კგ ( ჩვენ მოყვარულებათ ვითვლებით ასე რომ იქვე სერიოზულმა ბიძა კაცებმა სერიოზული თევზებიც დაიჭირეს 5-10 კილოიანი ეგზემპლიარები) პირობებიდან მინიმალური კომფორტი იყო ანუ მანქანით ნებისმიერ ადგილზე ტბის ნაპირას შეიძლებოდა მისვლა და ნებისმიერ ადგილზე ჩრდილში იდექი რადგან მთელ პერიმეტრზე ტყეა და ბუნება))) ეს რაც შეეხება ყველაზე იაფ ვარიანტს. იქვე დაახლოებით 20 კილომეტრით შორს იყო მეორე ტბა სადაც ფას 120 გრივნი იყო ანუ 24 ლარი. ამ საფასურში შედიოდა შემდეგი: მანქანის სადგომი ყარაულთან ერთად, საჩოკი იმ შემთხვევაში თუ არ გაქ. სათევზაო ადგილი, ნაპირიდან ტბაში შემავალი 20-30 მეტრის სიღრმეში ხიდი და ბოლოში ხის პლათრორმა დაახლოებით 15-20კვადრატული გადაფარებული პალატკა მაგიდა სკამები, ანკესის სამაგრები და მანგალით იქვე ნაპირში)))) მოკლედ იდეალური პირობები სათევზაოთ და უბრალოდ დასასვენებლად)) ამ ტბაზე ალბათ 5-6ჯერ ვიყავით რადგან არც შორს იყო არც ძვირი და თვზიც ისე მოდიოდა რომ ხან ანკესებს გადავდებდით და 1 ანკესით ვიწერდით იმიტომ რომ ვერ ვასწრებდით ფიზიკურად! თევზს რაც შეეხება ისევ და ისევ ჩვენი სამოყვარულო დონისთვის კარგი იყო 500 გრამიდან 2-3 კილოიანებამდე.. ისევ და ისევ გვერდით არაერთხელ მყავს ნანახი 10კგ კარპის ამოყვანის პროცესი))) მოკლედ დღეში მინიმუმ 10 კგ თევზს ვიჭერდით მაქსიმუმ 18კგ.. იყო კიდევ ერთი ტბა სადაც მოვასწარი წამოსვლამდე მოხვედრა, მხოლოდ იქ მიზანმიმართულად შუკაზე ვიყავით ქარიყლაპია ქვია მგონი ქართულად.. 30 ლარი ღირდა ნავით შეცურვის უფლებით)) მაგრამ ჩვენ დავიგვიანეთ ნოემბრის ბოლო იყო და ყინავდა ძალიან რამაც ხელი შეგვიშალა, მიუხედავად ამისა მაინც დავიჭირეთ რამოდენიმე ეგზემპლიარი)) ასე რომ თუ კი ვინმეს გაქვთ საშუალება ან აპირებთ უკრაინისკენ გეზის აღებას აუცილებლად წადით სათევზაოთ! კმაყოფილები დარჩებით ძალიან! თუ კი ვინმეს აინტერესებს შემიძლია დაგაკვალიანოთ კიდეც!! მოყევით ვის სად გითევზავიათ ფასიან მეურნეობებზე საქართველოს ფარგლებს გარეთ! P.S ბოდიში თუ კი თემა არ შეესაბამება იმ განყოფილებას რომელშიც დავპოსტე.. უბრალოდ ვერ ვნახე ამაზე შესაბამისი ადგილი... ფოტოები: ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() აქ უკვე შუკაზე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ზურაზუ
კარგი სტატიაა, მაგრამ იქნებ სურათები ატვირთო, არც ჩანს და არც მიღებულია სხვაგან გადამისამართება. ლინკები მაინც წაიშლება |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 34 რეგისტრ.: 28-May 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ზურაზუ კარგი სტატიაა, მაგრამ იქნებ სურათები ატვირთო, არც ჩანს და არც მიღებულია სხვაგან გადამისამართება. ლინკები მაინც წაიშლება დიდი სიამოვნებით ავტვირთავდი მაგრამ ვერ გავერკვიე როგორ ხდება ფოტოების დადება! ლინკს მთხოვს!! იქ სადაც ამის ახსნაგანმარტებაა ვიდეოს არ მიჩვენებს და ვერ გავერკვიე ფოტოების დამატების პროცესში.. თუ კი 2 სიტყვით ამიხსნით მადლობელი დაგრჩებით ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#4
