Lebeau-Courally, ლებო-კურალი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
Lebeau-Courally, ლებო-კურალი |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 691 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ლებო არის ერთ-ერთი მსოფლიო ბრენდთაგანი, რომელმაც ყველა ჯურის მონადირეთა საყოველთაო სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. როგორც ვხედავთ, ბელგიელ მეიარაღეთა მიერ დამზადებული გლუვლულიანი სანადირო თოფები, საუკეთესო ხარისხით და საშუალო ფენის მყიდველისთვის შედარებით მისაღები ფასებით ხასიათდება. ამის ბრწყინვალე მაგალითია ფრანკოტი, ლეპაჟი, დეფურნეი, დემულინი და სხვ.
ამჯერად შევჩერდებით ლებო-კურალიზე. ოგიუსტ ლებო (Auguste Lebau) ![]() ოგიუსტ ლებომ 1865 წელს დაარსა საკუთარი იარაღის ქარხანა. მანამდე იგი უკვე ცნობილი იყო, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მეიარაღე არჟენტში (Argente) (ლიეჟის დიდი გარეუბანი), კერძოდ, როგორც მაღალი კლასის სანადირო თოფების დამამზადებელი. 1866 წლიდან უკვე არსებობს "ლებოს სახლი". 1896 წელს ლებოს გარდაცვალების შემდეგ, კომპანიას სათავეში ჩაუდგა მისი კომპანიონი და აგრეთვე იარაღის წარმოების დიდი თეორეტიკოსი ფერდინანდ კურალი (Ferdinand Courally). სხვათაშორის კურალი არის ავტორი 1931 წელს გამოცემული იმ დროისთვის ძალიან ცნობილი წიგნის "სანადირო იარაღი და მისი სროლის ტექნიკა" ("The Weapons of Hunting and their Shooting") (თუ ვინმეს შეგიძლიათ უკეთესად სათაურის თარგმნა, მომწერეთ). აღნიშნულით იქნა განპირობებული ის, რომ 1902 წელს კომპანიამ შეიცვალა სახელი და იწოდა როგორც "ლებო-კურალი", რითაც საბოლოოდ უკვდავჰყოფილ იქნა ამ ორი დიდი მეიარაღის სახელი. კურალიმ 1919 წელს დატოვა მმართველი პოსტი და ფირმა გადაკეთდა დახურულ საზოგადოებად "SA Continental Auguste Lebeau-Courally", რომელსაც სათავეში ინგლისელი ფილიპ რივი (Philippe Reeve) ჩაუდგა. ამ პერიოდიდან მოყოლებული ლებო-კურალის სახლს სხვადასხვა მფლობელი ჰყავდა. საბოლოოდ, 1956 წელს იგი შეიძინა ჟოზეფ ვერეემ (Joseph Verrees), რომელიც იმ დროისთვის ასევე ლიეჟელ მეიარაღეს წარმოადგენდა. 1982 წელს ჟოზეფ ვერეეს გარდაცვალების შემდეგ, ფირმის მმართველობა მისმა დისწულმა ანა-მარია მოერმანს-რამაკერსმა (Anne-Marie Moermans-Ramakers) ჩაიბარა. საბოლოოდ ფირმის სახელწოდება განისაზღვრა შემდეგნაირად - SA VERREES & Co - LEBEAU-COURALLY. ლებოს აღიარების ერთ-ერთი მტკიცებულებაა მისი გამარჯვებები საერთაშორისო კონკურსებსა და სიმპოზიუმებში, როგორებიცაა: ფილადელფიის პირველი პრიზი (1876)(First prize at the Philadelphia Centennial Exposition 1876), პარიზის ღირსების დიპლომი და ორდენი (1878) (le Diplôme d'Honneur et la Médaille d'Or at the Paris Exposition 1878) და სანკტ-პეტერბურგის არჟენტის დიდი მედალი (1897) (la Grande Médaille d'Argent de Saint Petersbourg (the highest honor 1897). რაც შეეხება ლებო-კურალის მიერ დამზადებულ თოფებს, ისინი გამოირჩევიან საუკეთესო ბალანსით, მსუბუქი წონით, სიზუსტით და გამძლეობით. ამავე დროს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გრავირებას. გრავირების ხარისხს და დახვეწილობას ლებო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს. ინდივიდუალური შეკვეთით თოფის დამზადება ხანგრძლივ და შრომატევად საქმეს წარმოადგენს, რასაც მისი შემქმნელი ოსტატი არაერთ დღესა და ხშირად თვეს ანდომებს. სწორედ ამის შედეგია ლებო-კურალის თოფების უმაღლესი ხარისხი და საყოველთაო აღიარება. ლებოს გლუვლულიანი თოფები გვხვდება სტარდანტული ყალიბებში: 12, 16, 20, 28 და .410 სავაზნე კოლოფი გათვლილია 70 მმ-ზე. სალულე მასალად გამოიყენება ვალრეინის (Walhreyne) კომპრესირებული ფოლადი. კონდახი მზადდება სხვადასხვა მასალისგან, თუმცა ერთ-ერთი გავრცელებული მასალაა ბერძნული კაკალი. კონდახის მასალა ასევე მოყვანილობა დამოკიდებულია შემკვეთის გემოვნებაზე. შესაბამისად, შეიძლება იყოს როგორც პისტოლეტური, ისე ინგლისური (სწორსაკისურიანი). კონდახი მუშავდება განსაკუთრებული სიბეჯითით, ცვილისა და სპეციალური ზეთების გამოყენებით, რათა უზრუნველყოფილი იქნას მისი ხანგრძლივი ექსპლუატაცია. სასხლეტების მიხედვით: შესაძლებელია დამკვეთის სურვილისამებრ, თოფის როგორც ორსასხლეტიანი, ისე ერთსასხლეტიანი მექანიზმით აღჭურვა. ლებო-კურალის ე.წ. შტუცერები გვხვდება შემდეგ ყალიბებში: 7 X 65R - 8 X 57 JRS - 9,3 X74R - 30-06 - .375HH - .458Win და .470NE ლებო-კურალის ლეგენდარული იარაღის წარმოება საბედნიეროდ არ შეწყვეტილა. დღეს-დღეობით ლებოს თოფებს ინდივიდუალური შეკვეთებით აწარმოებს კომპანია "Continental Fire Arms" ("კონტინენტური ცეცხლსასროლი იარაღი"). აღნიშნული კომპანია ოფიციალურად ფლობს ბრენდს "Lebeau-Courally". კომპანიის სრული მისამართია: Continental Fire Arms Rue Saint-Gilles, 386 B-4000 Liège BELGIQUE Tél.: 32(0)4 252 48 43 252 02 11 Fax : 32(0)4 252 20 08 GSM : 075/73 12 04 Web : www.lebeau-courally.com e-mail : info@lebeau-courally.com |
|
|
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 691 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ლებო-კურალის გლუვლულიანი თოფების მოდელები:
1. Boss Verrees, 12 ga. ვერტიკალური ლულებით ![]() 2. Nemrod 12 ga. ჰორიზონტალური ლულებით ![]() 3. Edimbourg 20 ga. ჰორიზონტალური ლულებით ![]() 4. Chambord 12 ga. ვერტიკალური ლულებით ![]() ასევე ცნობილი მოდელია ვერტიკალურ ლულებიანი ვერსალი (Versailles). ლებო-კურალის შტუცერების მოდელები: 1. Ardennes 9,3X74R. ![]() 2. Tyrol 7X65R. ![]() 3. Safari 470N.E. ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
უუუჰჰჰ.....მაგარი სტატია...ლებო ხო არის და არის....
![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#4
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ყოჩაღ მონადირე, ისედაც ჩვენ რიგებში ხარ კარგა ხანია. შენნაირ ხალხს დიდი ხანია ვეძებდი....
