კურდღელი, გარეული კურდღელი და მასზე ნადირობა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
კურდღელი, გარეული კურდღელი და მასზე ნადირობა |
![]()
პოსტი
#1
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 25 რეგისტრ.: 14-July 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
საქართველოში გვხვდება მხოლოდ ერთი სახეობა - რუხი კურდღელი. კურდღელი საშუალო ზომის ცხოველია, მისი წონა საშუალოდ 4-5 კგ-ს აღწევს. სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 10 წელია. სქესობრივ სიმწიფეს კურდღელი ერთი წლის ასაკში აღწევს, მაკეობს ძირითადად წელიწადში ორჯერ, მაგრამ არის შემთხვევები და განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში როდესაც მაკეობას ოთხჯერაც ასწრებს. ბადებს 2-3 თვალახელილ და ბანლით შემოსილ ბაჭიას. კურდღელს მუდმივი საცხოვრებელი ანუ სორო არ გააჩნია, იგი ბაჭიებს წყნარ და უსაფრთხო ადგილზე თოვებს და ხშირ-ხშირად აკითხავს მათ გამოსაკვებად. ბაჭიები დამოუკიდებელ ცხოვრებას თითქმის თვე-ნახევარში იწყებენ. კურდღელი ღამის ცხოველია, იგი საჭმელად ღამე გამოდის და იწყებს საკვების მოპოვებას, ვინაიდან მას როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ერთი საბინადრო ადგილი არ გააჩნია გათენება სადაც მოუსწრებს იმ ადგილზე პოულობს მოფარებულ ჩაღრმავებულ ადგილს და დღეს ძილში ატარებს, კურდღელი მხოლოდ მცენარეებით იკვებება, ზაფხულის პერიოდში ისინი ნორჩ ბალახს ეტანებიან, განსაკუთრებით უყვართ კულტურული მცენარეები ჯეჯილი, იონჯა და სხვა, ხშირად ბოსტნებშიც იპარებიან. ზამთრობით მათი საკვები ძირითადად ხის ნორჩი ახალგაზრდა ტოტები (ნეკერი) და ხის ქერქია. დღეს საქართველოში კურდღელზე ნადირობა მხოლოდ რეგისტრირებულ სამონადირეო მეურნეობებშია - სპეციალური ლიცენზიით დაშვებული. კურდღელი საქართველოში მეტნაკლები რაოდენობით ყველგან, მთაშიც და ბარშიც გვხვდება - მთაში მისი გავრცელების არეალი თითქმის 2500 - 2700 მეტრ სიმაღლემდე აღწევს, იგი ძირითადად ვრცელ გაშლილ ადგილებს, ბორცვებს, მთისწინებს და ნახევარუდაბნოებს ეტანება. მასთან შეხვედრა ტყის მასივებშიც შესაძლებელია. განსაკუთრებით უყვარს . მინდვრები სადაც მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობები. საქართველოში კურდღლის სიმრავლით პირველ ადგილზე კახეთი, მდინარეების ალაზნისა და ივრის მიმდებარე დაბლობები, შირაქის, ელდარის ნახევრადუდაბნოები იმყოფებიან. დასავლეთ საქართველოში კი ძირითადად ზემო იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის მთიანეთი გამოირჩევა. თუმცა, იგი მეტნაკლები რაოდენობით ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე გვხვდება. კურდღელზე ნადირობის უამრავი წესი არსებობს, საქართვეეოში ძირითადად ნადირობენ მდევრებით (ძაღლებით) და კვალზე ნადირობა(უძაღლოდ). მდევრებით კურდღელზე სანადიროდ ყველაზე მოსახერხებელი ადრიანი დილაა. როგორც ავღნიშნეთ კურდღელი ღამის ცხოველია, მას სადაც წამოათენდება იქ მოეწყობა და გაინაბება. ცნობილია რომ განაბული კურდღელი ძალიან უმნიშვნელო სუნს გამოსცემს, კარგად დაგეშილ ძაღლებს განაბული კურდღლის სუნის ყნოსვა 5 – 10 მეტრ მანძილზე შეუძლიათ. თავად კურდღელი მოახლოვებულ საფრთხეს და მოწინააღმდეგის სუნს შორ მანძილზე გრძნობს, ამიტომ უკეთესია სისხამ დილით კურდღელზე ნადირობისას ქარის საპირისპირო მიმართულებით ვიმოძრაოთ და ისე მოვჩხრიკოთ წინასწარ შერჩეული ტერიტორია. ასევე მნიშვნელოვანი მომენტია და წარმატებული ნადირობის საწინდარია ნადირობის ადგილზე დილით ადრე მისვლა, ისე რომ წინასწარ შერჩეულ ტერიტორიაზე მისვლისას დაგვათენდეს. კურდღელზე სანადიროდ სასურველი და საუკეთესოა წყნარი უქარო დილაა, თუ კი გამთენიისას ოდნავ წამოწვიმა ეს მისწრებაა, რადგან ამ დროს ნადირის სუნს მდევრები უფრო მძაფრად აღიქვამენ. ზამთარში საუკეთესოა ახალი გაუკვალავი თოვლი. კურდღელზე ნადირობისათვის არასაურველი ამინდია, როდესაც გვალვაა დ არ არის ნამი. ზამთარში ალაგ-ალაგ შემორჩენილია თოვლი და მიწა გაყინულია, ძლიერი წვიმის შემდეგაც ხშირად ნადირობა უშედეგოდ მთავრდება ხოლმე რადგან კვალი ირეცხება. საერთოდ რთულია და არახელსაყრელია ქარიან ამინდში ნადირობა. კურდღელზე სანადიროდ 2 – 3 ნომერი საფანტით დატენილი ვაზნები საუკეთესოა, თუმცა ზოგი მონადირე უფრო წვრილ 4-5 ნომერს იყენებს. რაც შეეხება ფარით ნადირობას იგი ბრაკონიერობად ითვლება და ისჯება კანონით! კურდღელზე ნადირობა დაშვებულია 1 ოქტომბრიდან 31 იანვრამდე. ჩემი აზრით ერთ-ერთი აზართული მოსანადირებელი ცხოველი არი განსაკუთრებით უფრო სასიამოვნა არი მდევრებით ნადირობა კურდღელზე ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#2
