რჩევები ავტომოყვარულებს, მხოლოდ მაღალგამავალი ავტომობილები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
რჩევები ავტომოყვარულებს, მხოლოდ მაღალგამავალი ავტომობილები |
![]()
პოსტი
#16
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,204 რეგისტრ.: 17-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ყოჩაღ ჩელე, საჭირო ინფორმაციები მოგიგროვებია,
![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#17
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
აბა სასარგებლო ინფორმაციები შევმატოთ ფორუმს:
ავტომობილის საბურავებისა და დისკების ზომები და სხვა მახასიათებლები თუ თქვენ ხართ ავტომობილის მფლობელი, ადრე თუ გვიან აუცილებლად მოგიწევთ საბურავების შეცვლა. ამიტომ მნიშვნელოვანია, იცოდეთ მათი შერჩევა. საბურავები არა მხოლოდ ზომისა და ტიპის მიხედვით უნდა მოერგოს თქვენს ავტომობილს, არამედ ასევე უნდა შეესაბამებოდეს მის მაქსიმალურ სიჩქარეს და უზრუნველყოფდეს ავტომობილის მყარ შეჭიდულობას გზასთან. დისკები ძირითადი ზომები: ![]() Uploaded with ImageShack.us A - დისკის სიგანე, გამოისახება დუიმებში; R - დისკის დიამეტრი; ET - მანძილი დისკის სიმეტრიის ცენტრალური ღერძიდან დისკის მორგვთან შეხების სიბრტყემდე (შეიძლება იყოს დადებითიც, და უარყოფითიც, როცა თვალი ეხება მორგვს სიმეტრიის ღერძიდან მარცხნივ; Q - სამაგრი ნახვრეტების რაოდენობა _ რაოდენობა ჭანჭიკებისა, რომლებზეც მაგრდება დისკი; D - დისკის ცენტრალური ნახვრეტის დიამეტრი. საბურავები 205/65/R17/87/T 1 2 3 4 5 6 1 - საბურავის სიგანე, გამოისახება მილიმეტრებში (ფართო საბურავები უფრო ლამაზად გამოიყურება, მაგრამ სამაგიეროდ საწვავის ხარჯს ზრდიან); 2 - საბურავის სიმაღლე, იზომება სიგანის პროცენტებში (რაც უფრო მცირეა ეს მაჩვენებელი, მით “დაბალპროფილიანია” საბურავი); 3 - საბურავის ტიპი, R ნიშნავს რადიალურს; 4 - საბურავის შასჯდომი დიამეტრი, გამოისახება დუიმებში; 5 - დატვირთვის (ტვირთმზიდობის) ინდექსი; 6 - სიჩქარის ინდექსი. ასევე შეიძლება იყოს ინდექსები: C - მიუთითებს იმაზე, რომ საბურავი განეკუთვნება გაძლიერებულის კატეგორიას; M+S - აღნიშნავს მომატებული განვლადობის საბურავს; MT - ტალახის საბურავი TL - უკამერო საბურავი; TT - კამერიანი საბურავი. ხშირად საბურავზე მიუთითებენ წარმოების თარიღს ფორმატით -- კვირა, წელი. მაგ., 4007 – მეორმოცე კვირა 2007 წლის. სიჩქარის ინდექსები ინდექსი სიჩქარე (კმ/სთ) I 100 K 110 L 120 M 130 N 140 P 150 Q 160 R 170 S 180 T 190 H 200 V 210 VR 210 - 240 ZR 240 - ზე მეტი დატვირთვის ინდექსები ინდექსი კგ ინდექსი კგ 60 250 90 600 61 257 91 615 62 265 92 630 63 272 93 650 64 280 94 670 65 290 95 690 66 300 96 710 67 307 97 730 68 315 98 750 69 325 99 775 70 335 100 800 71 345 101 825 72 355 102 850 73 365 103 875 74 375 104 900 75 387 105 925 76 400 106 950 77 412 107 975 78 425 108 1000 79 437 109 1030 80 450 110 1060 81 462 111 1090 82 475 112 1120 83 487 113 1150 84 500 114 1180 85 515 115 1215 86 530 116 1250 87 545 117 1285 88 560 118 1320 89 580 119 1360 |
|
|
![]()
პოსტი
#18
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
