ცეცხლის დანთება ექსტრემალურ პირობებში - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

9 გვერდი V  « < 5 6 7 8 9 >  
Reply to this topicStart new topic
ცეცხლის დანთება ექსტრემალურ პირობებში
HUNTER FREDY
პოსტი Oct 9 2010, 01:06
პოსტი #86


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ერთი რო გნახამ არაა უნდა დანა მოგცე და ტყავის ქამარი და ტოტებიც და ხეებიც და ერთი ცეცხლი არ დაგინთიაა. ბიჯო ზეპირსიტყვიერება მაგარია მარა ამ გაყინულ კაცს რო ერთი დანის ამარა ტოვებ ამ სიცივე ყინვაში სველს და გაბლიკნულს არ გცხვენია ჰა?
ან გაყინული ხელებით რომელი ტყავი უნდა ჩამოჭრას ან რა ცეცხლი უნდა დაანთოს გიფიქრია მაგაზე?
ის ზურგჩანთაც რო წყალს გაატანე იქვე მაინც გაგეჭედა ქვებს შორის რო ეპოვა მაგ საცოდავ გადარეულ და შენგან უმოწყალოდ გაწირულ მონადირეს ჰა? არა რა!
დათვებისკენ უფრო ხარ შენა რა!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Oct 9 2010, 01:32
პოსტი #87


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(irakli fofxadze @ 9th October 2010 - 02:06) *
ერთი რო გნახამ არაა უნდა დანა მოგცე და ტყავის ქამარი და ტოტებიც და ხეებიც და ერთი ცეცხლი არ დაგინთიაა

ხოო..მაგაში გეთანხმები..ეგ არცერთხელ არ გამომივიდა(არადა რამდენჯერმე მაქვს ნაცადი) ხოდა მაგიტომ უნდა ისწავლოს ყველა მაგარმა მონადირემ ეგეთი კვერცხული მეთოდით ცეცხლის ანთებაც...(მაგაზეა დამოკიდებული ეგეთ დროს სიკვდილ-სიცოცხლე დაა)
ციტატა(irakli fofxadze @ 9th October 2010 - 02:06) *
ბიჯო ზეპირსიტყვიერება მაგარია მარა ამ გაყინულ კაცს რო ერთი დანის ამარა ტოვებ ამ სიცივე ყინვაში სველს და გაბლიკნულს არ გცხვენია ჰა?

მცხვენია...მაგრამ ეგ თვითონ განგებამ ინება. newsmile035.gif newsmile035.gif
ციტატა(irakli fofxadze @ 9th October 2010 - 02:06) *
ან გაყინული ხელებით რომელი ტყავი უნდა ჩამოჭრას ან რა ცეცხლი უნდა დაანთოს გიფიქრია მაგაზე?

მაშინ მთლიანად მიამაგროს...წაპლიკული ხელები კი უნდა გაითბოს ერთმანეთზე ხახუნით....მოძრაობა-ხტუნაობის პარალელურად..
ციტატა(irakli fofxadze @ 9th October 2010 - 02:06) *
დათვებისკენ უფრო ხარ შენა რა!

კაცო..მე დათვებისკენ კი არ ვარ...იქნება და რამე გონივრული რჩევები დაწეროს ხალხმა...მერე კიდე ისეთმა წაიკითხოს..რომელსაც მაგისი გამოცდილება არ აქვს...თორემ..შარშან სვანეთში.....ორი მონადირე გაიყინა და სიცივით მოკვდა....მაშინ..როდესავ თოფებიც თან ქონდათ....ვაზნებიც და ასანთიც...თან ნანადირევიც.... ეგეც მე ვიყავი???... ეგეთი უტვინობები მართლა ხდება ხოლმე და გაუშვი....თეორიულად მაინც გამოითქვას აზრი და იქნებ ვინმემ ეგ თეორია პრაქტიკაში გამოიყენოს.....შეიძლება მაგან..სიცოცხლეც შეუნარჩუნოს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Oct 9 2010, 01:58
პოსტი #88