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,073 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ხაშური ![]() |
ზურაზუ
http://www.radikal.ru/ აქ ატვირთე სურათი მიხვდები ადვილია და მერე მეორე ბმული დააკოპირე და აქ ჩასვი! |
|
|
![]()
პოსტი
#5
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#6
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 34 რეგისტრ.: 28-May 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ზურაზუ http://www.radikal.ru/ აქ ატვირთე სურათი მიხვდები ადვილია და მერე მეორე ბმული დააკოპირე და აქ ჩასვი! მადლობა დიდი))) როგორც ხედავთ გამომადგა!))) მადლობა თქვენც დიდი! ესეც გამომადგა მაგრამ ძალიან დიდი ფოტოები იპოსტებოდა და გადავწყვიტე მაქსიმუსას სილკით მესარგებლა! ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#7
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 493 რეგისტრ.: 12-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Usa ![]() |
100% მართალია ეს კაცი,სახოლ კაი სტატია
|
|
|
![]()
პოსტი
#8
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,239 რეგისტრ.: 25-November 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
უკრაინაში 20-ჯერ მაინც ვარ ნამყოფი, მაგრამ თევზაობა რატომღაც არ მომსვლია აზრად
![]() ჩვენთან ფასიანი მეურნეობა ნიშნავს: შაბათ-კვირას თევზი ისეთი ნაჭამი გხვდება, რომ შენი ნემსკავიანი სიმინი მაგრად ჰკიდია! პირობები ისეთია, როგორსაც შენ ჩაიტან ![]() ნუ ფასები ხო კატასტროფაა, დებედას ტბა ანკესი 30 ლარი, მანდვე ერთი კგ თევზი 12 ლარი! ლოპოტა: ღამე 300 ლარი ![]() ყვარლის ტბა: დღის მანძილზე თევზაობა 100 ლარი! ეს სამი ადგილია სადაც იჭირება თევზი და კი ხვდებით რა ხელფასი უნდა გქონდეს კაცს რომ ითევზაო. უცხოეთში ტბაზე არა, მაგრამ დანიის საზღვართან ბალტიის ზღვაში ვითევზავე ერთხელ ![]() 2010-ში პოლონეთის კურორტ კოლობჟეკში ვისვენებდი პოლონელ მეგობრებთან ერთად და მაგათმა დამპატიჟეს იახტიდან სათევზაოთ. მერე გავარკვიე, კაცი 30 ევრო ღირდა, 8 საათიანი ტურია და დანიის საზღვართან თევზაობ. პირადად მე 17 ცალი კილოდან ორკილომდე კატფიშები დავიჭირე. |
|
|
![]()
პოსტი
#9
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 34 რეგისტრ.: 28-May 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
უკრაინაში 20-ჯერ მაინც ვარ ნამყოფი, მაგრამ თევზაობა რატომღაც არ მომსვლია აზრად ![]() ჩვენთან ფასიანი მეურნეობა ნიშნავს: შაბათ-კვირას თევზი ისეთი ნაჭამი გხვდება, რომ შენი ნემსკავიანი სიმინი მაგრად ჰკიდია! პირობები ისეთია, როგორსაც შენ ჩაიტან ![]() ნუ ფასები ხო კატასტროფაა, დებედას ტბა ანკესი 30 ლარი, მანდვე ერთი კგ თევზი 12 ლარი! ლოპოტა: ღამე 300 ლარი ![]() ყვარლის ტბა: დღის მანძილზე თევზაობა 100 ლარი! ეს სამი ადგილია სადაც იჭირება თევზი და კი ხვდებით რა ხელფასი უნდა გქონდეს კაცს რომ ითევზაო. უცხოეთში ტბაზე არა, მაგრამ დანიის საზღვართან ბალტიის ზღვაში ვითევზავე ერთხელ ![]() 2010-ში პოლონეთის კურორტ კოლობჟეკში ვისვენებდი პოლონელ მეგობრებთან ერთად და მაგათმა დამპატიჟეს იახტიდან სათევზაოთ. მერე გავარკვიე, კაცი 30 ევრო ღირდა, 8 საათიანი ტურია და დანიის საზღვართან თევზაობ. პირადად მე 17 ცალი კილოდან ორკილომდე კატფიშები დავიჭირე. ხოო მეც სწორედ მაგას ვამბობ!!! პრინციპში იმათთვის 20 ევრო არის როგორც ჩვენთვის 10-15 ლარი! აქ ამ ფასად კატერით კი არა გასაბერ კამერითაც არ გაგასეირნებენ))))) ამ ყველაფრის შემყურეს იმდღეს ძმაკაცს ვეუბნებოდი ჩვენ ხომ არ გავაკეთოთ საჰუთარი ტბათქო კარგი პირობებით!? მაგრამ რო დავთვალეთ დაახლოებით ღირებულება ამაზე ფიქრის სურვილიც კი გამიქრა))))))))))))) 100% მართალია ეს კაცი,სახოლ კაი სტატია მადლობა ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#10
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
კარგი თემაა ნამდვილად. ავტორს ჩემგან "რესპექტები".
პრინციპში ყველაფერი ითქვა. უბრალოდ გული მწყდება, რომ საქართველოში არ არის ადგილი სადაც ნორმალურად ითევზავებ, დაისვენებ, ისიამოვნებ და წამოხვალ ბედნიერი იმით, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ჩვენთან ყველაფერი "გურჯული" ბიზნესით კეთდება და ამიტომ არის რომ არსად არაფერი არ არის. არ არის ინფრასტრუქტურა, თუ არის და ისეთი ფასებია ხელს გწვავს ეგრევე. კუმისზე ერთობლივი გახსნის დღეს ვალგერამ გამძღარი თევზი დაგვახვედრა. ეგონა 50 კაცი რადგან ვიყავით წამოვიღებდით 1 ტონა თევზს. დიდი მადლობა მას ამისთვის. აი ზუსტად ეგ არის "გურჯული" ბიზნესი. მარტო თავის თავზე ფიქრი და ზრუნვა. დანარჩენი ყველაფერი ჰკიდიათ. არ შეიძლება ასე, მაგრამ რა გინდა ქნა? სამწუხაროდ მე არ მქონია ბედნიერება სხვა ქვეყანაში მსგავს ტბაზე მეთევზავა, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ოდესღაც მექნება ეგ ბედნიერება. |
|
|
![]()
პოსტი
#11
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 34 რეგისტრ.: 28-May 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
კარგი თემაა ნამდვილად. ავტორს ჩემგან "რესპექტები". პრინციპში ყველაფერი ითქვა. უბრალოდ გული მწყდება, რომ საქართველოში არ არის ადგილი სადაც ნორმალურად ითევზავებ, დაისვენებ, ისიამოვნებ და წამოხვალ ბედნიერი იმით, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ჩვენთან ყველაფერი "გურჯული" ბიზნესით კეთდება და ამიტომ არის რომ არსად არაფერი არ არის. არ არის ინფრასტრუქტურა, თუ არის და ისეთი ფასებია ხელს გწვავს ეგრევე. კუმისზე ერთობლივი გახსნის დღეს ვალგერამ გამძღარი თევზი დაგვახვედრა. ეგონა 50 კაცი რადგან ვიყავით წამოვიღებდით 1 ტონა თევზს. დიდი მადლობა მას ამისთვის. აი ზუსტად ეგ არის "გურჯული" ბიზნესი. მარტო თავის თავზე ფიქრი და ზრუნვა. დანარჩენი ყველაფერი ჰკიდიათ. არ შეიძლება ასე, მაგრამ რა გინდა ქნა? სამწუხაროდ მე არ მქონია ბედნიერება სხვა ქვეყანაში მსგავს ტბაზე მეთევზავა, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ოდესღაც