"ლებო ბრატ ლებო".... ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#5
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
,,ლებო,, და ყველაფერია ნათქვამი ,, პერდე,, და აქაც ნათელია ყვლაფერი, ,,ბოსსი,, და გასაგებია!! ,,ბრაუნინგი,,, ,, ლეფაშე,, ,,დარნიე,, ,,ფრანკოტი,, და ეხა გავალ და გულის საშუალებებს მივიღებ მეტისმტი მომდის უკვე. ბედნიერია ის ხალხი ვისაც ეს სახელები არ აღელვებს და არ აინტერესებთ და კითხვა!! მა რა ჯანაბა გაინტერესებთ ტოო? სურვილი!!!! ნისლიან ალბიონზე მინდა!! მინდა და ჰე!
|
|
|
![]()
პოსტი
#6
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#7
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 464 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ფანტასტიური იარაღია!
|
|
|
![]()
პოსტი
#8
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
მად ფოტო დევს ერთი SAFARI-470-N.E 470 ნიტო ექსპრესია შტუცერი განკუთვნილი დიდ ნადირზე სანადიროდ, საშუალო მანძილიდან! უძლიერესი იარაღია, გინდა მაგიდან ნასროლი ტყვია მოხვედრია და რინდ ცემენტით სავსე ვაგონი დაგჯახებია. P.S. ბიჭებო მაპატიეთ სტატიებისათვის ვერ ვიცლი დღე და ღამ ვმუშაობ იმედია გამოსწორდება გრაფიკი და დავდებ ახალ-ახალ საინტერესო ინფოებს.
|
|
|
![]()
პოსტი
#9
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 691 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ფრანკოტის თემაში გამოჩნდა ფრანკოტის თოფების მფლობელი ხალხი.
აქ ჯერ არავინ ჩანს... |
|
|
![]()
პოსტი
#10
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 58 რეგისტრ.: 5-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ozurgeti ![]() |
ფრანკოტის თემაში გამოჩნდა ფრანკოტის თოფების მფლობელი ხალხი. აქ ჯერ არავინ ჩანს... პირველ რიგში მოგესალმებით ყველა ფორუმის მონაწილეს, ნადირობა და ბუნება კაცს, რომ უყვარს არ შეიძლება ცუდი კაცი იყოს. ეიხარეთ ხალხო და ყველას პრემიუმ კლასის თოფით ნადირობას გისურვებთ. მე ახლი წევრი ვარ ამ ფორუმის და მეც ძალიან მაინტერესებს კარგი "ინსტრუმენტი" . ლებოზე და ფრანკოტზე იყო საუბარი და ამან დამაინტერესა, ჩემი ერთი ახლობელი არის ლებოს ბედნიერი მფლობელი მაგრამ სამწუხაროდ გაყიდვა აქვს გადაწყვეტილი კონდახი გამოცვლილი აქვს სხვა მხრივ კარგ მდგომარეობაშია, ვიცი რომ იმ ფასად აქ ვერ გაყიდის მაგრამ ვინ იცის რა მოხდება, მინდა ამ თოფის სურათები გაჩვენოთ, მე მაინცდამაინც ვერ ვერკვევი მის შეფასებაში და ეგებ სავარაუდო ფასი თქვენ იცოდეთ, რომ ჩემს მეგობარს ვუთხრა არც თვითონ არის დიდი ექსპერტი ამ საქმის, არც თოფის და არც ნადირობის, ამიტიმაც გადაწყვიტა ალბათ გაყიდვა. უბრალოდ იცის რომ ძვირფასი თოფია და მეტი არაფერი. ეს ცერილი მოუვიდა ლებოს უჯახიდან მისი შვილთაშვილიდან ![]() კიდევ ერთს ვიცნობ ძველი ნამდვილი მონადირეა და ფრანკოტი აქვს მალე შევეცდები ფრანკოტის სურათებიც დავდო. ხო მართლა ეს ორივე თოფი ქ. ოზურგეთშია თუ ვინმეს აინტერესებს, იყიდება მხოლოდ ლებო ფრანკოტს კი რამდენადაც ვიცი მისი პატრონი ვერაფრის გულისთვის ვერ შეელევა მიუხედავად იმისა რომ უკვე დიდი ხანია ვეღარ ნადირობს. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() თოფის ნომერი 37750-ია გადახსნილ მდომარეობაში სურათი არ მაქქვს ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#11
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
პმ ნახეთ
|
|
|
![]()
პოსტი
#12
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
gela_07
საინტერსოა.... |
|
|
![]()
პოსტი
#13
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,028 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თელავი ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#14
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
|
|
|
![]()
პოსტი
#15
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,664 რეგისტრ.: 8-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ზახარა
გილოცავ! მშვენიერია. მშვიდობაში! |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th May 2025 - 15:11 |