გამოფენა და მისი წესები ., ბონიტირება . საველე დიპლომი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
გამოფენა და მისი წესები ., ბონიტირება . საველე დიპლომი |
![]()
პოსტი
#71
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ჭალიმგელა
გიორგის ვენაცვალე! ძვლივს მოვიშალე ამ კლავიატურის ჩხაკუნი,ახლა თავიდან ნუ დამაწყებინებ!) ![]() როდესაც შეგვხდები,მერე შევეცდები აგიხსნა ყველაფერი დაწვრილებით,ახლა იმით შემოვიფარგლები რომ გეტყვი: თუ ხვადია შენი გამოთქმით "კრაკადილი" და მიიღო შეფასება კარგი,ის დართვებში არ გამოიყენება(თუ მართლაც რაღაც უნიკალური საველე თვისებების მატარებელი არ არის) და მას 1-2 ხარისხის მქონე ლეკვები ვერანაირად ვერ ეყოლება და ბონიტირებითაც ვერ გაიმარჯვებს! არც შეფასება "კარგის" მქონე ძუსგან ,დიდი ალბათობით, გამოვლენ 1-2 ხარ-სხიანი ლეკვები! ახლა ბონიტირების ავკარგიანობას რაც შეეხება! ჩემი აზრით,სსრკ-ში ბონიტირებას იმიტომ ატარებდნენ,რომ სურდათ მიეღოთ როგორც კარგი ექსტერიერის ასევე კარგი სამონადირეო თვისებების ძაღლები. საბჭოთა მოქალაქეს არ ქონდა იმის ფუფუნება რომ ყოლოდა ცალკე საგამოფენო და ცალკე საველე და კიდე ცალკე სანადირო ძაღლი. ყველაფრის ერთ ძაღლში გაერთიანების სურვილმა მოგვცა ბონოტირება. დასავლეთსი ეს მიმართულებები გაყოფილია უკვე რამოდენიმე საუკუნეა! იქ ცალკე ყავთ საგამოფენო ძაღლები,რომლებსაც მინდორი საერთოდ არ მოეთხოვებათ. ცალკე საველე-რომლებისთვისაც მთავარია სტილიანობა და ექსტერიერს ნაკლები ყურადღება ექცევა,(მთავარის სავეწლე გამოცდებში არ უშლიდეს ხელს) ეს თუნდაც ევროპულ შეჯიბრების ფოტო მასალიდანაც ჩანს. ნამდვილად არ ბრწყინავენ ჩემპუიონები ექსტერიერით. და ჩემი აზრით, ცალკე არის სანადირო,სამომხმარებლო ძაღლები. ამაზე კომპეტენტურად მსჯელობა მიჭირს,მარტო ტელევიზიით ნანახით თუ ვიმსჯელებ. ჩვენს რეალობაში,როდესაც ჯერ ისე არ გვილხინს რომ ცალკე საგამოფენო და ცალკე საველე-სანადირო ძაღლები ვიყოლიოთ,ბონიტირება ჩვენზე ზედგამოჭრილია! ისე ,შენ ეტყობა გოგოლაძის ჯესსი-2 ნანახი არ გყავს! ძლიერ კარგზე ნაკლები სეფასება მაგ ძაღლს არასდდროს მიუღია,ხოლო უკრაინელმა ექსპერტებმა,რომლებიც ფ.ც.ი.-ს წესების მიმდევრები არიან შეფასება ფრიადი დაუწერეს! |
|
|
![]()
პოსტი
#72
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 442 რეგისტრ.: 16-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