მექნება ეგ ბედნიერება. მადლობა დიდი.. მიხარია რომ სტატიას ტყუილად არ ვწერდი წუხელ ღამის ოთხის ნახევრამდე)))) და ვხვდები რომ ჩემი გულის ტკივილის გამოთქმით ბევრის სათქმელი ვთქვი! ერთი ის არის რომ უკრაინა შორია მარტო გადაფფრენა გადმოფრენა ჯდება 500$ თორე სათევზაოდ წასვლა კი ღირს ნამდვილად))) ნეტა ამ მხროვ როგორი ამბებია სასომხეთში და აზერბაიჯანში? ცოტა ახლოს მაინც არის და რეალურია წასვლა! თუ კი აქ აზრი რათქმა უნდა))) |
|
|
![]()
პოსტი
#12
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ზურაზუ
სამწუხაროდ ყველას გულისტკივილი გამოთქვი და არა სიხარული.... ეგ ყველას ჩვენგანს გვტკივა და ამაზე უარესი ის არის, რომ საშველიც არ არის, მაგრამ იმედს ვიქონიებ, რომ მოგვარდება ყველაფერი და მიხვდებიან ოდესღას ეს ჩვენი "გურჯი ბიზნესმენები" რომ რაღაც უნდა დათმონ და შეცვალონ. სომხეთში ალბათ სევანზე თუ წახვალ სათევზაოდ, თორე სხვა სეროზული ტბა მე არ გამიგონია. აზერბაიჯანში მგონი უფრო მეტი ტბაა და შანსიც მეტია, რომ იყოს თევზი. აი იმის შანსი კი ნაკლებად იქნება, რომ არ გაიქექები..... იქ ისევ კომუნიზმია, ყოველ 2 კილომეტრში პოლიცია და ქრთამი მიდის...... ალბათ ისევ თურქეთში ჯობს ვეძებოთ მსგავსი ადგილები..... |
|
|
![]()
პოსტი
#13
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 432 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: poti ![]() |
ზურაზუ
გახსოვდეს რომ ეს ისეთი ფორუმია სადაც შრომა დაგიფასდება ყოველთვის ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#14
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 65 რეგისტრ.: 3-April 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
ძალიან კარგი სტატიაა, საჭირო შედარებებით.
ჩელე ციტატა აი ზუსტად ეგ არის "გურჯული" ბიზნესი. მარტო თავის თავზე ფიქრი და ზრუნვა. დანარჩენი ყველაფერი ჰკიდიათ. არ შეიძლება ასე, მაგრამ რა გინდა ქნა? სამწუხარო სიმართლეა რომ ასეთი წარმოდგენა აქვთ ბიზნესზე, შეიძლება თემას ვუხვევ, ბიზნესკურიერს ვუსმენდი ბენზინის კიდევ ერთხელ გაძვირების შემდეგ, და ითქვა რომ "საწვავის გაძვირების მიუხედავად ქართული კომპანიები აცხადებენ, რომ მოთხოვნა ბაზარზე ჯერჯერობით არ შემცირებულა" ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#15
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
bachovar
ხო რა ვიცი, არა მგონია ჩვენ ამ შემთხვევაში რამე ვქნათ. გეტყვიან: კერძოა და რასაც მინდა იმას გავაკეთებ და თუ გიღირს შენ მაგდენის გადახდა გადაიხადე, თუ არა და გზებიც დამილოცნია-ო..... პრინციპში მართალიც იქნება. საკუთრებაა და ვერაფერს იზამ. არა მგონია ეხლა მაგალითად ვალგერას ჩემი იქ არ მისვლით რამე დააკლდეს. პრინციპში არც დავდივარ და არც მაქვს სურვილი ვიარო იქ სადაც მატყავებენ და უკან ვერაფერი მომაქვს. ყველაზე დიდ სიამოვნებას მე სიონი მანიჭებს და იმედი მაქვს იმასაც არ გახდიან ფასიანს. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 01:24 |