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 25 რეგისტრ.: 14-July 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ლინკი ტეგებში ჩასვი. პატივისცემით: ჩელე..... ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
იცავს წითელი წიგნი ასე რომ არანაირი ნადირობა კურდღელზე
![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#4
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 754 რეგისტრ.: 7-March 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
hunter777
წითელი წიგნი როდის მერე იცავს კურდგელს? ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#5
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#6
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
A.x.O.t.N.i.K.a
წყაროს არ მითითების გამო, გართხილება გაქვს! თუ არ მიუთითებ საერთოდ ბანს დაგადებ! უამრავ საიტებზე ნაკოპირები მასალით აქ ახალი თემის გახსნა, ამ ფორუმის შეურაცყოფაა დ მეტი არაფერი! |
|
|
![]()
პოსტი
#7
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
A.x.O.t.N.i.K.a
კარგად დაიწყე. ტემპი არ დააგდო. საჭირო ინფორმაციას დებ. წითელი წიგნი და შეზღუდვა სხვა საქმეა. მიკვირს აქამდე რომ არ იდო ეგ ინფორმაცია. აბა შენ იცი ხო კიდევ, ბიჭებმაც მოგვწერეს, წყარო მიუთითე, თორემ ინფორმაციის მოპარვაში დაგვადანაშაულებენ. |
|
|
![]()
პოსტი
#8
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ჭალიმგელა
ისე, აქამდე რატომ ევრ მოვიფიქრეთ, კურდღელზე ნადირობის თემის გახსნა, ვერ ვმუშაობთ რა სათანადოდ ![]() რას უშვება ხალხს, უსეზონობა და ნოსტალგიები ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#9
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ეხლა დავაკვირდი კურდღელზე რომ არაფერი გვედო
![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#10
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
ერთ შესწორებას შევიტან, მდევრებით ნადირობისას, გამთენიისას წვიმა კი არ არის მისწრება, ეგ პირიქით ღამის კვალს რეცხავს და მდევარს ფაქტიურად პოვნის შანსს არ უტოვებს, ასეთ დროს პოვნა უმეტესად შემთხვევით ხასიათს ატარებს, მარა დევნა მართლაც საუცხოვოა ხოლმე ,მერე ახალ ნაწვიმარზე, მისწრებაა ისეთი ამინდი როდესაც, წინა დღეს საღამოს პორზე იწვიმებს და მერე ცა მოიწმინდება მთელი ღამე.
|
|
|
![]()
პოსტი
#11
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
aragveli
მაგ პოსტის ავტორი საერთოდ კაცმა არ იცის ვინ არის და რაზე დაყრდნობით დაწერა ეგ მიკრო სტატია კურდღელზე. ეგ დაკოპირებული პოსტია საიდანღაც, იმდენ საიტზე დევს რომ პირველ წყაროს ვერ მივაგენი ავტორს ეტყობა გუგლის გამოყენება მაგრად დაუმუღამებია ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#12
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 25 რეგისტრ.: 14-July 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ბატონო {დავითუს} ამ საიტზე ახალი წევრი ვარ როგორც ხედავთ,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,გულით და სულით ბუნების და ნადირობის მოყვარული.
![]() ალეკ ზმა ეგ მართალია აბა რა, თუ კოკისპირული წვიმა არი კვალს საერთოდ ვერ ნახავს ძაღლები,, ცვარიანზე არი რაც არი. |
|
|
![]()
პოსტი
#13
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4 რეგისტრ.: 8-August 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
გუშინ ვესაუბრე გარემოს დაცვის სააგენტოს საიდანაც მივიღე ინფორმაცია ,რომ დაშვებულია კურდღელზე ლიცენზირებული ნადირობა,რისტვისაც მათ უნდა მიმართო განცხადებით.
|
|
|
![]()
პოსტი
#14
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,644 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
დაშვებულია კურდღელზე ლიცენზირებული ნადირობა,რისტვისაც მათ უნდა მიმართო განცხადებით. კაი რააა. მერე ისენი მოგვცემენ რკოს, მივუტანთ ღორს და მოვკლავთ კურდღელს.............არა??????????????? და როის იქნება ეგ ამბავი, ჩვენ რომ მივმართავათ და ისენი რომ პასუხს მოგვცემენ?.........გავა სეზონი და მერე გენებართვა შეუძლიათ ხელმოწერისთანავე შეიკეთონ. |
|
|
![]()
პოსტი
#15
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 01:09 |