ეგ სხვა მომენტია, მეც როგორც მონადირეს მირჩევნია მყავდეს მახინჯი და კარგი მონადირე, ვიდრე ლამაზი სათამაშო, მაგრამ გამოფენა რაღა საჭიროა მაშინ? ზახარამაც დაწერა, ყვერების და კბილის შემოწმება საველეზეც შეიძლება. ესეთი მიდგომით მივიღებთ მახინჯ დაგვაჯულ ძაღლებს, რომლების ჰა და ჰა აკმაყოფილებენ ჯიშის სტანდარტს, მაგრამ რომლებიც ნადირობენ კარგად. მივდივართ იქ საიდანაც დავიწყეთ, ავიყვანოთ ისევ "კურცხლ დატხალების" ნაჯვარები, კარგად ნადირობენ ეგენიცო ამბობენ ![]() ვთქვათ მყავს მესამე ხარისხის დიპლომიანი , რომელიც შეუხედავობის გამო რინგიდან გაგდების ზღვარზეა, შევაჯვარე სერიოზულ ძაღლთან და მივიღე შთამომავლობა რომლებმაც აიღეს I და II ხარისხის დიპლომები, გამოდის რომ ჩემი კრაკადილით ყველა რინგი უნდა მოვიგო? მაშინ გამოფანას რაღას ვარქმევთ? მივიტანოთ მარტო პასპორტები კლუბში და მაგითი დამთავრდება ყველაფერი გამოფენაც და საველეც იმიტო კიარტარდება რო ნარსიას ან ჭალიმგელას ძაღლმა მოიგოს , იმიტო ტარდება რო სწორი სელექცია მოხდეს შემდგომში. შენ რო ამბობ რინგიდან გაგდების ზღვარზე მყოპი შეუხედავი ძაღლი თუ 1 და 2 ხარისხიან ლეკვებს იძლევა მაგის დართვა არ ჯობია, ვიდრე ფრიადოსანი ძაღლის რომელიც საერთოდ ნაკლიან ლეკვებს ადზლევს? სელექციაა მთავარი და მაგიტო ტარდება გამოფენა და მაგიტოა ბონიტირება რომელიც უკეთესია მინდორში და უკეთეს შთამომავლობას იძლევა ის უნდა გამრავლდეს, შესაბამისად იმან უნდა მოიგოს |
|
|
![]()
პოსტი
#73
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 442 რეგისტრ.: 16-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
ციტატა ისე ,შენ ეტყობა გოგოლაძის ჯესსი-2 ნანახი არ გყავს! ძლიერ კარგზე ნაკლები სეფასება მაგ ძაღლს არასდდროს მიუღია,ხოლო უკრაინელმა ექსპერტებმა,რომლებიც ფ.ც.ი.-ს წესების მიმდევრები არიან შეფასება ფრიადი დაუწერეს! თენგო დამეთანხმე რო ჯესსის დამსახურებაა დღეს რო დარბიან პოინტერები მინდორში და არ დადიან. ამიტომ ეკუთვნოდა იმ ძაღლს გამოფენის მოგებაც, თუ გინდა კარგი შეფასება ქონოდა მაინც, რადგან სელექციაში ბოლო ხანებში ყველაზე დიდი როლი ითამაშა პოინტერებში. ყველა მის ლეკვს ელოდებოდა ასე რო ჩეწმი აზრით ბონიტირება ცუდი არაა. ერთი არი რო ცოტა გამკაცრება შეიძლება |
|
|
![]()
პოსტი
#74
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 809 რეგისტრ.: 17-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მე ერთი რაღაც ვერ გამიგია თუ "კრაკაძილის "პატრონი ახერხებს დადიპლომს აღებინებს ,გეშავს და შრომობს , დახატული ძაღლის პატრონს რა უშლის ხელს დაგეშვასა და საველეზე გამოყვანაში??დახატული რომ არის ძაღლი და ყველა გამოფენაზე წინ დგას მაგრამ საველე არ აქვს ვერავინ დამაჯერებს რომ ის მართლა მუშაა,მე რომ ვიყო მირჩევნია ძუს "კარგი"ეწეროს და მესამე ხარისხები ჰქონდეს მაღალი Qულებით ვიდრე დახატული იყოს ფრიადი ჰქონდეს და არ მუშაობდეს,ეს ყველაფერი იმიტომ ტარდება რომ სამონადირო თვისებების ძაღლები გამრავლდნენ ,მაგრამ არის კიდევ ერთი პრობლემა ,მცირე ასაკში არცერთი ძაღლი არ გავდა პოინტერს ნამდვილ პოინტერს ,ეს რისი ბრალია არ ვიცი ბონიტირების თუ სისხლის გაფუჭების????მაგრამ ფაქტი სახეზეა
