მწყერზე ნადირობა: "მანოკი ჩვენი ტკივილია", 26 . 08 . 2012 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
მწყერზე ნადირობა: "მანოკი ჩვენი ტკივილია", 26 . 08 . 2012 |
![]()
პოსტი
#1
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
საქართველოს ისედაც ღარიბ სანადირო სავარგულებს , ახლა უკვე საერთოდ გადაშენების პერსპექტივა დაემუქრა........
ზახარა მე და ბატონი გია ადიკაშვილი შევხმიანდით , მოვითათბირეთ და გავემართეთ კიდევაც, თვალუწვდენელ , ფერწერული პეიზაჟებით მდიდარ მხარეში........ ![]() ზახარა თავისი ჯიშიანი მეძებრის სწორად გეშვასა და "დაყენებაზე" ფიქრობდა და არა 60-70 გრამ ფრთებიან ხორცის ნაჭერზე ! ბატონი გია ადიკაშვილი. ექსპერტ კინოლოგი, კანონმორჩილი მონადირე და შესანიშნავი კომპანიონი ნადირობისას. ![]() პოინტერი "ჯილდა" დღეს თავის ამპლუაში იყო ფაქტია ...... ![]() ინგლისური სეტერი "ჩარლი", ნამდვილად ყურადღების ღირსია , დღეს კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა თავისი წარმომავლობა და ფრინველზე ნადირობის ჭეშმარიტი სტილი... პ.ს. თავი მას მერე გაიგიჟა რაც ცხვირში მწყრის სისხლი ჩავაწვეთეთ ![]() ![]() ![]() ![]() ბ.ნ. გია "აი ამხელა მწყერი იყო მაგრამ, დედალი იყო და არ ვესროლე" ![]() ![]() დილის ნადირობას, მოკრძალებული შედეგით, მოყვა მონადირული ტრადიციული "პურის-ჭამა" ![]() ![]() ნუ რათქმაუნდა მწყრის შელოცვის გარეშე როგორ იქნებოდა... ![]() მე და ბატონი გია ![]() მთელი დღე სიგრილე ! შესანისნავი ნიავი, თავზე ერთი-ორმა მტრედმაც გადმოგვიხაზა...და შედეგიც... ![]() ეს კი მთელი დღის შედეგი, 299 მწყერი... ![]() ![]() სამახსოვროა მაინც ფოტო.... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ეს ბარგი ალბათ მეტყველებს იმაზე, რომ ახლო მახლოში ნამდვილად არ ვიყავით სახლებიდან მოშორებულები...... მაგრამ ძაღლების მუშაობამ წარუშლელი შთაბეჭდილებები დაგვიტოვა, ეს იყო კლასიკური ფრინველზე ნადირობის მორიგი, მაგრამ უმშვენიერესი დღე. აქ იყო წარმოდგენილი: პოინტერისა და ინგ. სეტერის ნაბული დუეტში, სეკუნდირებები, ორი ინგ. სეტერის სინქრონული შეხამებული მუშაობა მწყერზე, მშვენიერი მანძილები ყნოსვაში და განუმეორებელი ნაბულები (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, განუმეორებელი) ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 17:06 |