დებულება "ნადირობის" შესახებ |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
დებულება "ნადირობის" შესახებ |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,604 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kvareli_tbilisi ![]() |
საქართველოს გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება N512 2005 წლის 7 დეკემბერი ქ. თბილისი ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, საკანონმდებლო დამატება, საქართველოს კანონები, 1997 წელი, N1-2/33-34/7) 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული დებულება – ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინის-ტრის 1998 წლის 19 აგვისტოს N95 ბრძანება („ეკოქრონიკა“, 1998 წ., 24 აგვისტო, N5(5), გვ. 1-4) „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. პაპუაშვილი დებულება ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1. დებულების რეგულირების საგანი წინამდებარე დებულება არეგულირებს ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესებს, ვადებსა და განსაზღვრავს მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალს. მუხლი 3. ნადირობის წესები 1. პირი, რომელიც ახორციელებს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობას, ვალდებულია თან იქონიოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. (05.09.2008 N 618). 11. პირი, რომელსაც გააჩნია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, უფლებამოსილია ინადიროს ამ მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებულ ბრძანებით განსაზღვრულ ცხოველებზე (ამავე ბრძანებით შესაბამის ცხოველებზე ნადირობისათვის განსაზღვრული ვადების დაცვით) გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გაცემის წლის 28 აგვისტოდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე. (05.09.2008 N 618) 2. ნადირობის ვადები განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით ,,ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების შესახებ”. 3. ნადირობა დაიშვება მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიებზე (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) – კანონით დადგენილ შემთხვევებში. 4. მოსაპოვებელი ცხოველის რაოდენობის დღიური ლიმიტია: (05.09.2008 N 618) 28 აგვისტოდან 15 თებერვლამდე ა) მწყერი – 20 ცალი; ბ) გარეული მტრედი – 10 ცალი; გ) ჩიბუხა – 5 ცალი; დ) ჩვეულებრივი გვრიტი – 10 ცალი; ე) ქედანი – 10 ცალი; ვ) გვინძი (გულიო) – 10 ცალი; 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე ზ) ტყის ქათამი – 7 ცალი; 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე თ) წყალმცურავები – (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, თეთრშუბლა იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – საერთო რაოდენობა 8 ცალი. 5. აკრძალულია ნადირობა იმ სასოფლო–სამეურნეო სავარგულებში, მინდვრებში, ბაღებსა და ბოსტნებში, სადაც მოსავალი აღებული არ არის.(05.09.2008 N 618) 6. სანიტარიულეპიდემიოლოგიური, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, სასოფლოსამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის, ბუნებრივი გარემოსა და სამეურნეო საქმიანობისათვის ზიანის აცილების მიზნით, სამინისტროს გადაწყვეტილებით ხორციელდება ცალკეულ სახეობათა გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირება. 7. ნადირობა აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში იმ სახეობებზე, რომლებიც არ არიან შეტანილნი ,,ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალში”. 8. აკრძალულია ნადირობა საქართველოს დაცული ტერიტორიების გარშემო ხუთკილომეტრიან ზონაში. 9. აკრძალულია ნადირობა საქართველოს შემდეგი ქალაქებისა და კურორტების გარშემო: თბილისის, სოხუმის, ქუთაისის, ბათუმის საზღვრებსა და საზღვრებიდან 5 კმ ზოლის ფარგლებში, გუდაუთის, ოჩამჩირის, ჭიათურის, რუსთავის, გორის, ტყიბულის, ზესტაფონის, გაგრის, ახალი ათონის, წყალტუბოს, ქობულეთის, ურეკის საზღვრიდან 2 კმ-ის რადიუსით; ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო მეურნეობის მთელ ტერიტორიაზე. 10. აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში, ნადირობის დროს გამოყენებულ იქნეს შემდეგი მეთოდები: ა) ლერწმის, ლელის, ისლისა და სხვა ყოველგვარი შამბნარის დაწვა; ბ) გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა; გ) ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების და სხვა საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან სრული განადგურება; დ) ცხოველთა მოპოვების მასობრივი საშუალებების – ყოველგვარი კუსტარული ან ფაბრიკული წესით დამზადებული ბადეების (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევისა), ხაფანგების, მარყუჟების, აგრეთვე ორმოების, სარეგვავების (სარეჯგველების), საწამლავის, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორების, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენება, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება; ე) ნადირობის დროს დევნა ლიპ თოვლზე, ყინულზე გამორეკვით, ღრმა თოვლში, მოჭრილ ლერწამზე ან ლელზე; ვ) ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით, აგრეთვე ნადირობა დამჯდარ (წყალზე, მავთულზე, ხებუჩქნარზე) გარეულ ფრინველზე, აგრეთვე მწოლიარე გარეულ ნადირზე; ზ) ღამით ნადირობა ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ნავებიდან და სხვა სატრანსპორტო საშუალებებიდან განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით; თ) სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული (ქანცგამოლეული, ბუმბულგაცვენილი, დამშეული) ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს; ი) ცხოველების ბუნაგებიდან გამოდევნა მათი შებოლვით ან დატბორვით, აგრეთვე სოროების გათხრით; კ) ცხოველთა მოპოვება სასროლი იარაღის გამოუყენებლად, ავტომანქანით, მოტოციკლეტით, თვითმფრინავით, ვერტმფრენით, კატარღით და სხვა სატრანსპორტო საშულებებით დევნის შედეგად მოქანცვამდე მათი მიყვანით; ლ) ნადირობა წინა პუნქტში მოყვანილი საშუალებებით და იარაღის გამოყენებით; მ) გარეულ წყალმცურავ ფრინველზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით); ნ) მსვლელობით ნადირობა მწკრივად; ო) მორეკვით (ე.წ. “ნომრებში ჩაყენებით”) ყოველგვარი გარეული ნადირისა და ფრინველის მოპოვება; პ) მსხვილი ჩლიქოსნების მოპოვება მცირეკალიბრიანი შაშხანითა და საფანტით. მუხლი 4. ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და საშუალებების ჩამონათვალი ცხოველთა სამყაროს ობიეტების მოპოვება დაშვებულია შემდეგი იარაღითა და საშუალებებით: ა) გლუვლულიანი სანადირო თოფებით (ცალლულიანი, ორლულიანი, მრავალვაზნიანი); ბ) ხრახნივლულიანი სანადირო თოფებით (ნახევრად ავტომატური კარაბინები, კარაბინები – იარაღის შეძენის შესაბამისი ნებართვის არსებობისას); გ) კომბინირებული სანადირო თოფებით (გლუვლულიანი და ხრახნივლულიანი, ლულების ნებისმიერი რაოდენობითა და კომბინაციით); დ) დამჭერი მტაცებელი ფრინველებით; ე) მწევრებით. მუხლი 5. ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვებისათვის აკრძალული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალი 1. აკრძალულია ნადირობა ცხოველთა სამყაროს ნებისმიერ ობიექტზე ნებისმიერ დროს: ა) ნებისმიერი საბრძოლო ხრახნივლულიანი ავტომატური ან სხვა იარაღით; ბ) სნაიპერული შაშხანებით; გ) ე.წ. ,,ღამის ხედვის” მოწყობილობათა გამოყენებით; დ) გადაკეთებული (ფაბრიკულ სტანდარტებთან შეუსაბამო) ნებისმიერი სანადირო იარაღით; ე) პნევმატური იარაღით. 2. აკრძალულია ადვილად აალებადი მასალებისაგან (ბამბა, ჩვარი, ქაღალდი) დამზადებული პიჟების ხმარება. 3. ნადირობა მე–3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე, აგრეთვე აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში, მეთოდებითა და მოწყობილობებით, ითვლება ნადირობის წესების დარღვევად. (05.09.2008 N 618) |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 18:43 |