სიონი, 28 ივლისი, ფესტივალი ,,სიონის ზარები,, |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
სიონი, 28 ივლისი, ფესტივალი ,,სიონის ზარები,, |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მოკლედ რა ხდება: ხვალ ანუ 28 ივლისს, სიონში ტარდება ფესტივალი ,,სიონის ზარები,, სადაც წამყვანის როლში მოგევლინებით. ვისაც სურვილი გექნებათ, კი შეგიძლიათ წამობრძანდეთ. თვითონ კონცერტი იწყება 6 საათზე. თეონა ქუმსიაშვილის სახელობის ფესტივალია. მანამდე რაღაც ღონისძიებებია დაგეგმილი გართობა და პური-ჭამაც მგონი. ჰოდა 12 საათზე მე უკვე იქ უნდა ვიყო. წამოიღეთ ( თუ წამოხვალთ ) ონკესები, მანამდე გაერთობით....
![]() პატივისცემით: მე..... ესეც ინფო ფაცედან: დაუვიწყარი შაბათ კვირა სიონში მოგესალმებით და შეგახსენებთ, რომ საქართველოს კულტურის სამინისტრო, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია და თიანეთის მუნიცპალიტეტის გამგეობა, 2012 წლის 28 ივლისს გეპატიჟებათ დაბა სიონში ავტორ–შემსრულებელთა ფესტივალის “სიონის ზარები” გალა-კონცერტზე. ამ დღეს საფესტივალო სცენის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა ახალი წიგნებისა და ტრადიციული რეწვის ნიმუშების გამოფენა–გაყიდვა. ადგილობრივი ნატურპროდუქტის (მათ შორის დამბალი ხაჭოს) გამოფენა–გაყიდვა. წყალსაცავის ზემოთ მოეწყობა სწრაფი კვების ობექტები, სადაც მსურველებს შეეძლებათ დააგემოვნონ ხინკალი, კეცეულები, ნატურპროდუქტი და გამაგრილებელი სასმელები. მოეწყობა სპორტული ღონისძიებები მათ შორის წყალჯომარდობა. მსურველთათვის შესაძლებელი იქნება თევზაობა, ტბაზე გასეირნება წყლის ველოსიპედებით და მზის აბაზანების მიღება. საღამოს 6 საათზე დაიწყება ფესტივალის გალა–კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ფესტივალის პირველი ტურის გამარჯვებულები და ასევე სტუმრის სტატუსით მოწვეული კოლექტივები და ინდივიდუალური შემსრულებლები. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st July 2025 - 22:31 |