საჭესთან ზამთარში ზამთარში ავტომობილის მართვა გაცილებით რთულია და მძღოლისგან მოითხოვს მეტ ყურადღებას, ოსტატობას და იმ მინიმალურ ცოდნას მაინც, რომელიც უზრუნველყოფს მისი და მის გარშემომყოფთა უსაფრთხოებას. თავდაპირველად მიხედეთ ავტომობილს. დაუყენეთ ზამთრის საბურავები და შეამცირეთ წნევა მათში რამდენიმე ხაზით (თოვლიან ან მოყინულ გზებზე მაქსიმუმ 5 ხაზი); შეძლებისდაგვარად შეამოწმეთ მუხრუჭთა მოქმედების თანაბარზომიერება; დარწმუნდით, შეესაბამება თუ არა ძრავის ზეთი მოსალოდნელ მეტეოროლოგიურ პირობებს. ყინვაში უმჯობესია “სინთეტიკა”, როგორც ნაკლებად ბლანტი; შუშების გასაწმენდ ბალონში შეცვალეთ სითხე (გააზავეთ საჭირო კონსისტენციამდე); შეამოწმეთ ანტიფრიზის ვარგისიანობა. იგი არც უფერო უნდა იყოს, არც ძალიან მუქი, ვარგისია გამჭვირვალე, მკვეთრი ცისფერი, მკვეთრი ვარდისფერი ან მკვეთრი მწვანე; ფარები და უკანა ფანრები უნდა იყოს იდეალურ მდგომარეობაში; ნესტისა და მარილიანი თოვლისგან დასაცავად ჩააფინეთ მანქანაში ბორტებიანი რეზინის საფენები; ძლიერი ყინვის დროს უმჯობესია მანქანა არ დააყენოთ ხელის მუხრუჭზე, რადგან შეიძლება მიეყინოს. ადგილიდან დაძვრა მოლიპულ გზაზე მანქანა დაძარით მაქსიმალურად თანაბარზომიერად და მეორე სიჩქარით. ზამთარში, როგორც წესი, უნდა იმოძრაოთ ჩვეულებრივზე 10-15 კმ/სთ-ით უფრო ნელა, დაშორება წინა ავტომანქანასთან კი უნდა იყოს ჩვეულებრივზე 2-ჯერ უფრო მეტი. დიდ პრობლემებს ქმნის ზამთარში ნამქერი გზაზე, ხშირად ხდება დიდ თოვლში ჩარჩენა. არსებობს ამ პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის რამდენიმე წესი. ღრმა თოვლიდან გამოსვლა მთავარია სრულად არ გამოიყენოთ გაზის პედალი. სწრაფად მბრუნავი ბორბალი ადნობს თოვლს და უფრო ღრმად ეშვება საბურავი თოვლში. ნამქერიდან გამოსვლა განახორციელეთ მხოლოდ მანქანის ე.წ. ტორტმანით წინ და უკან, ამავე დროს ნაზად იმუშავეთ გაზის პედლითა და ე.წ. “სცეპლენიეთი”. ბორბლების მოძრაობის ადგილი გაათავისუფლეთ თოვლისგან და იმ ადგილას დააფინეთ სალონის იატაკის საფენები. გორაკიდან დაშვება. ამ დროს არავითარ შემთხვევაში არ იმოძრაოთ ნეიტრალური სიჩქარით. უმჯობესია გადახვიდეთ უფრო დაბალ გადაცემაზე გზასთან უფრო მჭიდრო შეჭიდულობისთვის. დაშვების დამთავრების წინ გამოიყენეთ წყვეტილი დამუხრუჭება – მუხრუჭის პედალზე ხშირი და ხანმოკლე დაწოლა. გორაკზე ასვლა. გორაკზე ასვლა მოითხოვს მანქანის ცოტათი ქვემოთ გაქანებას (“რაზგონს”). წინააღმდეგ შემთხვევაში გარკვეულ წერტილში თვლების შეჭიდულობა (“სცეპლენიე”) არასაკმარისი იქნება და მანქანა დაიწყებს ბუქსირებას. წინ თქვენ ვეღარ ახვალთ და დგება ყველაზე სახიფათო _ უკან დაშვების მომენტი. ამ შემთხვევაში გამორიცხეთ პანიკა და მუხრუჭის პედალზე ხანგრძლივი დაჭერა. ამით შესაძლოა სრულიად დაკარგოთ ავტომობილის მართვაზე კონტროლი. გამოიყენეთ გორაკიდან დაშვების წესი – მუხრუჭის პედალზე ხშირი და ხანმოკლე დაწოლით დაეშვით უკან, საჭის მარჯვნივ ან მარცხნივ მკვეთრი, პანიკურად ტრიალის გარეშე, რაც ასევე აგაცილებთ მართვაზე კონტროლის დაკარგვას. დასაშვებია მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ფრთხილად, მცირე მობრუნებით საჭის ერთ ან მეორე მხარეს მოტრიალება. თუ გაქანება უშედეგო აღმოჩნდა, მაშინ წინაამძრავიანი მანქანით გორაკზე ასვლა