|
|
|
![]()
პოსტი
#75
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 442 რეგისტრ.: 16-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#76
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
irakli# maxi
+10000000000000 |
|
|
![]()
პოსტი
#77
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 809 რეგისტრ.: 17-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
გეთანხმები ირაკლი ვნახოთ რა იქნება ერთ ორ წელში
|
|
|
![]()
პოსტი
#78
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ე.წ. "მაჩაბლის" კლუბი,რომელიც არის ამ გამოფენის ორგანიზატორი,ატარებს გამოფენას ამ კონკრეტული წესებით,
ანუ ბონიტირებით! ამიტომ ,თუ მონაწილეობას ვიღებთ ამ გამოფენაში,კეთილი ვინებოთ და დავემორჩილოთ არსებულ წესებს! ასევე არსებობს სხვა კლუბები,რომლებიც ატარებენ გამოფენებს ფ.ც.ი.-ს წესებით,ბონიტირების გარეშე. იქ თუ მიიღებთ მონაწილეობას,ეს საკითხიც თავის თავად აღმოიფხ**ება! არის კიდევ ერთი გზა,თქვენ თვითონ ჩაატაროთ გამოფენა,სადაც თავად დაადგენთ წესებს და ყველა მონაწილე ამ წესებს დაემორჩილება! პოინტერებში ცუდი მდგომარეობა ,ჩემი აზრით არის სპონტანური,დაუგეგმავი,გაუაზრ ებელი,წყვილების შერჩევის გარეშე წარმოებული დართვების ბრალი!!!!!!!!!!!!! დღეს,როდესაც ყველა თავის ჭკუაზე,საბაზრო კონიუქტურიდან გამომდინარე,აწარმოებს დართვებს,კიდე კარგი მდგომარეობაა! |
|
|
![]()
პოსტი
#79
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 442 რეგისტრ.: 16-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
პოინტერებში ცუდი მდგომარეობა ,ჩემი აზრით არის სპონტანური,დაუგეგმავი,გაუაზრ ებელი,წყვილების შერჩევის გარეშე წარმოებული დართვების ბრალი!!!!!!!!!!!!! დღეს,როდესაც ყველა თავის ჭკუაზე,საბაზრო კონიუქტურიდან გამომდინარე,აწარმოებს დართვებს,კიდე კარგი მდგომარეობაა! ვინ უნდა დაგეგმოს, ვინ გეგულება მასეთი პროფესიონალი კინოლოგი საქართველოში. არამგონია მარტო ეგ იყოს, თუ დასართავი არ იქნა წესიერი რაც გინდა ის დაგეგმე |
|
|
![]()
პოსტი
#80
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ისე ,შენ ეტყობა გოგოლაძის ჯესსი-2 ნანახი არ გყავს! ძლიერ კარგზე ნაკლები სეფასება მაგ ძაღლს არასდდროს მიუღია,ხოლო უკრაინელმა ექსპერტებმა,რომლებიც ფ.ც.ი.-ს წესების მიმდევრები არიან შეფასება ფრიადი დაუწერეს! არა თენგო არ ვიცი რომელი ძაღლია. კონკრეტულად მაგ ძაღლზე არც დამიწერია. ჭალიმგელა თუ ხვადია შენი გამოთქმით "კრაკადილი" და მიიღო შეფასება კარგი,ის დართვებში არ გამოიყენება(თუ მართლაც რაღაც უნიკალური საველე თვისებების მატარებელი არ არის) და მას 1-2 ხარისხის მქონე ლეკვები ვერანაირად ვერ ეყოლება და ბონიტირებითაც ვერ გაიმარჯვებს! რატომაც არა რო? ვინ უშლის დღეს შეჯვარებებს? თავისუფლად შეიძლება ეგეთი კრაკადილი შეაჯვარო ფრიადოსან I ან II ხარისხიან ძუს, და არც გამორიცხული არ არის ლეკვებიდანაც გაამართლოს რომელიმემ და I ან II ხარისხი აიღონ. მე თეორიულად ვამბობ ხომ შეიძლება მოხდეს? |