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ისე სხვათაშორის...ნამდვილად კარგი იქნება...თუ მაგ მონადირეს...სხვადასხვა ურთულეს სიტუაციებში მოვახვერდებთ...მერე ის მოსაზრებებიც წამოვა..თუ როგორ შეიძლება მაგ ვითარებიდან გამოძრომა. მე პირადად..დიდი სიამოვნებით გავეცნობოდი სხვების აზრსა თუ გამოცდილებას. იაიცი რა ხდება...სწავლა სიბერემდეა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Oct 9 2010, 02:04
პოსტი #89


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(levani @ 9th October 2010 - 02:58) *
.ორი მონადირე გაიყინა და სიცივით მოკვდა....მაშინ..როდესავ თოფებიც თან ქონდათ....ვაზნებიც და ასანთიც...თან ნანადირევიც.... ეგეც მე ვიყავი???.


თოფებზე და ცეცხლის ქონაზე არ არის მანდ ჩემო ლევან, მანდ კაცმა არ იცის რა მოხდა... საერთოდ სიცივეში ისე სეიძლება ჩაგეძინოს და ვერ გაგეღვიძოს, როგორც თბილ ოთახში იავნანას ქვეშ




და ეს თემა საერთოდ ძალიან უცნაურად და ტექნიკურად გაოფდა newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Oct 9 2010, 23:58
პოსტი #90


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(Davitus @ 9th October 2010 - 03:04) *
საერთოდ სიცივეში ისე სეიძლება ჩაგეძინოს და ვერ გაგეღვიძოს, როგორც თბილ ოთახში იავნანას ქვეშ

დავით..ჯარში კომი ასსრ-ში ვიყავი..ეგ არის ყველაზე ჩრდილოეთი ურალის თავზე(პოლარული წრის იქით) მანდ..3 თვე ციოდა...ხოლო დანარჩენი 9 თვე..ძალიან ციოდა. ბევრჯერ ვმდგარვარ 45 გრადუსიან ყინვაში პოსტზე..3 საათით.. მინახავს 62 გრადუსი ყინვა.....50 ხშირად. 35 გრადუსზე...ბუშლატის გარეშე გამოვდიოდი კაზარმიდან მოსაწევად. რამდენჯერმე მაქვს მოყინული ცხვირი(იოლ ფოემრბში მარტო კანს რომ იცვლი მაგის მერე) რამდენჯერმე ხელის და ფეხის თითები....ძილიც მომრევია და სასწაროდ წამოუდგივარ და ძალით ვურბენინებივარ..იქაურ ძმაკაცებს... და....ეგ თუ აღარ ვიცი.....რა ემართება ადამიანს ყინვაში..მაშინ რაღა ვიცი??... სწორედ მაგიტომ არის კარგი...სხვამაც იცოდეს(ვისაც ჯერ არ გამოუცდია რა არის ყინვა) რა საფრთხეს შეიძლება ეგ წარმოადგენდეს..და რატომ უნდა იცოდეს..ყველა არსებული მეთოდით ცეცხლის დანთება. თუ ბუნებასთან გაქვს ადამიანს საქმე....ნაღდად არ არის ზედმეტი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
სანდრიკა
პოსტი Oct 12 2010, 13:57
პოსტი #91


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 177
რეგისტრ.: 7-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საქართველო



მე მაქ ისეთი ასანთი რო სველიც ენთება დიდი არაფერია მაგრამ გამოსადეგარია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Oct 12 2010, 15:29
პოსტი #92


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(sandrika @ 12th October 2010 - 14:57) *
მე მაქ ისეთი ასანთი რო სველიც ენთება დიდი არაფერია მაგრამ გამოსადეგარია

მეც მაქვს...მონადირულის ვარიანტშია..თან თითოეული ღერი..ცელოფანშია ჩაწეპებული თავის რკინის გასაკრავთან.(სამხედრო ვარიანტია) ყოველთვის მიგდია გულის ჯიბეში... მაგარი რამეა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
სანდრიკა
პოსტი Nov 4 2010, 21:39
პოსტი #93


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 177
რეგისტრ.: 7-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საქართველო