შეიძლება უკანა სვლით, თუმცა ეს თქვენგან გარკვეულ გამოცდილებას მოითხოვს. სამაგიეროდ ვერ ასვლის შემთხვევაში დაშვება ბევრად ადვილია, თუმცა არც მთლად უხიფათო. ნამქერიდან გამოსვლა. ამ დროს ყველაზე მთავარია არ გააკეთოთ მკვეთრი მოძრაობები და არავითარ შემთხვევაში არ დაამუხრუჭოთ. საჭე ატრიალეთ ნამქერის მხარეს და იყურეთ იმ ადგილისკენ, სადაც გინდათ, რომ გახვიდეთ. თუ თქვენი ავტომობილი წინამძრავიანია, მიეცით ცოტა გაზი; თუ უკანამძრავიანი, - ხშირად და რითმულად დააწექით და აუშვით მუხრუჭის პედალს. თუ ატყობთ, რომ ნამქერი შემცირდა, მაშინვე გაასწორეთ საჭე. მნიშვნელოვანია ზამთრის პერიოდში გვახსოვდეს, რომ დედაქალაქში, დასახლებულ თუ დაუსახლებელ ადგილებში, ჩქაროსნულ თუ მეორად მნიშვნელოვან გზებზე არის გზის ისეთი მონაკვეთები, სადაც ადგილობრივი კლიმატის გამო თვალისთვის შუმჩნევლად გზა ნამიანდება (მათ შორის მაღალი სინოტივით გამორჩეულ ადგილებში - მთიან რეგიონებში, ნისლიან ამინდში), ან ბუნებრივად თუ სხვა მიზაზთა გამო მომდინარე წყლები სავალი ნაწილის გარკვეულ მონაკვეთს ასველებს ან პირდაპირ ჩამოედინება მასზე და შემდგომ იყინება. გამოუცდელი მძღოლი, დარწმუნებული, რომ ირგვლივ არც თოვლია და სავალი ნაწილიც მშრალია, მოულოდნელი მოცურებისას შეიძლება აღმოჩნდეს მრავალმხრივი საფრთხის წინაშე, ექსტრემალურ ვითარებაში, რომლის მშვიდობიანი დასასრულიც მეტწილად მძღოლის იღბლიანობაზეა დამოკიდებული. და ბოლოს, გავიმეორებთ მრავალჯერ ნათქვამს, რომ წელიწადის ნებისმიერ დროს, განსაკუთრებით კი ზამთარში გადაჭარბებული სიჩქარე და ავტომობილის უყურადღებოდ მართვა ერთერთი მიზეზია გარდაუვალი ავარიისა. |
|
|
![]()
პოსტი
#19
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ეს საიდან დააკოპირე ვეჟო
![]() 4WD მანქანების ამბავში, ზემოთ მოყვანილი მეთოდების გამოყენებამ შეიძლება უფრო დაამძიმოს სიტუაცია, ბლოკირებები და ამბები სულ სხვანაირად მოქმედებს მოლიპულ, ნამქერიან და თოვლიან გზაზე გამავლობაზე სათითაოდ სიტუაციი განხილვა ჯობია, ვინ როგორ და ა.შ. მე მაგრა მეზარება მაგეებზე დისერტაციის დაცვა, დიდი გამოცდილებაცარ მაქვს მაინცდამაინც ყველაზე მთავარი წესი მაინც მიგიწერია ბოლოს, დაბალი სიჩქარე და ყურადღება ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#20
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
Davitus
ვეჟოოოო, აქ ჩვეულებრივ სედანზეც არის ლაპარაკი. შენ მაინცდამაინც ნუ მიდიხარ ამ ბლოკირებებზე და ჯიპებზე.... ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#21
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,644 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ჩელე
ნუუუ მოკლედ ........... სიტყვები არ მყოფნის........ ბრავისიმო ჯიმააა.... (მაგრამ პაკლონი არ გააკეთო ეხლა, კლავიატურას არ ჩამოარტყა )............ მშვენიერი თეორიული გაკვეთილია ჩემო ჩელე, ჩაინიკებისთვისაც და იმათთვისაც ვისაც თავი "ასი" გონია. იშრომა კაცმა, იწვალა და ეს ინტრიგანი მეგრელები ( გვარს არ დავასახელებ, არც ჩემსას და არც მისას) ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#22
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
sabo73