|
|
![]()
პოსტი
#81
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ჭალიმგელა
აბსოლუტურად სერიოზულად ვამბობ! "ოჩოპინტრეს" და კიდევ ბევრ ენთუზიასტს,რომელიც ამ ფორუმზეა გაწევრიანებული,სადღეისოდ გააჩნიათ იმის რესურსი რომ ჩაატარონ დამოუკიდებელი გამოფენა! იფიქრეთ ამაზე! რაც მეტი გამოფენა და შეჯიბრი ჩატარდება,რაც უფრო მძაფრი იქნება კლუბებს შორის ჯანსარი კონკურენცია,მით უკეთესად იქნება საერთო საქმე! |
|
|
![]()
პოსტი
#82
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
თენგო
რა აზრი აქვს რო? მე ადგილებზე კი არა პრინციპებზე ვამბობ. (ჩემ აზრს რა თქმა უნდა) ბონიტირება უნდა იყოს, მაგრამ არა გადამწყვეტი. მარტო საგამოფენო ძაღლი კიდევ რა ჯანდაბათ გვინდა, მონადირე ჯიშებს ვგულისხმობ. შენ მაინც კარგად იცი, მე წინა ძაღლზე პასპორტიც არ ამიღია, შჩენიაჩკითვე წავიდა გაღმა. გამოფენებზე და საველეებზე შენი, ზაზას და მავერიკის რჩევების და თხოვნის მერე დავიწყე სიარული. ისე რომ ჩემთვის ნამდვილად არც ადგილს არა აქვს მნიშვნელობა და არც სიგელს. მე როგორც მონადირეწს რომელსაც ყავს ძაღლი არ მომეწონა ესეთი წესი და ჩემი აზრი დავაფიქსირე. მართლა კარგავს გამოფენა აზრს თუ კი მარტო პასპორტის მიტანით იგივე შედეგს მიიღებ წელს ძლიერ კარგი დაეწერა ჩემსას, ასაკში ყველაზე მაღალი რაც შეიძლება, მომავალ წელს ფრიადზეც გავიყვან (მიიღებსო ექსპერტებმა), ერთი ორ მესამე ხარისხიან დიპლომსაც მივაყოლებ და მერე მარტო პასპორტს ჩამოვიტან გამოფენაზე ხოლმე ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#83
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
არის კიდევ ერთი გზა,თქვენ თვითონ ჩაატაროთ გამოფენა,სადაც თავად დაადგენთ წესებს და ყველა მონაწილე ამ წესებს დაემორჩილება! წეღან ვფიქრობდი ჩემტვის და აზრებს ვალაგებდი ამ თემაზე , შემოვედი დაწერილი დამხვდა ![]() ე.წ. "მაჩაბლის" კლუბი,რომელიც არის ამ გამოფენის ორგანიზატორი,ატარებს გამოფენას ამ კონკრეტული წესებით, ანუ ბონიტირებით! ამიტომ ,თუ მონაწილეობას ვიღებთ ამ გამოფენაში,კეთილი ვინებოთ და დავემორჩილოთ არსებულ წესებს! რახან გამოვდივართ პატივსაც ვცემთ ყველაფერს ![]() უბრალოდ ჩემი აზრი დავაფიქსირე ამ წესებთან დაკავშირებით(მოწინააღმდეგე არ ვარ) ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#84
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