პირამიდა




შეშა ლაგდება პირამიდისებურად. საწვავი (ტოტები, გირჩები, ქაღალდი და მისთ.) თავსდება ნაპობებს შორის მიწაზე. იძლევა დიდ და თანაბარ ალს. გამოდგება საჭმლის მოსამზადებლად ერთი ჭურჭლისთვის და გასაშრობად. საჭიროებს ბევრ შეშას. მცირე მოცულობის პირამიდით ხდება ბევრი სხვა კოცონის დანთება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
სანდრიკა
პოსტი Nov 4 2010, 21:55
პოსტი #94


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 177
რეგისტრ.: 7-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საქართველო



ჭა



შეშა ლაგდება ჭის მაგვარად. იძლევა თანაბარ და დიდ ალს. გამოდგება საჭმლის მოსამზადებლად და გასათბობად. საზეიმო დიდ კოცონს ხშირად ჭის ტიპით ანთებენ, რადგან ის ძლიერ ნათებას გამოსცემს. კოცონის მოსაწყობად იყენებენ მორებს, ხოლო მის შუაში, დასანთებად, ათავსებენ პირამიდას.



ვარსკვლავი



ანთება ხდება ცენტრში. შეშის დაწვის შესაბამისად, ნაპობებს თანდათან გადაწევენ შუაგულისკენ. ეს არის ხანგრძლივი მოქმედების კოცონი, მის გარშემო შეიძლება გათბობა და გაშრობა. თუ კოცონი პატარაა, შესაძლებელია საჭმლის მომზადება ერთი ჭურჭლისთვის.


ტყე



არის ხანგრძლივი მოქმედების კოცონი. იძლევა დიდ ალს და ტოვებს ბევრ მუგუზალს. კარგია საჭმლის მოსამზადებლად, ტანსაცმლის გასაშრობად და გასათბობად. როგორც ხედავთ სურათიდან, ერთ დიდ მორს რამდენიმე მცირე ნაპობ-მორს შემოუდგამენ და აუცილებლად ქარის მხრიდან.


მონადირეული




ინთება ორ გამომშრალ მორს შორის, რომლებიც ლაგდება ისე, რომ შესაძლებელი იყოს მათზე ჩაიდნის, ან ტაფის დადება. გამოიყენება ერთი კაცის საკვების მოსამზადებლად ძლიერი ქარის დროს, ან შეშის ნაკლებობისას. გამოყოფს დიდ სითბოს და იძლევა ბევრ წვრილ მუგუზალს.


ღობე




მოსაწყობად საჭიროა მიწაში ჩავასოთ ოთხი ნაპობი-სოლი, რომელთა შორისაც ღობისებურად ჩაიდგმევა მორები. კოცონი ინთება ქვემოდან. შეუძლია დიდხანს ენთოს. ცეცხლი ინთება ქარის მხრიდან. გამოყოფს განსაკუთრებით დიდ სითბოს, თუ ღობეში ნედლ და გამომშრალ მორებს შევუნაცვლებთ ერთმანეთს. ღობე გამოდგება ტანსაცმლის გასაშრობად


ბუხარი




ძალიან მოსახერხებელია ღამით გასათბობად. იწვის დიდხანს. ვიღებთ ოთხ მოკლე მორს და ჭისებურად ვალაგებთ მათ. შემდეგ ვაწყობთ სითბურ ეკრანს ქარის მხრიდან: ჭის ერთ მხარეს ვასობთ ორ დახრილ სოლს (გადახრილია გარე მხარეს), რომელზედაც ვალაგებთ მორებს. კოცონი ენთება ჭის შიგნით. წვის შედეგად ეკრანის ზედა მორები თანდათან ცურდებიან ქვემოთ, რაც უზრუნველყოფს კოცონის ხანგრძლივობას.
ბუხრის ვარიანტია რეფლექტორი (იხ. სურათი), ამ შემთხვევაში ჭის ნაცვლად გამოიყენება კოცონი მონადირე.