არა რა, იმ მოლიპულ თოვლზე რომ ვისრიალეთ შენი მანქანით და კინაღამ გადაგვჩეხე ის არ გაგახსენო ახლა, უჯინ სი ხოდა ახლა ეგ სედანის თეორიები იზეპირე შენ და მერე შენს ოთხივემავალზე გამოიყენე და უარეს ფიგურულ სრიალს გვანახებ, ჩემდათავად შენს მანქანაში თოვლიან გზაზე ჩამჯდომის კიდე ![]() იმედია საბურავები მაინც გამოცვალე ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#23
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
ციტატა თუ გაქანება უშედეგო აღმოჩნდა, მაშინ წინაამძრავიანი მანქანით გორაკზე ასვლა შეიძლება უკანა სვლით, თუმცა ეს თქვენგან გარკვეულ გამოცდილებას მოითხოვს. სამაგიეროდ ვერ ასვლის შემთხვევაში დაშვება ბევრად ადვილია, თუმცა არც მთლად უხიფათო. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ციტატა მნიშვნელოვანია ზამთრის პერიოდში გვახსოვდეს, რომ დედაქალაქში, დასახლებულ თუ დაუსახლებელ ადგილებში, ჩქაროსნულ თუ მეორად მნიშვნელოვან გზებზე არის გზის ისეთი მონაკვეთები, სადაც ადგილობრივი კლიმატის გამო თვალისთვის შუმჩნევლად გზა ნამიანდება (მათ შორის მაღალი სინოტივით გამორჩეულ ადგილებში - მთიან რეგიონებში, ნისლიან ამინდში), ან ბუნებრივად თუ სხვა მიზაზთა გამო მომდინარე წყლები სავალი ნაწილის გარკვეულ მონაკვეთს ასველებს ან პირდაპირ ჩამოედინება მასზე და შემდგომ იყინება. გამოუცდელი მძღოლი, დარწმუნებული, რომ ირგვლივ არც თოვლია და სავალი ნაწილიც მშრალია, მოულოდნელი მოცურებისას შეიძლება აღმოჩნდეს მრავალმხრივი საფრთხის წინაშე, ექსტრემალურ ვითარებაში, რომლის მშვიდობიანი დასასრულიც მეტწილად მძღოლის იღბლიანობაზეა დამოკიდებული. აი ჩვენი ავტობანია მაგ მხრივ საკმაოდ სახიფათო |
|
|
![]()
პოსტი
#24
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,644 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
sabo73 არა რა, იმ მოლიპულ თოვლზე რომ ვისრიალეთ შენი მანქანით და კინაღამ გადაგვჩეხე ის არ გაგახსენო ახლა, უჯინ სი იმედია საბურავები მაინც გამოცვალე ![]() უჰ მაგას რა დამავიწყებს ჯიმა, მაგრამ მაშინ 3 ( მე-3 ჭაჭა იყო ![]() ![]() არა ჯერ არ გამომიცვლია საბურავები და შავ დღეში ვარ, რა მეშველება არ ვიცი. ![]() ჰო კაი გამახსენდა ეხლა, ვინმეს თუი გაქვენ 16-იანი საბურავები გასაყიდად, შემიძლია შევიძინო განვადებით ან გავცვლი ბიჭების წარმატებულად გასაკეთებელ ნახაზებში. ნახაზები დატესტილია და უეჭველი. ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#25
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 415 რეგისტრ.: 28-September 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: შორს, დიდ თების იქით. ![]() |
ამიტომ არის კარგი რამე თრექშენ კონტროლი და სთაბილითი ცონთროლი კარგი რამე... ავტობანზე მივდიდოი ნიუ რიკიდან ქალაქგარეთ, ნისსან ალტიმათი, წინა წამყვანი თველბით. საღამოს საათები იყო და გზაზა დაახლობით 5 სანტენტრიანი ჭყაპი იდო + საზიზღარი გაცვეთილი საბურავები მეყენა. სადაც მოცურება მოინდომა იქ სოწრედ იდალურად და დრიულად მუშაობდა ეს სისტემა, პრაქტიკულად არ აძლევდა მანქანს მოცურების საშვალებას... ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ზამთრის საბურავები და ფულთაიმი რო ყოფილიყო რა იქნებოდა. ალბათ არც ისე დაძაბული არ ვიქნებოდი საჭეზე როგორც ჩემს მანქანზე ვიყავი.