არა მგონია ახლა ჩვენ, რამე ამ წესებზე უკეთესი ვარიანტი შევიმუშაოთ, რითაც მაჩაბლის კლუბი ხელმძღვანელობს, ეს წესები უკვე დროშია გამოცდილი და თავის დროზე ბევრია ამაზე ნაფიქრი. ჩვენ არ ვართ ახლა იმ დონეზე რომ , ევროპის წესები ავიღოთ და იმით ვიხელმძღვანელოთ, ასეთ შემთხვევაში წინ კი არა, პირიქით უკან წამოვა ჩვენი საქმე, იმიტომ რომ ის წესები და კრიტერიუმები შეიძლება ზედმეტად რთული აღმოჩნდეს ჩვენი ძაღლებისთვის, რაც გამოიწვევს მერე ძაღლის მეპატრონეების განაწყენებას და დღეს თუ საველეზე 25 ძაღლი და გამოფენაზე 200 -ზე მეტი მოდის, დამიჯერეთ ეს ციფრები საგრძნობლად დაიკლებს. ისე ძაღლი შეფასებით "კარგი" ხვადი მიტუმეტეს, სელექციაში მაინც არ გადის და "ძლიერ კარგი" რომ აქვს ძაღლს შეფასება და მინდორშიც კარგად მუშაობს იმ ძაღლის საწინააღმდეგო რა გაქვთ? მთავარია ახალი სისხლები შემოვიდეს და სელექცია სწორად წავიდეს, გამოფენა კიდევ, საველე თვისებების ძაღლმა უნდა მოიგოს, ეს დიდი სტიმულია და ამისთვის არის ბონიტირება საჭირო.
|
|
|
![]()
პოსტი
#85
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 442 რეგისტრ.: 16-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
არა მგონია ახლა ჩვენ, რამე ამ წესებზე უკეთესი ვარიანტი შევიმუშაოთ, რითაც მაჩაბლის კლუბი ხელმძღვანელობს, ეს წესები უკვე დროშია გამოცდილი და თავის დროზე ბევრია ამაზე ნაფიქრი. ჩვენ არ ვართ ახლა იმ დონეზე რომ , ევროპის წესები ავიღოთ და იმით ვიხელმძღვანელოთ, ასეთ შემთხვევაში წინ კი არა, პირიქით უკან წამოვა ჩვენი საქმე, იმიტომ რომ ის წესები და კრიტერიუმები შეიძლება ზედმეტად რთული აღმოჩნდეს ჩვენი ძაღლებისთვის, რაც გამოიწვევს მერე ძაღლის მეპატრონეების განაწყენებას და დღეს თუ საველეზე 25 ძაღლი და გამოფენაზე 200 -ზე მეტი მოდის, დამიჯერეთ ეს ციფრები საგრძნობლად დაიკლებს. ისე ძაღლი შეფასებით "კარგი" ხვადი მიტუმეტეს, სელექციაში მაინც არ გადის და "ძლიერ კარგი" რომ აქვს ძაღლს შეფასება და მინდორშიც კარგად მუშაობს იმ ძაღლის საწინააღმდეგო რა გაქვთ? მთავარია ახალი სისხლები შემოვიდეს და სელექცია სწორად წავიდეს, გამოფენა კიდევ, საველე თვისებების ძაღლმა უნდა მოიგოს, ეს დიდი სტიმულია და ამისთვის არის ბონიტირება საჭირო. მასეა ალეკო არაა საჭირო ველოსიპედის გამოგონება. ჩვენზე გამოცდილმა და ამ საქმეში ჩახედულმა ხალხმა მოიგონა ეს წესები. შეცვლა არა, მარა რაგაცეების ჩასწორება შეიძლება. მაგალითად ელიტა არ უნდა ეძლეოდეს ძაღლს რომელსაც ერტი მე-2 ხარისხი აქვს მარტო. და ძუ ძაღლებშიც უნდა გაიზარდოს ლეკვების რაოდენობა, ასე რო ცოტას თუ გავართულებთ ჩემი აზრით ცუდი არ იქნება |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th July 2025 - 18:37 |