სამი მორი





ვიღებთ 2-2,5 მეტრი სიგრძის 3 მორს. თავიდან ვაწყობთ ორს ერთად, მათზე ვალაგებთ საწვავს (ხმელი ტოტები, გირჩები და ა.შ.) და ვუკიდებთ. როცა საწვავი კარგად აალდება, ზემოდან ვადებთ მესამე მორს. სასურველია თუ ეს მორი ქვედა მორებზე სქელი იქნება, რადგან უფრო სწრაფად დაიწვება. ასეთი კოცონი ანთია რამდენიმე საათის განმავლობაში. სამი მორი გამოდგება ძლიერი სიცივის დროს გასათბობად და გასაშრობად.


გისოსი




ინთება გამომშრალი და ნედლი შეშისგან. გამოდგება პრაქტიკულად ყველაფრისთვის. ანთია საკმაოდ დიდხანს.

სამნაპობიანი კოცონის დასანთებად გამოიყენება პირამიდა. ქვედა 2 ნაპობი იდება პარალელურად განლაგებულ მორებზე, რაც წარმოქმნის საქარეს. ასეთივე მორებზე იდება მესამე ნაპობი. კოცონს შეუძლია 2 სათზე მეტხანს გაძლოს დამატებითი საწვავის გარეშე.


ორმო




ამ ტიპის კოცონისთვის საჭიროა ორმოს ამოთხრა. სითბოს შესანარჩუნებლად კარგი იქნება, თუ ორმის ძირში ჩავალაგებთ ქვებს. ასეთ კოცონზე შეიძლება წყლის ადუღება და საჭმლის მომზადება. ორმო ზოგავს შეშას. ის ითხრება დაახლოებით 1 მეტრის სიღრმეზე.


ტრანშეა




გამოიყენება საჭმლის მოსამზადებლად ქარიან ამინდში ღია ადგილას (მაგ.: მინდორში). ამისთვის საჭიროა გავთხაროთ საჭირო სიგრძის და სიგანის პატარა ტრანშეა, რაც საშუალებას მოგვცემს დავდგათ მასზე კარდალა და სხვა საველე ჭურჭელი. ტრანშეას აქვს კონუსის ფორმა, ფართე ფუძე ქარის მხარეს კეთდება. ამ კოცონს არ სჭირდება ბევრი შეშა.
გარდა ამისა, მისი მეშვეობით შეიძლება გათბობაც. შეშის გახურების შემდეგ, ტრანშეას უნდა გადავაფაროთ გასხეპილი ნედლი ტოტები, მივაყაროთ მიწის თხელი ფენა და ბალახი (ფოთლები). შეგიძლიათ ზედ დაწვეთ და სითბოში დაიძინოთ.


ბოლი




კვამლის გამომცემი კოცონები გამოდგება სიგნალის მისაცემად და კოღოებისაგან დასაცავად. ჩვეულებრივ კოცონზე (სურათზე ჭაზე) შეშის ზემოდან ადებენ ნედლ წიწვოვან ტოტებს, ან მწვანე საფარს (ბალახი, ფოთლები) და უკიდებენ შიგნიდან.


რჩევები


კოცონი უნდა დაინთოს ღია ადგილას, ბუჩქებისა და ხმელი ბალახულისგან მოშორებით. კატეგორიულად აკრძალულია კოცონის დანთება საშუალო სიმაღლის წიწვოვან ტყეში, ან ტორფნარში.

კოცონი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჰაერით, წინააღმდეგ შემთხვევაში ცუდად დაიწყებს წვას და ახრჩოლდება.

კოცონის ჩაქრობის შემდეგ სითბოს შესანარჩუნებლად, საჭიროა მუგუზლებს მივაყაროთ ფერფლი და ცოტა მიწა. ამ შემთხვევაში სითბო 10 საათზე მეტხანს გამოიყოფა.

თუ დიდხანს უნდა გაჩერდეთ ცვლადი ამინდის პირობებში, კარგი იქნება თუ თან წაიღებთ ბენზინით გაჟღენთილ ნაჭრებს (პარკში შეფუთავთ), ან წვრილად დაჩეხილ მშრალ ტოტებს. ეს გაგიიოლებთ კოცონის დანთებას.