პ.ს. აქ რო თოვლი მოდის ბაკურიანში არ მოდის მგონი... ხუმრობის გარეშე. |
|
|
![]()
პოსტი
#26
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
dato 85
მანდ როგორც ვიცი, დიდ ყურადღებას აქცევენ რა საბურავებით დადიხარ, არავინ არაფერი გითხრა დავიჯერო "საზიზღარი გაცვეთილი საბურავების" გამო ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#27
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,710 რეგისტრ.: 20-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: TBILISI ![]() |
Davitus
არა რა, იმ მოლიპულ თოვლზე რომ ვისრიალეთ შენი მანქანით და კინაღამ გადაგვჩეხე ის არ გაგახსენო ახლა, უჯინ სი რავარც მახსოვს შენ გეძინა მაშინ ![]() ზატო მე იმ დღის შემდეგ თვალს ვეღარ ვხუჭავ ისე ძაან გავახილე ![]() უფფფ რა იყო მაინც ჰა ის გზაააა ![]() თან მაშინ პირველად ვნახე კაპოტზე დალაგებული 4 წყვილი თვალი (უკან მომავალ მანქანაზე) იმიტომ იყო მერე იმ იხვებს რო ვერ ვესროლეთ ისე გვიკანკალებდა ხელი ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#28
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 415 რეგისტრ.: 28-September 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: შორს, დიდ თების იქით. ![]() |
dato 85 მანდ როგორც ვიცი, დიდ ყურადღებას აქცევენ რა საბურავებით დადიხარ, არავინ არაფერი გითხრა დავიჯერო "საზიზღარი გაცვეთილი საბურავების" გამო ![]() დამიჯერე არავინ არაფერს აქცევს ყურადღებას... ნუ ტექდათვალიერბაზე რაღაცას გეტყვიან თუ ძააან ცუდათ არის საქმე. ყველაზე მაკცრად გამობოლქვის შემოწმება მიდის, აი მაგზე მართლაც არის კონტროლი. მარა საბურავევბზე ნაკლებად. ტექ-სათვალიერაბით აქ კერძო ფირმბია დაკავებულია რომელტაც სახელმწიფო ლიცენზია აქვთ ნაყიდი. |
|
|
![]()
პოსტი
#29
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
dato 85
აჰა, გასაგებია, ე.ი ბაიკებია ეგ ყველაფერი ![]() მე კი მართლა დავიჯერე |
|
|
![]()
პოსტი
#30
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 415 რეგისტრ.: 28-September 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: შორს, დიდ თების იქით. ![]() |
Davitus
ისე ყველა შტატში სხვადსხვა კანონებია და დიდი სხვაობაა ხოლმე. ნიუ იროკის შტატში ეგეთი საქმები ემგრანტების ხელშია, განსაკუთრებით ყოფილ საბჭოთა კავშირის ხალხების ხელში. მაგათ კიდე აფერისტობა ცხორების წესად ააქვს და ხშირია კანონის გვერდით ავლა. სხვა შტატებში როგორ არის ვერ გეტყვი, თუ რუსები არ ურევიან დიდი შანსია რო კარგად იქნება საქმე. ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 05:45 |