კარგი იქნება თუ ლაშქრობაში თან წაიღებთ სპეციალურ ასანთს, რომელიც ნებისმიერ ამინდში ინთება და არ სველდება. ჩვეულებრივი ასანთი და სანთებელა აუცილებლად უნდა შეფუთოთ საიმედოდ, რათა არ დასველდნენ.

თუ არ გსურთ კვალის დატოვება, შეგიძლიათ დაახლ. 10 სანტიმეტრზე მოხსნათ გრუნტი. ეს ფილები უნდა დადოთ ჩრდილში და დანამოთ წყლით. ღამისთევის ადგილის აშლისას კოცონის ამოჭრილ მცირე ტრანშეაში ყრით ნაცარს, ნახშირს და ზემოდან ადებთ გრუნტის ფილებს.


მასალა გადმოკოპირებულია საიტიდან ucnauri.com
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
სტუმარი_Rider Man_*
პოსტი Mar 23 2012, 01:40
პოსტი #95





სტუმარი


ნიკის ჩასმა
ციტირება



ძალიან საინტერესო და გამოსადეგი ხერხია ესე ცეცხლის დანთება და ზედ ადვილად და თავისუფლად საჭმლის თუ სასმელის მომზადება

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
სტუმარი_Rider Man_*
პოსტი Mar 23 2012, 08:09
პოსტი #96





სტუმარი


ნიკის ჩასმა
ციტირება



ეს არის ტანსაცმლის საკიდით და სხვა ნივთებისგან გაკეთებული ცეცხლის სანთები მოწყობილობა ადვილი გასაკეთებელია ძალიან ასანთები ხის მასალა კარგია ფიჭვი და კედარი

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
MIMINO
პოსტი Mar 23 2012, 09:03
პოსტი #97


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: !ბანდადებული!
პოსტები: 489
რეგისტრ.: 5-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(Rider Man @ Mar 23 2012, 02:40) *
ძალიან საინტერესო და გამოსადეგი ხერხია ესე ცეცხლის დანთება და ზედ ადვილად და თავისუფლად საჭმლის თუ სასმელის მომზადება




მაგარია მაგრამ ტყეში დრუჟბის წაღებას ზედადგარი წაიღო არ ჯობია? newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Mar 23 2012, 09:40
პოსტი #98


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Rider Man

მაგ ლეღვობა ვიდეოების ყურებას, ჯობია მამაპაპაურად ისწავლო ცეცხლის დანთება, ეგ უფრო გამოგადგება, ვიდრე მაგ დებილი ბურჟუების ვითომ ეფექტური ვიდეოები.

იმდენი არაპრაკტიკული რაღაცეებია მაგ იუთუბის ბევრ ვიდეოებში, შეიძლება გამოასირონ ისეთი ადამიანი, ვინც ვერ აზროვნებს ლოგიკურად
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Mar 23 2012, 10:04
პოსტი #99


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ის პირველი ვიდეო მაგა ღლეობაა მეორე ს არაუშავს ვეშოლკა დასაკეცი სკამი დანა და ვენოკი თუ მაქ ასანთი რაღა გახდა მაგის დედაც
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
სტუმარი_Rider Man_*
პოსტი Mar 23 2012, 11:20
პოსტი #100





სტუმარი


ნიკის ჩასმა
ციტირება



გამოუვალ სიტუაციაში არც ასანთია და არც ვეშოლკა მაგარ ტოტს მოჭრი ფეხსაცმლის თასმებს შეაბავ და ეგაა დაანთებ ეს ვიდეო უბრალოდ როგორ კეთდება დეტალურადაა აღწერილი და იმითომ დავდე თორემ არაა აუცილებელი ვეშოლკები და გარდერობები რაც შეეხება მეორე ვიდეოს სრულიად მისაღებია მარტო ტოტებით ხომ არ ინთება ცეცხლი რომ შენარჩუნდეს უნდა მორები დაპობილი და ახლა ერთი ხმელი ხე რომ მოჭრა და ეგრე გააკეთო არ სჭირდება ბენზოხერხი "დრუჟბა" ვფიქრობ გასაგებად დავწერე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

9 გვერდი V  « < 5 6 7 8 9 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th October 2025 - 07:07